არტურ შოპენჰაუერი

გერმანელი ფილოსოფოსი

არტურ შოპენჰაუერი (დ. 22 თებერვალი, 1788, დანციგი — გ. 21 სექტემბერი,1860, მაინის ფრანკფურტი) — გერმანელი ფილოსოფოსი. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ (1819).

არტურ შოპენჰაუერი (1855)

ციტატები

რედაქტირება
  •  

ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდავო ჭეშმარიტებას.


  •  

ცხოვრება ბიზნესია, რომელიც ვერ ფარავს დანახარჯებს.


  •  

ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი პიროვნების სამ-მეოთხედზე, რათა დავემსგავსოთ სხვებს.


  •  

სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა.


  •  

იმისთვის, რომ შევიცვალოთ უკეთესობისაკენ, აუცილებლად დაგვჭირდება სარკე.


  •  

ყოველი დღე - პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება - პატარა დაბადება, ყოველი დილა - პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი - პატარა სიკვდილი.


  •  

ყოველი ჩვენგანი რომ არ იყოს დაინტერესებული საკუთარი თავით, ცხოვრება იქნებოდა იმდენად უინტერესო, რომ ვერცერთი ვერ გავუძლებდით მას.


  •  

ახალგაზრდობის თვალსაზრისით, ცხოვრება უსასრულოდ გრძელი მომავალია, სიბერის თვალსაზრისით კი - ძალიან მოკლე წარსული.


  •  

ტალანტი აღწევს მიზანს, რომლის მიღწევაც მის გარდა არავის შეუძლია, ხოლო გენიოსები აღწევენ მიზანს, რომელსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.


  •  

ამ სამყაროში მხოლოდ ორი ალტერნატივაა - იყო მარტო ან იყო ვულგარული.


  •  

ყოველი ბავშვი მცირეოდენად მაინც გენიოსია, ყოველი გენიოსი მცირეოდენად მაინც ბავშვია.


  •  

მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია.


  •  

მამაკაცები ბუნებით უბრალოდ გულგრილნი არიან ერთმანეთის მიმართ; ხოლო ქალები კი- დაუძინებელი მტრები.


  •  

გაათავისუფლო ადამიანი მისი შეცდომისაგან არ ნიშნავს, რომ მას რაღაც წაართვი, პირიქით, შენ მას მიეცი ძალიან ბევრი.


  •  

ცხოვრება მოკლეა, ხოლო სიმართლე დიდხანს ძლებს, ამიტომ, მოდით, ვილაპარაკოთ სიმართლე.


  •  

რაც უფრო ბედნიერია სიჭაბუკე, მით უფრო სევდიანია სიბერე. ამიტომ, ჭაბუკმა უნდა დაზოგოს თავისი ძალა.


  •  

ყველა სასოწარკვეთილი სულელი, რომელსაც საამაყო არაფერი გააჩნია, სიამაყის უკანასკნელ რესურს, იმ ნაციაში ხედავს, რომელსაც ეკუთვნის. იგი ყოველთვის მზადაა, კბილებით დაიცვას მისი ყოველი შეცდომა და უგუნურება, ასე ემალება ის საკუთარი არარაობის შეგრძნებას.