აჰა,მიიწურა ზამთარი

აჰა,მიიწურა ზამთარი (1976)

რედაქტირება

აჰა,მიიწურა ზამთარითამაზ ჭილაძის რომანი.პირველად გამოიცა 1967 წელს და მაშინვე ბესტსელერი გახდა.რომანი თარგმნილია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ, პოლონურ და მსოფლიოს სხვა ენებზე.

  • პირველი თოვლი სიყვარულსა ჰგავს. სიყვარულიც თოვლივით ჩამოდის ციდან და მთელ ქვეყანას ფარავს.
  • თოვლი დიდი ხნის დავიწყებული რამის გახსენებას ჰგავს. მოჩვენებითად მშვიდს, მაგრამ ჯიუტ გახსენებას. ის ფარავს ყველაფერს, თეთრი ბურუსით ავსებს გარშემო სივრცეს, რათა მხოლოდ ის ერთი, დავიწყებული გამოჩნდეს. დავიწყებული, თუ გულის სიღრმეში შენივე ხელით ჩამალული. ზედ რომ ათასი, თავის მოსატყუებლად მოგონილი ნუგეში ნაცარივით მიგიყრია. ის კი თურმე მაინც არ ჩამქრალა.
  • მუსიკა ზოგჯერ სრულიად მოულედნელ გრძნობებს წარმოშობს ადამიანის არსებაში. ისევე, როგორც მთვარე ზღვებს, ისიც ადამინს სულის ნაპირებს ატოვებინებს ხოლმე.
  • მინდა ფანჯარასთან ვიჯდე და ვქსოვდე და არავისზე ვფიქრობდე. აი, ხომ ნახე, პაპუნა გაიქცა და ტაქსში ჩაჯდა. მე კი მგონია, რომ პოეტებს და მხატვრებს თოვლი უყვართ. არა, ჩემისთანა სულელ გოგოებს ატყუებენ. ხანდახან, ღამით, წვიმა რომ მოდის, ვფიქრობ, ისინი ახლა ალბათ ქუჩაში დარბიან, დილამდე წვიმაში დააბიჯებენ-მეთქი, გაწუწულები. ისინი კი ამ დროს, ალბათ ხვრინავენ.
  • უამრავ სიხარულს შორის არის სიხარული, რომელიც მარტო შენ გეკუთვნის. შეიძლება ის სხვას არც კი გაუხარდეს, ვერც გაიგონ… შენთვის კი ყველაფერია.
  • ძალიან შორსა ხარ, ძალიან, შორს, – მაგრამ გხედავ. შენი სუნთქვაც მესმის. და არაფერი არ გამოცვლილა. არ იფიქრო, რომ მხოლოდ ახლა გამახსენდი, იმიტომ, რომ თოვლი მოდის.
  • მე და შენ ერთი ფორანი უნდა გვქონდეს, შიგ ღონიერი ცხენი გვებას. მე მოედნებზე ხალხს უნდა ვაცინებდე, ვართობდე და შენს ცქერას ვგრძნობდე, როგორც სცენაზე მონათებულ პროჟექტორს. ღამით, მინდორში, ცეცხლთან უნდა ვისხდეთ, ვარსკვლავებს ვუყურებდეთ და მგლების ყმუილს ვუსმენდეთ.
  • სიკვდილი სიჩუმესთან ერთად სევდასაც ასხივებს. გთენთავს, გადუმებს. გეჩვენება, თითქოს შინ კიდევ ერთი უცხო სტუმარი იყოს. უჩინარი და ჩუმი. ვერ ხედავ, არც ხმა გესმის მისი, მაგრამ ნამდვილად აქვეა, მთელი არსებით გრძნობ მის ყოფნას, ის ხან კუთხეში ზის თავისთვის, ხან კი ოთახში დადის, თუმცა მისი ჩქამიც კი არ ისმის, თითქოს ქეჩის ფლოსტები ეცვას.
  • ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ვერაფრით შეცვლი, რისი დაკარგვაც ვერაფრით ვერ ანაზღაურდება. შენთვის ძვირფას ყოველ საგანს თავისი ჯადო აქვს. მახსოვრობაში ის გამუდმებით ვარსკვლავივით კიაფობს და სინათლის სხივებს გაწვდის. ეს ნიშნები ცოცხალ, მკაფიო წარმოდგენას ქმნის დავიწყებულ წუთზე, საათზე, დღესა და წელიწადზე. ადამიანის მთელი ცხოვრება ამ მკაფიო წარმოდგენებისა და მოგონებებისგან შედგება. და რადგან ეს არც ისე ბევრია, მათი დაკარგვა დიდ ტკივილს იწვევს ხოლმე. ამ ნივთის დაკარგვასთან ერთად შენი მახსოვრობიდან უნებურად იშლება და სამუდამოდ იკარგება განსაზღვრული ჟამი, რომელიც გიყვარდა ან გძულდა, რომელიც ჯაჭვის რგოლივით იყო გადაბმული იმ ერთიანობასთან, რომელსაც ბიოლოგიური არსებობისგან განსხვავებით ცხოვრება ჰქვია.
  • ხანდახან წიგნები, რომლებიც ძალიან გიყვარს, მხოლოდ შენი აღმოჩენილი, შენი საკუთრება გგონია.
  • არიან თავისმომაბეზრებლად ნაკითხი გოგოები, მათ ყველაფერი იციან და ყველაფერზე ლაპარაკობენ. მათ წინაშე თავს რატომღაც უხერხულად და დარცხვენილად გრძნობ. გეშინია, რამე სისულელე არ წამოგცდეს და, რა თქმა უნდა, ამის გამო ისინი არ გიყვარს, ერიდები.
  • არაფერი სჯობს კარგი კაცის გაცნობას – თითქოს რაღაც იპოვე და გაგიხარდა.
  • თურმე ადამიანის სული უამრავი ადამიანის ნაწილაკებისაგან შედგება, სხვადასხვა დროს რომ მიგითვისებია.
  • ყველა თავისებურად ცხოვრობს, თავისებურად ისვენებს. ადამიანები ერთმანეთს არ ჰგვანან, მაგრამ ერთი კია: ბედნიერების წყაროდან ყველა იმ წყალსა სვამს, რომელიც მას ეკუთვნის, უფრო სწორედ, რომლის ღირსიც არის.