ფრანც კაფკა (გერმ. Franz Kafka, დ. 3 ივლისი, 1883, პრაღა - გ. 3 ივნისი, 1924, ვენა) — XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი მწერალი და ნოველისტი, რომლის ნაშრომთა უმრავლესობის გამოქვეყნება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. მისი უნიკალური წერის სტილი დღემდე იპყრობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ყურადღებას.

ფრენც კაფკა (1906)

ციტატები რედაქტირება

  •  

არ მახსოვს, რომ პირდაპირ და აშკარა სალანძღავი სიტყვებით შეგემკე. ამის საჭიროება არც იყო, რადგან სხვა საშუალებებიც უხვად მოგეძევებოდა, თანაც სახლში ლაპარაკების დროს და განსაკუთრებით მაღაზიაში, ჩემ გარშემო, სხვებს იმდენი სალანძღავი სიტყვა ხვდებოდათ, რომ სიყმაწვილეში ამისგან ზოგჯერ თითქმის ვბრუვდებოდი და არავითარი საფუძველი არ მქონდა, რომ ეს საკუთარ თავზე არ მიმეღო, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც ლანძღავდი, ჩემზე უარესები ნამდვილად არ იყვნენ და რასაკვირველია, მათით ისევე უკმაყოფილო იქნებოდი, როგორიც ჩემით.

  ციტატის წყარო: „წერილი მამას“

  •  

როდესაც იმის კეთებას ვიწყებდი, რაც არ მოგწონდა, წარუმატებლობით მემუქრებოდი. მაშინ შენს აზრს ისეთი მოწიწებით ვეპყრობოდი, რომ წარუმატებლობა, თუნდაც მოგვიანებით, გარდაუვალი იყო. რაც უფრო ასაკი მემატებოდა, მით უფრო მეტი რამ გროვდებოდა, რაც ჩემი არარაობის დასამტკიცებლად შეგეძლო წარგედგინა.

  ციტატის წყარო: „წერილი მამას“

  •  

ყოველი ურთიერთობა, რომელსაც თავად არ ვქმნი, რაც ჩემს მეს ეწინააღმდეგება, არაფრად მიღირს, მზღუდავს, ხელ-ფეხს მიბორკავს, მძულს.

  ციტატის წყარო: „წერილი ფელიჩესადმი, 1916“

  •  

მე, როგორც ზედმიწევნით არათავისთავად ადამიანს, მუდმივად გამაჩნია უსაზღვრო მოთხოვნილება, ყოველმხრივ თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიყო.

  ციტატის წყარო: „წერილი ფელიჩესადმი, 1916“


  •  

ბედნიერება არ სცნობს სიბერეს. ის ვინც მართლა ბედნიერია, არასოდეს ბერდება.


  •  

წიგნი უნდა იყოს ნაჯახი ჩვენს სულში გაყინული ზღვისათვის.


  •  

სამყარო ჩემთვის სამ ნაწილად იყოფოდა: ერთი, სამყარო, სადაც მე, მონა ვცხოვრობდი და იმ კანონებს ვემორჩილებოდი, რომლებსაც, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლომდე ვერასდროს დავიცავდი; მეორე, ჩემგან უსასრულოდ შორეული სამყარო, სადაც შენ ცხოვრობდი, განაგებდი, ბრძანებებს გასცემდი, მრისხანებდი, როცა შენი განკარგულებები არ სრულდებოდა; და ბოლოს, მესამე სამყარო, სადაც, მორჩილებისგან თავისუფალნი, ბედნიერად ცხოვრობდნენ.

  ციტატის წყარო: "წერილი მამას"


  •  

ცხოვრების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ოდესმე იგი შეწყდება.


  •  

გაწამებული კაცობრიობის ბორკილები საკანცელარიო ქაღალდით შეიქმნა.


  •  

ცხოვრება ყოველთვის გადაგვატანინებს ყურადღებას, მაგრამ ვერასდროს ვერ ვხვდებით რისგან გადაგვაქვს.


  •  

ზოგიერთი მატყუარა ხერხი ისეთი თხელია, რომ თავისით იხევა.


  •  

შენზედ ბოძებული დრო ძალიან მოკლეა, არ დაკარგო არც ერთი წამი, რადგან წამის დაკარგვა მთელი ცხოვრების დაკარგვის ტოლფასია, ცხოვრება იმ წამებისგან შედგება, რომელიც დაკარგე.


  •  

ადამიანის ბუნება მტვერივით ვერ იტანს დამოკიდებულებას, ის თავისუფალია და თუ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული გახდა, აუცილებლად დაიწყებს ბორკილების, კედლების და საკუთარი სხეულის მტვრევას.


  •  

ყოველივეს რაც კვდება, სიკვდილამდე აქვს რაღაც მიზეზი და მიზანი, სიკვდილით კი ის ბოლომდე ხარჯავს საკუთარ თავს.


  •  

ვინც მიდის, იმის სიყვარული რთული არაა.


  •  

სიკეთე რაღაც მხრივ არ არის სალხინებელი.


  •  

ყველაფერი, მათ შორის ტყუილიც, ემსახურება ჭეშმარიტებას, ჩრდილები ვერ აქრობენ მზეს.


  •  

ჭეშმარტება ის სიმდიდრეა, რომელსაც ვერ ასწავლი ადამიანს, ჭეშმარიტება საჩუქარია, რომელსაც იღებ, როგორც სიყვარულს და სილამაზეს.


  •  

გაუთვითცნობიერებელი ადამიანი უფრო თამამად მოქმედებს.


  •  

ადამიანმა დიდი ხნის წინ მოიცილა სამყაროს შექმნაში მონაწილეობის შანსი და ვალდებულება სამყაროს მოვლისა.


  •  

ცხოვრებაში უამრავი ბარიერია და იმდენად დიდი, რამდენადაც დიდია მიზანი.


  •  

მასების დონე ინდივიდის შეგნებით იზომება.


  •  

მთელი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ გზაა გარდაცვალებისკენ.


  •  

კრუნჩხვითი მხიარულება უფრო სევდიანია, ვიდრე ღიად გამჟღავნებული სევდა.


  •  

ცხოვრება ორ რამეს შორის მოქცეული ეპიზოდი არ არის.


  •  

ცხოვრების აღქმასა და სინამდვილეს შორის ხშირად ჩნდება დაუსრულებელი შეუსაბამობა.


  •  

პოეზია გარდაქმნის ცხოვრებას.


  •  

ბედნიერება გამორიცხავს სიბერეს, მას ვისაც შეუძლია შეამჩნიოს სილამაზე, არ ბერდება.


  •  

ნამდვილი მტრის წინ შენში უსაზღვრო გამბედაობა იბადება.


  •  

ნუ მისცემ ბოროტებას იმის შანსს, რომ დაგარწმუნოს, თითქოს მის საიდუმლოებებს შეიცნობ.


  •  

ადამიანებთან ურთიერთობა თვითანალიზს წარმოქმნის.


  •  

ჭეშმარიტი გზა დაჭიმული თოკია არა სიმაღლეზე, არამედ მიწიდან ახლოს, მისი დანიშნულება არაა მასზე გავლა, არამედ მასზე წაბორძიკება.


  •  

ჩვენი თამაშის გაგების მეტი არაფრის მოთხოვნა არ შეიძლება მაყურებლისგან.


  •  

მშვიდად და წყნარად უნდა გაანალიზო საკუთარი თავი, იცხოვრო ისე, როგორც მიედინები და არ სდიო საკუთარ კუდს, როგორც ძაღლი.


 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ფრანც კაფკა