ბასილი დიდი, ბასილი კესარიელი (დ. დაახლოებით 330, კესარეა კაპადოკიისა ― გ. 1 იანვარი, 379, იქვე) — ქრიატიანული ეკლესიის მოღვაწე, ეკლესიის მამათაგანი, თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი. გრიგოლ ნაზიანზელის მეგობარი.

ბასილი დიდი

სწავლებანი

რედაქტირება
 
Basilii Magni Opera, 1540
  •  

თითოეულმა ყველა საკუთარ თავზე წინ უნდა დააყენოს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 294

  •  

გავიღოთ მოწყალება, რათა ღვთისაგან უკან მივიღოთ იგი.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 305

  •  

თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 357

  •  

როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური — სულს, რომელშიც იგი ცხოვრობს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 479

  •  

როგორ გეყოლებათ წესრიგში შვილები, თუ თვითონ უწესრიგო ცხოვრებას ეწევით?

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 553

  •  

შეგეძლოს თავის დამდაბლება, ეს ნიშნავს, შეგეძლოს იესო ქრისტესთვის მიბაძვა.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 75

  •  

ადამიანი როცა კვდება, ყველაფერს აქ ტოვებს და თვით მისი სხეულიც მიწას მიებარება.

  ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 3

  •  

ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ განვლილი არასოდეს იყოს უკეთესი მომავალზე, ანდა — აწმყოზე.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 196

  •  

როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შურიც ღრღნის სულს, რომელიც მას აწვალებს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 479

  •  

თუკი არ ვიდარდებთ იმაზე, რაც არ გვაქვს, მაშინ ვისწავლით, ვმადლობდეთ იმისთვის, რაც გვაქვს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 636

  •  

უფალი ჩვენს საქმეებს უეჭველად უკეთ განაგებს, ვიდრე ჩვენ თავად წინასწარ წარმოვიდგენდით ამას.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 41

  •  

ღვთისადმი სიყვარული გამოულეველი საგანძურია; ვინც მას ფლობს, მდიდარია; ვისაც არა აქვს - ღატაკი.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 154

  •  

მწუხარება არ გამონელდება ღვინოსთან ერთად, მასთან ერთად კი სულში ახალი ბოროტება ჩნდება - ლოთობა.

  ციტატის წყარო: მემთვრალეობა, მწუხარება, ღვინო

  •  

მთელი ქვეყნიერება რომც მოვიპოვოთ, მაინც სამარეში ჩავალთ, სადაც მეფეს გლახაკისაგან ვერ განარჩევ.

  ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 3

  •  

ადამიანები ჰგვანან ღრუბლებს, რომლებიც ქარის ცვლილებასთან ერთად ჰაერში აქეთ-იქით გადაადგილდებიან.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 583

  •  

გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის, რომ ადამიანს თავშეუკავებლობა აღარ ძალუძს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 563

  •  

ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას; ეს არის დედა, ფესვი, საკვები, საფუძველი და კავშირი ყოველი სიკეთისა.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 358

  •  

ძმაზე, რომელიც იმწუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 502

  •  

დიდია მწუხარება: ამას ვეთანხმები: მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 673

  •  

შურიანი არაფრით განსხვავდება ადამიანისგან, რომელიც არაფრით არაა დაფარული და რომელსაც ყველანი ისრებს სტყორცნიან.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 475

  •  

ნუ ვიწუწუნებთ ღვთის სამართლიანი მსჯავრის მიმართ. ჩვენ უძლურნი ვართ, ჩვენი აზრი გვქონდეს ღვთის გამოუთქმელ სამსჯავროზე.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 39

  •  

ქრონიკული ავადმყოფობები მხოლოდ უდიდესი მცდელობით, მუდმივი ძალდატანებით იკურნება; იგივე უნდა ითქვას ცოდვილ ჩვევებზეც.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 409

  •  

როგორც ჭიაღუა ადვილად უჩნდება რბილ ნაყოფს, ასევე მწუხარება ჩაისახება იმ ადამიანებში, რომლებსაც მეტად ფაქიზი ზნეობა აქვთ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 636

  •  

რა არის პირფერობა?
პირფერობა მოყვასის წინააღმდეგ დაფარული ბოროტმოქმედებაა, სიკეთის ნიღბით ჩადენილი.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 79

  •  

როგორც კიბეზე პირველი საფეხური მიწიდან იწყება, ასევე ღვთივსათნო ცხოვრებაშიც წარმატების დასაწყისი ბოროტებისგან განშორებაა.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 176

  •  

შეიძლება თუ არა დაფიცება?
ფიცი საერთოდ დასაგმობია, მით უმეტეს, ბოროტების შესახებ ფიცის დამდები უნდა დაისაჯოს.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 140

  •  

როცა სიმდიდრე არა გაქვს, არ უნდა ინატრო, და როცა გაქვს, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ მას ფლობ, არამედ იმაზე, იცი თუ არა მისი სწორად განკარგვა.

  ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 9

  •  

თუ მწუხარებებს არ ითმენ, ნუ ელი მომავალ გვირგვინებს, რადგან აქ არ გაგიწევია ის შრომა და ღვაწლი, რაც გვირგვინების მისაღებად არის დადგენილი.

  ციტატის წყარო: მწუხარება, მოთმინება, ცხონება

  •  

როგორც მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი მთესავს სიუხვეს მოუტანს, ასევე მშიერისათვის მიწოდებული პური შემდგომში ასმაგ სარგებელს მოგცემს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 305

  •  

რისთვის გვეძლევა საკვები?
საკვები იმისათვის გვეძლევა, რომ განვამტკიცოთ სხეული და არა იმისათვის, რომ გავანადგუროთ იგი.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 105


 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ბასილი დიდი