ბუდა (სანსკრ. ბუდჰა, სიტყვასიტყვით „გასხივოსნებული“) — ბუდისტურ რელიგიაში არსება, რომელმაც მიაღწია უმაღლეს სიწმინდეს, ნირვანას. ბუდისტურ პანთეონში მრავალი ბუდა არსებობს, მაგრამ ამ სახელით უმეტესად მოიხსენიებენ ჩრდილოეთ ინდოეთში, თანამედროვე ნეპალის სამხრეთ საზღვარზე მცხოვრები შაკიების ტომის ბელადის ძეს სიდჰართა გაუტამას, რომელსაც ბუდიზმის შექმნას მიაწერენ.

ბუდა

ციტატები

რედაქტირება
  •  

ნუ იცხოვრებ წარსულით, ნუ იოცნებებ მომავალზე, კონცენტრირება გააკეთე აწმყოზე.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ათასობით არაფრისმთქმელ სიტყვას, ერთი მშვიდობის მომტანი სიტყვა სჯობია.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

არც საჭმელი მიიღო ზომაზე მეტად და არც შეგშურდეს სხვების. ის ვისაც შურს სხვების, გონების სიმშვიდეს ვერ ეღირსება.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

სიკვდილიც კი ვერ შეაშინებს მას, ვისაც ბრძნულად უცხოვრია ამ ქვეყნად.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

სიძულვილი ვერ შეწყდება სიძულვილითვე. მას მხოლოდ სიყვარული შეაჩერებს. ეს მარადიული კანონია.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

მას ვისაც 50 ადამიანი უყვარს, 50 წუხილი და დარდი აქვს. მას ვისაც არცერთი არ უყვარს არც წუხილი და დარდი აქვს.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ჯილდოა. იგი უზარმაზარი სიმდიდრით კმაყოფილებისა და საუკეთესო ურთიერთობის უტყუარი ნიშანია.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

მე ვერასოდეს ვუყურებ თუ რა გაკეთდა, მე მხოლოდ ვხედავ თუ რა შემორჩა ამ გაკეთებულიდან.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ცაში არ არსებობს განსხვავება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამ განსხვავებებს ხალხი დედამიწაზე თავიანთი გონების მიხედვით ქმნის და შემდგომ იჯერებს და სიმართლედ მიაჩნია იგი.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ათასობით ბრძოლების მოგებას შენი საკუთარი თავის დაპყრობა ჯობია, რადგან ეს გამარჯვება შენია და მას ვერავინ წაგართმევს. ვერც ანგელოზები და ვერც დემონები, ვერც სამოთხე და ვერც ჯოჯოხეთი.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

სანთელი ცეცხლის გარეშე ვერ დაიწვება. ასევე ადამიანები ვერ იცხოვრებენ სულიერების გარეშე.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

მშვიდობა შიგნიდან მოდის, არ ეძებოთ ის გარეთ.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

გონება ყველაფერია. რასაც ფიქრობ, მას ყოველთვის მიაღწევ.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ენა ბასრი დანასავითაა, ის სისხლის გამოდინების გარეშე კლავს.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

არაფერი არაა ეჭვებზე უფრო საზარელი. ეჭვები აცალკევებს ხალხს. ის არის შხამი, რომელიც ანადგურებს მეგობრობას და ანგრევს სასიამოვნო ურთიერთობებს. ის არის ხანჯალი, რომელიც კლავს.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ისინი, ვინც თავისუფალნი არიან გულღვარძლიანი ფიქრებისაგან, უდავოდ იპოვიან სიმშვიდეს.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

დიდი ხნით სამი რამ არ შეიძლება დაიმალოს. მზე, მთვარე და სიმართლე.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ჩვენი ვალია, ჩვენი სხეული კარგ და ჯანმრთელ ფორმაში შევინარჩუნოთ, სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი გონების ისე შენარჩუნებას, რომ იგი ძლიერი და ნათელი იყოს.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ჩვენ ჩვენივე ფიქრებით ვყალიბდებით და ვფხვიერდებით. ისინი, რომელთა გონებაც დაუზოგავი ფიქრებით ყალიბდება, სიხარულს გასცემენ, როცა საუბრობენ თუ მოქმედებენ. სიხარული მათ ცხოვრებაში ისევე მარადიულად მიჰყვება, როგორც მზიან ამინდში თავიანთი აჩრდილი.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

შენი საკუთარი თავის ხსნას თავადვე ეცადე. ნუ იქნები სხვებზე დამოკიდებული.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

თუ კი ვინმე ამ დედამიწაზე იმსახურებს შენს სიყვარულსა და ერთგულებას, ეს თავად შენ თვითონ ხარ.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ცაზე აღმოსავლეთისა და დასავლეთს შორის განსხვავებას ვერ შეამჩნევთ – ეს ნიშნები არ არსებობს. ადამიანები თავად ქმნიან წარმოდგენებს და შემდეგ სწამთ, რომ ისინი სიმართლეა.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ბოროტი და არაკეთილსინდისიერი მეგობარი, უფრო საფრთხილოა ვიდრე ველური ურჩხული. ურჩხულმა შეიძლება თქვენი სხეული დააზიანოს, მაგრამ ბოროტი მეგობარი კი გონებას მოგიწამლავთ.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ნუ დარჩებით წარსულში, ნუ იოცნებებთ მომავალზე, კონცენტრირება მოახდინეთ აწმყოზე.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ფეხი ფეხს მაშინ გრძნობს, როცა მიწაზე დგას.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

დარჩე ნაწყენი ნიშნავს, ხელში ცხელი ნახშირი გეჭიროს და სხვა ადამიანისთვის სროლას გეგმავდე. ერთადერთი ვინც დაიწვება შენ ხარ.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ადამიანი ბრძენი მაშინ კი არ არის, როცა გამუდმებით და ბევრს საუბრობს, არამედ მაშინ როცა მშვიდობისმოყვარეა, მზრუნველი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, უშიშარი.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

თუ პრობლემა მოგვარებადია, მაშინ დარდი რაღა საჭიროა? და თუ ასე არაა, დარდი ვერაფერს გიშველით.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

გრძელია ღამე მისთვის, ვისაც ღვიძავს. გრძელია მანძილი მისთვის, ვინც დაღლილია. გრძელია ცხოვრება სულელისთვის, რომელმაც არ იცის სიმართლე.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

არსებობს ორი სახის ტანჯვა: პირველი ტანჯვაა რომელიც უფრო მეტ ტანჯვას იწვევს და არსებობს მეორე სახის ტანჯვაც, რომლის შემდეგაც ტანჯვა სრულდება.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

ათასობით სანთელი შეიძლება აინთოს ერთი სანთლით ისე, რომ ეს სანთელი მაინც იგივე დროში დაიწვება, ბედნიერება გაზიარებით არ მცირდება.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

რატომ აკეთებთ იმას, რასაც ინანებთ? რატომ იხდით სატირლად საქმეს? აკეთეთ მხოლოდ ის, რასაც არასდროს ინანებთ – ის რაც სიამოვნებას მოგიტანთ.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

დოქი წვეთებით ივსება.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები

  •  

იყავით მადლიერი, იმისათვის რაც მოგეცათ. თუნდაც მცირედისთვის.

  ციტატის წყარო: ბუდას გამონათქვამები


  •  

მას, ვისაც საკუთარი თავი უყვარს არასოდეს ავნებს სხვას.


  •  

ის აზრი, რომ ვინმეს შეუძლია გაგაბედნიეროს ან გაგაუბედუროს, უბრალოდ სასაცილოა.


  •  

რა სიცილი, რა სიხარული, როდესაც ქვეყანა მუდამ იწვის? წყვდიადით დაფარულინი, რატომ არ ეძებთ სინათლეს?


  •  

არავინ არ გვარჩენს ჩვენ, ჩვენვე ვშველით საკუთარ თავს. არავის არ აქვს უფლება და ძალა ჩვენი გადარჩენისა. ჩვენ თვითონ უნდა შევძლოდ გზის გავლა.


  •  

სიმშვიდის ტოლფასი ბედნიერება არ არსებობს.

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ბუდა&oldid=24414“-დან