არისტოტელე
არისტოტელე (ბერძნ. Αριστοτέλης), დაბადების ადგილის, სტაგირის მიხედვით ასევე მოიხსენიებენ სტაგირიტის (დ. ძვ. წ. 384, სტაგირა, მაკედონია ― გ. ძვ. წ. 322, ქალკიდა) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი.
ციტატები
რედაქტირებაძალზე ხშირად კარგ რამეებს საზიანო შედეგები მოაქვს. არის მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ გაანადგურა ფულმა ესა თუ ის ადამიანი, ანდა როგორ იმსხვერპლა ისინი გაბედულებამ. |
ანტიკური კანონები კვლავ დიდი ხნის განმავლობაში იქნება მოქმედებაში, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აქვს მათი შეცვლის შესაძლებლობა. |
ჯიუტი ადამიანები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად: თავდაჯერებულებად, უვიცებად და უზრდელებად. |
ზოგადად, ადამიანები აიძულებენ იმას, ვისაც ეპირფერებიან. |
არის ისეთი სამსახურები, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ უმწიკვლონი იყვნენ. |
გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ გაბრაზება მასზე, ვისზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით, რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია. |
ყველას მეგობარი, არავის მეგობარი არაა. |
ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივი სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად. |
ქორწინებისათვის შესაფერისი ასაკი არის დაახლოებით 18 წელი გოგონებისათვის და 37 წელი მამაკაცებისთვის. |
პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი. |
ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია. |
ყოველი შემეცნება გავკვირვებით იწყება. |
ღმერთებსაც უყვართ ხუმრობა. |
იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისათვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ. |
სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას. |
ყველაზე დიდი რამ, რაც მცირეშია მოთავსებული — საღი გონებაა ადამიანის სხეულში. |
გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა. |
ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი — ჩვენი სულისა. |
სირცხვილი — ერთგვარი შიშია უპატიოსნობისა. |
კარგი დასაწყისი — ნახევარია საქმისა. |
ვაჟკაცი ისაა, ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს. |
სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე, ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური, მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი. |
ის, ვინც დაძლევს შიშებს, ჭეშმარიტად თავისუფალი იქნება. |
განათლება სიბერის საუკეთესო უზრუნველყოფაა. |
ახალგაზრდობის მოტყუება ძალიან ადვილად შეიძლება, რადგან ის მალე იჯერებს. |
კანონი მიზეზია ვნებებისაგან გასათავისუფლებლად. |
ბუნება არაფერს არ სჩადის ტყუილ-უბრალოდ. |
სამსახურში სიამოვნების განცდა სამუშაოს შესრულების ხარისხს აუმჯობესებს. |
არავის უყვარს ის კაცი, ვისიც ეშინიათ. |
იმედი მღვიძარე კაცის ოცნებაა. |
ეშმაკი კაცთა მოდგმას ერთად უყრის თავს. |
ჩაწვდომა ტანჯვას წარმოშობს. |
უთანასწორობის ყველაზე უარესი ფორმაა, ეცადო არათანასწორი რაღაცები თანასწორად გარდაქმნა. |
მატყუარებს, როცა ისინი საუბრობენ, სიმართლის არ სჯერათ. |
სიკვდილი საშინლად დიდი თავგადასავალი იქნება. |
შიში ეშმაკის მოუთმენელი მოლოდინისაგან წარმოშობილი ტკივილის გრძნობაა. |
შრომის დასასრული განცხრომის მიღწევაშია. |
ცვლილება, ნებისმიერ რამეში, დიდი სიამოვნებაა. |
მეგობრებს შორის მართლმსაჯულების საჭიროება არ არსებობს. |
ამქვეყნად გამბედაობის გარეშე ვერაფრის გაკეთებას შეძლებ. ღირსების შემდეგ გამბედაობა გონების ყველაზე დიდი თვისებაა. |
გონების განათლება გულის განათლების გარეშე საერთოდ არ არის განათლება. |
უდიდესი ღირსებითა და სათნოებით ისინი არიან შემოსილნი, ვინც ყველაზე მეტად სასარგებლონი არიან სხვებისათვის. |
განათლებული ადამიანი გაუნათლებელისაგან იმდენად განსხვავდება, რამდენადაც ცოცხალი კაცი გარდაცვლილისაგან. |
საფუძვლიანი ცოდნის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიშანი სწავლების უნარია. |
ჩემი საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც საუკეთესო სურვილებს მისურვებს. |
განათლება კეთილდღეობისას ჩუქურთმაა და გაჭირვებისას თავშესაფარი. |
ისინი, ვინც იციან, მოქმედებენ, ისინი კი, ვისაც ესმით, ასწავლიან. |
ყველა ანაზღაურებადი სამსახური შთანთქავს და აქვეითებს გონებას. |
ბუნებით ყველა კაცს ცოდნა სწადია. |