ანტონ ჩეხოვი
ანტონ პავლეს ძე ჩეხოვი (რუს. Антон Павлович Чехов; დ. 29 იანვარი [ძვ. სტ. 17 იანვარი], 1860, ტაგანროგი ― გ. 15 ივლისი [ძვ. სტ. 2 ივლისი], 1904, ბადენვაილერი, გერმანია) — რუსი ექიმი, დრამატურგი და მწერალი
ციტატები
რედაქტირებარუსეთის ტყეებს ყელზე აქვთ მიბჯენილი ნაჯახები და მილიარდობით ხე უმოწყალოდ იჩეხება და იჩეხება და ამით არა მარტო ბუნება ნადგურდება, არამედ ის ცხოველები და ფრინველებიც, რომლებიც იქ სულდგმულობენ. მდინარეები მეჩხერდებიან და უარეს შემთხვევაში შრებიან კიდეც, ჩინებული ლანდშაფტები სამუდამოდ უჩინარდებიან... ჩვენ, ადამის მოდგმისანი, დაჯილდოვებულნი ვართ შემოქმედებითი ნიჭით იმ მხრივ, რომ გავამრავლოთ ის, რაც ჩვენთვის განგებას მოუცია; მას არ შეუქმნია, მაგრამ ანადგურებს. სულ უფრო და უფრო ნაკლები ტყეებია შემორჩენილი, მდინარეები კი შრებიან, ველური ბუნება გადაშენების პირასაა, კლიმატი განადგურებულია და დედამიწა, როგორც არასდროს, უფრო და უფრო მეტად ღარიბი და მახინჯი ხდება. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ქალი მხოლოდ ამ სამი საფეხურის გავლის შემდეგ ხდება კაცის მეგობარი. პირველად ის თანახმაა ნაცნობობაზე, შემდეგ მას უნდა იყოს მბრძანებელი და ამის შემდეგ კი თანახმაა იყოს მეგობარი. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
პიროვნებაში ყველაფერი ერთდროულად უნდა მოგეწონოს, მისი სახეც, ჩაცმულობაც, სულიც და ფიქრებიც. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
მე არ მწამს ჩვენი თვალთმაქცი, ყალბი, გაუნათლებელი და ზარმაცი ინტელიგენციის, როცა ის იტანჯება და ჩივის. მათი სიბეჩავე, უგუნებობა და გულდამძიმებულობა შიგნიდან მოდის. მე ინდივიდუალური პიროვნებების მჯერა და ხსნას განცალკევებულ ინდივიდებში, ინტელექტუალებსა და გლეხებში ვხედავ, რომლებიც თვალუწვდენელი რუსეთის სხვადასხვა კუთხეში არიან მიმოფანტულნი. აი, სწორედ რომ მათ აქვთ ძალა და ძლევამოსილება, მაგრამ ისინი ცოტანი არიან. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
არაფერი ისე არ ამშვიდებს და ათრობს ადამის მოდგმას, როგორც ფული. როცა ბევრი ფული გაქვს, სამყარო გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
არაფერი ისე არ ამტკიცებს და აწრთობს სიყვარულს, მეგობრობასა და პატივისცემას, როგორც რაღაცისადმი საერთო სიძულვილი. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ნუთუ მართლა შეუძლია ისეთ სიტყვებს, როგორიცაა კათოლიკე, მართლმადიდებელი, ებრაელი, რაიმე სახის განსაკუთრებული პიროვნული ღირსებისა და დამსახურების გამოხატვა? |
ციტატის წყარო: Guardian.ge
მშობლიური ქვეყნის ჰაერი ყველაზე ჯანმრთელი და მაცხონებელია. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ძველ და ახალ ფორმებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. პიროვნება ამ ფორმებზე ფიქრის გარეშე წერს. ის წერს, რადგან აზრები თავისუფლად მოედინება მისი სულიდან. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
უფრო ადვილია ფულის ღარიბი ადამიანისაგან სესხება, ვიდრე მდიდრისაგან. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
მეჩვენება, რომ ცხოვრებაში ყველა ბოროტება უსაქმურობის, მოწყენილობისა და ფიზიკური სიცარიელისაგან მოდის, მაგრამ ყოველივე ეს გარდაუვალია, როცა ადამიანი სხვის ხარჯზე ცხოვრებას ეჩვევა. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
კომფორტი და კეთილმოწყობის საშუალებანი ჯადოსნურ ძალაუფლებას ფლობს. ის ნელ-ნელა, თვით ყველაზე დიდი ნებისყოფის ადამიანებსაც კი თავისი გავლენის მორევში ითრევს. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
გაცილებით ადვილია რაიმე სოკრატეზე დაწერო, ვიდრე ახალგაზრდა ქალსა თუ მზარეულზე. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
თითოეული ბედნიერი ადამიანის კარებზე უნდა იდგეს ვინმე ჩაქუჩით ხელში, რომლის კაკუნიც მუდმივად იმის შემხსენებელი იქნება, რომ ქვეყნად უბედური ადამიანებიც არსებობენ. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
როცა ნაღდი ფულის იმედად ცხოვრობ, შენ გესმის ლიმიტი სამყაროსი, რომლის გარშემოც ყოველდღიურად გიწევს ნავიგაცია. კრედიტი კი მიგაქანებს უდაბნოსკენ, რომელსაც უხილავი საზღვრები აქვს. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ალუბლის ბაღი ახლა ჩემია!.. მე ვიყიდე ადგილ-მამული, რომელშიც ბაბუაჩემი და მამაჩემი მონობაში ცხოვრობდნენ. სადაც მათ სამზარეულოში შესვლის უფლებაც კი არ გააჩნდათ. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
მდიდარი კაცი ის კი არ არის, ვისაც ბევრი ფული აქვს, არამედ ის, ვისაც შეუძლია ადრე გაზაფხულზე დიდებულ მდგომარეობაში იცხოვროს. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ადამიანს უყვარს თავის ავადმყოფობაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე ნაკლებად საინტერესო ეპიზოდია. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
პირობას ვიძლევი იმისა, რომ ჩინებული ქმარი ვიყო, მაგრამ თუ ისეთი ცოლი მეყოლება, რომელიც ჩემს ცაში მთვარის მსგავსად ყოველდღე არ გამოჩნდება. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
როცა დაქორწინდები, იყავი მკაცრი, მაგრამ მხოლოდ შენს ცოლთან, არ მისცე საშუალება, რომ მან თავისი თავი დაივიწყოს და როცა გაუგებრობა წარმოიშობა, უთხარი: „არ დაგავიწყდეს, რომ მე შენ გაგაბედნიერე“. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
როცა მსახიობს ფული აქვს, ის წერილს კი არ აგზავნის, არამედ ტელეგრამას. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
რაც უფრო მარტივად შევხედავთ საჩოთირო კითხვებს, მით უფრო მშვიდი იქნება ჩვენი ცხოვრება და ურთიერთობები. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
თუ შენ არ შეგიძლია ადამიანთა ოთახის ძაღლებისაგან განსხვავება, მაშინ ფილანთროპულ სამუშაოს არ უნდა მოჰკიდო ხელი. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ლერმონტოვი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ შენსა და ჩემზე, ერთად აღებული, მეტი რამ აქვს დაწერილი. ტალანტი ადვილად საცნობი არა მხოლოდ ხარისხითაა, არამედ რაოდენობითაც. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ძვირფასი, ტკბილი, დაუვიწყარი ბავშვობა! რატომაა, რომ ეს შეუნაცვლებელი და სამუდამოდ წარსულში გადასული, უკან დაუბრუნებელი დრო, უფრო კაშკაშა, მხიარული და მდიდრული გვეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეში იყო? |
ციტატის წყარო: Guardian.ge
იმ დროის განმავლობაში, როცა შენ ბანქოს თამაშობ ერთი შეხედვით წესიერ და ჩამოყალიბებულ კაცთან, ანდა მასთან ჭიქა ღვინოზე სადილობ, იგი მშვიდი, კარგი იუმორისა და არც მთლად გამოშტერებული ჩანს, მაგრამ როგორც კი ისეთ რამეზე დაიწყებ მასთან საუბარს, რაც საჭმელად უვარგისია, მაგალითად პოლიტიკა, მეცნიერება, იგი მაშინვე გონებადახშულად იქცევა და თავს გახვევს იმგვარ გონებაჩლუნგ და ყეყეჩ, გათახსირებულ ფილოსოფიას, რომ მხოლოდ ისღა დაგრჩენია, რომ მას დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნიო და გაეცალო. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
კაცი, რომელიც არ სვამს, ჩემი აზრით, სრული კაცი არ არის. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ყველას მიაჩნია, რომ პიესა ადვილი დასაწერია. მათ არ იციან, რომ კარგი პიესის დაწერა საძნელო საქმეა, და ორჯერ უფრო მძიმე და მტანჯველია ცუდი პიესის დაწერა. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
არაფერი არ არის ისე საშინელი, შეურაცხმყოფელი და მტანჯველი, როგორც ბანალობა. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
შემოქმედებით სფეროში იზოლაცია მტანჯველი რამაა. უმჯობესია ნეგატიური კრიტიკა გქონდეს, ვიდრე საერთოდ არაფერი. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
დედაჩემი და მამაჩემი ის იშვიათი გამონაკლისები არიან მთელ ამ მზისქვეშეთში, რომლებისაც არასოდეს არ შემშურდება. თუ რამეს მივაღწევ ამ ცხოვრებაში, ეს მათი დამსახურება იქნება. ისინი დიდებული ადამიანები არიან და მათი აბსოლუტური სიყვარული თავიანთი შვილებისადმი მათ უსაზღვრო ქება-დიდებას იმსახურებს. ეს ფარავს ყველა მათ ნაკლოვანებას, ნაკლოვანებებს, რაც შესაძლო მძიმე დროების მიერ იყოს დაღდასმული. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
უმჯობესია დებოშიორი იადონი, ვიდრე ღვთისმოშიში მგელი. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ფული, არყის მსგავსად, კაცს ახირებულს ხდის. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
მწერლები მტრედებივით ეჭვიანები არიან. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან. |
თუკი მარტოობის გეშინიათ, ვერ დაქორწინდებით. |
კარგი აღზრდა იმით კი არ გამოიხატება, რომ საწებელს სუფრაზე არ დაღვრით, არამედ იმით, რომ არ შეიმჩნევ ეს სხვას რომ დაემართება. |
არ ვიცი რატომ, მაგრამ უაღრესი ბედნიერებისა და უკუდურესი უბედურების გამოხატვა უფრო ხშირად მდუმარებით ხდება. შეყვარებულებს ერთმანეთისა მაშინ უკეთესად ესმით, როცა სდუმან. |
კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. წარსულში ჩვენ აღარ ვართ და ის მშვენიერი გვეჩვენება. |
სადაც ხელოვნება და ტალანტია, იქ უძლურია სიბერე, მარტოობა, ავადმყოფობა და, გარკვეულწილად, თვით სიკვდილიც კი. |
მხოლოდ სიყვარულით ქორწინებაა საინტერესო; დაქორწინდე ქალზე მხოლოდ იმის გამო, რომ ის ლამაზია, იგივეა, რომ იყიდო უსარგებლო ნივთი მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ნივთი კარგია. |
ის, ვინც გამუდმებით ცურავს ოკეანეში, შეყვარებულია ხმელეთზე. |
ექიმებს აქვთ ისეთი საზიზღარი დღეები და საათები, ღმერთმა ყველას აშოროს იგი. ექიმებს შორის მართალია, რომ იშვიათი მოვლენა არ გახლავთ უვიცები და თავხედები, ისევე, როგორც მწერლებს, ინჟინრებს და საერთოდ ადამიანებს შორის, მაგრამ ის საზიზღარი დღეები და საათები, რომელზედაც მე მოგახსენებთ, მხოლოდ ექიმებს თუ აქვთ. |
ადამიანი, რომელსაც არაფერი სურს, არაფრის იმედია არ აქვს და არაფრის ეშინია, ვერასდროს გახდება ხელოვანი. |
იკითხო, რა არის ცხოვრება, იგივეა, იკითხო, თუ რა არის სტაფილო. სტაფილო სტაფილოა და ჩვენ მეტი არაფერი არ ვიცით მასზე. |
არაყი თეთრია, მაგრამ აწითლებს ცხვირს და აშავებს რეპუტაციას. |
ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა- საყვარელი. როცა მე ვიღლები ერთ-ერთი მათგანისაგან, მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან. |
ვისაც არ შეუძლია, იყოს მოსიყვარულე, ვერასდროს გახდება მკაცრი. |
იქნებ სწორედ ის გრძნობები, რომელთაც ჩვენ განვიცდით მხოლოდ მაშინ, როცა შეყვარებულები ვართ, წარმოადგენენ ნორმალურ მდგომარეობას. სიყვარული ასწავლის ადამიანს, როგორი უნდა იყოს იგი. |
თუ გსურთ მარტოობა, ცოლი შეირთეთ. |
ექიმები ძალიან ჰგვანან ადვოკატებს. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ადვოკატები მხოლოდ გძარცვავენ, მაშინ, როცა ექიმები გძარცვავენ და, ამასთან ერთად, გკლავენ. |
რაც უფრო კულტურულია ადამიანი, მით უფრო უიღბლოა იგი. |