დილა
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადაჰხვეოდა იასა ზამბახსაც გაჰღვიძებოდა და თავს უხრიდა ნიავსა
ტოროლა მაღლა ღრუბლებში, წკრიალ-წკრიალით გალობდა ბულბულიც, გრძნობით აღვსილი, ნაზის ხმით ამას ამბობდა:
,,აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე ივერთ მხარეო და შენც ქართველო - სწავლითა, ქვეყანა გაახარეო“
1895წ. სოსელო