აგათა კრისტი

(გადმომისამართდა აგატა კრისტი-დან)

დამა აგათა მერი კლარისა კრისტი (ინგლ. Dame Agatha Mary Clarissa Christie; დ. 15 სექტემბერი, 1890 — გ. 12 იანვარი,1976) — ინგლისელი მწერალი ქალბატონი, ცნობილია თავისი დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებებით.

აგათა კრისტის საფლავი

ციტატები

რედაქტირება
  •  

ცხოვრება გაბმული ხუმრობაა, ბოლოს კი სიკვდილი იცინის.


  •  

ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია.


  •  

არქეოლოგ ქმარზე უკეთესს ვერავის ინატრებს ქალი: რაც უფრო დაბერდება, მით უფრო დაინტერესდება მეუღლე მისით.


  •  

ინგლისში ყავას ყოველთვის ისეთი გემო აქვს, თითქოს რომელიმე ქიმიური ცდის შედეგი იყოს.


  •  

ქალები გაუცნობიერებლად ამჩნევენ ათას პატარა დეტალს, გაუცნობიერებლადვე ალაგებენ მათ და შემდეგ არქმევენ ქალურ ინტუიციას.

  ციტატის წყარო: აგათა კრისტის ციტატები


  •  

ყველა უბედურება ფულის და უფულობის გამო ხდება.

  ციტატის წყარო: აგათა კრისტის ციტატები


  •  

თუ ვერ ახრხებთ ქმრის ცხოვრების წესსის მიღებას, ნუ გაჰყვებით მას ცოლად.

  ციტატის წყარო: აგათა კრისტის ციტატები


  •  

ყოველგვარი ურთიერთდამოკიდებულება ქალსა და მამაკაცს შორის იწყება ილუზიით, თითქოს თქვენ ერთნაირად ფიქრობდ ამქვეყნად ყველაფერზე.

  ციტატის წყარო: აგათა კრისტის ციტატები


  •  

ილუზია, რომ მექალთანეს გამოასწორებს ქალის ერთ-ერთი დიდი შეცდომაა.

  ციტატის წყარო: აგათა კრისტის ციტატები


  •  

დამტვრეული თეფშს ბედნიერება მოაქვს, მაგრამ მხოლოდ არქეოლოგისთვის.

  ციტატის წყარო: აგათა კრისტის ციტატები


  •  

მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ხედავ რაოდენ სასაცილოა ხალხი, ხვდები თუ რაოდენ ძლიერ გიყვარს ისინი.

  ციტატის წყარო: აგათა კრისტის ციტატები


  •  

მე მიყვარს ცხოვრება და ვერანაირი ჯოჯოხეთური წამება და უბედურება ვერ გადამათქმევინებს, რომ უბრალოდ ცხოვრება დიდი მადლია.

  ციტატის წყარო: აგათა კრისტის ციტატები


  •  

არ იცი, შეგიძლია თუ არა, სანამ არ გასინჯავ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება