გუდბაი, ლენინ! (ფილმი)
- სანამ ზიგმუნდ იენი კოსმოსურ სივრცეებს იპყრობდა, მამაჩემმა უფლება მისცა ვიღაც კაპიტალისტურ ძუკნას მითვის თავგზა აებნია. იგი აღარ დაბრუნდა.
- ჩვენ აღარ ვსაუბრობდით მამაზე, დედა ცოლად გაყვა ჩვენს დიად სოციალისტურ სამშობლოს!
- ვინაიდან ეს ქორწინება არ ითვალისწინებდა სექსუალურ ურთიერთობებს, დედას უამრავი თავისუფალი დრო დარჩა, რათა ეზრუნდა განვითარებული სოციალიზმის ბავშვებზე.
- ჰაერში ცვლილებების სუნი ტრიალებდა. მსროლელთა მსოფლიოში უდიდესი საზოგადოების წევრები დგამდნენ თავიანთ უკანასკნელ წარმოდგენას.
- 7 ოქტომბრის საღამოს რამდენიმე ასეული ადამიანი, ერთიანი სულისკვეთებით გამოვიდა საღამოს სასეირნიდ, რათა თავიანთი ფეხებით ხმა მიეცათ უსაზღვროდ სეირნობის უფლებისთვის.
- მას ეძინა დასავლეთ ბერლინის რატუშასთან ვარსკვლავული კონცერტისას, როდესაც დაიწყო ნაგვის აღების გრანდიოზული ოპერაცია.
- მას არ უნახავს, როგორ აღმოჩნდნენ შრომის გმირები შრომის ბირჟაზე.
- - ჩვენი რუსულის მასწავლებელი მინსკიდან იყო და ტონას იწონიდა.
- -სულ ესაა, რაც იცი რუს ქალებზე?
- 90 წლის ივნისში, ჩვენი მშობლიური დემოკრატიული რესპუბლიკა გახდა ქვეყანა საზღვრებს გარეშე.
- მოსკოვში ჩათვალეს რომ 2+4=1 და დალიეს მთელი ზღვა ყირიმული შამპანიური.
- ალილუია, ალილუია, ალილუია, დოიჩ მარკა!
- - ყავა მოკა ფიქსი?
- - აღარ იყიდება.
- - ფილიპინური პურები?
- - აღარ გამოდის.
- - შპრივალდური კიტრები?
- -ახალგაზრდავ, ტყემალზე ზიხართ? დოიჩ მარკა მოვიდა, თქვენ კი რაღაც სისულელეებს მეკითხებით.
- - სადამდე მივედით, უკვე ნაგავში იქექები..
- - ბატონო განსკე, შპრივალდური კიტრები ხომ არ გექნებათ?
- - რა?
- - შპრივალდური კიტრები!!!
- - ბოდიში, მეც უმუშევარი ვარ.
- - კიტრები არ ეყო, ახლა ტელევიზორი მოინდომა.
- საათი ალექსანდპრაცზე აახლოვებდა დედის დაბადების დღეს, ხოლო პატარა ბურთულა ერთიანებდა გუშინ ჯერ კიდევ გაყოფილ ერს. მე კი მუხლმოუდრეკლად ვშრომობდი ცალკე აღებულ ბინაში უდროოდ გარდაცვლილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აღსადგენად.
- იძულებული გავხდი, გდრ-ის საინფორმაციო გამოშვებების ენა მესწავლა და დენისის რეჟისორულ პატივმოყვარეობას ვაქეზებდი.
- თავს ვგრძნობდი, როგორც წყალქვეშა გემის კაპიტანი ჩრდილოეთ ოკეანეში ბრძოლის დროს. ვერ ვასწრებდი ერთი ნაპრალის ამოვსებას, მეორე ჩნდებოდა. არიანა გაიქცა ბრძოლის ველიდან. კლასობრივი მტერი იქნევდა კოკა-კოლას დროშას, ცვლილებების ქარმა კი წაიღო დედაჩემის დანაზოგები.
- უნდა ვაღიარო, რომ ჩემი თამაში რაღაც დონეზე რეალობად იქცა- გდრ, რომელსაც დედაჩემისთვის ვქმნიდი, იქცა გდრ-ად, რომელშიც მინდოდა ცხოვრება.
- ეს ის იყო, ჩემი ბავშვობის კუმირი, როგორც წარსულის აჩრდილი, ზიგმუნდ იენი, იგი არ არიგებდა ავტოგრაფებს, არ ხსნიდა სამყაროს საიდუმლოებს პიონერებისთვის, არ ყვებოდა უწონადობაზე და კოსმოსის უსაზღვრო სივრცეებზე, იგი ატარებდა პატარა მყრლ ლადას.
- - ნახე, ის ასტრონავტი გახდა.
- - ჩვენთან ამბობენ კოსმონავტს.
- გადავწყვიტეთ უკანასკნელად აღგვენიშნა ჩვენი სოციალისტური სამშობლოს დაბადების დღე, მაგრამ ნამდვილი ცხოვრებისგან განსხვავებით, მთელი გულით..