დენი დიდრო
დენი დიდრო (ფრანგ. Denis Diderot; დ. 5 ოქტომბერი 1713 — გ. 31 ივლისი 1784) — ფრანგი განმანათლებელი, მწერალი, ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი.
ციტატები
რედაქტირებაბოროტი ადამიანების ცხოვრება განგაშით არის სავსე. |
ციტატის წყარო: „თბილისელები“; 23-29 აგვისტო, 2010; N34 (504) — გვ. 112.
პირველი ნაბიჯი ფილოსოფიისკენ იყო უნდობლობა. |
სიყვარული ხშირად ართმევს გონებას იმას, ვისაც აქვს და აძლევს იმას, ვისაც არ გააჩნია. |
გოლიათებში ქონდრისკაცობას ესწრაფე, ქონდრისკაცებში - გოლიათობას, მაგრამ თანასწორებთან თანასწორი იყავი. |
ფილოსოფოსები ლაპარაკობენ ბევრ ცუდს სასულიერო პირებზე, სასულიერო პირები ლაპარაკობენ ბევრ ცუდს ფილოსოფოსებზე, მაგრამ ფილოსოფოსებს არასოდეს მოუკლავთ სასულიერო პირი, ხოლო სასულიერო პირებს მოკლული ყავთ არაერთი ფილოსოფოსი. |
ღრმა აზრები – რკინის ლურსმნებია, კაცის გონებაში ისე ჩაჭედილი, რომ ვერავითარი ღონისძიებით ვეღარ ამოაძრობ. |
როცა ადამიანი კითხვას წყვეტს, აზროვნებასაც წყვეტს. |
რა არის ჭეშმარიტება? ჩვენი განსჯის თანხმობა სინამდვილესთან, რაც ბუნებას შეუქმნია. |
პეპლის თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო. |
წაართვით ქრისტიანს ჯოჯოხეთის შიში და მას წაართმევთ რწმენას. |
ამქვეყნად რომ ყველაფერი მშვენიერი ყოფილიყო, მაშინ მშვენიერი არაფერი იქნებოდა. |
როცა ქალზე ლაპარაკი გსურს, კალამი ცისარტყელაში ამოავლე და ზედ პეპელას ფრთები დააბერტყე! |
სასწაული იქაა, სადაც მისი სწამთ. სადაც მისი მეტად სჯერათ, უფრო ხშირად იქ ხდება. |
ჭკვიანი ადამიანი თავის წინ ხედავს განუზომელ შესაძლებლობებს, სულელი კი შესაძლებლად თვლის იმას, რაც აქვს. |
სჯობს გაიცვითო, ვიდრე დაჟანგდე. |
ჭკვიანი მხოლოდ ისაა, ვინც ისეთივე სულელია, როგორც ჩვენ. |
საუკეთესო წყობა ნივთიერების, ის არის, რისგანაც მე შევდგები, ეშმაკსაც წაუღია სხივები გალაქტიკის, თუ მე მასში არ ვარ. |
რომ იყო ბედნიერი, არ უნდა იყო მშიერი, მრისხანე გულს არ გააჩნია სინდისი. |