ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი (Antoine de Saint-Exupéry) (დ. 29 ივნისი, 1900 — გ. 31 ივლისი, 1944) — ფრანგი მწერალი და ავიატორი. მისი ყველაზე ცნობილი მოთხრობაა „პატარა უფლისწული“.
ციტატები
რედაქტირებამხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან. |
სულ პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ. |
გიყვარდეს - ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით. |
ნამდვილი სიყვარული მაშინ იწყება, როცა გიყვარს და საპასუხოდ არაფერს ელი. |
მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისთვის, არასოდეს ჰყვარებია ვინმე და რიცხვების მიმატება-გამოკლების მეტი არაფერი უკეთებია. მთელი დღე ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო და ამპარტავნულად იბღინძება, მაგრამ კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა! |
ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია. |
მიზანი გეგმის გარეშე, მხოლოდ სურვილია. |
რკინის ლოგიკა დამღუპველია ჩვენი სულისათვის. |
მეფეები არასოდეს არ ფლობენ. ისინი მხოლოდ – „მეფობენ“. |
შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ. |
მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ცხოვრებას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია. |
სიგიჟე მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა ემსახურება სიყვარულს. |
სიცოცხლე - ესაა თანდათანობით დაბადება. |
სხვისი განსჯა უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი თავის. |
ადამიანებს აღარა აქვთ შეცნობის დრო, ისინი ყველაფერს გამზადებულს ყიდულობენ ვაჭრებთან, მაგრამ რადგან არ არსებობენ მეგობრებით მოვაჭრეები, ამიტომაც ადამიანებს აღარ ჰყავთ მეგობრები. |
პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით. |
გუნდურად სიმღერა ერთია სიმღერის მოფიქრება კი მეორე. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ვისზეც მბრძანებლობ იმის სიყვარული შეიძლება, მაგრამ მათ ამის შესახებ არ უნდა უთხრა. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ის რაც ქვეყნის ღირსებაა, შეიძლება გადარჩენილი იქნეს მხოლოდ მისი არდავიწყებით. ქვეყნის ღირსებას კი შეადგენს: გულმოწყალებას, სიყვარულს ადამიანისა და მისი შინაგანი სამყაროს ცოდნას. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
არ არსებობს ვითარება, რომელიც ჩვენში გააღვიძებს იმას, რაც არ ვიცოდით, რაც არ შეგვიმჩნევია და არ გვიფიქრია. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
გეშინოდეს ვინმეს შეურაცხყოფის, რადგან ადამიანი შეურაცხყოფას არ ივიწყებს მანამ, სანამ შურს არ იძიებს. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
არ შეიძლება იმის თქმა, რომ წყალი აუცილებელია ცხოვრებისთვის, რადგან თვითონ წყალია ცხოვრება. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ადვილია დაიმორჩილო საზოგადოება მისი წევრების გარკვეული კანონებით შემოსაზღვრისას, ადვილია დაიმორჩილო უსინათლო რომელიც ადვილად ემორჩილება მის გამცილებელს ან წინამძღოლს. ძალიან ძნელია ადამიანი გაანთავისუფლო და ასწავლო მას საკუთარი თავის პატრონობა. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
თუ ადამიანი არ ფიქრობს ისევე, როგორც მე, ეს მე არ მავნებს, არამედ პირიქით მამდიდრებს. ჩვენი ერთობა გვქმნის ერთ ადამიანად, რომელიც სხვა ინდივიდზე მეტია. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
სრულყოფილება მაშინაა მიღწეული, როცა ვერაფერს მოაშორებ და არა მაშინ, როცა ვერაფერს დაამატებ. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ბედნიერებასთან მის ძიებას არ მივყავართ, თუ მის ძებნას დაიწყებ დაჯდები და იქნები მჯდომარე, არ გეცოდინება რომელ მხარეს მიენდო. მაგრამ შენ შრომობ ხელების ჩამოუშვებლად, შენ ქმნი და ამის სანაცვლოდ შენ ჯილდოვდები ბედნიერებით. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
მეგობრობა ეს უპირველეს ყოვლისა სულების თანწყობა და მათი ერთობაა, ყოველგვარი მატერიალურის გავლით. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
არასოდეს დაკარგო მოთმინების უნარი - ეს უკანასკნელი გასაღებია, რომელიც კარს აღებს. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ადვილია იპოვო მეგობარი, რომელიც მზადაა დაგეხმაროს, უფრო რთულია დაიმსახურო მეგობარი, რომელსაც ესაჭიროება ჩვენი დახმარება. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ცხოვრებაში არ არის მზა გადაწყვეტილებები, ცხოვრებაში არის მოძრავი ძალები, რომელიც უნდა შექმნა და გადაწყვეტილებებიც თავისით მოვა. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
უნდა იცხოვრო სიცოცხლის მთელი დატვირტვით, რასაც ტანჯვა და სიხარული მოაქვს, აი ეს არის ნამდვილი სიცოცხლე. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ჭეშმარიტება ის არის, რაც ქმნის სამყაროს მარტივად და არა ის, რაც ქაოსში აგდებს მას. ჭეშმარტიების დამტკიცება შეუძლებელია, ჭეშმარიტება უბრალოებაა. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ადამიანის ჭეშმარიტება არის ის, რაც ხდის მას ადამიანად, ჭეშმარიტება არ დევს ზედაპირზე. განსაკუთრებით თუ ეს არის რელიგია, კულტურა, საგნების განსაზღვრება, ეს ყველაფერი თქვენი საქმიანობის ფორმაა რომელიც აძლევს ადამიანს შეიგრძნოს სულის სიმრთელე, ყოვლიშშემძლეობა რომელსაც საკუთარ თავში ამჩნევს, აი ეს არის ადამიანის ჭეშმარიტება. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
კვდებიან მხოლოდ იმისთვის, რის გამოც ცხოვრება ღირს. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ბევრი რამ უნდა გადაიტანო, რომ ადამიანი გახდე. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ადამიანის ცხოვრება შეუფასებელია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიქცევით ისე, თითქოს კიდევ არსებობდეს რაიმე უფრო ძვირად ღირებული. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
სიყვარული უპირველეს ყოვლისა ლოცვაში გავარჯიშებაა, ლოცვა კი დუმილში გავარჯიშება. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ომი არ არის თავგადასავალი, ომი ავადმყოფობაა როგორც შავი ჭირი. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
შენ ცხოვრობ შენს მოქმედებებში და არა სხეულში. შენ - ხარ შენი მოქმედებები. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ადამიანი უპირველეს ყოვლისა შემოქმედია, მეგობრობა კი ის როცა ერთად შრომობენ. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები
ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები ერთმანეთზე დამოკიდებულნი, ამით ღმერთს დაუკავშირდა მთელი კაცობრიობა და ყოველი ადამიანი მის გამოგზავნილად აქცია და ამავდროულად ერთი ადამიანის ხელშია მთელი სამყარო. |
ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები