არასერიოზული კაცი

არასერიოზული კაცი“ — რეჟისორ დიმიტრი ბათიაშვილის 1980 წლის ფილმი. მთავარ როლში – გია ფერაძე.

ციტატები

რედაქტირება
  • - ააა, ქალბატონ დარიას ვახლავარ!
  • - ისე, მეც უნდა მოვეშვა ამ სამსახურს, რამე ახალი უნდა ვიშოვო. მომბეზრდა ეს მივლინებები.
  • - სამსახურში უნდა წავიდე, მივლინების შედეგი უნდა მოვახსენო უფროსებს.
  • - მაპატიეთ, მაპატიეთ, აი ყველამ მაპატიეთ, თქვენ განსაკუთრებულად მაპატიეთ. ბა ბამ!
  • - კაკო!

- ნიკო, სადა ხარ დაკარგული?
- საირმეში ვიყავი. ჩემი თავისთვისაც ხომ უნდა მოვიცალო, ა?
- ნიკო, ახლა დასვენებულზე, ალბათ გაორკეცებული ენერგიით შეუდგებით შენ და კაკო სმას.
- არა, ქეთო, მე უკვე სულ სხვა ნიკო ვარ.

  • - ეჰ, ჩემო მეგობარო. შენ არ იცი, როგორ მიყვარდა ეს ქალი.
  • - ჰო, მართლა... ერთი წუთით, ერთი წუთით...თუ შეიძლება, ბოდიშს ვიხდი...თქვენ სახელი არ გითქვამთ.

- ხომ გითხარით? კონსტანტინე მქვია. თქვენ შეგიძლიათ კოტიკო დამიძახოთ, ზოგი კოტილიას მეძახის, ზოგი კოსტიას, გააჩნია.
- არა, არა, მე ძაღლის სახელს გეკითხებით.
- ა, როგორ დამავიწყდა. მურა ჰქვია. ისე მურიკელას ვეძახით. ნამდვილი სახელი კი რექსია. მეზობლები სულთანს ეძახიან. და ძაღლზე ნუ მელაპარაკებით. კარგად ბრძანდებოდეთ.

  • - რამდენი ხანია, წვნიანი არ მიჭამია.

- მე პირადად მარხვა უნდა შევინახო, ასე ერთი-ორი თვე ან წელი, გააჩნია, საქმე როგორ წავა.
- ეგ კარგი, მაგრამ წყალი თუ მოაგროვე?
- რა წყალი?
- სუფთა წყალი.
- რად გინდა?
- რა იცი, როდის შეწყდება.
- აი როცა გავიგებთ, რომ წყდება, მაშინ მოვაგროვებ.
- როგორ გაიგებ?
- ეგებ თუ ვერ გავიგე და კარგად ყოფილა ჩემი საქმე.
- მე ჩემი ვთქვი და აწი შენ იცი, ბატონო, როგორც გინდა.
- როდიდან დაიწყე მომავალზე ზრუნვა?
- როდესმე ხომ უნდა დაიწყოს კაცმა.

  • ის ჩვენი მეზობელი რომ არის დარია თუ ავდარია, აი მაგისთანების წყალობით მოვხვდი ფსიქიატრიულ კლინიკაში.
  • „ისე მურა ქვია, მე მურიკელას ვეძახი, ნამდვილი სახელი რექსი, მეზობლები სულთანს ეძახიან“
  • „გადავწყვიტე ოჯახს მივხედო, მარია, აი საჭმელების წიგნი მინდა, ხორცს რო დაჭრი, და რო ჩაყრი და რო დაატრიალებ და ხორცი რო გამოვა, ხო არა გაქვს?“
  • -თვითონ რატო არ მოვიდა?

- რა იცი რა უჭირს ადამიანს...

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება