განხილვა:ზიგმუნდ ფროიდი
ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F თემაში დაუმოწმებელი
ეს არის განხილვისა და წინადადებების გვერდი სტატიისთვის „ზიგმუნდ ფროიდი“ | ||
---|---|---|
|
Untitled
რედაქტირება- თარიღებზე ბმული ვიკიპედიაზე კი არ უნდა იყოს არამედ ვიკიციტატაში უნდა იყოს სტატია (გვერდი). გადახედეთ ინგლ.-ს.
- მკითხველს ჩვენ კი არ უნდა გავუმუქოთ ციტატები, არამედ თვითონ უნდა შეაფასოს.--ცანგალა 11:16, 5 მაისი 2008 (UTC)
- სწორია. წაშალეთ მერე ეს გამუქებულები.--მოცარტი 15:12, 10 დეკემბერი 2008 (UTC)
დაუმოწმებელი
რედაქტირება- ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე.
- ღმერთი რელიგიებში არაა, ის შემოქმედებაშია.
- ადამიანების შინაგანი კონფლიქტების წყარო - ეს არის ორი სწრაფვის ბრძოლა: აღმშენებლობისადმი (დაკავშირებული სიყვარულთან, ეროსთან) და ნგრევის, დესტრუქციის, მოსპობისადმი (დაკავშირებული ტანტალოსთან).
- ღმერთის საფუძველი სხვა არაფერია თუ არა განდიდებული მამა (ნაგულისხმევია პერსონიფიცირებული ღმერთი).
- ადამიანებს საკუთარი ფსიქიკური თავისუფლების ილუზია აქვთ.
- ხანდახან ისე მომენატრები, რომ არასდროს მინდა გნახო.
- სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული.
- ადამიანი, რომელმაც პირველად შეძლო შუბის მაგივრად შეურაცხმყოფელი სითყვა ეხმარა, იყო ცივილიზაციის დამაარსებელი.
- პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება.
- ერთი რამ, რაც შეიძლება მოკლედ ითქვას მასტურბაციის შესახებ არის ის, რომ არაფერია მის კეთებაში სასირცხვილო,რა თქმა უნდა, ამის ცუდად კეთების გარდა.
- აზროვნება არის ექსპერიმენტი მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით, როგორც სარდალი გადაადგილებს პატარა ფიგურებს რუკაზე, რათა ჯარმა წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მისია.
- ვუშვებთ, რომ არსებობს ორი არსობრივად განსხვავებული სახის ლტოლვა: სექსუალური ლტოლვები – ეროსი, და აგრესიის ლტოლვები, რომელთა მიზანია დესტრუქცია.
- სადიზმი მამაკაცურთან და მაზოხიზმი ქალურთანაა ინტიმურ კავშირში.
- სადიზმსა და მაზოხიზმში ორი გამოკვეთილი მაგალითია ლტოლვის ორი სახის აღრევისა: ეროსისა – აგრესიასთან.
- ჩვენზე დაკისრებული ლტოლვათა შეზღუდვები ნიშნავს მძიმე ფსიქიკურ ტვირთს.
- ადამიანის გონითი მოღვაწეობის ერთი ნაწილი – რეალური გარესამყაროს დაუფლებაზეა მიმართული, მეორე – სურვილის ასრულებას, განდევნილი სურვილის შენაცვლებით დაკმაყოფილებას მიელტვის. ამ შემოქმედებას ეკუთვნის მითი, პოეტური შემოქმედება, ხელოვნება. მესამე, მეტად სერიოზული ნაწილი ადამიანის გონითი საქმიანობისა, რომელმაც შექმნა დიდი ინსტიტუტები რელიგიისა, სამართლისა, ეთიკისა და სახელმწიფოებრიობის ყველა ფორმები, არსებითად იმას უმიზნებს, რომ ერთეულმა შეძლოს თავისი ოიდიპოსის დაძლევა და მისი ლიბიდო ინფანტილურიდან საბოლოოდ სასურველ სოციალურში გადაიყვანოს.
- ადამიანი რაც უფრო მეტად ზღუდავს გარეთ მიმართულ აგრესიას, მით უფრო მკაცრი, მაშასადამე აგრესიული რჩება თავის "მე–იდეალში".
- არასდროს ვართ ისეთი დაცული ტანჯვისგან, როგორც მაშინ, როდესაც ვართ სიყვარულში.
- არსებობს სამი სახის სიზმარი: სურვილის ასრულების, შიშის, ჯარიმის.
- ვინც საკუთარ თავს სკეპტიკოსად თვლის, კარგს იზამდა, თუ შემთხვევისდა მიხედვით სკეპსისშიც შეეჭვდებოდა.
- შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.
- ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები.
- სიყვარული და შრომა ადამიანურობის ქვაკუთხედია.
- სადაც არის იდი, უნდა მოვიდეს ეგო.
- ამერიკა შეცდომაა, დიდი შეცდომა.
- ეგო არ არის მბრძანებელი საკუთარ სახლში.
- ფსიქიკურიდან წინასწარგანზრახულობის გამორიცხვა არ შეიძლება.
- ანატომია ბედია.
- ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარაა.