- არასწორად გაგებულ შეკითხვას არასწორად უპასუხებენ.
- ბევრი გზაა, რომელსაც გულთან არ მივყავართ.
- გაბრაზება იწყება სიგიჟით და მთავრდება სინანულით.
- გაიცინე და მთელი სამყარო შენთან ერთად გაიცინებს. იტირე და შენ მოგიწევს იტირო მარტომ.
- ერთი ხელით ორ საზამთროს ვერ დაიჭერ.
- ვენახი გაყიდა და საწნახელი იყიდაო.
- თვალი წარბებზე მაღლა ვერასდროს აღმოჩნდება.
- თუკი ლომმა თავისი ეშვები გამოაჩინა, ნუ ჩათვლი, რომ შენ გიცინის.
- ის, ვინც სხვებს დაუქცევს წყალს, თავადვე დალევს უკანასკნელი.
- ის შეიცნობს ღმერთს ყველაზე უკეთ, ვინც მხოლოდ ღვითისგან ბოძებულს დასჯერდება.
- ისეთი ძმა უნდა გყავდეს, რომლის გარეშეც შენ იმ ჯარისკაცის მსგავსი იქები, რომლიც ომში უიარაღოდ მიიჩქარის.
- იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.
- კოღოს შეუძლია ლომს თვალიდან სისხლი ადინოს.
- მანამ უნდა გამოჭედო რკინა, სანამ ცხელია.
- მიეცი მეგობრებს შენი სისხლი და ფული.
- მოერიდე იდიოტს, ის ძველ კაბასავითაა- რამდენჯერაც არ უნდა დაკემსო, ქარი მაინც ისევე გახევს.
- მსახური, რომელიც ერთდროულად ორ ბატონს მსახურებს, ორივე მათგანს ეთვალთმაქცება.
- ნემსივით, რომელიც მოსავს სხვებს, მაშინ, როცა თავადაც შიშველია.
- ნუ სთხოვ მომღერალს იმღეროს, სანამ თავად არ მოესურვება სიმღერა.
- რაც უფრო მოგემატება ჭკუა, მით ნაკლებს ილაპარაკებ.
- რელიგია რომ არა, ხალხი ერთმანეთს ამოჟლეტდა.
- როცა კამათი უაზროა, საუკეთესო რიტორიკა დუმილია.
- სიბრიყვე დაავადებაა, რომელისაც არც ერთი წამალი არ შველის.
- სჯობს ღირსეულად შეეგებო სიკვდილს, ვიდრე ლაჩარივით გაექცე.
- ტირანის სახლი ნანგრევებშია.
- უმეცარია, ვინც ფეხქვეშ ეგება მეფეებს,ხოლო მეგობრებს- გულს სტკენს.
- უფრთხილდი შენ მტრებს ერთგზის ხოლო მეგობრებს- მრავალგზის, რადგანაც მეგობარმა უკეთესად იცის, როგორ მოგაყენოს ზიანი.
- ღმერთი დაეხმარება მას, ვინც თავის თავს ეხმარება.
- ყველა ჩვენგანი თანასწორი, ისივე, როგორც სავარცხლის კბილები.
- შეინახე შენი თეთრი მონეტა შავი დღისათვის.
- შენი სახლი ყოველთვის ბარაქით სავსე იქნება, თუკი მოწყალებას გასცემ.
- ცდა არ დააკლო, რომ გაათხოვო შენი ასული, მაგრამ მაინდამაინც ნუ ეცდები დანიშნო შენი ვაჟი.
- ცეცხლი საკუთარ თავს ამოწვავს, თუკი ვერაფერს იპოვის დასაწვავად.
- ცხენი ყველაზე უკეთ იცნობს თავის მხედარს.
- წარმატების საიდუმლო: იარე წინ.
- ხალხი არ უხდის მადლობას მას, ვინც არ არის ღმერთის მადლობელი.
- ხალხი მიჰყვება გამარჯვებულს.
- ხელში მოქცეული ერთი ჩიტი ხეზე მჯდომ ათ ჩიტს სჯობს.