გრიგოლ რობაქიძე
გრიგოლ რობაქიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1882, სვირი, დასავლეთ საქართველო ― გ. 19 ნოემბერი, 1962, ჟენევა) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ციტატები
რედაქტირებათუ ხალხში არ არსებობს ღმერთი, როგორც მარადიული ცეცხლი, მაშინ უმჯობესია თვით ღმერთის იდეა მოკვდეს. ხალხი უღმერთო ცხოვრებას დიდხანს ვერ აიტანს, ოდესმე ურვისგან მხეცივით გამძვინვარებული აღდგება, რათა ჯვარს ეცვას ღმერთისთვის. |
ყველა გულს რომ შეეძლოს სხვების შესახვედრად გაღება, ბოლომდე, მთლიანად, კოსმიურად, მაშინ ალბათ გამრთელდებოდა დანაკუწებული ღმერთი. |
როგორც დოსტოევსკის ადამიანებმა არ უწყიან, სად თავდება ღვთისმშობელი და სად იწყება სატანური, ასევე არ იცოდნენ საბჭოთა მოქალაქეებმა, სად თავდებოდა რევოლუცია და სად იწყებოდა კონტრევოლუცია. |
მე არ მწამს ისეთი რევოლუცია, რომლის სათავეშიც ქრისტე მოაბიჯებს. |
რუსული რევოლუციური იდეის საფუძველი ღირსების უარყოფაა. |
უღმერთობა ავადმყოფობაა, ხოლო სნეულისთვის კრიზისია აუცილებელი. |
რელიგიის მიზანი შინაგანი სასიყვარულო კავშირისა და გარეგანი თავისუფალი ერთიანობის აღდგენაა. ამისათვის აუცილებელია ყოველგვარი შეზღუდულობის ბორკილებიდან დახსნა. |
ყოველი ხელოვანი ორგანიული ნაწილია ერის სხეულისა, სული მისი ინდივიდუალური სახეა ერის სულისა. |
ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავის-უფალია; თავისუფლებაა სხივური ელემენტი ადამიანში. ვინაა თავისუფალი საბჭოეთში? არავინ. იქ ყველაფერი აკრძალულია, რაიც არაა ბრძანებული. დღეს რომ ერთი ბრძანებლობს, ხვალ იგი დასახვრეტად მიჰყავთ. |
თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის ვაჟა-ფშაველა – მოვლენაა ყველაზე მეტად იდუმალი და თვითმყოფადი. ნებისმიერი ლიტერატურული სკოლისა თუ მიმართულების მიღმა დგას იგი. მიუსადაგია მისთვის მსოფლხედვა „თანამედროვეობისა“. ძნელად სარწმუნოა, რომ ჩვენი თანამედროვეა ეს მკვდრეთით აღმდგარი ძე მითოლოგიური წარსულისა. |
თვაზარი დამცა უღრმესმა, შინაგანმა შეცნობამ: ადამიანის გული ხორცადქცეული ნაწილია მითიურად გაგლეჯილი ღმერთის. ეს დასკვნა ახლა ჩემთვის ცხოვრებად გადაიქცა. |
სამყარო ინგრევა, ამის შემჩნევა არ შეუძლიათ მხოლოდ ბაზელის კმაყოფილებს. არის იგი ნგრევა უაღრესად კოსმიური თუ მარტოოდენ სოციალური: ეს ბოლოს და ბოლოს შეცნობის ინტენსივობის საკითხია. არსად ისე მძაფრად არ უცნაურებულა ეს ნგრევა როგორც პოეზიაში და საერთოდ ხელოვნებაში. |
მხოლოდ ის ხალხი ასრულებს თავისს „სახეს“, რომელიც ისტორიულს გარდაქმნაში გამოდის როგორც კულტურის სუბიექტი. |
მეორედ შვება ვეღარ ითმენს ხავოან ქავილს |
საშინელ ხანაში ვცხოვრობთ. მსოფლიო მოსალოდნელ და მოულოდნელ მოვლენათა სათამაშო ასპარეზს წარმოადგენს. განჭვრეტა ჟამთა ცვლილებათა არავის ძალუძს. კაცობრიობას დღეს არ ამოძრავებენ დიდი, სასწაულ-მოქმედი იდეები, ღვთაებრივი ცეცხლი ყველგან კლებულობს, დაუცხრომელი დემონი მთელ სამყაროს დაუფლებით ემუქრება. |
რუსეთის იმპერატორებს მეფე ერეკლეს შორსმჭვრეტელობა არ აღმოაჩნდათ: მათ უღალატეს საქართველოს – ამ ღალატით თავის თავს უფრო უღალატეს. |
ხშირად ერთ მბჟუტავ ნაპერწკალს ძალუძს ცეცხლი ჩაქრობას გადაარჩინოს. |
ჩვენთან ღმერთის წინააღმდეგ იბრძვიან, მისი მოკვლა სურთ. ამერიკასა და ევროპაში კი არ კლავენ ღმერთს, იქ იგი თავისით კვდება. |
მტრის დასაძლევად ორი რამ არის საჭირო: თავდაჭერა და ირონია. |
უნდა უკუვაგდოთ საძრახისი თვალსაზრისი თითქოს ჩვენთვის გზის მითითება მხოლოდ ევროპას შეეძლოს. |
სტალინს არ ჰქონდა ცეცხლი, ის ცივსისხლიანი იყო. ეს ერთგვარად აორმაგებდა კიდეც მის ძალას. |
შენ შენს თავში ატარებ ყოველგვარ სიამეს, ყველა ბრწყინვალებას, მაგრამ ყველა დარდსაც. |
ხედავთ!? გველმა თავის თავი დატოვა: მოიხსნა და დააგდო. აქ არის სიბრძნე. |
ისე უნდა შეხედო საკუთარ წარსულს, როგორც გველი უცქერის საკუთარ პერანგს - გახდილსა და დაგდებულს. სიცოცხლის ატანა მხოლოდ ამ გზით თუ შეიძლება. |
ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველწელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს. |