ალექსანდრე დიუმა (უფროსი)
ალექსანდრე დიუმა (უფროსი) (ფრანგ. Alexandre Dumas, père; დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრე დიუმას მამა.
ციტატები
რედაქტირებაქალის გარეშე კაცი არ ხარ, ხოლო ქალთან ერთად – ადამიანი არ ხარ. |
ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 9-15 აგვისტო, 2010; N32 (502) — გვ. 104.
რა ლამაზადაც არ უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, თუ ის ბევრს ლაპარაკობს, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვის. |
ციტატის წყარო: გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989, გვ.389
ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ. |
ციტატის წყარო: გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989, გვ.760
ჩემი ცხოვრების მანძილზე მე თითქმის ყველა თეატრი მოვინახულე, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება სილამაზით თბილისის თეატრს. |
ციტატის წყარო: დიუმა, ალექსანდრე: კავკასია : მოგზაურობის შთაბეჭდილებანი / თარგმ. ფრანგ. თ. ქიქოძისა ; შესავალი წერილი, რედ. და შენიშვნები ა. გაწერელიასი - თბ. : ლიტერატურა და ხელოვნება, 1964.
ნურასოდეს დააფასებ ფულს ნურც მეტად და ნურც ნაკლებად, ვიდრე ის ღირს, რადგან იგი კარგი მსახურია და ცუდი ბატონი. |
ის ვინც ლამაზად ცხოვრობდა, ლამაზადვე მოკვდება. |
ისტორია ლურსმანია, რომელზედაც ყველაფრის დაკიდება შეიძლება. |
ეჭვიანობა სიყვარულის საძირკველია. |
იშვიათად ხდება, სასურველს მთელი ძალისხმევით რომ არ გიმალავდნენ ადამიანები. |
არსებობს იმდენად შეუფასებელი სიკეთეც, რომლის გადახდაც მხოლოდ უმადურობით შეიძლება. |
დიდება ძვირი საქონელია, თან მალფუჭებადი. |
საყვარელს შეიძლება გაშორდე, მაგრამ ცოლი, ეს სხვა საქმეა, თქვენ მასთან სამუდამოდ ხართ შეკრულნი, მიუხედავად იმისა, ერთად იქნებით, თუ არა. |
ხალხი დამშეული ლომია, რომელიც ლოკავს მხოლოდ იმ ხელს, რომლითაც აჭმევენ, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის ის. |
საუბედუროდ, პირველივე მოთხოვნილება, ხალხის გამარჯვების შემდეგ, ყველაფრის დაუყოვნებლივ განადგურებაა. |
ხალხი პატარა ბავშვივითაა, მოეფერე, აჭამე და ყველაფერს დამალავენ, დამუნჯდებიან და იქნებიან თბილნი. |
ყველაზე ადვილი იმ ოცნებების ახდენაა, რომელშიც ეჭვი არ ეპარებათ. |
ის, ვინც შეყვარებულია, არასოდეს იბნევა იმაში, თუ ვინ უყვარს. |
უხეშ რეალობას უყვარს მოკლას წმინდა იმედები. |