პედრო ალმოდოვარი
პედრო ალმოდოვარი (Pedro Almodóvar Caballero; დ. 25 სექტემბერი, 1951, კალსადა დე კალატრავა, ესპანეთი) — ესპანელი კინორეჟისორი, ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი.
ციტატები
რედაქტირებარეალობა მაძლევს სცენარის პირველ სტრიქონს, მაგრამ მეორეს უკვე მე ვიგონებ |
ციტატის წყარო: П. Альмодовар. Патти Дифуса и другие тексты. Санкт-Петербург. 2010. გვ. 39
მე დავიბადე ესპანეთისთვის ძალიან ცუდ, მაგრამ კინოსთვის ძალიან კარგ ეპოქაში |
ციტატის წყარო: П. Альмодовар. Патти Дифуса и другие тексты, Санкт-Петербург, 2010, გვ. 155
სწორედ „ტელეფონიკში“ გავიცანი კარგად ესპანეთის წვრილი ბურჟუაზიის ცხოვრება, რომელზე დაკვირვებაც მხოლოდ იქ შემეძლო. ამ აღმოჩენამ ჩემ კინოზე მოახდინა გავლენა, მანამადე ხომ მხოლოდ სოფლის მშრომელების ღარიბულ ცხოვრებას ვიცნობდი |
ციტატის წყარო: Ф. Стросс. Педро Альмодовар. Санкт-Петербург, 2007, გვ. 24
ყოველი დარღვევა რაღაც კანონის არსებობას გულისხმობს, მე კი თვითონ მისი არსებობის ფაქტს ვაყენებ ეჭვქვეშ და ამიტომ ვცდილობ, ჩემ ფილმებში არანაირი კანონი არ იყოს... აი, რატომ არ ყოფილა ჩემი ფილმები ანტიფრანკისტული, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვაღიარებ ფრანკოს არსებობას. ამაში გამოიხატება ფრანკიზმის მიმართ ჩემი პატარა შურისძიება |
ციტატის წყარო: Ф. Стросс. Педро Альмодовар. Санкт-Петербург, 2007, გვ. 44
ჩვენ ვუახლოვდებით საუკუნის დასასრულს და შედეგების შეჯამებისკენ ვიხრებით. ახლა მაინდცამაინც შესაფერისი დრო არ არის ახალი ჟანრების შესაქმნელად, ჩვენი მზერა უფრო წარსულისკენ არის მიმართული. ამიტომაც შესაძლებელია სტილების ყველაზე უფრო უჩვეულო აღრევა... უდაოა, ეს იმასაც უკავშირდება, რომ არ მაქვს კლასიკური განათლება, არ მისწავლია კინო სკოლაში, ყოველთვის ვავლენდი ერთგვარ უდისციპლინობას... ნამდვილად არ ვარ მიჩვეული მივდიო რაიმე კანონებს |
ციტატის წყარო: Ф. Стросс. Педро Альмодовар. Санкт-Петербург, 2007, გვ. 52-53
ჩემ ფილმებში იმყოფება კინო, მაგრამ მე არ ვარ რეჟისორი-სინეფილი, რომელიც ციტირებს სხვა ავტორს, მე ვიყენებ ზოგიერთ მათგანს, როგორც ჩემი სცენარების აქტიურ ნაწილებს. როცა ფილმის ეპიზოდს ვიყენებ, ეს პატივისცემის გამოხატვა კი არ არის, არამედ ქურდობა. ის წარმოადგენს ისტორიის ნაწილს, რომელსაც ვყვები, რაც აქტიურ თანაარსებობას ნიშნავს, პატივის მიგება კი ყოველთვის რაღაც პასიურია. კინოს, რომელიც მინახავს, გადავაქცევ საკუთარ გამოცდილებად, ის ავტომატურად იქცევა ჩემი პერსონაჟების გამოცდილებად |
ციტატის წყარო: Ф. Стросс. Педро Альмодовар. Санкт-Петербург, 2007, გვ. 76
რეკლამა იგივეა, რაც ავეჯი ქალაქელების სახლში, ის წარმოადგენს დეკორისა და ინტერიერის მოწყობილობის ნაწილს |
ციტატის წყარო: Ф. Стросс. Педро Альмодовар. Санкт-Петербург, 2007, გვ. 78
კორიდის პირველ პასებში ტორერო ცდუნებას განასახიერებს. ის პროვოცირებს ხარს, ეძახის, რათა მოხიბლოს და შეაცდინოს. ეს ტიპურად ქალური როლია. |
ციტატის წყარო: Ф. Стросс. Педро Альмодовар. Санкт-Петербург, 2007, გვ. 96
მადრიდი, ჩემი პერსონაჟების მსგავსად, დაიღალა და გამოიფიტა, მაგრამ არ აკმაყოფილებს მხოლოდ წარსული, რადგან მომავალი მუდმივად აღაგზნებს |
ციტატის წყარო: Ф. Стросс. Педро Альмодовар. Санкт-Петербург, 2007, გვ. 113
ფილმში „ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე“ მე ვყვები კაცზე და სევდაზე, რომელიც მისი არყოფნით არის გამოწვეული, „დამაბიში“ კი ვყვები კაცზე და სევდაზე, რომელიც მისი ყოფნით არის გამოწვეული |
ციტატის წყარო: Ф. Стросс. Педро Альмодовар. Санкт-Петербург, 2007, გვ. 141
ვერ ვიტან ტელევიზიას. მაშინაც კი, როცა მივმართავ მის ენას, ინტუიტურად ვემიჯნები |
ციტატის წყარო: Ф. Стросс. Педро Альмодовар. Санкт-Петербург, 2007, გვ. 189
თუ ჩვენი საუკუნის დასასრულის რაიმე მახასიათებელი ნიშანი არსებობს, ეს ოჯახის ნგრევაა. ახლა შესაძლებელია ოჯახის შექმნა სხვა წევრებით, რაც სრულიად სხვა ურთიერობებს ემყარება... ამ ახალ ოჯახებს შეიძლება ერეტიკული ვუწოდოთ ... [მაგრამ] როგორიც უნდა იყოს ის, პატივი უნდა სცე, მთავარი ხომ ისაა, რომ მის წევრებს ერთმანეთი უყვართ |
ციტატის წყარო: Ф. Стросс. Педро Альмодовар. Санкт-Петербург, 2007, გვ. 249
მიხარია, რომ ჩემი, როგორც მაყურებლის აღზრდა, იწყება ტენესი უილიამსის ეკრანიზაციებით, განსაკუთრებით მისი „ტრამვაი სახელად სურვილით“ |
ციტატის წყარო: Ф. Стросс. Педро Альмодовар. Санкт-Петербург, 2007, გვ. 278
ტელევიზია წარმოადგენს ყველაზე უარესს, რაც თანამედროვე კულტურაში არსებობს, თუმცა ამავე დროს მისი ყველაზე უფრო კიჩური, დეკორატიული ელემენტია, რომელმაც შეუძლებელია, არ დაგაინტრიგოს |
ციტატის წყარო: А. Плахов. Всего 33. 1999. გვ. 444