ალქიმიკოსი - ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს რომანი


  • ცხოვრება იმით არის საინტერესო, რომ ერთ დღეს შეიძლება ყველა სიზმარი ახდეს.

  • როცა რაღაც გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.

  • როცა გიყვარს, ყველაფერი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

  • როცა შენს ირგვლივ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, როგორღაც თავისთავად ხდება, რომ ისინი შენს ცხოვრებაში იჭრებიან, მერე კი თანდათან იმას ცდილობენ, რომ როგორმე შეგცვალონ და თუ მათი სურვილისამებრ არ შეიცვლები, ბრაზდებიან. ყოველმა მათგანმა ხომ ზუსტად იცის როგორ უნდა იცხოვრო ამ ქვეყნად, ოღონდ რატომღაც საკუთარი ცხოვრება ჯერ ვერ აუწყვიათ.

  • -რა არის ამქვეყნად ყველაზე დიდი ტყუილი? -ტყუილია, რომ რაღაც მომენტში ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვემორჩილება და მას ბედისწერა მართავს.

  • ამქვეყნად ერთადერთი დიადი ჭეშმარიტება არსებობს: იმისდა მიუხედავად, ვინ ხარ და რას აკეთებ, თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას, აუცილებლად მიაღწევ კიდეც, რადგან ეს სურვილი სამყაროს სულშია ჩასახული. და სწორედ ეს არის შენი დანიშნულება ამქვეყნად.

  • მეც სხვებს ვგავარ: სასურველს რეალობად მივიჩნევ და სამყაროს ისეთს კი არ ვხედავ როგორიც არის, არამედ ისეთს, როგორიც მე მინდა რომ იყოს.

  • რაც უფრო შორს მიჰყვები საკუთარ გზას, მით მეტად განსაზღვრავს ის შენს ცხოვრებას.

  • სწორედ ეს ამოძრავებს სამყაროს, ალქიმიაში ამას „სამყაროს სული“ ეწოდება. როცა მთელი სულით და გულით გწადია რაღაც, მაშინ სამყაროს სულს ეზიარები, რომელშიც უზარმაზარი ძალაა დაფარული. და დასძინა, რომ ეს მხოლოდ ადამიანებისთვის არ იყო დამახასიათებელი, სული აქვს ყველაფერს ამქვეყნად - ქვას, მცენარეს, ცხოველს და თვით აზრსაც. -რაც კი რამ არსებობს დედამიწის ზურგზე, ყველაფერი იცვლება, რადგან თავად დედამიწაც ცოცხალია და სულიერი. ჩვენ ყველა ამ სულის ნაწილი ვართ, ამიტომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიკეთეს, მისგან რომ ვიღებთ. თუმცა შენ, ფარდულში მუშაობისას, უნდა მიმხვდარიყავი, რომ ბროლიც კი გეხმარებოდა წარმატების მიღწევაში.

  • ყველა თავისებურად სწავლობს. ჩემთვის მისი გზაა მიუღებელი, მისთვის კი-ჩემი, მაგრამ ორივე საკუთარ გზას ვეძებთ და თუნდაც ამისთვისაა პატივისცემის ღირსი.

  • სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს, საკუთარ გზას ეწიოს. თუ შეუშალა, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა ჭეშმარიტი, არ ყოფილა ის რაც საერთო ენაზე ლაპარაკობს.

  • ჩვენ ვერასოდეს ვხვდებით, რა განძი გვიჭირავს ხელში. იცი რატომ? ადამიანებს საერთოდ არა სჯერათ საგანძურისა.

  • ოცნების ასრულებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს - დამარცხების შიში.

  • ის, რაც ერთხელ მოხდა, შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს, მაგრამ ორჯერ მომხდარი აუცილებლად განმეორდება.

  • დაიმახსოვრე, ყოველი ადამიანი ამ დედამიწაზე, რასაც უნდა აკეთებდეს, უმთავრეს როლს ასრულებს სამყაროს ისტორიაში. თუმცა, შეიძლება, არც არაფერი იცოდეს ამის შესახებ.