დემეტრია დევონ ლოვატო (ინგლ. Demetria Devonne "Demi" Lovato; დ. 20 აგვისტო, 1992, დალასი, ტეხასი) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი.

დემი ლოვატო (2020)

ციტატები რედაქტირება

  • „პატრიარქალური საზოგადოებისთვის რომ მომესმინა, ჩემი ცხოვრება არასდროს შეიცვლებოდა. ალბათ, კაცზე დავქორწინდებოდი, ბავშვებს გავაჩენდი, იმის მიხედვით მოვიქცეოდი, როგორც გამზარდეს. მე კი ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. ახლა რომ ვიხსენებ, ბევრჯერ მქონდა შემთხვევა, როცა უფრო მასკულინურად ვგრძნობდი თავს, შემდეგ კი ფემინურად. ყველანაირი ადამიანი მიზიდავდა. იყო მომენტები, როცა დაბნეული ვიყავი ამის გამო. წლების განმავლობაში სხვებისთვისთვის ვცხოვრობდი, საკუთარი თავის დათრგუნვას ვცდილობდი პატრიარქალური სისტემის გამო, რომელიც ყველა ინდუსტრიას განაგებს და ყველაფრის ცენტრშია. ეს ჩემთვის ყუთში გამოკეტვის ტოლფასი იყო. მეუბნებოდნენ - შენ ქალი ხარ, ეს ის არის, რაც უნდა მოგწონდეს, ქალივით უნდა მოიქცე, არ იოცნებო მეტზე და არ გაბედო ხმის ამაღლება“
  • „დროდადრო მაშინებდა იმაზე ფიქრი, როგორი იქნებოდა ჩემი კარიერა, სუპერსექსუალური და ჰიპერფემინური პოპვარსკვლავის იმიჯი რომ არ მომერგო. ახლა უკვე კარიერა ჩემთვის ისეთი ღირებული აღარ არის, როგორიც საკუთარი სიმართლით ცხოვრება. ვიცი, როგორი შეგრძნებაა, როდესაც გგონია, რომ იმან, რაზეც ოცნებობ, შეიძლება, უკან დაგხიოს, მაგრამ, თურმე ეს პირიქით ყოფილა. ახლა, როცა საკუთარი სიმართლით ვცხოვრობ, ჩემი ხელოვნებაც უფრო ფასეული გახდა, რადგან ის იმის გამოხატულებაა, თუ ვინ ვარ მე. ასე რომ, ახლა, როცა უფრო გულახდილად ვსაუბრობ საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებით, ხალხს ჩემი შემოქმედების უკეთ აღქმა შეეძლება“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
დემი ლოვატო