ანტონი დიდი
ანტონი დიდი (კომა, შუა ეგვიპტე, დაახლ. 250-356) — წმინდანად წოდებული ქრისტიანი განდეგილი.
სწავლებანი
რედაქტირებადაინდეთ ერთმანეთი და უფალი დაგინდობთ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 330
სიტყვა გონების მსახურია, რადგან გონებას რაც ნებავს, სწორედ იმას განმარტავს სიტყვა. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 32
თავს ნუ აღიმაღლებ საკუთარი საქმეებით, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. |
ციტატის წყარო: კეთილი საქმეები, ამპარტავნება
იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა - მრისხანებითა და ლანძღვით. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 441
გონება ყველაფერს ხედავს, - იმასაც, რაც ცაშია, - და არაფერი აბნელებს მას, თუ არა მხოლოდ ცოდვა, ხოლო განწმენდილისთვის არაფერია ჩაუწვდომელი, ისევე როგორც სიტყვისთვის - გამოუთქმელი. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 32
ნუ შეიწყნარებ მათ, ვინც ზომაზე მეტად მოწყალეა, მაგრამ ბოროტთა დასჯაც თვით სიკეთისა და სამართლიანობისთვისაა საჭირო და არა - საკუთარი ვნებისთვის. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 450
ყოველდღიურად მოკვდი, რათა მარადიულად იცოცხლო. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 616
ყველას ნუ გაუმჟღავნებ შენს აზრებს, არამედ მხოლოდ მათ, რომლებსაც შენი სულის მკურნალობა ძალუძთ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 321
ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს. |
ციტატის წყარო: მეგობრობა, მზაკვრობა
თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 442
ისევე როგორც მუცლიდან გამოსულს არ გახსოვს ის, რაც მუცელში იყო, ამგვარადვე სხეულიდან გასულსაც არ გემახსოვრება ის, რაც სხეულშია. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 33
უგულისყურო და ზარმაცი ლოცვა ამაოდმეტყველებაა. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 224
ღმერთი დღევანდელ დღეს მტრის ისეთ განსაცდელებს არ უშვებს, როგორიც - უწინ იყო: ვინაიდან იცის, რომ დღეს ადამიანები სუსტები არიან და ამას ვერ გადაიტანენ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 47
გიყვარდეს თავმდაბლობა: იგი შენს ცოდვებს დაფარავს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 353
შეიძლება თუ არა, მრავალს რომ მივმართავდე რჩევისათვის? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 44
ვინც განუსჯელად ლაპარაკობს, გონება არა აქვს მას, რადგან მეტყველებს ფიქრის გარეშე. მაგრამ განჭვრიტე, რისი ქმნა გარგებს, რომ სული აცხოვნო. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 32
ადამიანის ნების აღსასრულებლად ღვთის ნებას ნუ უგულებელსჰყოფ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 532
შეიძლება თუ არა მეგობრობის გამო საღმრთო მცნებების დარღვევა? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 5
ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავი, მაგრამ მრჩევლად ყველას ნუ გაიხდი. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 321
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 597
ყველა ცოდვა საძაგელია ღვთის წინაშე, მაგრამ ამპარტავნება ყველაზე მეტად. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 459
ნუ მისცემ თავს ნებას, ღვთის მცნებები დაარღვიო ადამიანური ურთიერთობების გამო. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 320
არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეული მოსაგრეობით მოაუძლურეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დაშორდნენ ღმერთს, რადგან მათ გონიერება არ ჰქონდათ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 374
ცოდვის სათავე გულისთქმაა, რითაც იღუპება მოაზროვნე სული, ხოლო ცხონებისა და ცათა სასუფევლის სათავე სულისთვის სიყვარულია. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 39
დაბინძურებული წყალი საუკეთესო ღვინოსაც კი უვარგისად აქცევს; ასევე ცუდი საუბარი ხრწნის ღვთივსათნო და ზნეობრივ ადამიანებს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 281
თუ შეიცნობ შენს თავში უკეთურ საქმეებს, კეთილთა მოლოდინით მოიკვეთე ისინი შენი სულისგან, რადგან სამართლიანია ღმერთი და კაცთმოყვარე. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 42
როგორია დაუდევრად აღვლენილი ლოცვა–ვედრება? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 136
ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 131
ისევე როგორც მკვდარია სხეული სულის გარეშე, ასევე სულიც გონითობის გარეშე უმოქმედოა და არ ძალუძს მას, რომ ღმერთი დაიმკვიდროს (ე.ი. ღმერთი იწილხვედროს). |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 37
განწმენდილ და ღვთისმოყვარე სულში მყოფი გონება ჭეშმარიტად ხედავს ღმერთს, - უშობელს, განუჭვრეტელსა და გამოუთქმელს, ერთადერთს წმინდას გულით განწმენდილთათვის. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 41
წმინდანად იწოდება ის, ვინც განწმენდილია ბოროტებისა და ცოდვათაგან. ასე რომ, სულის უდიდესი წარმატება და ღვთისადმი სათნოყოფა ესაა ადამიანში ბოროტების არარსებობა. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 42
როგორ მოვეპყრო მათ, ვინც ბოროტს იტყვის ჩემზე? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 5
მოაზროვნე სული, ნივთიერი შესაქმისა და სწრაფწარმავალი ცხოვრების მომძაგებელი, ზეციურ შვებასა და საუკუნო ცხოვრებას ირჩევს და ღირსეული მოღვაწეობის შედეგად იღებს მას ღვთისგან. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 39
შეიძლება თუ არა გულისნადების გამხელა მრავალთათვის? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 4
ისევე როგორც მუცელში დასრულებული სხეული აუცილებლად უნდა იშვას, ამგვარადვე სულიც, სხეულში ღვთივგანსაზღვრული ჟამის აღმსრულებელი, აუცილებლად უნდა გამოვიდეს სხეულიდან. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 33
ღვთისმცოდნენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თავად ამათ მოსწონთ მრავალნი. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 9
გვეშინოდეს თუ არა ადამიანების? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 38
კეთილსურნელების გამყიდველთან მისული ადამიანი სასიამოვნო სურნელს მიიღებს: ასევე ღვთისმოსავ მამებთან ურთიერთობის მქონე თავისდაშეუმჩნევლად ეჩვევა და მათ სათნოებებში ბაძავს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 277
მოკვდავნი უკვდავთ ექვემდებარებიან, უკვდავნი კი მოკვდავთ მსახურებენ, ესე იგი სტიქიონები - ადამიანს. ეს კი ხდება შემოქმედი ღმერთის კაცთმოყვარეობისა და ბუნებითი სიკეთის შედეგად. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 38
ისევე როგორც მუცლიდან გამოსული უკეთესი და უმჯობესი გახდი სხეულით, ასევე სხეულიდან განწმენდილად და უმწიკვლოდ გამოსული უფრო უკეთესი იქნები და უხრწნელი, ცათა შინა დამკვიდრებული. |
ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 33