ბერძნული ანდაზები

#


  • ან ადრევე დაქორწინდი, ან ადრევე გახდი ბერი.
  • ანაფორის ჩაცმით კაცი მღვდელი ვერ გახდება.
  • აუშენე ოქროს ხიდი მტერს, რომელიც გტოვებს.
  • აქლემი ვერასდროს ხედავს თავის კუზს.
  • აღმართს დაღმართი მოსდევს.
  • ბრმების სამეფოში ცალთვალა კაცი მეფობს.
  • გაბრაზებული ქალი იგივეა, რაც გაბრაზებული ზღვა.
  • გიჟ მეგობარს ჭკვიანი მტერი სჯობს.
  • დიდი თევზი პატარას ჭამს.
  • ენას ძვალი არა აქვს.
  • ერთი გუგული გაზაფხულს ვერ მოიყვანს.
  • ერთი ხელი მეორეს ბანს, ორივე კი- პირს.
  • ექიმები ყველაზე უფრო ცუდი პაციენტები არიან.
  • ვირმა მამალს უთხრა, რამხელა თავი გაქვსო.
  • ვისაც ბევრი პილპილი აქვს, კომბოსტოსაც კი პილპილს აყრის.
  • ვაშლი ვაშლის ხის ქვეშ ჩამოვარდება.
  • ვინც ერთხელ მაინც დამწვარა ცხელი რძით, მაწონსაც კი სულს უბერავს ხოლმე.
  • ვინც ეშმაკი იყიდა, გაყიდის კიდევაც მას.
  • ზედმეტად ბევრი აზრი ჩაძირავს ნავს.
  • ზოგი ოცნებობს, ჰქონდეს წვერი, ხოლო ისინი, ვისაც აქვთ, იპარსავენ მას.
  • თუ ცხვარი გინდა გახდე, იმისთვისაც მზად იყავი, რომ მგელი შეგჭამს.
  • თუკი ფერხულში ებმები, მაშინ უნდა იცეკვო კიდეც.
  • იაფ ხორცს ძაღლები ჭამენ.
  • კატის არყოფნაში თაგვები ცეკვავენ.
  • მთვრალი სიდედრი ყოველთვის ალერსიანია.
  • მშიერი დათვი არ ცეკვავს.
  • მხოლოდ ბავშვისა და გიჟისგან თუ გაიგებ სიმართლეს.
  • ნუ იმღერებ იმაზე უფრო მაღალ ნოტაზე, ვიდრე შეგიძლია.
  • პაციენტი, რომელიც ექიმს მემკვიდრედ გამოაცხადებს, ვერასოდეს გამოჯანმრთელდება.
  • რამდენიც გინდა, იმდენი აკაკუნე ყრუ კაცის კარზე.
  • რამდენიც არ უნდა ბანო ზანგი, საპონს ტყუილად დახარჯავ.
  • როგორც კი კარში სიღარიბე შემოაბიჯებს, სიყვარული ფანჯრიდან იპარება.
  • როცა კაცი იხრჩობა, საკუთარ თმასაც კი მოეჭიდება.
  • როცა შენ აკეთებ იმას, რისი ძალაც შეგწევს, აკეთებ იმას რაც გევალება.
  • სადაც ბევრი მკვდარია, სიკვდილის შიშიც ქრება.
  • სიზარმაცე ახალგაზრდისათვის სიბერის დასაწყისია.
  • სიზარმაცე ბოროტების დედაა.
  • სიყვარულსა და ხველას ვერ დამალავ.
  • სოფელი იწვოდა და სოფლის მეძავი თმას იბანდაო.
  • სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.


  • უძაღლო სოფელში კატები ყეფდნენო.
  • უწიგნური ადამიანი გასაშალაშინებელი ხის მორივითაა.


  • ფეხშიშველმა კაცმა ცალფეხა კაცი დაინახა და გულზე მოეშვა.
  • ყველა მოახერხებს გადაახტეს ხეს, თუკი ეს ხე უკვე წაქცეულია.
  • ყველაზე უარესი ის ყრუა, რომელსაც არც უნდა, რომ გაიგოს.


  • შვილი და ძაღლი ისევე მოიქცევიან, როგორც შენ ასწავლი.
  • ცუდი ძაღლი ძნელად კვდება.
  • ძველი მტერი ვერ გახდება ახალი მეგობარი.
  • ძუნწ ქალთან ერთად ცხოვრებას ეშმაკთან ცხოვრება სჯობს.
  • ჭკვიანი ბავშვები მანამდე იმზადებენ საჭმელს, სანამ მოშივდებათ.