ნეტარი ავგუსტინე
ავგუსტინე ნეტარი (ლათ. Augustinus Sanctus), ავგუსტინე ავრელიუსი (დ. 13 ნოემბერი, 354, ტაგასტი, ჩრდილოეთი აფრიკა — გ. 28 აგვისტო, 430, ჰიპონი, ჩრდილოეთი აფრიკა) — ქრისტიანი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი.
სწავლებანი
რედაქტირებანუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ. |
ციტატის წყარო: „აღსარებანი“
ხედავენ თუ არა გარდაცვლილთა სულები იმას, რაც ამ წუთისოფელში ხდება? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 37
რა სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, მუდმივად ჩაესმის ეს მწუხარე ხმა: რამდენ ხანს გასტანს ეს ყოველი? |
ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 9
სიმდიდრე – ორგული მონაა; თუნდ ათასი ბორკილი დაადო, ბორკილებიანად გაიქცევა. |
ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 9
გულით ნუ მიეჯაჭვები იმას, რაც დროებით გეძლევა. ის არ არის სიმდიდრე, რაც მალე განგვშორდება. |
ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 9
ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ვფლობთ და რომლის დაკარგვა არ ძალგვიძს. |
ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 9
მდიდრები ღარიბების გარეშე ვერ ცხონდებიან. ღმერთი მათ სასუფევლის კარს გაუღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ღარიბთათვის ხელს გამოიღებდნენ. |
ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 17
რისთვის არის საჭირო საღმრთო წერილის საიდუმლოთა დაფარულობა? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 13
როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 19
დაიმკვიდრებს თუ არა საუკუნო ნეტარებას ეკლესიის ერთობისაგან განშორებული ადამიანი? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 37
თუკი უფალი გადადებს თავის სასჯელს, შენ ნუ გადადებ შენს გამოსწორებას. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 37
სიხარულით გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე - ბევრის გაცემა. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 309
ვისაც კარგად ცხოვრება შეუძლია, მას კარგად ლოცვაც ძალუძს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 221
თუკი ცივია ჩვენი სიყვარული - ცივი იქნება ჩვენი მოღვაწეობაც. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 159
არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 349
შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 481
უნდა გიყვარდეს მშობელი, მაგრამ მას მაცხოვარი უნდა ამჯობინო. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 68
მხოლოდ გიყვარდეს - და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 150
გინდათ, არ გყავდეთ მტრები? გიყვარდეს მტერი შენი, ასეთია სიყვარულის ძალა. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 341
ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრება. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 50
ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის სხვადასხვა სახეობა. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 213
სამართლიანია, ბოროტებში ბოროტება გძულდეს, მაგრამ გიყვარდეს ღვთის ქმნილება. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 289
ვისაც მშვიდობისმოყვარე სახელი არა აქვს, მას არ შეიძლება, ღვთის შვილი ერქვას. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 332
უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე ამაყად იქებდე თავს სათნოებებით. |
ციტატის წყარო: სიამაყე, სიმდაბლე, სათნოებები, ცოდვა
არ უწილადო ღატაკებს იქიდან, რაც მოგეჭარბება - სხვისი ქონების მითვისებას ნიშნავს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 298
მას ვერანაირი უბედურება ვერ შემუსრავს, ვისაც ვერანაირი ბედნიერება ვერ აზიანებს. |
ციტატის წყარო: ბედნიერება, განსაცდელები, უბედურება
ვინც ბოროტ ადამიანთა საზოგადოებებს ეძიებს, იგი საკმაოდ წარმოაჩენს საკუთარ ბოროტებას. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 277
ვინც ქრისტიანებთან უთანხმოებაში ცხოვრობს, მას არ შეიძლება, ქრისტესთან ერთობა ჰქონდეს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 332
ვინც უსამართლობას დაინთმენს, მისი მწუხარება სჯობს იმის სიხარულს, ვინც არასწორად მოქმედებს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 326
მავანნი გულუხვნი და მოსიყვარულენი არიან ახლობლებისადმი, მაგრამ თავიანთი ენით ვნებენ ადამიანს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 792
ყველა ნაკლოვანებას თავისი ძალა აქვს მხოლოდ უკანონობაში, ამპარტავნებისა კი სათნოებებშიც უნდა გეშინოდეს. |
ციტატის წყარო: ამპარტავნება, სათნოებები
რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არა - ყაჩაღთა დიდი ბანდა? |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 95
საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფს. 65, 15), ანდა სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარუყოფს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 209
მავნე ჩვევა და მოუფრთხილებლობა იმისა, რაც ჩვენთვის სასარგებლოა - აი, რა გვიშლის, ყოველთვის მდუმარებით დავიცვათ ბაგე. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 792
ის კი არ არის ჭეშმარიტად გულმოწყალე, რომელიც მოჭარბებულიდან აძლევს, არამედ ის, ვინც საჭიროსაც მოიკლებს ღატაკებისათვის. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 308
რაოდენ ნაკლებმნიშვნელოვანი და საძაგელიც არ უნდა იყოს ცოდვა, ჩვეულება მას ნაკლებმნიშვნელოვნად და არარაობად წარმოაჩენს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 409
რას გვეტყვით მტრების სიყვარულზე? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 105
ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის. |
ციტატის წყარო: მკვლელობა, ცდუნება, ცოდვა
საკმარისი არ არის ბოროტებისაგან თავის შეკავება, თუ სიკეთეს არ გააკეთებ. ცოტაა ის, რომ არავის ავნო, უნდა ეცადო, რომ ბევრისთვის იყო საჭირო. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 292
ლოცვა ნესტიანი ღრუბელივით ხან გვიცავს მწველი ზრახვებისაგან, ხანაც რწყავს და გამოაცოცხლებს ცრემლების ნაკადით მათ, ვინც ამით მოსაგრეობენ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 221
ვისგან მოგვეცა საუფლო ლოცვა – „მამაო ჩვენო“? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 267
როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 593
სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი საქმეებია, იმიტომ, რომ განზრახვა, უწინარეს ყოვლისა, საქმეს კეთილად აქცევს, კეთილი განზრახვა კი რწმენიდან მომდინარეობს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 94
როდესაც რაიმე ბოროტს ვთხოვთ უფალს, იგი თავის მრისხანებას გამოაჩენს, როდესაც ჩვენს სათხოვარს ასრულებს და მოწყალებას გამოიჩენს, როდესაც არ აღასრულებს მას. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 234
სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენებს მათზე. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 500
მიდით და დაიმკვიდრეთ ცათა სასუფეველი, - ეუბნება უფალი მოწყალეთ, - არა იმიტომ, რომ თქვენ არ შესცოდეთ, არამედ იმისათვის, რომ მოწყალებით განიწმინდეთ ცოდვებისაგან. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 303
სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ ბოროტმოქმედთა გამო, არამედ - გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ კეთილნი გახდნენ. წმიდანთა რიცხვი ყოველთვის ცოდვილთაგან ივსება. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 500
რას წარმოადგენს სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 48
უბედურია ყოველი სული, რომელიც სიყვარულით ემსჭვალვის იმას რაც მოკვდავია. რადგან ამ უკანასკნელის დამკარგავს სიცოცხლე აუტანელ ტანჯვად ექცევა. სწორედ მაშინ გრძნობს მთელი სიმძაფრით თავზარდამცემ უბედურებას, თუმცა უბედური იყო მანამდეც, ვიდრე თავისი სიყვარულის საგანს დაკარგავდა |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 234
ზოგიერთები ძალიან მომთხოვნნი არიან საჭმელში და არ იკარებენ პირში გარკვეულ საკვებს, მაგრამ ასე მომთხოვნად და ფრთხილად არ ეკიდებიან სიტყვას, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 791
კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, თავისუფალია, ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც ნაკლოვანება. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 843
არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 329
ღმერთი სიტყვა, მამის თანასწორი, ჩვენი მოკვდავობის თანაზიარი შეიქმნა არა თავისი, - არამედ ჩვენი ბუნებისამებრ და ჩვენ მისი ღვთაებრიობის თანაზიარნი შევიქმნებით არა ჩვენი, არამედ - მისი ძალით. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 59
როგორც ყველაზე ჯანმრთელ თვალს არ ძალუძს, ხედავდეს, თუ რაიმე სხივით არ არის განათებული: ასევე ადამიანი, რაც არ უნდა გარეგნულად პატიოსანი იყოს, ვერ შეძლებს, ღვთის მადლის გარეშე ცხოვრება სათნოდ გავლოს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 80
როგორია მაქებარი კაცი და ის, ვისაც იგი აქებს? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 140
მდიდარი ქრისტიანები, თუკი ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან, სრულებით ღატაკნი არიან, ვინაიდან ზეციურ სიკეთეებთან შედარებით თავის ოქროს ფერფლად მიიჩნევენ, თანაც მათ სიმდიდრეს ის შეადგენს, რაც სრულებით არ ახარებთ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 166
რაზე უნდა იყოს დამყარებული უხილავსა და მარადიულზე მსჯელობა? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 177
როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ - ადამიანთა გარყვნას. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 593
თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათაგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვთის ტაძარია. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 333
რა მდგომარეობაში იმყოფება ღმერთს მოშორებული სული? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 154
როდის შევლენ მდიდარნი ცათა სასუფეველში? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 167
ვინ არის თავისუფალი ადამიანი და ვინ მონა? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 41
ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი - სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრინველებისთვის სრულიად დაუცველი დატოვა. |
ციტატის წყარო: http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=13418 სულიერი მდელო გვ. 432]
უნდა ეყრდნობოდეს თუ არა ადამიანი საკუთარ თავს? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 58
როგორ ამხელენ წმ. მამები იმათ, რომლებიც ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებენ მოყვასს? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 217
რომელია უმჯობესი: იმ ადამიანის მწუხარება, რომელიც უსამართლოდ ევნება, თუ იმ კაცის სიხარული, ვინც სხვას ავნებს უსამართლოდ? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 99
ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქი). დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 145
შეიძლება ითქვას, რომ უფალმა ჩვენვე მოგვცა საკუთარი სამსჯავრო: ჩვენზეა დამოკიდებული: ჯერ კიდევ აქ დაახლოებით განისაზღვროს სასამართლოს განაჩენი და გადაწყვეტილება ჩვენზე. როგორც მოვექცევით მოყვასს, ისევე მოგვექცევა უფალი. თუ მივუტევებთ, ჩვენც მოგვეტევება. უფალმა ასე ბრძანა და საკუთარ სიტყვას არ გადათქვამს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 329
რატომ გამოცდის ადამიანს სატანა? |
ციტატის წყარო: http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=7701 ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 239]
საკმარისია თუ არა მხოლოდ ღმერთს რომ წარვუდგებოდეთ სინანულით, ხოლო მღვდლის წინაშე აღარ ვამბობდეთ აღსარებას? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 120
როგორი სიწრფელეა უფრო მეტად აღმატებული? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 129
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? - მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს (1 მეტრ. 5, 8). მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 212
რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მასში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა საიდუმლოებები (როგორც საერთოდ ქრისტიანული რელიგიისა) მარგებელია: ისინი იმიტომაც არის დაფარული, რომ არ დააკნინოს ვინმე, იმისთვის გვეძლევა გამოსაძიებლად, რომ გონება გაგვივარჯიშოს და იმისთვის ცხადდება, რომ გვასაზრდოოს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 118
სად უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 201
რატომ მიილტვის ყოველი ადამიანი ბედნიერებისაკენ? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 143
მეგობრობა ერთი სულია სხვადასხვა სხეულში. |
შეიმეცნე, რათა გწამდეს, გწამდეს, რათა შეიმეცნო. |