განხილვა:ნიკოლო მაკიაველი
ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F თემაში დაუმოწმებელი
ეს არის განხილვისა და წინადადებების გვერდი სტატიისთვის „ნიკოლო მაკიაველი“ | ||
---|---|---|
|
დაუმოწმებელი
რედაქტირება- ლომი ვერ გადაურჩება ხაფანგს,ხოლო მელია ვერ დაიცავს თავს მგლებისაგან. უნდა იყო მელა,რათა ხაფანგებს გადაურჩე და ამასთანავე, ლომი, რათა შეაშინო მგლები.
- მინდა სამოთხეში კი არა, ჯოჯოხეთში მოვხვდე, იქ პაპებისა და ჰერცოგების საზოგადოებით დავტკბები, მაშინ ,როდესაც სამოთხეში მხოლოდ ღატაკები, ბერები და მოციქულები იქნებიან.
- ბედი ჩვენი საქმეების მხოლოდ ნახევარს განაგებს, მეორე ნახევარს კი იგი ადამიანებს ანდობს.
- ომი მაშინ იწყება, როცა ჩვენ გვსურს, მაგრამ არასდროს მთავრდება მაშინ, როცა ჩვენ ვთხოვთ.
- ისინი, ვინც საუბრობენ ჩვენს დროში გაძარცულსა და ჩაგრულ ხალხზე, მივლენ ერთ დასკვნამდე – ყოველივე იმის ბრალია, რომ სწორედ ასე იქცეოდნენ მათი მმართველები.
- იქ, სადაც დიდი სურვილია, დიდი სიძნელეები არ არსებობს.
- ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.
- ზიანი უნდა მიაყენო სწრაფად. რაც უფრო ნაკლებად გაანალიზებენ მას, მით უფრო ნაკლებია მისგან ზარალიც.
- სჯობს წააგო შენით, ვიდრო მოიგო სხვისით.
- როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.
- ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავს.
- ბედისწერა ჩვენი საქციელის ნახევარს განაგებს,ხოლო მეორე ნახევრის მართვას ჩვენ გვანდობს.
- ყოველივე ის, რაც სასარგებლოა მტრისათვის, საზიანოე შენთვის.
- ყოველივე ის, რაც სასარგებლოა შენთვის, საზიანოა მტრისთვის.
- იმას, ვინც ომის დროს მოწინააღმდეგეს უფრო ფხიზლად ადევნებს თვალს და უფრო გულმოდგინედ წვრთნის თავის ლაშქარს, ნაკლები საფრთხე ემუქრება და შეუძლია გამარჯვების მეტი იმედი ჰქონდეს.
- ყველაზე კარგი ჩანაფიქრი ის ჩანაფიქრია, რომელიც მის ასრულებამდე დაფარული რჩება მტრისათვის.
- უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ ბრძოლის ველზე სწრაფად შეიცნო ხელსაყრელი ვითარება და დროულად ისარგებლო ამით.
- ძნელია მისი ძლევა, ვინც მტრის ძალებსაც კარგად იცნობს და თავის ძალებსაც.
- მოლაშქრეთა სიმამაცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი სიმრავლე, მაგრამ ხელსაყრელი პოზიცია ზოგჯერ სიმამაცეზე უფრო სასარგებლოა და მომგებიანია.
- ვინც უთავბოლოდ მისდევს უკუქცეულ მტერს, მხოლოდ იმას ილტვის, რომ მძლეველიდან ძლეულად იქცეს.
- ვინც ჯარის მომარაგებაზე არ ზრუნავს, მანამდე დამარცხდება, სანამ ხმალს იშიშვლებს.
- უნდა შეგეძლოს გადაწყვეტილების შეცვლა, თუკი ამჩნევ, რომ მოწინააღმდეგემ გამოიცნო იგი.
- ჭკუათხელი კაცი რომ საქმეს წამოიწყებს, წინასწარ ტკბება წარმატების იმედით და ამ სიტკბოებაში გარეულ შხამს კი ვერ ამჩნევს.
- კაცთა ყოველგვარ მტრობას შიში ან სიძულვილი უდევს საფუძვლად.
- ქვეყანა ვერ ითმენს გაპარტახებას მთავრის მოხელეთაგან.
- ყველანაირი სახელმწიფოს – მემკვიდრეობითის, შერეულისა თუ ახლის ძალაუფლების საფუძველი ყოველთვის იყო კარგი კანონები და საუკეთესო ჯარი.
- მმართველის ჭკუაზე იმის მიხედვით მსჯელობენ, თუ ვინ ჰყავს მას თავის გარემოცვაში.
- გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი – წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი.