ალფრედ ჰიჩკოკი
სერ ალფრედ ჰიჩკოკი (Sir Alfred Joseph Hitchcock; დ. 13 აგვისტო, 1899, ლონდონი — გ. 29 აპრილი, 1980, ლოს-ანჟელესი) — ინგლისელი კინორეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც დასაბამი დაუდო მრავალ ტექნიკას თრილერის ჟანრში.
ციტატები
რედაქტირებაფილმების გადაღება, ჩემთვის, უპირველესად, ნიშნავს ისტორიის მოყოლას. ისტორია შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ არ შეიძლება იყოს ბანალური. ის უნდა იყოს დრამატული და ადამიანური. დრამა არის ცხოვრება, საიდანაც ამოჭრილია მოსაწყენი მომენტები. |
რამდენადაც წარმატებულია ნაძირალა, იმდენად წარმატებულია ფილმი. |
მელოდრამა ერთადერთია, რისი გაკეთებაც მართლაც შემიძლია. |
მე ჯერ კიდევ არ გადამიღია ჩემი უკანასკნელი ფილმი. ტოპაზი ჩემი 51-ე ფილმია, მაგრამ როდის გადავიღებ ჩემს უკანასკნელ ფილმს, ჩემთვის, ჩემი დამფინანსებლებისთვის და ღმერთისთვის ჯერჯერობით უცნობია. |
თუ მოვინდომებთ ყველაფრის ანალიზს და ყველაფრის მართებულობისა და ჭეშმარიტების მიხედვით კონსტრუირებას, მაშინ ფილმების შინაარსი არ აღმოჩნდება ამ ანალიზის შესაბამისი და ერთადერთიღა დაგვრჩება: გადავიღოთ დოკუმენტური ფილმები. |