აზორკი [1] [2] [3] [4], არსოკ [5], ფარნუკ I, იგივე ხსე-ფარნუგ [6], არამეული და ბერძნული წყაროების მიხედვით – ქსეფარნუგი (გ. 103) — ფარსმან I-ის ერთადერთი ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, არმაზის ტახტი დაიკავა აზორკმა 87 – 103 წლებში. ის ერთობლივად მეფობს მის ბიძაშვილთან, მცხეთის მეფე არმაზელთან ერთად. მოიხსენიება არმაზის ბილინგვის სერაფიტის წარწერაში.


  •  

1-20 სტრ., 45
და დასხდეს მეფედ შემდგომად მათსა შვილნი მათნი, არმაზს აზორკ და შიდა ქართლსა არმაზელ.
მეცამეტე მეფენი აზორკ და არმაზელ, ძენი ფარსმანისი და კაოსისა, არშაკუნიანნი
ხოლო ესე მეფენი არმაზელ და აზორკ იყვნეს კაცნი მჴნენი და შემმართებელნი. და შეითქუნეს ესენი, და განიზრახეს ძიება საზღვართა ქართლისათა. მაშინ მოკლა სუმბატ ბივრიტიანმან იარვანდ, მეფე სომეხთა, და დასვა მეფედ ძმა იარვანდისი, რომელსა ეწოდებოდა სახელად არტაშან. მაშინ ამათ მეფეთა ქართლისათა აზორკ და არმაზელ მოუწოდეს ოვსთა და ლეკთა, და გარდამოიყვანნეს ოვსთა მეფენი ძმანი ორნი გოლიათნი, სახელით ბაზუკ და აბაზუკ, სპითა ოვსეთისათა. და მათ გარდამოიტანნეს თანა პაჭანიკნი და ჯიქნი. და გარდამოვიდა მეფე ლეკთა და გარდამოიტანნა დურძუკნი და დიდონი. და ამათ მეფეთა ქართლისათა შემოკრიბნეს სპანი თჳსნი და შეკრბა ესე ყოველი სიმრავლე ურიცხჳ. და სიმარჯჳთ ფარულად შეკრბეს, ვიდრე შეკრბებოდეს სპანი სომეხთანი. და შევიდეს ესენი სომხითს და უგრძნეულად წარმოსტყუენეს შირაკუანი და ვანანდი ბაგრევანამდე და ბასიანამდე, და შეიქცეს და ჩატყუენეს დაშტი ვიდრე ნახჭევანამდე, და აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და აღივსნეს ყოვლითავე ხუასტაგითა, და გამოვლეს გზა ფარისოსისა. მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან მოუწოდა სპათა სომხითისათა, და შეკრბეს მსწრაფლ სომეხნი და დევნა უყვეს. ხოლო ესე ყოველნი ჩრდილონი განსრულ იყვნეს მტკუარსა და მისრულ იყვნეს კამბეჩოანს, და დაებანაკათ იორსა ზედა, და განიყოფდეს ტყუესა

  •  

1-20 სტრ., 46
და ნატყუენავსა. მაშინ სუმბატ წარავლინა მოციქული და რქუა: „რომელი აღგიღიათ ნატყუენავი სომხითით, პირუტყჳ, ოქრო, ვეცხლი და ნაქსოვი, ყოველი მომინიჭებია თქუენდა; და რომელი დათხეულ არს სისხლი სომეხთა თქუენ მიერ, იგიცა უძებნელ იყოს თქუენ ზედა; გარნა რომელი აწე გყავს კაცი ტყუედ, განუტევეთ და წარვედით მშჳდობით, განმდიდრებულნი და აღსავსენი ყოვლითავე. ხოლო მათ პასუხი მიუგეს ესრეთ ვითარმედ: „არა სხუად შემოვედით სომხითს, არამედ ძიებად შენდა და ვერა გპოვეთ შენ. და აწ მოვედ ჩუენდა, მიიღე ნაწილი შენი, თუარა მოვიდეთ შენდა, სადაცა იყო და ვერ განერე ჴელთაგან ჩუენთა ცოცხალი“. მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან განვლო მტკუარი. და ბაზოკ ოვსთა მეფემან სთხოვა მუქარა, მიუგზავნა მოციქული და ითხოვა თავის-თავ ბრძოლა. ხოლო სუმბატ აღიჭურა და აღჯდა ვარსამატსა თჳსსა და განვიდა განწყობილთა შორის. და მუნით გამოჴდა ბაზოკ. და აღიზახნეს ორთავე და მიეტევნეს. და სცა სუმბატ ჰოროლნი სარტყელსა ზედა, და განავლო ზურგით წყრთა ერთი, აღიღო ცხენისაგან და დასცა ქუეყანასა ზედა. მაშინ მიეტევა ანბაზუკ შუელად ძმასა თჳსსა, ხოლო მოსწუადნა სუმბატ ჰოროლნი იგი, მიეგება და ეგრეთვე მასცა სცნა და განავლო, აღიღო და დასცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: „ესე სომეხთა დედათა და მამათა, ყრმათა ჩჳლთათჳს, რომელნი თქუენ მოსრენით“. მაშინ სპათა მათ ყოველთა ოვსთა, ლეკთა და ქართველთა, და ყოველთა მათ ჩრდილოთა ნათესავთა ერთპირად აღიზახნეს და თქუეს: „ვინათგან მოკლნეს ძმანი ისი ორნი, თავნი გოლიათობისა ყოვლისანი, სიკუდილი ჩუენი არად შესარაცხელ არს“. და უფროჲსად განბოროტნეს და შეკრბეს ყოველნი სპასალარობასა ქუეშე არზოკ და არმაზაელისსა, ქართველთა მეფეთასა, და ყოველნი მიეტევნეს სუმბატს და სპათა სომხითისათა. მაშინ იქმნა ბრძოლა დიდძალი მათ შორის, და გაგრძელდა მათ შორის

  •  

1-20 სტრ., 47
ბრძოლა სამ ჟამითგან ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და აღჴდა მტუერი, და დღე ბნელ იქმნა ვითარცა ღამე. და აღრეულ იყვნეს ერთგან და ვერ-ღარა იცნობდეს ერთმანერთსა მტუერისა მისგან. მაშინ იძლია ბანაკი ჩრდილოჲსა სომეხთაგან, მეოტ იქმნეს და დაიფანჩნეს ყოველნივე, მიუდგა სუმბატ, მრავალთაგან მრავალთა მოწყლული, და სდევნა ღამემდე და მოსრნა ყოველნი ოვსნი და ლეკნი, რომელთაგან მცირედნი დაურჩეს; ხოლო ქართველნი უფრო დარჩეს სამეოტოთა გზათა მეცნიერებისაგან და შემოიხუეწნეს ორნივე მეფენი ქართლისანი მცხეთას, მოწყლულნი. მაშინ სუმბატ გამარჯუებული შემოვიდა ქართლად, და მოაოხრა ქართლი, რომელი პოვა ციხეთა და ქალაქთა გარე; ხოლო ციხე-ქალაქთა არა ჰბრძოდა, რამეთუ არა მზა იყო მსწრაფლ გამოსლვისაგან. არამედ აღაშენა ციხე ქუეყანასა ოძრჴევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა, რომელსა ჰქჳან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსსა. და დაუტევნა მას შინა ლაშქარნი შემწედ წუნდელთა და მაბრძოლად ოძრჴეველთა და წარვიდა. ხოლო მეფენი ესე ქართლისანი, არზოკ და არმაზელ, სიფიცხლითა გულისა მათისათა არა შეუშინდეს, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი თჳსნი, განწირნეს ყოველნი ველნი ქართლისანი და არა დასცხრეს კირთებისაგან სომეხთა ზედა. და იწყეს ოვსთა ძებნა სისხლისა მათისა სომეხთა ზედა, გარდამოვიდოდეს ქართლად და დაემეგობრნეს ქართველთა, და აღერივნეს ერთად ოვსნი და ქართველნი. და მარადის ბრძოდეს სომეხთა. და იყო ოძრჴეს ქალაქსა შინა ერისთავი მეფისა არმაზელისი, აზნაურთაგანი, და იგი დადგრომილ იყო სარწმუნოებით ერთგულებასა ზედა არმაზელისსა, და მას

  •  

1-20 სტრ., 48
შეეწეოდეს მეგრელნი. ხოლო წუნდელნი და დემოთელნი შეეწეოდეს ერთმანერთსა, და დაუცხრომელად იბრძოდეს და უფროსი ბრძოლა მათი იყვის მდინარესა ზედა, რომელსა ჰქჳან ნოსტე. და იყო კლარჯეთს ერისთავი არზოკ მეფისა, აზნაურთავეგანი. და იგი ავნებდის საზღვართა სომხითისათა, ქუეყანასა პარხლისასა, რომელ არს ტაო, და ვერავინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს. რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა, და მკჳდრნი კლარჯეთისანი იყვნეს კაცნი მკჳრცხნი და მჴედარნიცა. ხოლო თჳთ მეფენი ქართლისანი მცხეთით გაემართოდიან სომხითს გზასა აბოცისსა, და მარადის ესრეთ ჰკრფებოდეს ქართველნი. მაშინ წარმოემართა ძალითა თჳსითა ყოვლითა არტაშან, მეფე სომეხთა, და სპასპეტი მისი სუმბატ ბივრიტიანი. ხოლო ქართველთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი, და მოირთეს ძალი ოვსეთით და განავსნეს ციხენი და ქალაქნი და მოვიდეს სომეხნი და დადგეს მცხეთას, და ჰბრძოდეს ხუთ თუე. და დღეთა ყოველთა იყვის ბრძოლა ბუმბერაზთა. მაშინ შესჭირდა ქართველთა და ოვსთა, ითხოვეს მშჳდობა, და აღუთქუეს მორჩილება და არღარა ძიება სისხლისა და ზღვარისა. მაშინ ისმინა სომეხთა მეფემან ვედრება მათი. და ქმნეს ფიცი და აღთქმა, და დაიმონნა ქართველნი და ოვსნი სომეხთა მეფემან, და წარვიდა. ხოლო გარდაჴდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე. და აღშენდა ქართლი მოოჴრებული სომეხთაგან. მაშინ უცალო იქმნეს სომეხნი, რამეთუ იწყეს ბრძოლა სპარსთა და ბერძენთა. და პოვეს მას შინა ჟამი მარჯუე ქართველთა და ოვსთა, იწყეს კირთებად სომეხთა. რამეთუ სპანი სომეხთანი ყოველნი და ორნი ძენი მეფისანი და სუმბატ იყვნეს ბრძოლად სპარსთა. და ვითარ განამრავლეს ქართველთა და ოვსთა ვნება სომეხთა, მაშინ არტაშან მეფემან შეკრიბნა სპანი, რომელნი შინა დარჩომოდეს, და მისცნა ძესა თჳსსა ზარენს, და წარმოგზავნა ქართველთა ზედა.

  •  

1-20 სტრ., 49
ხოლო შეკრბეს ქართველნი და ოვსნი, და მიეგებნეს ქუეყანასა ჯავახეთისასა. და ეწყუნეს და სძლიეს ქართველთა და ოვსთა, და აოტეს ზარენ, ძე სომეხთა მეფისა, და მოსრეს სპა მისი ყოველი და სდევნეს საზღვარამდე სომხითისა; მიეწივნეს ზარენს, ძესა მეფისასა, და შეიპყრეს იგი ტბისა მის პირსა, რომელსა რქჳან ცელი, და უკმოიყვანეს. ხოლო ოვსთა ჰნებვიდა მოკლვა მის ზარენისი სისხლისათჳს მეფეთა მათთასა, არამედ ქართველთა დაიცვეს ცოცხლებით ძიებისათჳს საზღვართა მათთასა, და დასუეს პყრობილად ციხესა დარიალანისსა. ვერ ძებნეს სომეხთა, რამეთუ უცალო იყვნეს სპარსთაგან. მაშინ წელსა მესამესა მოვიდა სუმბატ ბივრიტიანი და ორნი ძენი მეფისანი, არტავაზ და ტიგრან, ყოვლითა სპითა სომხითისათა. მაშინ მეფეთა ქართლისათა უბრძანეს ქუეყანასა მათსა შელტოლვა ციხეთა და ქალაქთა, და მთეულეთთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი. ხოლო მოვიდეს სომეხნი და დადგეს თრიალეთს. და აღდგეს მათ შორის მოციქულნი და დაიზავნეს; მისცეს ქართველთა ძე მეფისა შეპყრობილი, და აღუთქუეს შეწევნა ესრეთ: „უკეთუ ვინ აღდგეს მტერი თქუენ ზედა და მოღმართ [გ]ებრძოდის, ჩუენ ორნივე მეფენი თავითა ჩუენითა და სპითა ჩუენითა თანადაგიდგეთ და გიშუელოთ; და უკეთუ კუალად ვისმე მიღმართ ჰბრძოდით, ათას-ათასითა მჴედრითა ჭურვილითა შეგეწეოდით“. და ესეცა აღუთქუეს ქართველთა, ვითარმედ: „ქალაქსა ამას ჩუენსა დრამა არტაშან მეფისა ხატითა დავსცეთო“. ხოლო ამისთჳს სომეხთა უკმოსცეს საზღვარი ქართლისა, ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტანი. და მიერითგან იქმნეს მოყუარე სომეხნი და ქართველნი და ოვსნი. და სამნივე ერთობით ბრძოდეს მტერთა.

  ციტატის წყარო: „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.): გვერდი 30, 31, 32, 33.


Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
აზორკი