დემოკრიტე
დემოკრიტე (დ. ძვ. წ. 460 — გ. ძვ. წ. 370) — სოკრატემდელი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი.
ციტატები
რედაქტირებააღზრდა ბედნიერების სამკაულია და თავშესაფარია უბედურების დროს. |
ციტატის წყარო: „თბილისელები“; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.
ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად - კი არ ცხოვრობს, ნელა კვდება. |
ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები, თორემ უმეცარი დარჩები. |
აწმყო ეკუთვნის ცოცხალთ, ნამყო-მეცნიერთა და მერმისი-დიდბუნებოვან კაცთა. |
ვისაც კარგი სიძე შეხვდა, შვილი შეიძინა, ვისაც ცუდი - ასული დაკარგა. |
ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტისმეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ. |
ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს იქ, სადაც არის და ვერ გამოაჩენ, სადაც არ არის. |
მუდამ სხვების მძრახავს მეგობრობა არ შეუძლია. |
სიმამაცე ბედისწერის დარტყმებს არარაობად აქცევს. |
საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ჰბადებს. |
არცერთი საგანი არ წარმოიშობა უმიზეზოდ, ყველანი ჩნდებიან რაღაცის საფუძველზე და აუცილებლობის ძალით. |
მეგობრების თანადგომა იმდენად არ გვჭირდება, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი დაგვეხმარებიან. |
პატიოსანი და უპატიოსნო ადამიანი შეიცნობა არა მარტო იმით, რას აკეთებს, არამედ იმითაც, რა სურს მას. |
სულელს ის აყენებს ზიანს, ვინც მას აქებს. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები
ნუ იღწვი ყოვლისმცოდნეობისკენ, თორემ შესაძლოა არაფრისმცოდნედ იქცე. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები
არ ღირს ადამიანის ცხოვრება, თუკი მას ჭეშმარიტი მეგობარი არ ჰყავს. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები
ნათესაობა კი არ ქმნის მეგობრობას, არამედ საერთო ინტერესები. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები
სიმამაცე არარაობად აქცევს ცხოვრების დარტყმებს. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები
სიტყვა საქმის ჩრდილია. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები
ის, ვისაც არავინ უყვარს, ჩემი აზრით, არც არავის უყვარს. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები
შეცდომის მიზეზი საუკეთესოს არცოდნაა. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები
საუკეთესო მიიღწევა ცოდნითა და წვალებით, დანარჩენის შეცნობა თავისით ხდება. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები
არა სიტყვა, არამედ უბედურებაა ბრიყვთა მასწავლებელი. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები
თუ არ გსურს ბევრი, მაშინ მცრედიც ბევრად მოგეჩვენება. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები
ჩვენ იმდენად არ გვჭირდება მეგობრის დახმარება, ვიდრე იმის ცოდნა, რომ ჩვენ ამ დახმარებას მივიღებთ. |
ციტატის წყარო: დემოკრიტე ციტატები