დიმიტრი ყიფიანი
დიმიტრი ყიფიანი (დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიმიტრი ყიფიანი წმიდანად შერაცხა.
ციტატები
რედაქტირებამხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც მეტყველებს და აზროვნებს მშობლიურ ენაზე. |
ციტატის წყარო: დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, გვ. 5, 2016
თუკი ჩემი სამსახური სასარგებლო იქნება, პირველ რიგში იგი სასარგებლო უნდა იყოს ჩემი სამშობლოსათვის. |
ციტატის წყარო: დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, გვ. 5, 2016
ნამდვილი პედაგოგიკა მოითხოვს, რომ გონების გასახსნელად პირველდაწყებითი განათლება ბავშვს უსათუოდ მშობლიურ ენაზედ უნდა მიეცეს. რატომ? იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში არ მოხდება ბავშვის ცნობიერების დაჩლუნგება - რაც უფრო უკეთ იცის მოზარდმა მშობლიური ენა, მით უფრო ადვილად ითვისებს იგი მისთვის საჭირო მეორე ენის საფუძვლებს, ფორმებს და წესებს. |
ციტატის წყარო: დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, 2016, გვ. 19-20.
ლიტერატურა
რედაქტირება- დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, 2016.