აკაკი წერეთელი
აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე) — ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
ციტატები
რედაქტირებარა იციან, რომ ეს გული მკვდარია! რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზედ მწარია! |
ციტატის წყარო: „მუხამბაზი“. ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია, გამომც. მერანი, 1980, თბილისი. გვ. 223
ჭირნახულობა არის კაცის სიმტკიცე და გვირგვინი. თუ კაცი ბედნიერებაში და ფუფუნებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა და პირუტყვივით გადაყოლილა თავის მძორს. |
ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.
და სადაც სიყვარულია - იქ სიწმინდეა. ღმერთია. |
ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება. |
ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის-იქ გრძნობა მართალია. |
პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს - მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება. |
ბუნებისგან დაჩაგრული განა შესძლებს მეგობრობას?! მოშხამული ცივი გული სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას?! |
იქ ვარდს ან იას ვინ მოჰკრეფს სადაც ეკალი სთესია? |
პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა. |
მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული. |
ახალი ძველსა შელახავს, შეუცვლის ხორცს და ფერსაო. |
გული თუ გატყდა, შესაძლებელიც აღარ სჯერა! |
ჩემი ხატია სამშობლო, | |
ხატის წინ |
ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მე ლექსებს ვწერ, სხვა ხელობა არა მაქვს რა და ერთხელაც არ მახსოვს, რომ ღმერთი დამლაპარაკებოდეს! |
იცოდეთ, თქვენი პირადი ღირსებით მოპოვებული პატივი ყველა დიდებას აღემატება. |
შეიძლება სხვაგან, სხვა ადგილზე დიდი კაცები გახდეთ და დიდი პატივისცემაც მოიპოვოთ, მაგრამ ის პატივისცემა თქვენი კი არა, თქვენი ადგილისაა. იქ პატივს სცემენ თქვენს ადგილს და არა თქვენ. |
სამი რამ ამშვენებს კაცს: მარილიანი სიცილი, ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული. |
სამი რამ ჩაგრავს კაცს: პირველს ვერ ვიტყვი, მეორეს არ მათქმევინებენ და მესამეს ვერ გავბედავ. |
უღირსი კაცისაგან გმობა ისეთივე სანატრელია, როგორც ღირსეულისაგან ქება. |
ვინც მეტსა გრძნობს, იმას უფრო ხშირად უტყდება გული. |