ბიძინა ივანიშვილი

ქართველი ბიზნესმენი და ექს-პრემიერი

ბიძინა ივანიშვილი (დ. 18 თებერვალი, 1956, ჭორვილა, საჩხერის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და მეცენატი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2000 წლიდან სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიძინა ივანიშვილი (2012)

ციტატები

რედაქტირება
  •  

დიდი ილიას სიტყვები ლექსად, სიმღერით წარმოთქვა ჩვენმა მგოსანმა, ჩვენმა აკაკიმ „ჩონგური საქართველოა სიმები ჩვენ ვართ ყველაო“.

  ციტატის წყარო: ივანიშვილი: „ილიას სიტყვები ჩვენმა აკაკიმ სიმღერით წარმოთქვა“. ინტერნეტ ტელევიზია iTV (18 აპრილი 2012). დამოწმების თარიღი: 28 მაისი 2012.


  •  

უნივერსიტეტებში საოცრება ხდება. რასაც უნივერსიტეტების თვითმმართველობა დაარქვეს, „მხედრიონისა“ და „კომკავშირის“ ნაჯვარია. ძალადობასა და დოგმაზე დამყარებული რაღაც იდეოლოგია აქვთ და საოცარია, რომ ამას ექვემდებარება ახალგაზრდების ერთი ნაწილი და ეს იმართება ცენტრალიზებულად.

  ციტატის წყარო: რასაც უნივერსიტეტების თვითმმართველობა დაარქვეს, „მხედრიონისა“ და „კომკავშირის“ ნაჯვარია. გაზეთი „კვირის პალიტრაა“ (21 მაისი 2012). დამოწმების თარიღი: 28 მაისი 2012.


  •  

იყო ქართველი ნიშნავს მღეროდე „მრავალჟამიერს“, ცეკვავდე ხორუმს, წერდე „ვეფხისტყაოსანს“, უძღვებოდე ქართულ სუფრას და შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას

  ციტატის წყარო: Error on call to template:cite web: Parameters url and title must be specified. გაზეთი „ინტერპრესნიუსი“ (14 დეკემბერი 2019). დამოწმების თარიღი: 14 დეკემბერი 2019.


  •  

საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში

  ციტატის წყარო: Error on call to template:cite web: Parameters url and title must be specified. გაზეთი „ინტერპრესნიუსი“ (14 დეკემბერი 2019). დამოწმების თარიღი: 14 დეკემბერი 2019.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება