გიორგი გახარია
გიორგი ზაურის ძე გახარია (დ. 19 მარტი, 1975) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019-2021 წლებში, 2019 წლის 8 სექტემბრამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.
ციტატები
რედაქტირებასაჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველო გვინდა |
საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს და ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და ბევრ სხვა რამეში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ზოგიერთი ჩვენი ეკონომიკურად ძალიან სუსტ მდგომარეობაში მყოფი რეგიონებისთვის, რა თქმა უნდა, საჩხერე შეიძლება იყოს მაგალითი |
მაგარი კი არა, კურდღლები ხართ, ბიჭო… — მიმართავს ოპოზიციას, „ევროპულ საქართველოს“ |
- „რა კორუფცია ხალხო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში... მაგრამ რა კორუფცია ხალხო.“
- „მოდით მაშინ დავიწყოთ, ბოდიშით, ბოდიში. მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შსს-ს რომელიმე წარმომადგენელმა. თუმცა, მინდა ასევე გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მათ მხოლოდ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე მათაც ვუთხრათ ბოდიში“ გამოსვლა 2018 წლის საპროტესტო აქციაზე, სადაც მოსახლეობა აპროტესტებდა კლუბ „ბასიანის“ დარბევას
- „საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა განახორციელა ღია, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შეკავება საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, აშშ-ისა და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. აქ, გაეროს სათაო ოფისში, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ [1]
- „დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას და პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე. სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას. უკანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის - მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე, ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან - დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე. უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა. სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე. ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას“ გიორგი გახარიას გამოსვლა გაეროში
- „რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები“
- „ფარცხალაძე დაჯარიმებული იყო, იმიტომ, რომ მე "ჯიგრულ პონტში" არ ვუშვებ საშვებს“
- „რთული დღეები დაგვიდგა, ვგულისხმობ პირველ რიგში პანდემიას. განსაკუთრებით დაზიანდა ბათუმი, იმიტომ, რომ ბათუმი საქართველოს ტურისტული დედაქალაქია, მაგრამ ჩვენ, ერთად ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დარტყმა ბიზნესზე, ეკონომიკაზე, ბათუმის ეკონომიკაზე როგორმე მინიმუმამდე დავიყვანოთ და ამას მოვახერხებთ. ბათუმელებმა მოიგონეს პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული საკარანტინე სივრცე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ყველანი ერთად ვართ წარმატებულები პანდემიის რისკების მართვაში, ეს საკარანტინე სივრცეები არის გასაღები ქართული მოდელის, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით. ეს გვიცავს თითოეულ ჩვენგანს. გარდა ამისა, გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს სასტუმროების ბიზნესს თანამშრომლების დასაქმებაში. ჩვენ ყველა უნდა ვიყურებოდეთ ხვალინდელი დღისკენ, სწორება უნდა გავაკეთოთ მომავალზე და ყველანი უნდა მივხვდეთ იმას, რომ ამ ვირუსს დავარმარცხებთ, მთავარია, გადავარჩინოთ ეკონომიკა და ყველამ ერთად, ეკონომიკური აღორძინებისთვის ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ“
- „ბათუმი არის ქვეყნის კარიბჭე. ბათუმი არის წერტილი, საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო გზების კვანძი. ბათუმს წლებია ქვეყნისთვის აქვს უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. არა მხოლოდ ეკონომიკური, რა თქმა უნდა, კულტურულიც, მაგრამ ეკონომიკა დღეს იქმნება არა მარტო თბილისში, არამედ აჭარაში, ბათუმში და ბევრ სხვა ქალაქებში. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმი არის ის ქალაქი, რომელის წარმატებითაც თითოეული ქართველი ამაყობდა და იამაყებს“
- „მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს ყველას პირში ვეუბნები“
- „საქართველოს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნად ქცევა ჩვენი მთავარი მიზანია და ამ გზაზე შთამბეჭდავი წარმატებებიც გვაქვს. საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, მათ შორის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, სადაც კულტურულ-ენობრივი ბარიერი უბრალოდ არ არსებობს, სადაც გადასახადები მინიმალურია და ბიზნესს ეძლევა ყველანაირი საშუალება, განვითარდეს“
- „საქართველო ახალი შესაძლებლობების ქვეყანაა
- „ჩვენ დღეს, 21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ვაცნობთ საქართველოს, როგორც პროგრესის, ცოდნისა და კულტურის დამაკავშირებელს ევროპიდან აზიისკენ და პირიქით. ჩვენი მთავარი ფასეულობა არის ხალხი, რომლის იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ტოლერანტობა – მთავარი დასავლური ფასეულობა“
- „ყველაფერს, რაც აქამდე გვქონდა გაკეთებული და რაშიც უამრავი რესურსი გვქონდა ჩადებული, უნდა დავუმატოთ, რომ გარდა იმისა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, არგონავტების სამშობლო, ეს არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხოა. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას რომ მივაღწიოთ, მხოლოდ ამის დეკლარირება საკმარისი არ არის. დეკლარირებასთან ერთად ეკონომიკის გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები“
- „დღეს, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და ესკალაცია თვითონ ქვეყნის განვითარების და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ როდესაც, ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგონულ გამოწვევებს და რაც მთავარია, ყველანი ერთად ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი არცერთი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა ან პოლიტიკური ორიენტაციისა, ჩვენი თითოეული მოქალაქის და რაც ყველაზე მნიშვნელვანია, არ შექნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის. ამიტომ, იქედან გამომდინარე რომ, მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის“ – გახარიას განცხადება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, 2021 წლის 18 თებერვალი
მის შესახებ
რედაქტირებათქვენ მგელი ხართ, ხო ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი — პასუხი გიორგი გახარიას რეპლიკაზე „მაგარი კი არა, კურდღლები ხართ, ბიჭო…“ | |
— გიგა ბოკერია |
ვერ დაძლია სიღარიბე, ვერ დაიჭირა ლარი, კიდევ ბევრი ვერ, ვერ და ისევ ვერ | |
— სოფო შამანიდი |
გახარია დაჯილდოებულია საკმაოდ სერიოზული უნარებით და მას მართლა შეუძლია ბევრი კარგი რამ გააკეთოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ მართა მან კორონავირუსის გამოწვევა და დაადასტურა საკუთარი პროფესიონალიზმი კრიზის-მენეჯმენტში | |
— გია ხუხაშვილი |