განხილვა:ალბერტ აინშტაინი

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F თემაში დაუმოწმებელი

დაუმოწმებელი

რედაქტირება
  თანახმად ვც:შც გადმოტანილია სტატიიდან. რომელიმე ციტატის დამოწმების შემთხვევაში გადაიტანეთ ძირითად გვერდზე. --Rastrelli F 09:50, 19 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
  • ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს.
  • მოგებულია ომი, მაგრამ არა მშვიდობა.
  • ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი სცდებიან: დიდ მეცნიერს ჰქმნის ხასიათი.
  • ღმერთი კამათელს არ თამაშობს! (ალბათობის თეორიაზე გაღიზიანებულმა თქვა ეს სიტყვები)
  • პოლიტიკა უფრო რთული რამაა, ვიდრე ფიზიკა.
  • მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც საკმაოდ სწრაფად მოდის.
  • მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე - ბრმა.
  • კაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს შეიცვლებიან, ქალებს კი ,პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება.
  • რელიგია, ხელოვნება და მეცნიერება, ერთი და იგივე ხის სხვადასხვა ტოტებია.
  • მეცნიერება არის კაცი, რომელიც ამჯობინებს, გამოთვალოს, ვიდრე ივარაუდოს.
  • გენიალურობა სიმარტივეშია.
  • ცოდნა საჭიროა, მაგრამ ცოდნაზე უფრო საჭირო ფანტაზიის უნარია.
  • ღმერთისთვის ჩვენ ყველა ერთნაირად ბრძენი და ერთნაირად სულელნი ვართ.
  • ჟეშმარიტება არის ის, რაც უძლებს ექსპერიმენტებს.
  • გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი.
  • ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ.
  • როცა ჩნდება მნიშვნელოვანი პრობლემა, მას იმავე აზროვნების დონით ვერ გადავწყვეტთ , რომელზეც ჩვენი გონება იმყოფებოდა, როცა ეს პრობლემა შექმნა.
  • გეომეტრიის აქსიომები ვინმეს ინტერესს რომ ეხებოდეს, მათ უეჭველად უარყოფდნენ.
  • მხოლოდ მაშინ გესმის რაიმე საფუძვლიანად, თუკი შეგიძლია ეს ბებიაშენსაც კი აუხსნა.
  • იმას, ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა.
  • ყველაზე რთულია გაიგო, რატომ იხდი საშემოსავლო გადასახადს.
  • ოცნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა.
  • ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. რომ შეინარჩუნო ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ მოძრაობა.
  • უსასრულოა მხოლოდ სამყარო და ადამიანის სისულელე. თუმცა პირველთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება.
  • მე მჯერა ინტიუციის და შთაგონების. ფანტაზია უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნა შეზღუდულია, მაშინ როდესაც ფანტაზია მოიცავს მთელს ქვეყანას.
  • ყველაზე დიდი სისულელეა - გააკეთო ერთიდაიგივე და სხვა შედეგის იმედი გქონდეს.
  • ერთადერთი, რაც სწავლაში ხელს მიშლის, ეს ჩემს მიერ მიღებული განათლებაა.
  • ერთადერთი, რაც ჩემმა ხანგრძლივმა ცხოვრებამ მასწავლა, ისაა, რომ მთელი ჩვენი მეცნიერება რეალობის წინაშე პრიმიტიულად და ბავშვურად გულუბრყვილოდ გამოიყურება და მაინც, - ისაა ყველაზე ძვირფასი მათ შორის, რაც გაგვაჩნია.
  • სკოლის მიზანი ყოველთვის უნდა იყოს ჰარმონიული პიროვნების აღზრდა და არა სპეციალისტის.
  • ადამიანი ცხოვრებას მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა იგი საკუთარ თავს აჯობებს.
  • მხოლოდ უგუნურს სჭირდება წესრიგი, გენიოსი ქაოსზე ბატონობს.
  • კაცობრიობას აქვს ყველანაირი საფუძველი იმის, რომ მორალური ღირებულებების მახარობლები უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე სამეცნიერო ჭეშმარიტების აღმომჩენები.
გვერდ „ალბერტ აინშტაინი“-ზე დაბრუნება.