ჯონათან სვიფტი (ინგლ. Jonathan Swift; დ. 30 ნოემბერი 1667 — გ. 19 ოქტომბერი 1745) — ირლანდიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ფანტასტიკური ტეტრალოგიის გულივერის თავგადასავლები ავტორი.

ჯონათან სვიფტი (1718)

ციტატები რედაქტირება

  •  

ყოველ ადამიანს ჰსურს იცხოვროს დიდ ხანს, მაგრამ სიბერე არავის არ ჰსურს.


  •  

გულისწყრომას დამორჩილდე, ნიშნავს, სხვისი დანაშაულისთვის საკუთარი თავი დასაჯო.


  •  

მმართველობა მართულთა თანხმობის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა მონობა.


  •  

გზას გაუდექი, მოგზაურო და მიბაძე, თუკი შეძლებ, იმას, ვინც მთელი ძალ-ღონით ცდილობდა დაეცვა მოპოვებული თავისუფლება.


  •  

ომი სიამაყის შვილობილია, ხოლო თავად სიამაყე ზედმეტი სიმდიდრის ქალიშვილი გახლავთ.


  •  

ჩვენი ლოცვების ყველაზე დიდ და გულწრფელ ნაწილს ჩივილი შეადგენს.


  •  

ქორიწნება მაშინაა ბედნიერი, როდესაც ქმარს ესმის ყველაფერი, რაც ცოლს ჯერ არ უთქვამს.


  •  

პარტია - ეს მასის სიგიჟეა ერთის ამბიციებისთვის.


  •  

ცოტანი ცხოვრობენ დღევანდელი დღით, უმეტესობა მოგვიანებით აპირებს ცხოვრებას.


  •  

ყველაზე კარგი ექიმები არიან ქვეყნად - ექიმი დიეტა, ექიმი მოსვენება და ექიმი გართობა.


  •  

ქვეყნად რომ ძალიან ცოტა ბედნიერი ოჯახია, ეს იმას ბრალია, რომ გოგოები უმეტეს დროს აბრეშუმის ქსოვას ახმარენ, ვიდრე გალიების მშენებლობას.


  •  

მას, ვისაც ყველა მიანიჭებდა მეორე ადგილს, იმსახურებს პირველობას.