განხილვა:ალბერ კამიუ
ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F თემაში დაუმოწმებელი
ეს არის განხილვისა და წინადადებების გვერდი სტატიისთვის „ალბერ კამიუ“ | ||
---|---|---|
|
Untitled
რედაქტირებათარიღებს ვიკიციტატაში არ უნდა ბმული (ინგლ. ვიკიციტატაში ამ თემაზე ჯერ გაუგებრობაა), და ეს გამუქებული ციტატები ვითომ ქართულში საჭიროა? --Unmerklich 16:07, 3 აგვისტო 2008 (UTC)
თქვენ ალბერტ კამიუ წაშალეთ --მოცარტი 12:39, 28 დეკემბერი 2008 (UTC)
დაუმოწმებელი
რედაქტირება- თავისუფლებაც კატორღაა, სანამ ერთი ადამინი მაინცაა მონა. (მართალნი)
- ბრძოლა თავისთავადაა საკმარისი ადამიანის გულის გასაძღობად. ზოგიერთმა უნდა წარმოიდგინოს სიზიფეს ბედნიერება. (სიზიფეს მითიდან)
- მხატვარს თუ მარჯვენა დაუზიანდა, ცოლს ორი მიზეზით მოიყვანს. (იონადან)
- რა არის ბედნიერება, თუ არა ადამიანის არსისა და არსებობის თანხვდომა. (უდაბნო)
- არავის უთქვამს, რომ ბედნიერება განუყოფელია ოპტიმიზმისგან. (უდაბნო)
- არსებობს უფრო მაღალი ბედნიერება, როდესაც ბედნიერება აღარაფრად გესახება.
- იმედგადაწურულ კაცს სამშობლო არ გააჩნია. (ზღვა სულ ახლოს)
- განცალკევებული სამართლიანობა ტირანიად მოგვევლინება. (ტიპაზაში დაბრუნება)
- სრულიად არ არის საჭირო ჩავუღრმავდეთ საგანთა არსს, რათა ცხადლივ დავინახოთ, რომ არ არსებობს აბსოლუტური მატერიალიზმი, რადგან თვით ეს ცნება გულისხმობს, რომ სამყაროში არის კიდევ რაღაც, მატერიის გარდა. მსგავსად ამისა არ არსებობს ტოტალური ნიჰილიზმი. სამყაროს აზრისა და მნიშვნელობის უარყოფა ღირსებათა განსჯის უარყოფაა ერთდროულად, თუმცა ცხოვრება, თუნდაც საკუთარი თავის გამოკვება, ერთ-ერთი ასეთი ღირებულებაა. (ქარაგმა)
- თუ თავს არ იკლავ, ესე იგი, ირჩევ გააგრძელო ცხოვრება და ამით გარკვეულ ღირებულებას შესძენ მას.
- ადამიანის შემოქმედება მის ნოსტალგიებსა და ცდუნებებს ასახავს.
- ვინც კი დღეს თავისუფლებისთვის იბრძვის, იგი, საბოლოო ჯამში, სილამაზის დაცვას ემსახურება. (ელენეს გადასახლება)
- აროდეს გავამართლოთ ძალა, რომელიც გონებას აღარ მორჩილებს. (ნუშის ხეები)
- არარა ისეთივე მიუწვდომელია, როგორც აბსოლუტი. (მინოტავრი)
- არიან ადამიანები, რომელთაც მშვენიერი სამყარო უმადურ სამშობლოდ დაუსახავთ.
- ყვავილის მოწყვეტის სურვილი, ქალის დაურვების წადილია ერთგვარად.
- სამყარო მშვენიერია და ჩვენი ხსნა მასშია. (უდაბნო)
- ადამიანი - რელიგიური ცხოველია.
- გენია, ესაა გონება, რომელმაც იცის თავისი საზღვრები.
- გამოცდილება ყოველთვის მარცხია.
- განხეთქილება ადამიანსა და მის ცხოვრებას, მსახიობსა და დეკორაციებს შორის- ეს არის შეგრძნება აბსურდისა.
- ჩვენ ზურგს ვაქცევთ ბუნებას, რადგანაც გვრცხვენია სილამაზის.
- შემოდგომა- ეს მეორე გაზაფხულია, როცა ყოველი ფოთოლი ყვავილად იქცევა.
- სიბერე გრძნობიდან თანაგრძნობაზე გადასვლას ნიშნავს.
- სასჯელი, რომელსაც გაუფრთხილად მოუვლენ ვინმეს, სინამდვილეში მხოლოდ შურისძიებაა.
- ყოველი რევოლუციონერი თავის კარიერას ამთავრებს ან როგორც ჯალათი, ან როგორც ერეტიკოსი.
- იმედი საშინელი რამაა, უიმედოდ ცხოვრება კი - უარესი.