განათლება
განათლება — სისტემურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ.
ციტატები
რედაქტირებაგანათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ხოლო ცუდს უარესად აქცევს |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
არ არის იმის მტკიცება საჭირო, რომ განათლება ყველაზე დიდი მადლია ადამიანებისათვის. განათლების გარეშე ადამიანები უხეშები, ღარიბები და უბედურები არიან. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
აღზრდა, რამდენადაც ეს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული, არის ქვეყნად არსებული ყოველგვარი კეთილისა და ბოროტების, ბედნიერებისა და უბედურების უპირველესი წყარო. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
განათლება აქარწყლებს ან ასუსტებს სიკვდილისა და დუხჭირი ბედის წინაშე ბრძოლას, რაც ყველაზე დიდი დაბრკოლებაა სათნოებისაკენ მიმავალ გზაზე და ადამიანის ქცევას ამახინჯებს. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
განათლება ადამიანს ღირსებას მატებს, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის მონობისთვის დაბადებული არ არის. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
განათლება - აი, გზა ბედნიერებისაკენ. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
განათლება - ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
განათლება - საგანძურია, შრომა კი - მისი გასაღები. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
განათლებული ადამიანი მუდამ მაღლდება გონებაში და შორსმჭვრეტელობაში, გაუნათლებელი ადამიანი კი მუდამ ქვევით ეშვება უვიცობასა და სიბილწეში. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც მკვდარსა და ცოცხალს შორის. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
განათლებულ ხალხებს უმეტესწილად კარგი გემოვნება აქვთ, ვინაიდან განათლება ბუნებასთან აახლოებს ადამიანებს. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
გსურთ აღმოფხვრათ დანაშაულებანი? გაავრცელეთ ხალხში განათლება. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
რაში მდგომარეობს ჩვენი ხალხის ბედნიერება? მხოლოდ ერთს განათლებაში, რომ ჩვენი ხალხი ზნეობით ამაღლდეს! |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
როგორც პლანეტები და თანამგზავრები ეკუთვნიან მზეს, ასევე განათლება ინტელექტის ბუნებრივი საკუთრებაა. განათლებული ჩვეულებრივი ადამიანი ამბობს არა იმას, რასაც ფიქრობს, არამედ იმას, რასაც სხვები ფიქრობდნენ და აკეთებს არა იმას, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა, არამედ იმას, რაც სხვებისგან ისწავლა. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
საჭიროა ჭკვიანი, განათლებული ადამიანები, იმდენად, რამდენადაც ახლოვდება კაცობრიობის ლტოლვა უკეთესი ცხოვრებისაკენ, ამიტომ მათი რიცხვი უფრო გაიზრდება მანამ, სანამ ისინი უმრავლესობას არ შეადგენენ. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
სკოლა ორპირი ხანჯალია; აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს, თუ იგი გონივრულად არის მოწყობილი; აუგუნურებს და აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზედ არის დაყენებული. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
ცივილიზაციის წარმატება გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
ცრუ სიბრძნე ბჟუტავს და ქრება გონების უკვდავი მზის წინაშე. გაუმარჯოს მზეს და გაქრეს წყვდიადი! |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე
წარმოსახვა ისეთნაირად აზვიადებს და ისე წარმოუდგენელ ფასსა სდებს ყოველგვარ წვრილმანს, რომ სულში სხვა რამისთვის აღარ გვიტოვებს ადგილს. მეორე მხრივ, თავისი ურცხვი თავხედობით უცნაურად აკნინებს და თავის ტოლფარდად წარმოგვიჩენს ყოველივე დიადს, როგორც, მაგალითად, ღმერთს. |
ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე