დათო ტურაშვილი
დათო ტურაშვილი ( დ. 10 მაისი, 1966, თბილისი) ― ქართველი მწერალი.
ციტატები
რედაქტირება„უუუხ როგორ მიყვარს უბრალო და ნამდვილი ადამიანები… უბრალოები და ნამდვილები ურთიერთობაში, უბრალოები და ნამდვილები ყველაფერში… ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ სულელური შთაბეჭდილების დატოვების, არ ეშინიათ შტერობის თქმის და შემდეგ საკუთარი თავის დაცინვის… ასეთი ადამიანების გვერდით ვიხსნებით და ვთავისუფლდებით, იმიტომ რომ ქვეცნობიერად ვხვდებით, რომ – აქ არ არის საჭირო „ტიპობა” და „მასკი შოუ” – აქ ყველა ნამდვილია, ყველა შინაურია.” |
„კაცებს უფრო ჭირდებათ ვიღაც მზრუნველი, ვიდრე ქალებს, რადგან ჭკუა და ასაკი ქალებისგან განსხვავაებით კაცებს არ ემატებათ.“ |
„ყველაფერი კარგად მახსოვს – რასაც ვფიქრობდი და რაც მაწუხებდა, რისი იმედიც მქონდა და როგორადაც გამიცრუვდა…” |
„სიმშვიდე უფრო მეტად სჭირდება ადამიანს, ვიდრე სიწყნარე.” |
„კარგი ქალი შეიძლება ბევრია მსოფლიოში, კარგი ცოლი – ცოტა.“ |
„მთავარი ხომ ფული არ არის, მთავარი სისუფთავეა და სუფთა კაცს ხომ სუფთა აზრები აწუხებს და გულიც სუფთა უხდება…“ |
„ცოტა უცნაური ხალხი ვართ – ყველას შესახებ ყველაფერი ვიცით, შეგვიძლია მთელს მსოფლიოს დავეხმაროთ, მაგრამ ერთადერთი, ვისაც ვერაფერი მოვუხერხეთ, საკუთარი ქვეყანაა.“ |
„იმედი ისევ საკუთარი თავისა უნდა გვქონდეს – იმ თავისა, მხრებზე რომ გვაბია და შიგ, ღმერთისგან ბოძებულ ტვინს ცოტა განძრევა რომ სჭირდება…” |
„სხვას მაშინ სჭირდები, როცა ძლიერი ხარ…“ |
„ზოგჯერ ადამიანის ამოცნობაც ისეთივე შეუძლებელია, როგორც სამყაროსი, რომელიც ისეთივე დიდია როგორც ის ტიალი მინდორი…“ |
„როდესაც გვიყვარს, მხოლოდ მაშინ ვცდილობთ იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე ვართ.” |
„მთელი ცხოვრება იმდენად მარტო ვარ, ვინმემ რომ გამიღიმოს, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შევიყვარო. თუმცა მარტოობაც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მღლის და გამუდმებით ვეძებ ვიღაცას. ვიღაცას, რომელიც მჭირდება … ’’ |
„სიყვარულს ერთი ლამაზი თვისებაც აქვს-იგი არასოდეს ქრება და იკარგება, შვიდი საუკუნეც რომ გავიდეს, ის მაინც არსებობს, თუ იმ შვიდი საუკუნის შემდეგაც არსებობენ ადამიანები, ვისაც სიყვარული შეუძლია…“ |
„ვინც გიყვარს იმას ჯოჯოხეთიდან ამოათრევ, ვინც არ გიყვარს იმას დუმილსაც არ შეარჩენ.” |
„როგორ შეიძლება ყველას მოწონდე, როცა ქრისტე დადიოდა დედამიწაზე და ის არ მოწონდა ყველას.” |
„გაუზიარეთ სამყაროს სითბო." |
„ერთადერთი ერთგული მეგობარი საქართველოში – ძაღლია.” |
„რამდენადაც გაწუხებს სხვისი ტკივილი, იმდენად უძლებ საკუთარ გასაჭირს. ” |
„სამყაროში ყველაფერი ერთხელ ხდება და არასოდეს მეორდება, მაგრამ თუ რაღაც ორჯერ მოხდა, მესამედაც მოხდება…" |
„ღმერთი ერთადერთი რელობაა და ყველაფერი დანარჩენი კი – გრძნობების სიცრუე…." |
„ქალებს ხშირად კაცები კი არა, ქალებიც ვერაფერს უგებენ…“ |
„თუ უყვართ, იცდიან”… |
„მე დავრჩი ჩემს ბავშვურ სიჯიუტესთან ერთად,რომელსაც სწორედ ბავშვობიდან,მშვენივრად ვიცნობ და სწორედ მაშინ მიყვარს როცა მიშლიან,სწორედ მაშინ მიყვარს როცა მიკრძალავენ. 24. თურმე ასეც ხდება – მხოლოდ ერთხელ გაძლევენ შანსს და სწორედ ის ერთი უნდა შეირგო – ერთადერთი და განუმეორებელი.“ |
„როგორია თქვენთვის იდიალური ქალი ? -იდეალური ქალები არ მიზიდავს.“ |
„მთავარია, მოსმენა იცოდე; ჯერ სიჩუმის მოსმენა უნდა ისწავლო….“ |
„ქალი მამაკაცზე ძლიერია და მათ სუსტი სქესის წარმომადგენლებს შეცდომით უწოდებენ – რასაც ქალი უძლებს, ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებს”… |
„სულ ახლოს ვიჯექი ხოლმე შენთან. შენ კი მაინც შორს , ძალიან შორს იყავი…” |
„ააშენე კეთილი საქმეების ციხე-სიმაგრე და იმაზე მყარი არაფერი იქნება.” |
„ბედნიერება უნდა ისწავლო, უნდა ისწავლო, თუ როგორ შეხვდე თითოეულ ახდენილ ოცნებას. -მანამდე? -მანამდე მადლიერება უნდა ისწავლო, ისე ოცნებები არ ხდება. დათო ტურაშვილი“ |