განხილვა:ბენჯამინ ფრანკლინი
ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F თემაში დაუმოწმებელი
ეს არის განხილვისა და წინადადებების გვერდი სტატიისთვის „ბენჯამინ ფრანკლინი“ | ||
---|---|---|
|
დაუმოწმებელი
რედაქტირება- ჩვენ არასდროს ვბრაზდებით უმიზეზოდ, მაგრამ ეს მიზეზი იშვიათად თუა გონივრული.
- ის ვინც თანახმაა გაცვალოს თავისუფლების თუნდაც მცირე ნაწილი უსაფრთხოებაზე, არ იმსახურებს არც თავისუფლებას, არც უსაფრთხოებას!
- მას, ვინც უგონოდაა შეყვარებული საკუთარ თავზე, არასდროს გამოუჩნდება მეტოქეები.
- ვინც ყიდულობს იმას,რაც არ სჭირდება, მალე გაყიდის იმას, რაც სჭირდება.
- სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია.
- არაფერია უეჭველი გადასახადების და სიკვდილის გარდა.
- ხელთათმანებიანი კატა თაგვს ვერ დაიჭერს.
- არ უთვალთვალო მუშებს- ეს იგივეა, დაუტოვო მათ შენი საფულე, თანაც გახსნილი.
- ასწავლე შენს შვილებს გაჩუმება. ლაპარაკის სწავლას ისინი თავადაც მოახერხებენ.
- თუკი შეგიძლია, დახარჯო იმაზე ნაკლები ფული, ვიდრე გაქვს, ჩათვალე, რომ ფილოსოფიური ქვა შენს ხელშია.
- ექიმი რაც უფრო კარგი პროფესიონალია, მით მეტი უსარგებლო წამალი იცის.
- თავისთავად სიღარიბე არ არის სირცხვილი, მაგრამ სირცხვილია, გრცხვენოდეს მისი.
- ნუ ისეირნებ მზის გულზე, თუკი ცვილის თავი გაქვს.
- ერიდეთ ახალგაზრდა ექიმსა და ხადაზმმულ დალაქს.
- არაფრის კეთებაში ისაა პრობლემა, რომ არ იცი, როდის მორჩები.
- მოტივაცია გამოიყურება შემდეგნაირად- შენი ოცნებები იცვამენ სამუშაო უნიფორმას.
- გაუნათლებელი გენიოსი იგივეა, რაც დაუმუშავებელი ვერცხლი საბადოში.
- გასაღები, რომლითაც სარგებლობენ, მუდამ გაპრიალებულია.
- ადამიანი იარაღის მკეთებელი ცხოველია.
- 13 სათნოება
- თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.
- დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.
- წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.
- გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვიტილია.
- მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.
- სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე.
- გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.
- სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
- ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე, იყო მიმტევებელი.
- სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.
- სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.
- უმწიკვლობა - იყავი ზნეობრივად წმინდა
- თავმდაბლობა - მიბაძე ქრისტესა და სოკრატეს.
- ფრთხილად იყავით წვრილმან ხარჯებთან დაკავშირებით; პატარა ხვრელს დიდი ხომალდის დაღუპვა შეუძლია.