ამადეო კლემენტ მოდილაინი (დ. 12 ივლისი, 1884, ლივორნო — გ. 24 იანვარი, 1920, პარიზი) — იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

მოდილიანი

ციტატები რედაქტირება

  •  

"ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველნაირ სხვა სამყაროზე უკეთესიც.
უნდა ქმნიდე როგორც ღმერთი, ფლობდე, როგორც მეფე და მუშაობდე როგორც ტყვე“

  •  

მე თვალებისთვის ფუნჯი კი არ დამნანებია, უბრალოდ შენი ნაზი სული ვერ შევიცანი.

  •  

„ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ ჩვენს ტვინზე, მაგრამ მაინც სწორედ ტვინი ხელმძღვანელობს და გვაკონტროლებს, ყველაფერს მისი შუამავლობით ვაკეთებთ“

  •  

„გარემოებამ, უფრო სწორად გარემოების შეცვლამ, ამინდის ცვლილებამ, ყოველივე ამან, ვშიშობ არ გამოიწვიოს ჩემი რიტმისა და განწყობის შეცვლა. ვნახოთ, დროთ განმავლობაში კიდევ შეიძლება აღმოცენდეს ჩემში რაღაც და აყვავდეს“

  •  

„მუშაობა რომ შევძლო, მე ცოცხალი არსება მჭირდება, მე უნდა ვხედავდე მას ჩემ წინაშე“

  •  

"უნდა ქმნიდე როგორც ღმერთი, ფლობდე, როგორც მეფე და მუშაობდე როგორც ტყვე“

  •  

„როცა შევიცნობ თქვენს სულს, მაშინ დავხატავ თქვენს თვალებს“