გიორგი კეკელიძე (დ. 10 აპრილი, 1984, ოზურგეთი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან 2024 წლის 11 იანვრამდე). წიგნის მუზეუმის დამაარსებელი, პრესის მუზეუმის დამფუძნებელი. საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკების იდეის ავტორი და განმახორციელებელი. საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების შექმნის ინიციატორი.

ციტატები

რედაქტირება
  •  

იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევის და ვუთხარი, რომ მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული. რომ ისინიც უნდა დარჩნენ ამაყები და თავაწეულები, რადგან ეს ყველაფერი ერთად შევქმენით. და ამ ქმნის პარალელურად არ გვავიწყდებოდა ერთმანეთი, რადგან ვიცოდით, რომ ადამიანი არის მთავარი, რომ წიგნს ქმნის ადამიანი, რომ წიგნი იქმნება ადამიანებზე და წიგნს კითხულობს ადამიანი და რომ მთავარი არიან თვითონ, ადამიანები სხვადასხვა აზრისანი და ფიქრისანი და რომ ადამიანი არის არჩევანი და ხანდახან უარჩევნობაც და რომ ცხოვრება გრძელდება და რომ მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება უკვე ახალ მენეჯერთან ერთად და რომ სულ ვიქნები მათი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშემატკივარი

  ციტატის წყარო: გიორგი კეკელიძე - დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე - მივდივარ ამაყი და თავაწეული