ბარაკ ობამა
ბარაკ ჰუსეინ ობამა II (ინგლ. Barack Hussein Obama II; დ. 4 აგვისტო, 1961, ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი-დემოკრატი, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი 2009–2017 წლებში. პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს. პრეზიდენტობამდე, წარმოადგენდა ილინოისის შტატს აშშ-ის სენატში 2005–2008 წლებში.
ციტატები
რედაქტირებათუ სწორ გზას ადგახარ და სიარული არ გეზარება, მაშინ აუცილებლად მიაღწევ იმ სამყაროს, რომელსაც ყოველთვის ეძებდი. |
ცვლილებები არასდროს მოხდება, თუ სხვის დახმრებას ან „საჭირო მომენტს“ დაელოდები. იყავი მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე, რადგან თვითონ ყველაზე კარგად იცი, რა გაქვს შესაცვლელი! |
მომავალი მხოლოდ იმას აჯილდოებს, ვინც არასდროს ამბობს უარს ოცნებაზე! |
ახალგაზრდების მთავარი პრობლემა – სულსწრაფობაა. ერთის მხრივ, მოუთმენლობა კარგია, რადგან სამყარო კალეოდოსკოპიური სისწრაფით იცვლება, მაგრამ სასურველი ცვლილებების ლოდინში, ბევრს იმედი უცრუვდება და სწრაფად ნებდება წარუმატებლობას. |
თუ მხოლოდ დიდი ფულის შოვნაზე ფიქრობ, მაშინ არც ამბიცია გაქვს, არც ოცნება და არც ფული გჭირდება არაფერში. |
ნებისმიერი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არა გრანდიოზული პრობლემები, არამედ მეწვრილმანე ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის საკუთარ სარგებელს ეძებენ საერთო პრობლემაში. |
თუ საკუთარი აზრი გაქვს და სითამამე გყოფნის წინააღმდეგობის გასაწევად, მაშინ ნუ შეგეშინდება იმ სისასტიკის, რომელსაც ადამიანები შენს მიმართ გამოიჩენენ. |