დეილ კარნეგი

ამერიკელი მწერალი და პედაგოგი

დეილ ბრეკენრიჯ კარნეგი (ინგლ. Dale Breckenridge Carnegie}}; დ. 24 ნოემბერი, 1888— გ. 1 ნოემბერი, 1955) — ამერიკელი მწერალი, ლექტორი, პედაგოგი, ორატორ-მოტივატორი.

ციტატები რედაქტირება

  •  

ყოველი ერი თავს სხვა დანარჩენზე აღმატებულად თვლის. სწორედ ეს აზრი შობს პატრიოტიზმსა და ომებს.


  •  

იშვიათად აღწევს ხალხი წარმატებას იმ საქმეში, რომლის კეთებაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს.


  •  

საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.


  •  

თუკი გსურს, გაიჩინო მეგობრები, უბრალოდ კარგად დაიმახსოვრე ისინი. თუკი გახსოვთ ჩემი სახელი, ამით თქვენ უსიტყვო კომპლიმენტს მეუბნებით და მაგრძნობინებთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინე.


  •  

ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის, რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება - გაუჩინო მას ამის გაკეთების სურვილი.


  •  

ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.


  •  

ორ თვეში შეგიძლია გაიჩინო გაცილებით მეტი მეგობარი, ვიდრე ორი წელიწადში, თუკი ეცდები, დაინტერესდე მათი პიროვნებით იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ეცადე დააინტერესო შენით.


  •  

ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს - თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება.


  •  

პირველ რიგში ჰკითხე საკუთარ თავს: „ყველაზე უარესი რა შეიძლება, მოხდეს?“ - შემდეგ მოემზადე, მის გადასატანად, ხოლო შემდეგ ეცადე, მიაღწიო უარესზე უკეთესს.