დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი (დ. 14 ივნისი, 1946) — ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
ციტატები
რედაქტირება„ხანდახან, საუკეთესო ინვესტიციები გახლავთ ისინი, რომლებიც არ განგვიხორციელებია“ |
„გამდიდრება მარტივია. სიმდიდრის შენარჩუნება კი რთული“ |
„მანამ სანამ აზროვნებას გეგმავ, იაზროვნე მასშტაბურად“ |
„ფული არასოდეს არ ყოფილა ჩემთვის დიდი მოტივაცია, რადგან რეალურად ამაღელვებელი გახლავთ თავად თამაში“ |
„მე ვიღებ გაკვეთილს და ვსწავლობ წარსულისგან, მაგრამ მომავალს მხოლოდ და მხოლოდ აწმყოზე ორიენტირებით ვგეგმავ.“ |
„იცოდე მნიშვნელობა სიტყვისა „საკმარისია“, გახლავთ გამარჯვების ნაწილი. ხანდახან უნდა შეგეძლოს ბრძოლისთვის თავის დანებება და საკუთარი ძალების ახალი და უფრო პროდუქტიული საქმისკენ მიმართვა“ |
„მე არასოდეს ვისახავ მიზანს ფულის გამო. მე იმაზე მეტი მაქვს ვიდრე შეიძლება ოდესმე დამჭირდეს. მე უბრალოდ მომწონს ის რასაც ვაკეთებ. მე გირჩევთ, მოახდინოთ საკუთარი გატაცებების ექპლოატაცია, ითამაშოთ თამაში, რომელიც მოგწონთ და წარმატება გარდაუვალი იქნება“ |
„მე ძალიან ჭკვიანი ბიჭი ვარ“ |
„მე ჭკვიანი ვარ. ვიღაცა იტყვის კიდეც, რომ მე ძალიან, ძალიან, ძალიან ჭკვიანი ვარ.“ |
„ჩემს ორგანიზმში ის ძვლები არ არის, რასიზმზე რომ უნდა აგოს პასუხი“ |
„მე მშვენიერი ურთიერთობა მაქვს შავკანიანებთან. მე მათთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა“ |
„მე ვიცი ჩინელები. მე მათთან ბევრი ფული მაქვს გაკეთებული. მე მესმის ჩინური გონების“ |
„მედიას ხშირად იმ გიჟად გამოვყავარ, ცეცხლს რომ ისვრის. სინამდვილეში, მგონია, რომ ასეთი საერთოდ არ ვარ. ვფიქრობ, აბსოლუტურად არასწორად მაჩვენებენ“ |
„ზოგჯერ იყო ცოტათი გიჟი, სასარგებლოა“ |
„ „ტრამპი“ – ეს შოუს სახელია. და მასზე ბილეთები ყოველთვის გაყიდულია“ |
„შავკანიანი ბიჭები ჩემს ფულებს ითვლიან. ამას ვერ ვიტან. მინდა, რომ ჩემს ფულებს ითვლიდნენ არც თუ ისე მაღალი ბიჭები, რომლებიც ბაზრობებზე დადიან“ |
„მექსიკა ჩვენ თავის საუკეთესო ხალხს არ გვიგზავნის. ის აგზავნის ხალხს დიდი პრობლემებით, რომლებსაც ეს პრობლემები აქ მოაქვთ. მათ მოაქვთ ნარკოტიკები და დანაშაული. ისინი – მოძალადეები არიან, თუმცა, რამდენიმე მათგანი, ალბათ, კარგი ადამიანია. მაგრამ მე მესაზღვრეებს ველაპარაკე და მათ მითხრეს, ვის ვღებულობთ ქვეყანაში“ |
„გლობალური დათბობის კონცეფცია ჩინელების მიერ არის მოგონილი იმისათვის, რომ ამერიკული წარმოება კონკურენტუნარიანი გახადოს“ |
„თუკი ჰილარი კლინტორი საკუთარ ქმარს ვერ აკმაყოფილებს, რატომ გონია მას, რომ ის ქვეყანას დააკამაყოფილებს?“ |
„იცით, მსოფლიო აზრით ვინ არის ერთ-ერთი მშვენიერება დედამიწაზე? მე მას დავეხმარე მოსულიყო ამ ქვეყანაზე. ეს ჩემი შვილი ივანკაა. ის 1, 82 მეტრია სიმაღლეში და მას მშვენიერი სხეული აქვს. მოდელად მუშაობისას ის ბევრ ფულს გამოიმუშავებდა – წარმოუდგენლად ბევრს“ |
„ქვეყნის ყველა ბიჭს სურს ჩემს გოგოს შეხვდეს“ |
„მას არაჩვეულებრივი სხეული აქვს. ვამბობდი, ის ჩემი გოგო რომ არ იყოს, მას აუცილებლად შევხვდებოდი“ |