ფიოდორ დოსტოევსკი

რუსი მწერალი
(გადმომისამართდა დოსტოევსკი, თედორე-დან)

ფიოდორ დოსტოევსკი (დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821 – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881) — რუსი მწერალი.

რა მადანი აღმოუჩენიათ და სარგებლობენ კიდეც! იტირეს, იტირეს და შეეჩვივნენ... რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა!


ციტატები

რედაქტირება

დანაშაული და სასჯელი (1866)

რედაქტირება
 
საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება.
  •  

ყველაფერი კაცის ხელთ არის და ვერა გაურიგებია რა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია... კი, ნამდვილად ასეა... საყურადღებოა, რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად ახალი ნაბიჯისა და ახალი საკუთარი სიტყვისა...

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

უბრალო რამ წვრილმანსა და სისულელეს შეუძლია მთელი განზრახვა ჩაგიშალოს!

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს...

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიღარიბეში შეიძლება კიდევ შეინარჩუნოთ თანდაყოლილი კეთილშობილური გრძნობები, მაგრამ გლახაკობაში ვერასოდეს ვერავინ ვერ შეინარჩუნებს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ზოგიერთ მსმელს მოთხოვნილებად აქვს გადაქცეული ელაპარაკოს ვისმე, მეტადრე თუ შინ სასტიკად ეპყრობიან და ჩაგრავენ.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რამდენადაც მეტსა ვსვამ, იმდენად მეტსა ვგრძნობ. იმიტომაც ვსვამ, რომ სმაში სიბრალულსა და გრძნობიერებას ვეძიებ... იმიტომ ვსვამ, რომ მინდა ორკეცად ვიტანჯო.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

დიახ, არ ვარ შესაბრალისი! ჯვარს უნდა მაცვან, ჯვარსა და არა შემიბრალონ! მაგრამ ჯვარს აცვი, მსაჯულო, ჯვარს აცვი და შეიბრალე შემდეგ! და ჰა, მაშინ თვითონ მე მოვალ სასჯელად, ვინაიდან მწუხარებასა და ცრემლს ვეძიებ და არა მხიარულებასა... როგორ გგონია შენ, ეი, ვაჭარო, ძალიან მეტკბილა ეს შენი ნახევარშტოფი? მწუხარება და ნაღველს ვეძებდი მის ძირში, ნაღველს და ცრემლსა, ვიგემე და ვიპოვე კიდეც; ჩვენ კი შეგვიბრალებს მხოლოდ ის, ვინც შეიბრალა ყველა და ყოველივე გაიგო, იგია ერთადერთი მსაჯული.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რა მადანი აღმოუჩენიათ და სარგებლობენ კიდეც! იტირეს, იტირეს და შეეჩვივნენ... რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა!

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ მართლა საზიზღარი არ არის ადამიანი და მთელი ადამიანის ტომი? ჩანს, მაშინ ყველაფერი ცრუმორწმუნეობა და განგებ შექმნილი შიში ყოფილა, არავითარი საზღვარი არ არსებულა და ყოველივე ასეც უნდა იყოს!..

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ხომ გწამს, რომ მაცხოვარი და შემოქმედი ჩვენი დიდად მოწყალეა? მაგრამ მეშინია, ვაითუ შენც შეგეპარა ეს ახალი დროის ურწმუნოება? მე ვილოცებ მაშ შენთვის, თუ აგრეა.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

 
ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება. ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება.
  •  

გოლგოთაზე ასვლა ადვილი როდია.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

კაცს ნელ-ნელა და ფრთხილად უნდა დაუახლოვდე, რომ გაიცნო.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ შემთხვევა მოგვეცა, სინდისის გრძნობასაც გავქელავთ; თავისუფლებას, სიმშვიდეს, თვით სინდისსაც კი, ყველაფერს გასაყიდად გავიტანთ. დეე, თვითონ დაიღუპოს თავი, ოღონდ ეს ჩვენი საყვარელი არსებანი ბედნიერად იყვნენ! არ ვიკმარებთ ამას, გამოვიგონებთ ჩვენს საკუთარ კაზუისტიკას, იეზუიტებს მივებარებით და დროებით იქნება ჩვენივე თავი დავამშვიდოთ და დავარწმუნოთ, რომ კეთილი აზრი და საქმეც ამას მოითხოვს. ასეთი ვართ ჩვენ, ყველაფერი დღესავით ნათელია.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

როცა უქეიფოდ ხარ, სიზმრები ხშირად საოცრად მკაფიოა, ნამდვილს საშინლად ჰგავს. ზოგჯერ საზარელი რამ სურათი წარმოუდგება სიზმრად ადამიანს, მაგრამ გარემოება და მთელი პროცესი ნანახისა იმდენად შესაძლებელია, ხოლო ამ სურათის ყველა წვრილმანი ურთიერთში ისე მხატვრულად შეთანხმებული, რომ ცხადლივ მათ გამოგონებას ვერასგზით ვერ მოახერხებდა სიზმრის მნახველი, თუნდაც პუშკინისა და ტურგენევის დარი ხელოვანიც ყოფილიყო. ასეთი ავადმყოფური სიზმრები დიდხანს აღარ ავიწყდება მნახველს და ადამიანს მოშლილ, აგზნებულ ორგანიზმზე დიდ შთაბეჭდილებას იქონიებს ხოლმე.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ასე სჩადიან უთუოდ ყველანი, დასასჯელად რომ მიჰყავთ; გზად ყველა საგანს აკვირდებიან.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიცრუე ადამიანის ერთადერთი უპირატესობაა, სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით. იცრუებ - მართალს მიაგნებ. იმიტომაც ვარ ადამიანი, რომ ვცრუობ. არც ერთი ჭეშმარიტებისთვის ისე არავის მიუგნია, ერთი თოთხმეტჯერ მაინც არ ეცრუა; თოთხმეტჯერ კი არა, იქნება ასთოთხმეტჯერაც იცრუა, ვინ იცის; ეს კი საპატიო რამ არის. მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ჩვენდა თავად, ჩვენი ჭკუით ცრუობაც არ შეგვიძლია! სიცრუე, რამდენიც გინდა, მაგრამ იცრუე შენებურად, აი, მაშინ შემიყვარდები და გაკოცებ. თავისებურად ცრუობა სხვისი მართლის გამეორებას მაინც სჯობია. იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანი ხარ, მეორეში კი მხოლოდ თუთიყუში!

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

 
ახალგაზრდა ქალს თუ შეებრალა ვინმე, მშვიდობით, ყველაზე საშიში ეს არის მისთვის.
  •  

ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება. ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ფლიდი და საძაგელი რამ არის ადამიანი!... და ასევე საძაგელია ისიც, ვინც მას ამისთვის საძაგელს უწოდებს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ მაქვს ნაჩუქარი, მეტს ვეღარ ვეღირსები: არა მსურს „საყოველთაო ბედნიერებას“ ვუცადო. მინდა თვითონაც ვიცხოვრო, თორემ თუ ასე არ იქნა, სიცოცხლე არა ღირს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ახლა კი ვიცი, რომ ის არის ხალხის მბრძანებელი და ბატონი, ვინც სულითა და ჭკუით ძლიერია! ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის. ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის; ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის! ასე ყოფილა აქამდის, ასე იქნება ამას იქითაც! მარტო უსინათლო თუ ვერ გაარჩევს და დაინახავს ამას!

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ახალგაზრდა ქალს თუ შეებრალა ვინმე, მშვიდობით, ყველაზე საშიში ეს არის მისთვის.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ პირდაპირობაში იოტის ტოლა სიყალბე შეეპარა ადამიანს, მაშინვე ყველაფერი ირღვევა და იღუპება... მლიქვნელობა კი, თუნდ მასში ყველაფერი ყალბი იყოს, მაინც საამო მოსასმენია. რაგინდ უხამსი და მოურიდებელი იყოს მლიქვნელობა, ნახევარი მაინც სიმართლედ ეჩვენება ადამიანს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჭკვიანური რამ მუდამ საამო გასაგონია.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

პატიოსანი და მგრძნობიარე ადამიანი გულახდილია, საქმიანი კი გისმენს და ილუკმება და ბოლოს შენც მიგაყოლებს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ტყუილი მუდამ ეპატიება ადამიანს; კარგიც კი არის იმიტომ, რომ სიმართლეს აჩენს ბოლოს. ის არის საწყენი, რომ სტყუიან და თავიანთ სიცრუეს თვითონვე სცემენ თაყვანს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მოგვეწონა სხვისი ჭკუით ჩანჩალი და ლამის არის მთლად ზედ შეველიოთ, - ძვალსა და რბილში გაგვიჯდა!

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

უნაკლო და ჰარმონიული კაცი მართლაც თითქმის სრულიად არ მოიძებნება; ასში და ათასში მხოლოდ ერთია ასეთი და ისიც მოიკოჭლებს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ო, ხასიათით მდაბალნო! სიყვარულითაც კი ისე გიყვართ, თითქოს გძულდეთ... ო, როგორ მძულხართ ყველანი!

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

გონივრულად რომ მოიქცეს კაცი, ამისთვის მარტო ჭკუა როდია საკმარისი.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

დანაშაული წარმოადგენს პროტესტს სოციალური წესწყობილების უკუღმართობის წინააღმდეგ.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არამცთუ დიდი ადამიანები, თვით ოდნავ ნიჭიერებიც კი, რომელთაც შეუძლიათ ახალი რამ თქვან და შექმნან, ბუნებით უთუოდ უნდა იყვნენ დამნაშავენი.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

საზოგადოდ, ახალი აზრის ხალხი კი არა, ოდნავ ისეთებიც კი, რომლებსაც რისიმე ახლის თქმა შეუძლიათ, ერთობ ცოტანი იბადებიან.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ურიცხვი ხალხი, ანუ მასალა, მხოლოდ იმიტომაა ქვეყნად, რომ რაღაც საიდუმლოებრივი პროცესისა და გვართა და ჯიშთა ურთიერთშერევის წყალობით ბოლოს, როგორც იქნება, თუნდ ათასში ერთი, რამდენიმე დამოუკიდებელი ადამიანი წარმოშვას.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

გენიოსი მილიონში ერთი იბადება, უდიდესი მსოფლიო გენიოსები კი, კაცობრიობის დამგვირგვინებლები, ხომ მილიონსა და მრავალ ათას მილიონში ძლივს ჩნდებიან ხოლმე.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ვისაც სინდისი აქვს და დანაშაულს შეიგნებს, დეე, იტანჯოს. მისთვის ეს იქნება სასჯელი.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ტანჯვა და ტკივილი დიდი შეგნებისა და ღრმა ბუნების პატრონისათვის მუდამ სავალდებულოა.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჭეშმარიტად დიდი ადამიანები უთუოდ უნდა გრძნობდნენ დიდ ნაღველსაც ამქვეყნად.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რაც უფრო ეშმაკია კაცი, მით უფრო ნაკლები ეჭვი აქვს, რომ უბრალოზე გამოიჭერენ.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რაღაც სულ იოტისოდენა წვრილმანი გამოგეპარება და უცბად ეგვიპტის პირამიდის ოდენა სამხილად გამოგეჭიმება.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ზოგჯერ საშინლად უნდათ ქალებს შეურაცხყოფილნი იყვნენ, თუმცა იმავე დროს თითქოს რისხვით არიან აღსავსენი.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მარადისობა ისე გვაქვს წარმოდგენილი, როგორც იდეა, რომლის გაგება შეუძლებელია.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არის ისეთი შეურაცხყოფა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, რაც უნდა გულით გინდოდეს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

გარყვნილება მუდმივი რამ მაინც არის, ბუნებაზე დამყარებული, რომელსაც საერთო არა აქვს ოცნებასთან, მუდამ ღვივის სისხლში და ახალისებს ადამიანს, და რომლის ჩანელებაც ხშირად მოხუცობის დროსაც კი საძნელოა.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ გვინდა ადამიანზე მიუდგომელი აზრი ვიქონიოთ, საჭიროა წინათვე უარვყოთ ზოგიერთი წინასწარშედგენილი შეხედულება ჩვენს გარშემომყოფ ხალხსა და საგნებზე.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

პირველი ნაცნობობის დროს რატომღაც მსუბუქად და ტუტუცურად უჭირავს თავი ადამიანს: ცდება, სხვა არის და სხვად ეჩვენება ყველაფერი.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მლიქვნელობაზე ადვილი და პირდაპირობაზე ძნელი კი არ არის რამ ამქვეყნად. თუ პირდაპირობაში იოტის ტოლა სიყალბე მაინც შეეპარა ადამიანს, მაშინვე ყველაფერი ირღვევა და იღუპება, აურზაური მოსდევს; მლიქვნელობაში თუნდ ყველაფერი ყალბი იყოს, მაინც საამო მოსასმენია იგი. რაგინდ უხამსი და მოურიდებელი იყოს მლიქვნელობა, ნახევარი მაინც სიმართლედ ეჩვენება ადამიანს. ასეა ყველა წრისა და წოდების ხალხისათვის. მლიქვნელობით შეიძლება შეცდენა თვით ზეციური უმანკოების. ჩვეულებრივსა და უბრალო ხალხზე ხომ, რაღა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თავის თავზე ყველა თვითონ ზრუნავს და ყველაზე მხიარულადაც ის ცხოვრობს, ვინც უკეთ ატყუებს თავის თავს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ქურდი რომ ქურდობს, თვითონვე იცის, რომ საზიზღარია.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

კერძო ბოროტება გასაკიცხი არ არის, თუ მთავარი მიზანი საკეთილოა.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მარცხის შემდეგ ყველაფერი სისულელედ გვეჩვენება.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ესთეტიკური შიში პირველი ნიშანია უძლურებისა.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ტანჯვა და ცრემლი ხომ იგივე სიცოცხლეა.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე


თეთრი ღამეები (1848)

რედაქტირება
 
მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!
  •  

- არ შემიძლია ვდუმდე, როცა გული ლაპარაკობს. მაგრამ სულ ერთია... დამიჯერეთ, არც ერთი ქალი, არასდროს, არასდროს! არავითარი ნაცნობობა! ეს კია, რომ ყოველდღე ვოცნებობ, ბოლოს და ბოლოს ოდესმე ვინმეს შევხვდები-მეთქი, ო, რომ იცოდეთ, ასე რამდენჯერ ვიყავი შეყვარებული!...
- როგორ, ვისზე?
- არავისზე, იდეალზე, იმაზე, ვინც სიზმარში გამოგეცხადებათ ხოლმე. ოცნებებში მთელ სასიყვარულო ამბებს ვთხზავ.

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

თქვენ ირგვლივ იყურებით, ვიღაცას დაეძებთ, თქვენ ატყობთ... მაგრამ წამი გადის და შესაძლოა, მეორე დღეს კვლავაც იხილოთ იგივე დაფიქრებული, დაბნეული მზერა, იგივე ფერმკრთალი სახე, შენიშნოთ იგივე მორჩილი შიშნეული მოძრაობა და წუთიერი გატაცების გამო სინანულიც, მიმქრალი ნაღველისა და დარდის ნაკვალევიც კი... და გულს გაკლიათ, რომ ასე მალე, ასე სამუდამოდ დაინთქა წამიერი სილამაზე, რომ მან ასე მაცდუნებლად და ამაოდ გაიელვა თქვენს წინ - გულს გაკლიათ, რომ მისი შეყვარების დროც არა გქონიათ...

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

დარდში კი მართლა და რა ფანტაზიაა! გრძნობ, რომ ეს დაუშრეტელი ფანტაზია მუდმივი დაძაბულობით ბოლოს იფიტება, იშრიტება, რადგან ხომ მოწიფული ხდები, იცილებ ძველ იდეალებს: ისინი მტვრად, ნამსხვრევებად იქცევიან; თუ სხვა ცხოვრება არ გაგაჩნია, ამავე ნამსხვრევებისგან მოგიწევს მისი აშენება. ამასობაში კი სული რაღაც სხვას ითხოვს და სურს! და მეოცნებე, როგორც ნაცარში, ამაოდ იქექება თავის ძველ ოცნებებში, ეძებს თუნდაც მცირე ნაპერწკალს, რომ იგი გააღვივოს, განახლებული ცეცხლით გაითბოს გაცივებული გული და მასში კვლავ აღიდგინოს ყველაფერი, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო, სულს აღელვებდა, სისხლს უჩუხჩუხებდა, თვალთაგან ცრემლებს ადენდა და ასე საუცხოოდ ატყუებდა!

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

როცა უბედურები ვართ, უფრო ძლიერ ვგრძნობთ სხვის უბედურებას. გრძნობა კი არ სუსტდება, პირიქით, ძლიერდება.

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის?

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

ღმერთო, როგორ შეკრთა და შეჰკივლა ნასტენკამ! როგორ გამისხლტა ხელიდან და მისკენ გაფრინდა!.. მე, გულმოკლული ვიდექი და ვუყურებდი. მაგრამ რაწამს ხელები გაუწოდა და გადაეხვია, უმალ ისევ გამოტრიალდა, თვალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა და სანამ გონს მოვიდოდი, ორივე მკლავი შემომხვია და მაგრად, მაგრად მაკოცა. მერე ისევ უხმოდ გაქანდა მისკენ, ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მე კი ვიდექი და ვუყურებდი, ვიდრე ორივე თვალს მიეფარა.

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

გასაოცარია, როგორ აკეთილშობილებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება.

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

მაინც როგორ ალამაზებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება! სიყვარულით როგორ ფეთქავს გული! თითქოს გინდა შენი გული სხვისას შეუნივთო, გინდა ყველა მხიარულობდეს, ყველა იცინოდეს! მერედა რა გადამდებია ეს სიხარული! ო, როგორ აკეკლუცებს ადამიანს ბედნიერება!

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

ო! ზოგჯერ რა აუტანელია ბედნიერი ადამიანი!

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

ყველა რატომღაც სიხარულით ისმენს ყოველგვარ დამამშვიდებელ სიტყვას და უხარია, ერთ ბეწო სიმართლესაც თუ ხედავს.

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

– რატომ ყველანი ისე არა ვართ ერთმანეთთან, ვით ძმა ძმასთან? რატომ არის, რომ თვით საუკეთესო ადამიანიც ყოველთვის თითქოს რაღაცას უმალავს მეორეს, ერიდება, გულისნადები გაუზიაროს? რატომ პირდაპირ, უყოყმანოდ არ გამოთქვა ეს გულისნადები, თუ იცი, რომ შენს სიტყვებს ქარს არ გაატან? არადა ყველა ისეთნაირად გამოიყურება, თითქოს იმაზე უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია. თითქოს ყველას ეშინია, ვაითუ გულისნადები გავამჟღავნოთ და ამით ჩვენი გრძნობები შევბღალოთო...

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა არტანუჯი თბილისი 2014


იდიოტი (1868)

რედაქტირება
 
როგორც დედის გული ხარობს ჩვილის პირველი ღიმილით, ისევე ღმერთს უხარია, როცა ზეციდან გადმოიხედავს და ვინმე ცოდვილს დაინახავს, სულითა და გულით დამდგარს.
  •  

ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი და არ დაკარგონ დედამიწაზე ცხოვრების უნარი. მე არ მინდა და არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბოროტება შეიძლება იყოს ადამიანის ნორმალური მდგომარეობა.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიღარიბე ცოდვად არ ჩაითვლება.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

აბა, განსაჯეთ: ვთქვათ, კაცს აწამებენ; ამ დროს ტანჯვა, ჭრილობები, ხორციელი ტკივილი აწუხებს, ეს ყველაფერი კი სულიერ ტანჯვას ავიწყებს, ასე რომ სულის ამოხდამდე მხოლოდ ჭრილობები ტანჯავს. მაგრამ ყველაზე დიდი, ყველაზე გაუსაძლისი ტკივილი იქნებ ჭრილობა არც იყოს, იქნებ ის არის, რომ დანამდვილებით იცი, აგერ ერთი საათის, მერე ათი წუთის, მერე ნახევარი წუთის, მერე, აი, ამ წუთს სიცოცხლეს გამოესალმები, ადამიანი აღარ იქნები და ეს უეჭველია. სწორედ ესაა მთავარი, რომ უეჭველია. აი, თავს რომ დადებ დანის ქვეშ, გესმის, როგორ დაცურდება ის შენს თავზე, სწორედ ეს მეოთხედი წამია ყველაზე საშინელი. მაგრამ იცით, რომ ეს მარტო ჩემი ფანტაზია არ არის და ბევრი იძახის ამას? იმდენად მწამს ეს, რომ პირდაპირ გეტყვით ჩემს აზრს. მკვლელობისთვის კაცის მოკვლა დანაშაულს აჭარბებს სისასტიკით. კანონიერი სიკვდილით დასჯა უფრო საშინელია, ვინემ ყაჩაღურად კაცის მოკვლა. ის, ვისაც ყაჩაღები ღამით ჭრიან ყელს ტყეში, ანდა სადმე, გადარჩენის იმედს მაინც არ ჰკარგავს სულ უკანასკნელ წუთამდე. მაგალითები ყოფილა იმისი, რომ ყელგამოღადრულ კაცს მაინც იმედი აქვს, ან გარბის სადმე, ან იხვეწება და ივედრება. აქ კი ამ უკანასკნელ იმედს, რაც ათჯერ უფრო აიოლებს სიკვდილს, გადაჭრით უსპობენ. აქ განაჩენი გამოტანილი გაქვს. ჰოდა, ყველაზე საშინელი საწამებელიც ის არის, რომ იცი, ამას ნამდვილად ვერ ასცდები. ამაზე მეტი ტანჯვა კი რა უნდა იყოს ამქვეყნად. მოიყვანეთ ჯარისკაცი და ბრძოლის ველზე ზედ ზარბაზანს დაუყენეთ პირდაპირ, გინდაც ესროლეთ, იმას მაინც იმედი ექნება გადარჩენის, მაგრამ ამავე ჯარისკაცს რომ სიკვდილის მისჯის განაჩენი წაუკითხოთ, ის ან ჭკუაზე შეცდება, ან ატირდება. ვინ თქვა, რომ ადამიანის ბუნებას შეუძლია ეს აიტანოს და ჭკუაზე არ შეცდეს? რა საჭიროა ადამიანის სულის ასეთი შებღალვა, ასე უგვანოდ, ასე ტყუილ-უბრალოდ? იქნებ იყოს ისეთი კაცი, ვისაც განაჩენი გამოუტანეს, დატანჯეს, გააწამეს და მერე უთხრეს: „წადი, გეპატიოს ბრალიო“. აი ამ კაცს იქნებ ეამბნა მართალი. ამ წამებასა და საშინელებაზე გვეუბნება ქრისტეც. არა, ადამიანს არ შეიძლება ასე მოექცე!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანებს ეს სიზარმაცით მოსდით, ერთმანეთს რომ ერთი შემთხვევით ახარისხებენ და ვერაფერს პოულობენ საერთოს...

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ვნებით თავბრუდახვეული კაცი, ისიც ხანში შესული, პირწმინდად ბრმავდება და, საიმედო რომც არაფერი ჰქონდეს, იმედს მაინც არ ეშვება. კიდევ მეტი, გონებას ჰკარგავს და რა ჭკუის კოლოფიც უნდა იყოს, ბრიყვი ბალღივით იქცევა.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შარშან მე ერთ კაცს შევხვდი. აქ ერთ უცნაურ გარემოებას ჰქონდა ადგილი, უცნაურს-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი შემთხვევა ძალზედ იშვიათად ხდება. ეს კაცი ერთხელ ეშაფოტზე აიყვანეს და პოლიტიკური დანაშაულისათვის სასიკვდილო განაჩენი წაუკითხეს. ოციოდე წუთის შემდეგ კი შეწყალება გამოუცხადეს და სასჯელი შეუცვალეს. მაგრამ ამ ორი განაჩენის შუალედში, მთელი ოცი თუ, ყოველ შემთხვევაში, თხუთმეტი წუთი იმ უეჭველი რწმენით გაატარა, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ უნდა მომკვდარიყო. იმდენად დამაინტერესა ამ ამბავმა, რომ რამდენჯერმე გავამეორებინე ის თავისი შთაბეჭდილებანი. საოცარი სიცხადით ახსოვდა ყველაფერი და კიდეც ამბობდა, იმ წუთებიდან თავის დღეში არაფერი დამავიწყდებაო. ეშაფოტიდან ოციოდე ნაბიჯზე, სადაც ხალხი და ჯარისკაცები იდგნენ, თურმე სამი ბოძი ერჭო, რადგან დასასჯელი რამდენიმე კაცი ყოფილა. პირველი სამი კაცი ამ ბოძებთან მიუყვანიათ. თოკებით მიუბამთ. სასიკვდილო ტანსაცმელი (თეთრი გრძელი ხალათები) გადაუცვამთ, თვალებზე კი თეთრი ჩაჩი ჩამოუფხატავთ, რომ თოფები არ დაენახათ. შემდეგ ყოველი ბოძის წინ რამდენიმე ჯარისკაცისაგან შემდგარი რაზმი ჩამწკრივებულა. ჩემი ნაცნობი რიგში მერვე ყოფილა და ბოძებთან მესამე წყობაში მოუხდებოდა გასვლა. მღვდელმა თურმე ყველას ჯვრით ჩამოუარა. ასე რო, ხუთიოდე წუთზე მეტი სიცოცხლე არ დარჩენოდა. ჰოდა, მითხრა, რომ ეს ხუთი წუთი უსაზღვრო დროდ, წარმოუდგენელ სიმდიდრედ მეჩვენება, მეგონა, ამ ხუთ წუთის მანძილზე იმდენ სიცოცხლეს განვიცდი, რომ ახლა უკანასკნელ წამზე ფიქრი არც ღირს-მეთქი. ამიტომაც სხვადასხვა თადარიგი დავიჭირე: გამოვიანგარიშე, რამდენი დრო დამჭირდებოდა ამხანაგებთან გამოთხოვებაზე, და საამისოდ ორი წუთი გადავდე, მერე ორი წუთი ჩემს უკანასკნელ ფიქრებზე შემოვინახე, ერთ წუთს კიდევ ირგვლივ მოთვალიერებას მოვანდომებდიო. ძალიან კარგად მახსოვს, რომ სწორედ ეს სამი თადარიგი დავიჭირე და სწორედ ეს გამოვიანგარიშეო. ოცდაშვიდი წლის, საღ-სალამათი, ჯან-ღონით სავსე კაცი ესალმებოდა სიცოცხლეს. როცა ამხანაგებს ვეთხოვებოდიო, მახსოვს, ერთ-ერთს რაღაც საკმაოდ გარეშე კითხვა მივეცი და პასუხმაც ფრიად დამაინტერესაო. მერე, ამხანაგებთან დამშვიდობების შემდეგ ის ორი წუთი დადგა, რომელიც ჩემს ფიქრებზე შემოვინახეო. ისიც წინასწარ ვიცოდი, რაზე ვიფიქრებდიო: მინდოდა, რაც შეიძლება მალე წარმომედგინა, ეს როგორ იქნება, ახლა ვარსებობ და სული მიდგას, სამიოდე წუთის შემდეგ კი არარაობად ვიქცევი. მაშ, ნეტავ რა დარჩება ჩემგან? ან სად წავალო? ამ ორ წუთში სურდა ეს ყველაფერი გადაეწყვიტა! შორიახლოს თურმე ტაძარი იდგა. ტაძრის მოოქროვილ გუმბათს მზე აბრჭყვიალებდა. მახსოვს, დაჟინებით მივჩერებოდიო სახურავსა და მასზე აციალებულ სხივებს. თვალი ვერ მომეწყვიტა სხივებისთვისო. მეჩვენებოდა, თითქოს სხივები იყო ჩემი ახალი ბუნებაო, სამიოდე წუთის შემდეგ როგორღაც მათ შევერწყმებოდიო... ის ახალი, რაც მას მოელოდა და რაც უცნობი იყო, საოცარი ზიზღით ავსებდა თურმე, მაგრამ იმ წუთშიო, ამბობდა: ყველაზე მძიმე მაინც ეს აკვიატებული ფიქრი იყო: რა იქნება, არ მოვკვდე! რა იქნება ცოცხალი დავრჩე! ო, რა უსასრულო სიცოცხლე მელის! ეს ყველაფერი ჩემი იქნება! მაშინ ყოველ წუთს მთელ საუკუნედ ვაქცევ, არაფერს დავკარგავ, ყოველი წუთის ანგარიშს ვიქონიებ, ერთ წუთს ტყუილად არ გავაცდენო! ისიც თქვა, ამ ფიქრმა ბოლოს ისე გამაბოროტა, უკვე ვნატრობდი, მალე მესროლონო ტყვია.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ხანდახან ხუთი წუთი კაცს მთელ საუნჯეს ურჩევნია.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

იცით, აქ უნდა ყველაფერი წარმოიდგინოთ, რაც წინასწარ მოხდა, ყველაფერი. ის ციხეში იყო და სიკვდილს, ყოველ შემთხვევაში, ერთ კვირამდე ადრე არ ელოდა. რატომღაც ჩვეულებრივ ფორმალობის იმედი ჰქონდა, რომ განაჩენის ქაღალდს ჯერ სადღაც გააგზავნიდნენ და მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მობრუნდებოდა უკან, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე. უცბად, რაღაც შემთხვევის წყალობით, საქმე მალე დაასრულეს. დილის ხუთ საათზე პატიმარს ეძინა. ოქტომბრის მიწურული იყო; ხუთზე ჯერ კიდევ ცივა და ბნელა. ციხის ბოქაული ჩუმად შემოვიდა, ყარაული შემოიყვანა და მისჯილს ფრთხილად შეახო მხარზე ხელი. იგი წამოიწია, იდაყვს დაეყრდნო, სინათლე დაინახა და იკითხა: რა მბავიაო? - დასჯა ათ საათზეაო. ახალ ნამძინარევზე არ დაიჯერა, შეედავა, ქაღალდი ერთი კვირის მერე მოვაო, მაგრა მროცა სულ გამოფხიზლდა, კამათი შეწყვიტა და დადუმდა, ასე ჰყვებოდნენ. მერე უთქვამს, მაინც მზიმეა ასე უცებო... - და ისევ დადუმებულა, არც ამოუღია შემდეგ ხმა. აქ სამი-ოთხი საათი, მოგეხსენებათ, რასაც უნდება. მღვდელი, საუზმე, ღვინო, ყავა, ძროხის ხორცითაც უმასპინძლდებიან. განა დაცინვა არაა? ტყვი, რა სიმხეცეაო, მაგრამ მეორე მხრივ, ღმერთმანი, ეს აჯამი ხალხი წმინდა გულით ჩადის ამას და სწამთ კიდეც, კაცთმოყვარეობას ვიჩენთო. მერე ტუალეტიც (მოგეხსენებათ, მისჯილის ტუალეტს რა წარმოადგენს), ბოლოს ქალაქში გამოატარებენ ეშაფოტზე წასაყვანად... მე მგონი, გზაშიც უთუოდ ამას ფიქრობდა: „ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს, ჯერ კიდევ სამი ქუჩა დამრჩენია, აგერ ამას გავივლი, მერე კიდევ ის დამრჩება, მერე კიდევ ის, იქ მარჯვნივ მეფუნთუშეა... იმ მეფუნთუშემდე კიდევ კარგა შორსაა!“ ირგვლივ ხალხი ირევა, ერთი ღრიანცელი და ხმაურია, ათი ათას ისახეა, ათი ათასი თვალი, - ყოველივე ეს უნდა გადაიტანოს. რაც მთავარია, იმ ფიქრს გაუძლოს: „აგერ, ესენი ათი ათასნი არიან, ამათ არავინ კლავს, მე კი უნდა მომკლან!“ აი რა უძღვის წინ უკანასკნელ წუთებს. ეშაფოტზე კიბე ადის, სწორედ ამ კიბის წინ აუვარდა უეცრად ტირილი. მერე რა მაგარი ვაჟკაცი იყო, რა დიდ იავაზაკი, როგორც ამბობდნენ. მღვდელი გვერდიდან არ შორდებოდა, სულ ელაპარაკებოდა, - იმას კი, არა მგონია, ერთ ისიტყვა გაეგონოს. ყურს დაუგდებდა და მესამე სიტყვიდან, ალბათ, აღარაფერი ესმოდა. ასეც უნდა ყოფილიყო. ბოლოს, კიბეს აუყვა. ფეხები დაბორკილი ჰქონდა და პატარ-პატარა ნაბიჯებს ადგამდა. მღვდელმა, ეტყობა, ჭკვიანი კაცი იყო, ლაპარაკს თავი ანება, ჯვარს წარამარა აჩრიდა საკოცნელად. კიბეზე ასვლამდე ხომ ფერმიხდილი იყო, ეშაფოტზე რომ ავიდა და დადგა, მიტკალივით გაუხდა სახე, ალბათ ფეხებიც ეკეცებოდა, გულიც ერეოდა ეგებ - თითქოს ყელში უჭერდნენ ხელს და უღიტინებდნენ - არ გამოგიცდიათ განა ასეთი რამ შიშისა თუ საშინელების წუთებში, როცა გონი გაქვთ, მაგრამ თავის დამორჩილება არ ძალგიძთ? მე მგონი, მაგალითად, თუ დაღუპვა გელის, ვთქვატ, სახლი გენგრევა თავზე, უცბად საოცრად მოგინდება, ალბათ, დაჯდე, თვალები დახუჭო და, დაე, რახ მოსახდენია მოხდეს!.. სწორედ ამ დროს, როცა ეს სიძაბუნე დაეტყობოდა, მღვდელი კვლავ საჩქაროდ, უსიტყვოდ მიაჩეჩებდა ხოლმე ვერცხლის პატარა ოთხბოლოიან ჯვარს, მალი-მალ ყოველ წუთს აჩრიდა. როგორც კი ჯვარი ტუჩზე მოხვდებოდა, ისიც თვალებს გაახელდა, რამდენიმე წამს თითქოს მოცოცხლდებოდა და ფეხსაც გადადგამდა. ჯვარს ხარბად ჰკოცნიდა, პირდაპირ ეწაფებოდა, თითქოს ეშურებოდა რაიმე თან წაეღო საგზლად, ყოველი შემთხვევისთვის მაინც. თუმცა იმ წუთს, არა მგონია, რელიგიური რამე გრძნობა ჰქონოდა. ფიცარზე დაწოლამდე სულ ასე იყო... საოცარია, რომ ამ უკანასკნელ წამებში იშვიათად მისდით ხოლმე გული! პირიქით, თავი საოცარი სიძლიერით, მანქანასავით უმუშავებთ, ალბატ, სხავდასხავ ფიქრები ჩაქუჩივიტ ურტყამს თავს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, იქნებ სასაცილოც: „აგერ ის კაცი მიყურებს - შუბლზე მეჭეჭი აზის, აგერ ჯალათს ერთი, ბოლო ღილ იდაჟანგებია“... ფიქრობ ასეთ რამეებზე და მაინც ყველაფერი იცი და ყველაფერი გახსოვს. ერთი წერტილი ჩაგჭედვია თავში, რომელსაც ვერასგზით ვერ დაივიწყებ, არც გული მიგდის, ყველაფერი ამ წერტილს უვლის ირგვლივ და უტრიალებს. ალბათ, წამის უკანასკნელ მეოთხედამდე სულ ასეა, თავი უკვე კუნძზე უდევს, ელის... იცის... და უეცრივ გაიჟღრიალებს რკინა! ამას უთუოდ გაიგონებს! მეც რომ ვწოლილიყავ, განგებ მივაყურადებდ იდა გავიგონებდი... იქნებ ეს მეათედი წუთიც არ გაგრძელდეს, მაგრამ უთუოდ გაიგონებ! იცით კი, რომ აქამდე საკამათოდ აქვთ, თავი რომ წააეცლება, ერთი წამი კიდევ რჩება შეგნება, თავი წამეცალაო - თუმცა იქნებ ხუთ წამსაც რჩება!..

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ბავშვებს ყველაფერი შეგიძლია უამბო. სულ მიკვირდა, მოზრდილები რა ცუდად სცნობენ-მეთქი ბავშვებს. არც დედ-მამამ იცის თავისი შვილების ამბავი. ბავშვებს კაცმა არაფერი უნდა დაუმალოს; ვითომც პატარები არიან და მათთვის ადრეა ყველაფრის ცოდნაო. რა უბადრუკი მოსაზრებაა! იცით, ბავშვები მშვენივრად ამჩნევენ მშობლებს პატარები ვგონივართ და ისე ფიქრობენ, ვერაფერს მივხვდებითო. სინამდვილეში კი ძნელად გამოაპარებთ რასმე. აბა, ვინ წარმოიდგენს, რომ რა თავსამტვრევი საქმეც არ უნდა იყოს, ბალღი საოცრად გონივრულ რჩევას მოგცემს. ღმერთო ჩემო! როცა ეს პატარა ჩიტუნები მიამიტად მოგაპყრობენ გაბრწყინებულ თვალებს, რა სინდისით უნდა მოატყუო ისინი! ჩიტუნები-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ ჩიტზე წმინდა ამ ქვეყნად არ არის რა.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ახლა ხალხში უნდა გავერიო; იქნებ ბევრი არაფერი ვიცი და გამეგება, მაგრამ ახლა ხანა კი დამიდგა. გადავწყვიტე, პატიოსნად და პირნათლად შევასრულო ჩემი საქმე. ადამიანებთან შესაძლოა მომწყინდეს და გამიჭირდეს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, გადავწყვიტე ყველას ზრდილობით მოვექცე და არაფერი დავუმალო; მეტს ხომ არავინ მომთხოვს. იქნებ აქაც ბალღად ჩამთვალონ, - რა ვუყოთ მერე! რატომღაც ყველა იდიოტად მნათლავს, მართალია, ოდესღაც კი ვიყავ ისე ავად, რომ იდიოტს ვგავდი; მაგრამ ახლა სადაური იდიოტი ვარ, თუკი ვამჩნევ, რომ იდიოტად მთვლიან.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

გულია მთავარი, სხვა დანარჩენი სისულელეა. ჭკუაც საჭიროა, ცხადია... შეიძლება ჭკუა იყოს ყველაზე მთავარი. სულელს თუ გული აქვს და ჭკუა არა, ისეთივე საცოდავია, როგორც ჭკვიანი, მაგრამ უგულო სულელი. ძველთაძველი ჭეშმარიტებაა. აი მე სულელი ვარ, გული მაქვს და ჭკუა არა, შენ კი ჭკვიანი, უგულო სულელი ბრძანდები; ორივენი უბედურები ვართ, ორივენი ვეწამებით.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ნუ განურისხდებით სასოწარკვეთილ, წყალწაღებულ ადამიანს იმისთვის, რომ უკანასკნელ იმედს ებღაუჭება თავის გადასარჩენად.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ნაკლი და ჩვენ-ჩვენი დამახასიათებელი რამ, სხვებს იქნებ იმათზე მეტიც, ვინც თითით საჩვენებლად ჰყავთ გამხდარი.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თქვენ რა იცით, რას არ ჩაადენინებს კაცს თავმოყვარეობა.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ზოგიერთი ქალი მხოლოდ საყვარლად ვარგა, სხვა არაფრად.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

კაცი გამოსცადე და მერე შეაფასე.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჩვენი დროისა და ჩვენი ჯილაგის ხალხს იმაზე მეტად არაფერი შეურაცხყოფს, როგორც იმის თქმა, ორიგინალური კი არა, ერთი სუსტი, ჩვეულებრივი ნიჭის კაცი ხარო.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სწორედ იმითაა ფული ყველაზე მეტად საზიზღარი და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მთელი ცხოვრების პირობას ნუ იძლევი!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ხანდახან დაგესიზმრება უცნაური რამ, შეუძლებელი და არაბუნებრივი; გაგეღვიძება, გაგახსენდება ნათლად და გაგიკვირდება მისი უცნაურობა, მაგრამ რა მიზეზია, რომ მშვენივრად ურიგდები შენი სიზმრის ამ უაზრობას და შეუსაბამობას? ან რა მიზეზია, რომ გამოღვიძებული და სიზმრიდან გამორკვეული, მაინც გრძნობ, ხანდახან საოცარი ძალითაც, რომ სიზმართან ერთად რაღაც ამოუხსნელი რამ დაგრჩა ისევ? გაგეღიმება ამ შენი სიზმრის უაზრობაზე და ამასთან, გრძნობ კი, უაზრობათა ეს ხლართი რაღაც აზრს შეიცავს, რაღაც მართალ აზრს, რაღაც შენს ნამდვილ ცხოვრებასთან დაკავშირებულს, იმას რაც გულში მუდამ გედო.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

იდიოტსაც სცოდნია, რომ პირფერობით უფრო გავა ფონს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

აი, ასე ხართ ყველა: უნამუსო თუ პატიოსან ქალთან - ანგარიში ერთი გაქვთ! არადა, გებნევათ დავთარი...

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- როცა არ გხედავ, ძალიან მძულხარ ხოლმე, ლევ ნიკოლაევიჩ. სამი თვეა, აღარ შევხვედრივართ და ეს სამი თვე ყოველ წუთს გაბოროტებული ვიყავი შენზე, ღმერთმანი! რომ შემძლებოდა მოგწამლავდი! ახლა კი სულ რაღაც თხუთმეტი წუთია ჩემთან ზიხარ და გაბოროტებამ უკვე გამიარა, წინანდელივით მიყვარხარ. დარჩი ჩემთან...
- ეგ იმიტომ, რომ თუ ერთად ვართ, მაშინ გჯერა ჩემი, თუ არა და ხელად გეკარგება რწმენა, ისევ ეჭვები გიპყრობს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- აკი წინათაც გითხარი და აგიხსენი, კი არ „მიყვარს“, „მებრალება“-მეთქი. მე მგონი, გითხარი, რასაც ვგრძნობ. მაშინ შენ თქვი, მიგიხვდიო ნათქვამს. ვითომ მართლა მიმიხვდი? აი, ახლაც რა სიძულვილით მიცქერი. მე იმიტომ მოვედი, დამშვიდება მინდა შენი, რადგან შენც ძვირფასი ხარ ჩემთვის. იცი, ძალიან მიყვარხარ, პარფენ. ახლა კი წავალ და თავის დღეში აღარ მოვალ. მშვიდობით იყავი.
- იცი რას გეტყვი! - უეცრივ გამოცოცხლდა როგოჟინი და თვალები დააკვესა, - ვერ გამიგია, ასე როგორ მითმობ? განა სულ გადაიყვარე? წინათ დარდობდი მაინც; განა არ გამჩნევდი. აბა კისრისტეხით რაღას გამოქანდი აქ? ვითომ გებრალება?
- გგონია გატყუებ?
- არა, მჯერა შენი, ოღონდაც არაფერი მესმის. ვინ იცის, შენი სიბრალული ჩემს სიყვარულზე უარესი იყოს!
- შენს სიყვარულს სიძულვილისაგან ვერ გაარჩევს კაცი, ხოლო თუ სიყვარული გაგიქრა, ეგებ უარესი ამბავი დატრიალდეს.
- რომ მოვკლავ, არა?
- რომ შეიძულებ იმ სიძლიერით, რა სიძლიერითაც ახლა გიყვარს, რომ შეიძულებ იმ წამებისთვის, რასაც ახლა იტან. ყველაზე მეტად მაინც ის მიკვირს, კიდევ როგორ მოგყვება ცოლად? აკი ორჯერ გითხრა უარი და ორჯერვე გაგექცა. მაშასადამე, გული უგრძნობს!.. ახლა რაღა უნდა შენგან, ვითომ ფული? სისულელეა. ვითომ ქმრის შოვნა უნდა და იმიტომ? განა სხვას ვერ მონახავდა. შენს თავს ყველა უნდა ერჩივნოს. ვინაიდან შენ მართლაც შეიძლება მოკლა. თვითონაც ალბათ კარგად უწყის ეს. ან თუ ისაა მიზეზი, ეგრე ძლიერად რომ გიყვარს? იქნებ ასეც იყოს... გამიგონია, არიან ქალები, სწორედ ამგვარ სიყვარულს რომ არჩევენ...

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

როგორც დედის გული ხარობს ჩვილის პირველი ღიმილით, ისევე ღმერთს უხარია, როცა ზეციდან გადმოიხედავს და ვინმე ცოდვილს დაინახავს, სულითა და გულით დამდგარს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რელიგიური გრძნობის არსს ვერა მსჯელობით, ვერა დანაშაულითა და ბოროტებით, ვერა ათეიზმით ვერ მიუდგები. აქ რაღაც ისე არ არის და არც არასოდეს იქნება ისე. აქ რაღაც ისეთია, რაზეც ნიადაგ ფეხს აისხლეტენ ათეისტები და მუდამ სხვაზე ილაპარაკებენ, არა იმაზე, რაზეც უნდა ილაპარაკონ.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მერე რა, თუნდაც ავადმყოფობა იყოს! მე რაში მენაღვლება, თუ არაბუნებრივი დაძაბვაა, როცა თვით შედეგი მისი, როცა თვით ამ შეგრძნების წუთი, უაღრესად ჰარმონიულს, ულამაზეს რასმე შეადგენს, მანიჭებს აქამდე არგაგონილ, წარმოუდგენელ სისავსისა და ზომიერების გრძნობას, მარიგებს ყველაფერს და სიცოცხლის უზენაეს სინთეზს აღტკინებული ლოცვით მაზიარებს?

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

დრო აღარ არსებობს - ალბათ, ეს სწორედ ისეთი წამია, როცა ბნედიანმა მაჰმადმა, ვიდრე წაქცეული დოქიდან წყალი წამოვიდოდა, მოასწრო და ალაჰის მთელ სამკვიდრებელს თვალი შეავლო.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიბრალული შეადგენს ადამიანთა ყოფის ყველაზე დიდსა და იქნებ ერთადერთ კანონს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანმა ძალით უნდა დაიბრუნოს დაკარგული რწმენა. ახლა სულის სიმწარით სჭირდება ეს... დიახ! რაღაც უნდა სწამდეს, ვიღაც უნდა სწამდეს!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რაღაც ისეთი, რასაც კი გრძნობ, მაგრამ ანალიზს ვერ გაუკეთებ, ვერ გამოთქვამ, სათანადო მიზეზებით ვერ გაამართლებ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მთლიან, უცილობელ შთაბეჭდილებას ახდენს და შენდა უნებლიეთ რწმენად გექცევა. მაგრამ რის რწმენად? აბა, თქვი, თუ გაბედავ, რის რწმენა? - უსაყვედურებდა და ეკითხებოდა თავისთავს გამომწვევად, - ჰო, ჩამოაყალიბე, გაბედე, აშკარად, უყოყმანოდ გამოთქვი ეგ შენი აზრი! ო, რა უსინდისო ვარ!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ასე სჩვევიათ ხოლმე ზოგჯერ ადამიანებს: მოაგონდებათ უეცრივ საშინელი რამ, მეტადრე - სამარცხვინო, და წუთით ერთ ადგილზე გახევდებიან.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

როგორც ცნობილია, ეპილეფსიის შეტევა, კერძოდ ბნედა, თვალის დახამხამებაში მოუვლის კაცს, ერთ წამში საოცრად მოეღრიცება სახე, გადაუტრიალდება თვალები, დაეკრუნჩხება მთელი ტანი და სახე საზარლად დაემანჭება. გაუგონარი, არაადამიანური ღრიალი აღმოხდება ხოლმე გულიდან, ასე რომ ამ ამბის შემსწრე ძნელად დაიჯერებს, რომ სწორედ ეს კაცი ღრიალებს. გეგონებათ, ამ კაცს ვიღაც უზის გვამში და ის ღრიალებსო.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

იმაზე უკეთ არაფერი მოიყვანს კაცს ჭკუაზე, როგორც ძველის მოგონება და მონანიება.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არც ეკადრება მაღალი წრის ხალხს ლიტერატურით მაინცდამაინც დაინტერესება.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შეშლილები, უგუნურები! საზოგადოებას სიმხეცესა და უადამიანობას უკიჟინებენ, შეცდენილ ქალიშვილს რომ ჰკიცხავსო. მაგრამ თუ საზოგადოებას უადამიანობას უკიჟინებ, მაშასადამე, მიგაჩნია, რომ ქალიშვილს საზოგადოებამ გული ატკინა.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შეშლილები! პატივმოყვარენი! ღმერთი არა სწამთ და ხატი! პატივმოყვარეობა და სიამაყე ეგრერიგად გაგიჯდათ ძვალ-რბილში, რომ ბოლოს ერთმანეთს დასჭამთ.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჩვენ ყველანი სასაცილომდე კეთილები ვართ.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჩვენი ლიბერალი თავის დღეში ვერ მოითმენს, ვისმე საკუთარი შეხედულება გააჩნდეს და მაშინვე არ გამოლანძღოს თავისი ოპონენტი, ან უარესი რამ არ აუტეხოს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მე მისი აღტაცება მიყვარს. მე ის არ გამირყვნია! მხოლოდ იმას დაწყდება გული. მინდოდა ყველას დაწყვეტოდა, ყველას, მაგრამ არავინ მყავდა ირგვლივ, არავინ... მინდოდა რაღაც მომემოქმედნა, მქონდა ამის უფლება... ო, რამდენი რამ მინდოდა! ახლა აღარაფერი მინდა, არც მსურს მინდოდეს, სიტყვა მივეცი ჩემს თავს, აღარაფერი მოვინდომო; დაე, უჩემოდ ეძიონ ჭეშმარიტება! დიახ, ბუნებას დაცინვა უყვარს! მაშ რისთვის გააჩენს ხოლმე ამ ქვეყნად უშესანიშნავეს ადამიანებს და მერე სასაცილოდ აიგდებს? განა მან არ მოუვლინა ხალხს ერთადერთი არსება, ვინც სრულყოფილად შერაცხა ყველამ... და მერე მასვე აქადაგებინა ის, რისთვისაც იმდენი სისხლი დაიღვარა, ერთბაშად რომ დაღვრილიყო, ხალხი ალბათ შიგ ამოიხრჩობოდა! ო, კიდევ კარგი, რომ ვკვდები! ალბათ, მეც ვიტყოდი რაღაც საშინელ სიცრუეს, ბუნება ასე მოაწყობდა!.. მე არავინ გამირყვნია... მინდოდა ადამიანების საბედნიეროდ მეცხოვრა, ჭეშმარიტება მომეძია და მეუწყებინა... მივშტერებოდი სარკიდან მეირის კედელს და ვფიქრობდი, ოღონდ თხუთმეტი წუთი მალაპარაკა და ყველას, ყველას დავარწმუნებ-მეთქი, მაგრამ ერთხელ შემყარა განგებამ... თქვენთან, თუ ხალხთან არა! და რა გამოვიდა? არაფერი! მხოლოდ ზიზღის თვალით მიყურებთ! მაშასადამე, არავის ვჭირდები, მაშასადამე, რეგვენი ვყოფილვარ, მაშასადამე, ამ ქვეყნად არ მედგომება! არავინ მომიგონებს! არავინ იტყვის ჩემზე რასმე. მე ვერც კვალი დავტოვე, ვერც ვერაფერი გავაკეთე, ვერავინ ვაზიარე ჩემს რწმენას და შეხედულებებს!.. ნუ დასცინებთ ბრიყვს! დაივიწყეთ! დაივიწყეთ ყველამ... დაივიწყეთ, თუ შეიძლება, გულქვაობას ნუ გამოიჩენთ! იცით კი, ჭლექი რომ არა, თვითონ მოვიკლავდი თავს...

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ლიბერალიზმი ცოდვა არ გახლავთ; ეგი ერთი მთელის შემადგენელი ნაწილია, რომელიც უამისოდ დაიშლება ან ჩაკვდება; ლიბერალიზმს ისეთივე უფლება აქვს იარსებოს, როგორც ყოველ კეთილზნიან კონსერვატიზმს; მაგრამ მე რუსულ ლიბერალიზმს ვესხმი თავს, კიდევ და კიდევ გიმეორებთ, იმიტომ ვესხმი, რუსი ლიბერალი რუსი ლიბერალი კი არ არის, არარუსი ლიბერალია. მაჩვენეთ რუსი ლიბერალი და მყისვე თქვენს თვალწინ გადავკოცნი.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ვთქვათ ვინმემ დუელში გამოგიწვიათ, რას იზამდით?
- მე... მე დუელში არავინ გამომიწვევს.
- მაგრამ რომ გამოგიწვიონ? შეგეშინდებათ?
- მგონი... შემეშინდება.
- მართლა? მაშ ლაჩარი ხართ?
- აარა; მგონი, არა. ლაჩარი გარბის, ხოლო ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჩემს სიცოცხლეში კაცი არ მინახავს მისებრ კეთილშობილად მიამიტი და მიმნდობი. მისი სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ვინც მოინდომებს, ყველა მოატყებს და ვინც მოატყუებს, ყველას შეუნდობს. ამიტომაც შემიყვარდა იგი.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ქალს შეუძლია გაულქვაობითა და დაცინვით ამოგხადოს სული, ისე, რომ სინდისმაც არ შეაწუხოს, იმიტომ რომ გიყურებს და გულში ფიქრობს: „ახლა რომ ვაწამებ და ვამწარებ, სამაგიეროდ მერე სიყვარულით ვუზღავო...“

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ახლა ყველას გიწვევთ, ყველა ათეისტს აბა, რით აპირებთ ამა ქვეყნის ხსნას და მისთვის ნორმალურ გზას რაში ხედავთ, გესმით, მეცნიერნო, მეწარმენო, ასოციაციების, გასამრჯელოსა თუ სხვათა და სხვათა ხალხო? რითი-მეთქი? კრედიტით? კრედიტი რა არის? სადამდე მიგიყვანთ ეგ კრედიტი?
- საყოველთაო სოლიდარობასა და ინტერესთა წონასწორობამდე მაინც მიგვიყვანს.
- მხოლოდ და მხოლოდ! ზნეობა არაა საჭირო, პირადი ეგოიზმისა და მატერიალური აუცილებლობის დაკმაყოფილება კმარა, სხვა არაფერი, ხომ? საყოველთაო მშვიდობა, საყოველთაო ბედნიერება, ისიც იმიტომ, რომ აუცილებლობა მოითხოვს!
- განა საყოველთაო აუცილებლობა არ გახლავთ ცხოვრება, ჭამა-სმა, ხოლო სრული მეცნიერული მრწამსი კი, რომ ამ აუცილებლობას საყოველთაო ასოციაციისა და ინტერესთა სოლიდარობის გარეშე ვერ დაიკმაყოფილებ. მგონი, საკმაოდ ღონიერი აზრია, რათა კაცობრიობის მომავალი საუკუნეების დასაყრდენ წერტილად და „წყაროდ ცხოვრებისად“ გამოდგეს.
- ჭამა-სმის აუცილებლობა, ანუ მხოლოდ მარტოოდენ თავის გადარჩენის გრძნობაა...
- განა თავის გადარჩენის გრძნობა საკმარისი არ არის უკვე? თავის გადარჩენის გრძნობა ხომ კაცობრიობის ნორმალური კანონია...
- ვინ მოგახსენათ? მართალია კანონია, მაგრამ იმდენად ნორმალური, რამდენადაც განადგურების და მგონი თვითგანადგურების კანონიც. განა მარტო თავის გადარჩენა შეადგენს მხოლოდ კაცობრიობის ნორმალურ კანონს?
- ვერაგული და ქილიკური აზრი გახლავთ, გესლით სავსე, - აიტაცა ლებედევმა ევგენი პავლოვიჩის პარადოქსი, - მოწინააღმდეგე რომ გააცხაროთ! მაგრამ სწორი აზრი კია! ალბათ არც იცით, დიდგვაროვანო ქილიკოსო და კავალერისტო, რაოდენ ღრმა აზრი გამოთქვით, რაოდენ სწორი! დიახ, თვითგანადგურებისა და თვითგადარჩენის კანონი ერთნაირად ძლიერად მოქმედებს კაცთა მოდგმაზე! ეშმაკი ერთნაირად ბატონობს კაცობრიობაზე და არ ვიცით ვიდრემდე იბატონებს. იცინით? ეშმაკის არ გჯერათ? ეშმაკის უარყოფა ფრანგების მონაგონია, მათი ჭკუამჩატობის ნაყოფი. იცით კი, ვინ არის ეშმაკი? იცით რა ჰქვია სახელად? თქვენ დასცინით იმას, ვისი სახელიც არ იცით, დაცინით მის გარეგნობას, მსგავსად ვოლტერისა, მის ჩლიქებს, კუდსა და რქებს, რაც თვითონვე მიაწერეთ; რამეთუ ბოროტი სული დიადი და მრისხანე სულია, და არა აქვს მას არც ჩლიქი, არც რქანი, თქვენივე მოგონილი.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

კაცობრიობის მეგობარს თუ ზნეობის საფუძვლები შერყეული აქვს, ის კაცობრიობის კაციჭამია გახლავთ, თუ მის პატივმოყვარეობაზე არას ვიტყვით; რამეთუ კაცობრიობის ამ უამრავ მეგობართა შორის რომელიმეს რომ პატივმოყვარეობა შეულახო, ის მყისვე წვრილმანი შურისგებით ატანილი, ოთხივ მხრივ ცეცხლს წაუკიდებს ამ დედამიწას, - ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, ისევე როგორც მე, ყველაზე უფლიდესი კაცი, ვინაიდან პირველმა იქნებ მე მივიტანო შეშა და მერე იქაურობას უკანმოუხედავად გავეცალო.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყოველი სინამდვილე თითქმის მუდამ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, თუმცა თავისი გარდუვალი კანონები კი გააჩნია და რაც უფრო ნამდვილია, ზოგჯერ მით უფრო დაუჯერებელიც.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ნუ მაშინებთ თქვენი კეთილდღეობით, სიმდიდრით, ნურც შიმშილობის იშვიათობით და მიმოსვლის სისწრაფით! სიმდიდრე მეტი გვაქვს, ძალა კი ნაკლები; შემადუღებელი აზრი აღარ არს; ყველაფერი მოფამფალდა, ყველაფერი გაიხრწნა, ჩვენ ყველა, ყველა გავიხრწენით!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სილამაზე იხსნის ქვეყანას!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

კოლუმბმა მაშინ კი არ იგრძნო ბედნიერება, როცა ამერიკა აღმოაჩინა, არამედ მაშინ, როცა მის აღმოსაჩენად ესწრაფებოდა.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თავი და თავი ცხოვრებაა, მხოლოდ ცხოვრება, - განუწყვეტელი, მარადიული სწრაფვა აღმოჩენისა და არა აღმოჩენანი!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რაც უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო და ოცდათხუთმეტი წელი იქადაგო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან დარჩება, ისეც წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს უმთავრეს იდეას ვერავის გადასცემ.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანები ხომ ერთმანეთის საწვალებლად გაუჩენია ღმერთს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყმაწვილს და გულფიცხ ბიჭს, ცხადია, ყველას მიბაძვა სწადია; მაგრამ ხანდახან იმასაც ვფიქრობ, დროა უკვე საკუთარი ჭკუით იცხოვროს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არის ხალხი, ვისაც გაფხუკიანება და გაბრაზება მეტისმეტ სიამოვნებას ანიჭებს, მეტადრე თუ გაბრაზებამ საზღვარს გადააცილა (ეს კი ერთ წამში ხდება). ამ წუთს, მგონი, კიდეც ნანობენ ამ გაფიცხებას, რა თქმა უნდა, თუ ჭკუა აქვთ და იმის გარჩევა შეუძლიაძ, რომ ათჯერ მეტად გაფხუკიანდნენ, ვინემ ღირდა.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ვინც უარყოფს ცალკეული კაცის „სიკეთეს“, ის უარყოფს ადამიანის ბუნებას, აბუჩად იგდებს მის პიროვნულ ღირსებას. მაგრამ „საზოგადო სიკეთის“ ორგანიზაცია და პიროვნული თავისუფლების საკითხი - ორი სხავდასხვა რამ გახლავთ და ერთიმეორეს არ გამორიცხავს. ცალკეული სიკეთე არასოდეს მოისპობა, რამეთუ ის პიროვნების მოთხოვნილებას წარმოადგენს, რომელიც ერთი ადამიანის მეორეზე უშუალო გავლენიდან გამომდინარეობს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რაღაცას რომ დათესავთ, „მოწყალებას“ რომ გაიღებთ, სიკეთეს რომ იზამთ, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, თქვენი ბუნებიდან რაღაცას უზიარებთ სხვას და ისიც გიზიარებთ რაღაცას თავისას; ერთი-მეორეს ეზიარებით; კიდევ ცოტაც და საზღაურად მიიღებთ ცოდნას, ყოვლად მოულოდნელ რასმე აღმოაჩენთ. საბოლოოდ კი ამ თქვენ საქმეს უთუოდ მიიჩნევთ მეცნიერებად, სიცოცხლის მისწრაფებად გექცევათ და მთელ ცხოვრებასაც ალბათ შეგივსებთ. მეორე მხრივ, ეგ თქვენი დათესილი აზრები, რაც იქნებ არც კი გახსოვთ, ხორცს შეისხამს და აღმოცენდება; თქვენგან ნაზიარები კი სხვას გადაეცემა. ჰოდა, რა იცით, რა წილი გედებათ კაცობრიობის მომავალ ბედიღბალში?

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუკი სიკვდილი ასე საშინელია და ბუნების კანონიც ასეთი ძლიერი, როგორ შეიძლება ვინმემ დასძლიოს იგი, როცა იმანაც კი ვერ სძლია, ვინც სიცოცხლეში ბუნებას ამარცხებდა, ვისაც ბუნება ემორჩილებოდა, ვინც რქვა: „ტალითა კუმი“ - და ქალწული აღსდგა, „ლაზარე გამოვედ გარე“ და მკვდარი გამოვიდა? უცქერ ამ სურათს და ბუნება გეჩვენება რაღაც უშველებელ, რაღაც გულქვა პირუტყვად, ან უფრო სწორად, გაცილებით უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუმც უცნაური კია, - რაღაც უზარმაზარ, უახლესი სისტემის მანქანად, რომელმაც უაზროდ, უგრძნობლად და გაუკითხავად ჩაითრია, გასრისა და ჩანთქა უდიადესი, ფასდადუებელი არსება - ის არსება, ვის მტვრად არც ღირდა მთელი ბუნება და მისი კანონები, მთელი ეს ქვეყანა, რომელიც შესაძლოა სულაც იმიტომ გაჩნდა, რომ ეს არსება მოვლენილიყო!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არარაობისა და უძლურების შეგრძნების სიმწარესაც აქვს თავისი ზღვარი, რასაც ადამიანი ვერ გადააბიჯებს და რაშიც უდიდეს ნეტარებას პოულობს... ჰო, რა თქმა უნდა, მორჩილება ამ აზრით უდიდესი ძალაა, ვერ უარვყოფ, - თუმცა იმ აზრით არა, რა აზრითაც რელიგიას მიაჩნია.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჩვენ მეტისმეტად ვაკნინებთ განგების ძალას და ჩვენს წარმოდგენებს ვაწერთ მას, რამეთუ არ გვესმის მისი და ჯავრი მოგვდის. მაგრამ მაინც გავიმეორებ, თუ მისი გაგება შეუძლებელია, მაშინ ძნელია პასუხი აგო იმაზე, რისი გაგების ნიჭიც ადამიანისთვის არ მიუციათ. ხოლო თუ ასეა, როგორ უდნა გამკიცხონ იმაზე, რომ ვერ შევძელი განგების ჭეშმარიტი ნებისა და კანონების ჩაწვდომა.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

როცა ნერვიული კაცი გაშმაგდება და წონასწორობას დაკარგავს, რაც გულში აქვს, ცინიკურად გადმოანთხევს ყველაფერს, მაშინ უკვე აღარავისა და აღარაფრის ერიდება, კიდეც უხარია, თუ აურზაურს და ალიაქოთს ატეხს, იქით ეცემა ხალხს, ვინაიდან გულში მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ერთი წუთის შემდეგ სამრეკლოდან გადმოვხტები და ყველა გაუგებრობას ამით გადავჭრიო. ამ მდგომარეობას ჩვეულებრივ ფიზიკური სისუსტე იწვევს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

გულისხმიერებას და ღირსებას გული ასწავლის და არა ცეკვის მასწავლებელი.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არიან ადამიანები, რომელთა მთლიანი დასურათება, მათი ტიპური და სახასიათო ბუნების ერთბაშად გადმოცემა ძნელი საქმეა, ესენი ის ადამიანებია, ვისაც ჩვეულებისამებრ „ჩვეულებრივ“ ადამიანებად, „უმრავლესობად“ ნათლავენ და ვინც ყოველი საზოგადოების მართლაც დიდ ნაწილს შეადგენს. თავიანთ რომანებსა და მოთხრობებში მწერლები უმეტესად ცდილობენ, რომ ტიპები საზოგადოების წიაღიდან აიღონ და მხატვრულ სახეებად წარმოგვიდგინონ. იმ ტიპებს საოცრად იშვიათად შეხვდება კაცი სინამდვილეში მთლიანად გამოკვეთილს და მიუხედავად ამისა თითქმის ნამდვილზე უფრო ნამდვილნი არიან.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მართლაც, იმაზე გულდასაწყვეტი არაფერია, როცა, ვთქვათ, მდიდარიცა ხარ, კარგი გვარიშვილიც, გვარიანი შესახედაობისაც, არც განათლება გაკლია, არც ჭკუა, არც თუ კეთილი გული და, ამავე დროს, ნიჭი არაფრისა გცხია, არაფრით გამოირჩევი, უხიაკსაც არავინ გიწოდებს, საკუთარი აზრი არ გაგაჩნია, ერთი სიტყვით, ხარ ის, „რაც ყველა“. სიმდიდრე გაქვს, ოღონდ არა როტშილდის; კარგი გვარი, მაგრამ არა გამორჩეული; შესახედაობა გვარიანი, მაგრამ დიდი არაფრის გამომხატველი; განათლება მშვენიერი, მაგრამ არ იცი, რაში გამოიყენო; ჭკუა მოუცია ღმერთს, მაგრამ საკუთარი „აზრები“ - არა; გული გაქვს, მაგრამ დიდსულოვნება - არა, ა.შ. და ა.შ. ყოველი მხრივ. ასეთი ადამიანები საოცრად ბლომადაა ამ ქვეყნად, იმაზე მეტი, ვინემ გვგონია. როგორც ყველა, ისინიც ორ თანრიგად იყოფიან: ერთნი საშუალო ჭკუისანი არიან, მეორენი „უფრო ჭკვიანნი“. პირველები უფრო ბედნიერნი გახლავენ. საშუალო ჭკუის „ჩვეულებრივი“ ადამიანისათვის, მაგალითად, იმაზე იოლი არაფერია, თავი არაჩვეულებრივ, ორიგინალურ კაცად წარმოიდგინოს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დატკბეს ამით. თუმცა „უფრო ჭკვიანნი“ თანრიგის ადამიანიც თავით ფეხამდე ორიგინალობის სურვილით არის შეპყრობილი. მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ შევნიშნეთ, ეს თანრიგი პირველზე გაცილებით უბედურია. საქმეც ისაა, რომ ჭ კ ვ ი ა ნ მ ა „ჩვეულებრივმა“ ადამიანმა თუნდაც წუთით (გინდ მთელი სიცოცხლე) თავი გენიოსად და ორიგინალურზე ორიგინალურად წარმოიდგინოს, გულის სიღრმეში ეჭვის პატარა ჭია მაინც უფუთფუთებს, და ამ ჭიას ხანდახან ჭკვიანი კაცი სრულ სასოწარკვეთამდე მიჰყავს. ხოლო თუ ბედს დამორჩილდა, გულში ჩამარხული პატივმოყვარეობა ერთიანად წამლავს და შხამავს. მეტწილად ამ ჭ კ ვ ი ა ნ თ ა თანრიგის ხალხის ბედ-იღბალი არც თუ ისე ტრაგიკულია. დიდი-დიდი სიცოცხლის მიწურულს ნაღველი გაუსივდეთ და ღვიძლი გაუფუჭდეთ. ესაა და ეს. მაგრამ ვიდრე დამორჩილდებიან და ქედს მოიდრეკენ, ეს ადამიანები მაინც ერთობ დიდხანს მიეთმოეთებენ, სიყმაწვილიდან მოყოლებული ქედმოდრეკის ასაკამდე და ისიც მხოლოდ ორიგინალობის წყურვილით.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ორიგინალობის სურვილი ზოგ პატიოსან კაცს თაღლითობასაც კი ჩაადენინებს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რა წამს ჩვენი ქალიშვილებიდან ზოგიერთმა თმა შეიკრიჭა, ლურჯი სათვალე წამოიცვა ცხვირზე და ნიჰილისტად მოინათლა, უმალ იწამეს, რომ სათვალეების წამოცმისთანავე საკუთარი „აზრებიც“ გაუჩნდათ. საკმარისია, ამა თუ იმ ადამიანს ერთი ბეწოთი მაინც მოეცხოს რომელიმე ზოგადსაკაცობრიო და პატიოსანი შეგრძნების ნიშატი, რომ დაუყოვნებლივ განიმსჭვალოს რწმენით, თითქოს მასავით არავინ გრძნობს უკვე, რომ საერთო განვითარებაში ის მოწინავე კაცს წარმოადგენს. საკმარისია, ამა თუ იმ ადამიანმა ზეპირად მოჰკრას ყური რაიმე აზრს ან რომელიმე წიგნის ერთი ფურცელი წაიკითხოს, რასაც თავი და ბოლო არ გააჩნია; რომ მაშინვე ირწმუნოს, თითქოს ეს „მისი საკუთარი აზრებია“ და საკუთარი ტვინის ნაყოფი. მიამიტობის უსირცხვილობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირდაპირ საკვირველებამდე აღწევს ამ შემთხვევაში; ამბავი ესე დაუჯერებელია, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე კი გვხვდება.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

უსირცხვილო მატყუარას უფრო დაუჯერებენ, თუ ენა უჭრის, ვინემ ღირსეულსა და დამსახურებულ კაცს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მირჩევნია უბედური ვიყო და ყველაფერი ვიცოდე, ვიდრე ბედნიერი და... გაბრიყვებული.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- როგორ იქნება, თქვენ და კეთილშობილება, არ გამოიჩინოთ! როცა თითს დაატაკებთ, მაშინ დაიჯერებთ! ძალიან გეზიზღებით ახლა?
- რატომ? იმიტომ რომ ჩვენზე მეტი იტანჯეთ და იტანჯებით?
- არა, იმიტომ რომ ამ ტანჯვის ღირსი არა ვარ.
- ვინც მეტი იტანჯა, მაშასადამე, ღირსიცაა მეტი ტანჯვის.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- თქვენის აზრით როგორ უნდა მოვკვდე?... რომ ჩემი სიკვდილი, ასე ვთქვათ, უფრო მადლიანი გამოვიდეს? აბა, მითხარით!
- გაიარეთ და შეგვინდეთ ბედნიერება!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

კათოლიციზმი არაქრისტიანული სჯულია, ეს ერთი! მეორეც, რომის კათოლიციზმი ათეიზმზე უარესი გახლავთ, აი, ჩემი აზრი! ათეიზმი მხოლოდ ნულს გვიქადაგებს, კათოლიციზმი კი უფრო შორს მიდის: წარყვნილ ქრისტეს გვიქადაგებს, მის მიერვე ცილდაწამებულსა და შეგინებულს, სულ სხვა, საწინააღმდეგო ქრისტეს! ის ანტიქრისტეს გვიქადაგებს, გეფიცებით, გარწმუნებთ! ეს ჩემი პირადი, ჩემი დიდი ხნის რწმენაა, რამაც მევე დამტანჯა... რომის კათოლიციზმს სწამს, რომ მთელი მსოფლიოს სახელმწიფო ძალაუფლების გარეშე ეკლესია ვერ მოიკიდებს ფეხს დედამიწაზე და გაჰყვირის კიდეც: Non possumus! ჩემი აზრით, რომის კათოლიციზმი სარწმუნოება კი არა, დიახაც დასავლეთ რომის იმპერიის გაგრძელებაა, ამიტომაც სარწმუნოებიდან დაწყებული ყველაფერს უმორჩილებს ამ აზრს. პაპმა იგდო ხელთ ქვეყანა, ამქვეყნიური ტახტი და მახვილს მოჰკიდა ხელი; მას აქეთ გრძელდება ასე, ოღონდაც მახვილს გაიძვერობა, სიცრუე, ფანატიზმი, ცრუმორწმუნეობა, ბოროტება დაემატა, ხალხის უწმინდესი, ალალი, გულუბრყვილო, მხურვალე გრძნობები სათამაშოდ გაიხადეს, ყოველივე ფულს ანაცვალეს ამქვეყნიურ უწმინდურ ძალაუფლებისთვის. მაშ ეს ანტიქრისტეს მოძღვრება არაა?! განა შეიძლება, ათეიზმი არ ეშვათ მათ? ათეიზმი მათგან იშვა, სწორედ რომის კატოლიციზმისგან: ათეიზმი, პირველყოვლისა, მათგან დაიწყო: განა შეეძლოთ საკუთარი თავი ეწამათ? ათეიზმს მათდამი ზიზღმა მოუმაგრა ძირი; იგი მათი სიცრუისა და მათი სულიერი უძლურების ნაყოფია! ათეიზმიო! ჯერჯერობით ჩვენში მხოლოდ განსაკუთრებულ ფენას აღარ სწამს, ნიადაგგამოცვლილთ. იქ, ევროპაში კი, უკვე ხალხის აურაცხელ მასას დაეკარგა რწმენა. ადრე უვიცობისა და ტყუილის მიზეზით, ახლა კი ფანატიზმის, ეკლესიისა და ქრისტიანული სიძულვილის წყალობით!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ეკლესიის ცალკეულ წარმომადგენლებზე არც არასოდეს მითქვამს რამე. მე რომის კათოლიციზმის არსზე ვამბობდი, რომზე ვამბობდი. განა შეიძლება ეკლესია სავსებით მოისპოს? ეს მე არასოდეს მითქვამს!
- გეთანხმებით, მაგრამ ეგ ყოველივე უკვე ცნობილია და არცაა... სალაპარაკო, ეგ ღვთისმეტყველების საქმეა...
- ო, არა, არა! მარტო ღვთისმეტყველებისა არა, მერწმუნეთ, არა! ეს გაცილებით უფრო მეტად გვეხება ჩვენ, ვინემ თქვენ გგონიათ. სწორედ ეგაა ჩვენი შეცდომა, რომ ჯერ კიდევ ვერ გვიგრძვნია, ეს რომ მხოლოდ ღვთისმეტყველების საქმე არ არის! სოციალიზმიც ხომ კათოლიციზმის და კათოლიკური არსის ნაყოფია! როგორც მისი ძმა ათეიზმი, ისიც სასოწარკვეთილებამ წარმოშვა, კათოლიციზმის საპირისპიროდ, რა არის, თავისით შეეცვალა რელიგიის დაკარგული ზნეობრივი ძალა, რა არის მოწყურებული კაცობრიობისთვის სულიერი წყურვილი მოეკლა და ქრისტეს მეოხებით კი არა, იგივე ძალადობით ეხსნა იგი! ესეც თავისუფლება გახლავთ, ძალადობით მოპოვებული, ესეც გაერთიანებაა მახვილისა და სისხლის საშუალებით! „არ იწამო ღმერთი, არ იქონიო საკუთრება, არ იქონიო შენი მე, fraternite ou la mort!“ ნათქვამია, საქმენი მათი გიმხილებენ მათ! ნუ გგონიათ, რომ ასე უბრალო და უვნებელი იყოს ეს ჩვენთვის; ო, ჩვენ გამკლავება გვჭირდება და რაც შეიძლება მალე! დასავლეთის საპირისპიროდ უნდა აღმობრწყინდეს ჩვენი ქრისტე, ვინც ჩვენ შევინარჩუნეთ და ვისაც ისინი არ იცნობენ! იეზუიტების ანკესს მონურად კი არ უნდა წამოვეგოთ, ჩვენ რუსული ცივილიზაცია უნდა მივაგებოთ, უნდა დავუდგეთ წინ, და ნურც იმას იტყვიან ჩვენში, მათი ქადაგება მშვენიერიაო.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჩვენში თუ ვინმემ კათოლიკობა იწამა, უთუოდ იეზუიტიც გახდება, ისიც ყველაზე ქვებუდანი; თუ ათეისტი გახდა, უთუოდ ძალადობით მოითხოვს რწმენის აღმოფხვრას, მაშასადამე, მახვილით! რისი ბრალია, რისგან წარმოსდგება ერთბაშად ასეთი სიშმაგე? ნუთუ არ იცით? იმიტომ რომ მან სამშობლო ჰპოვა, რომელიც აქ ვერ ნახა, და გაიხარა; ნაპირი, მიწა ნახა და საკოცნელად დაეწაფა! განა მარტო პატივმოყვარეობამ, მარტო საძრახისმა პატივმოყვარე გრძნობებმა წარმოშვა რუსი ათეისტები და რუსი იეზუიტები, არამედ სულიერმა გამწარებამ, სულიერმა წყურვილმა, ზენაარი საქმის, მყარი ნაპირის, სამშობლოს გულის შემჭმელმა ნატვრამ, ვინაიდან აღარ სწამთ სამშობლოსი, რამეთუ არც არასოდეს ჰქონიათ იგი! მერე და რა იოლია რუსი კაცისთვის ათეისტობა, უფრო იოლი, ვინემ სხვა დანარჩენებისათვის დედამიწის ზურგზე! ჩვენები განა უბრალოდ ათეისტები ხდებიან, არა, უთუოდ უნდა იწამონ ათეიზმი, ვითარც ახალი რწმენა, და სულაც ვერ ამჩნევენ, რომ იწამეს ნული. აი, რარიგ მოწყურებულნი ვართ! „ვინც თავისი მშობელი მიწა დაგმო, იმან თავისი ღმერთიც დაგმო“. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენში უგანათლებულესი ხალხი თვითგვემასაც კი მიმართავდა... თუმცა ამ შემთხვევაში თვითმგვემელობა რითაა უარესი ნიჰილიზმზე, იეზუიტიზმზე და ათეიზმზე? ვინ იცის, შინაარსით იმაზე ღრმაც იყოს! მაგრამ ნაღველსა და ნატვრას აი სადამდე მიჰყავდა კაცი!.. დაანახეთ კოლუმბის მოწყურებულ თანამგზავრებს „ახალი ქვეყნის“ ნაპირი, დაანახეთ რუს კაცს რუსული „ქვეყანა“, მიეცით საშუალება აღმოაჩინოს ეს ოქრო, ეს განძი, მისგან მიწაში ჩაფლული! აჩვენეთ მას მომავალში მთელი კაცობრიობის განახლება და მკვდრეთით აღდგომა ვინძლო მხოლოდ ერთი რუსული აზრის, რუსული ღმერთისა და ქრისტეს მეოხებით და ნახავთ, რა გოლიათი ბუმბერაზი, ალალი, ბრძენი და სათნო აღიმართება განცვიფრებული მსოფლიოს წინაშე, განცვიფრებულისა და შეშინებულის, ვინაიდან ჩვენგან ისინი მხოლოდ მახვილს, მახვილსა და ძალმომრეობას გამოელიან, ვინაიდან, საკუთარი თავის მაგალითით, ჩვენ ბარბაროსებად გვსახავენ. ასეა დღემდე, რაც ხანი მიდის, უფრო მეტად!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ეგ მახარებს სწორედ, რომ დავრწმუნდი, აუარება კი არა და ყველა ცოცხალ მასალას წარმოადგენთ. ან რა სასირცხოა, სასაცილონი თუ ვართ! ჩვენ ხომ მართლაც სასაცილო, ქარაფშუტა ხალხი ვართ, ცუდი ჩვევების პატრონი, არაფერი გვახარებს, არც თვალი გვიჭრის, არც გაგება გვაქვს, ყველა ერთმანეთს ვგავართ ამაში, თქვენც, მეც, ისინიც! ხომ არ გწყინთ, პირში რომ გეუბნებით, სასაცილო ხართ-მეთქი? ხოლო თუ არ გწყინთ, მაშ განა მასალა არა ხართ? იცით, ჩემის აზრით, სასაცილო კაცობა ზოგჯერ უკეთესიც კია: უფრო იოლად შევუნდობთ ერთმანეთს და უფრო იოლად მოვიდრეკთ ქედს; ვის შეუძლია ერთბაშად ჩაწვდეს ყველაფერს, სრულყოფილი ვინ დაბადებულა? სრულყოფილი რომ გახდე, ჯერ ბევრი რამ უნდა არ გესმოდეს! მალე გაგება კი, ვინძლო, ცუდად გაგებას ნიშნავს. ამას თქვენ გეუბნებით, ვინც ამდენის გაგება და... არ გაგება შესძელით.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ვინა თქვა, ადამიანი უბედური შეიძლება იყოსო? რა ბედენაა ჩემი დარდი და გაჭირვება, თუკი ბედნიერი შემიძლია ვიყო? იცით, ვერ გამიგია, რა გულით უნდა ჩაუარო ხეს, შეხედო და ბედნიერება არ იგრძნო? ელაპარაკო კაცს, გიყვარდეს იგი და ამან არ გაგაბედნიეროს! რამდენი მშვენიერი საგანი კი გვხვდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რაიც ყველაზე გზადაკარგულ ადამიანსაც თვალს მოსტაცებს? შეხეთ ბავშვს, შეხეთ დალოცვილ განთიადს, ბალახს, როგორ იზრდება იგი, თვალებს, რომ გიცქერიან და უყვარხართ...

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მარტო სიმართლეს უყურებთ?! მაშასადამე არასწორად სჯით.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიყვარული სიყვარულის წილ.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე


ძმები კარამაზოვები (1880)

რედაქტირება
 
ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს.
  •  

ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თქვენი თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს, ყველაზე უწინარეს განაწყენდება. განაწყენება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ასე არ არის? თანაც ხომ იცის, რომ არავის უწყენინებია და წყენას თავად მიეცა, ყოველივე თავად შეთხზა და შესაფერადებლად მოიგონა, თავად გააზვიადა, რათა სასურველი სურათი შეექმნა, სიტყვას გამოეკიდა და წვრილმანი მსხვილმანად აქცია, - ეს თავადაც იცის, მაგრამ მაინც ყველაზე უწინარეს განაწყენდება, უკიდურესი ტკბობის შეგრძნებამდე განაწყენდება, ხოლო შედეგად ნამდვილი მტრობა ეუფლება...

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი, ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არა მარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არა მარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა?
- დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება.
- ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური!
- რატომ უბედური?
- იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება.
- შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია...
- მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

უდიდეს ძალად გაერთიანებულმა საერთო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, ყველაფერი განიხილა, რაც კი ჩვენთვის წმინდა წიგნებში ზეცითაა ნაანდერძევი და მკაცრი ანალიზის შემდეგ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს ხელში აღარაფერი შემორჩათ იმისგან, რაც ადრე წმიდათაწმიდა იყო. მაგრამ ისინი ნაწილნაწილ განიხილავდნენ, მთლიანი კი თვალთაგან გამორჩათ, თანაც გასაოცარი სიბრმავით. რამეთუ მთლიანი მათსავე თვალთა წინაშე როგორც უწინ, ახლაც ურყევად დგას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ. განა იგი ცხრამეტ საუკუნეს არ ცოცხლობდა და განა ახლა არ ცოცხლობს ცალკეული ადამიანებისა თუ ხალხთა მასების სულის მიმოქცევაში? თვით მათი სულის მიმოქცევაშიც ურყევად ცოცხლოს კვლავინდებურად! რამეთუ ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა, ისინი ისეთივენი დარჩნენ, რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ, ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება, ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა. როცა კი შექმნას შეეცადნენ, ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ცოდვისა, თუნდაც მაშინ, როცა შეიცნობთ, ოღონდაც მოინანიეთ და ღმერთს პირობას ნუ დაუთქვამთ. კვლავ გეუბნებით - ნუ გაამაყდებით. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ავის მქადაგებლებს, მატერიალისტებს, მათ შორის ღვარძლიანებსაც კი, არათუ კეთილებს, რამეთუ ბევრი მათგანი კეთილია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ... გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ, რამეთუ ძილსა და სიზარმაცეს თუ მიეცემით მოზიზღნი, გაამპარტავნებული და, რაც უარესია, ანგარებადაუფლებულნი, მაშინ ყოველი ქვეყნიდან მოვლენ და სამწყსოს წაგგვრიან. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ... მექრთამეობას განეშორეთ... ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით... გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ...

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ის, რაც საკუთარ არსებობაში სიბილწედ მიგაჩნიათ, უკვე განიწმინდება, თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგათრობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისაგან განსხვავებით, ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების მსწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარი მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის კი მთელი მეცნიერებაა. მაგრამ აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, - გიწინასწარმეტყველებთ, რომ იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წაგმართავთ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ბებერ მოთამაშეთ, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: „ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

წლები და თვეები რა არის, დღეების თვლა რა საჭიროა, ადამიანს ერთი დღეც ეყოფა, ბედნიერება მთლად რომ შეიგრძნოს. ჩემო კარგებო, რას ვდაობთ, ერთმანეთთან თავს რად ვიქებთ, ერთმანეთზე წყენას გულში რად ვიჩერებთ? გვირჩევნია, ბაღში გავიდეთ, ვისეირნოთ და ვინავარდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი ვაქოთ, ერთმანეთს ვკოცნიდეთ და სიცოცხლეს ვლოცავდეთ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ. სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ. ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ. მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე... მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს...

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ჯოჯოხეთი რა არის?
ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ცხოვრება ცრემლიანი მორჩილება კი არა, დიადი სიხარულია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ძნელად სატვირთველი ტვირთი ყველას კუთვნილი ვერ იქნება, ზოგნი ვერ გაუძლებენ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თომამ იმიტომ კი არ ირწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა, არამედ იმიტომ, რომ მანამდე თვითონ უნდოდა ერწმუნა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს „ძვირფასის ძიების“ უნარი გააჩნია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მე ვარ და მე მიყვარს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მსჯავრს ვდებ ჩემს სიცოცხლეს და ვზღავ სიცოცხლით ამ მსჯავრისთვის.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ვისაც ადამიანი უყვარს, მას მათი სიხარულიც უნდა უყვარდეს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ქრისტე ადამიანთა მწუხარებას კი არა, სიხარულს ეწვია, პირველი სასწაულის ქმნით ადამიანთა სიხარულს შეეწია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მიწა სიხარულის ცრემლებით დანამე და შეიყვარე ცრემლები შენი.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რა შემზარავ ტრაგედიებს უწყობს ადამიანებს რეალიზმი.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუმცაღა ყველაზე უადგილო ფიქრმა იქნებ სიკვდილით დასასჯელ დამნაშავესაც გაუელვოს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ ზეციური პურისთვის ათასი ან თუნდაც ათი ათასი გამოგყვება, იმ მილიონებს რა ეშველება, რომელთაც უარი ვერ თქვეს მიწიურ პურზე ზეციურის სანაცვლოდ? თუ შენთვის მხოლოდ ის ათი ათასი ძლიერი და დიადია ძვირფასი, მილიონები კი, ქვიშასავით მრავალრიცხვოვანი სუსტი, მაგრამ შენი მოყვარული მილიონები მხოლოდ იმ დიადთა გამოსადეგარი მასალაა?

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყველანი თითქოს ოდესღაც შეთანხმებულან, რომ ამის თაობაზე ეცრუათ და აქამდე ცრუობენ, რომ სისაძაგლე სძულთ, გულში კი უყვართ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შეიძლება ამ კატორღელ კაცს ჩამკვდარი გული აღუდგინო და აუღორძინო, შეიძლება წლობით ულოლიავო და ბოლოს ბუნაგიდან მზის სინათლეც გამოიყვანო, უკვე ამაღლებული სული, განაწამები ცნობიერება, ანგელოზი აღადგინო, გმირი ააღორძინო! ისინი კი მრავალი, ასობით არიან. ჩვენ ყველანი კი მათ გამო დამნაშავენი ვართ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჩვენი დიადი მწუხარებით კვლავ აღვადგენთ სიხარულს, ურომლისოდაც ადამიანის არსებობა არ შეიძლება, ღმერთი კი არის, რამეთუ ღმერთი გვანიჭებს სიხარულს, ეს მისი დიდი პრივილეგიაა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდაც ჩემს თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში - ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული - მაგრამ ვარსებობ! მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის, ეს მთელი სიცოცხლეა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

აბა სცადე და ქალის წინაშე დანაშაული აღიარე, იმავ წუთს საყვედურებს სეტყვასავით დაგაყრის! პირდაპირ, უბრალოდ არაფრის დიდებით არ გაპატიებს. დაგამცირებს, მოგმჩვარავს, რაც არ ყოფილა, იმასაც გიანგარიშებს, ყველაფერს მოხვეტავს, არაფერს დაივიწყებს, თავისას დაუმატებს და მერეღა გაპატიებს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

დაძალებულ რწმენას რა ფასი აქვს? რწმენას არ შველის არავითარი საბუთი, განსაკუთრებით მატერიალური.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სატანა ვარ და ყოველივე ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიმართლე თითქმის ყოველთვის არამახვილგონივრულია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შენ იცი, რომ ეშმაკი ვარ და რომ ვარსებობ, შენ მუდამ ბრაზობ, მე კი გიმეორებ, მთელ ვარსკვლავზედა ცხოვრებას, ყოველ წოდებას დავთმობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჭრის შვიდფუთიანი ცოლის სულად გარდავსახულიყავი და ღმერთისთვის სანთელი დამენთო.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მოპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძოებანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებულია, ეროვნულია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანს ზნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი, ათასწლოვანი იარაღი, შესაძლოა, ორლესურ მახვილად გადაიქცეს, ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად, პირიქით, უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა თავისუფლებამდე მიიყვანოს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ ჩვენი წილხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური, ამქვეყნად ხომ იქ, სადღაც, მაინც არის წმინდანი და უმაღლესი; სამაგიეროდ, ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ, მან იცის სიმართლე; მაშასადამე ამ ქვეყნად სიმართლე არ კვდება, ჰოდა, ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელს დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღთქმულია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ხალხმა მდუმარე და მრავლისმომთმენი მწუხარება იცის. ეს მწუხარება გულში ჩაგუბდება და დუმს. მაგრამ არის ბობოქარი მწუხარება, გულდარდიანს ცრემლები რომ წასკდება და მალე მოთქმა-გოდებად გადაიქცევა. ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ. მაგრამ ეს მდუმარე მწუხარებაზე იოლი არ არის. დამწუხრებულს მოთქმა-გოდება გულს უფრო მეტად უწამლავს და უკლავს. ასეთი მწუხარება ნუგეშს კი არ ესწრაფვის, პირიქით, ტკივილის დაუამებლობით საზრდოობს. მოთქმა-გოდება მოთხოვნილებაა ჭრილობის განუწყვეტელი გაღიზიანებისა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიენები ბედნიერებისათვის არიან შექმნილნი და ვინც სრულად ბედნიერია, მას პირდაპირ შეუძლია თქვას: „ამქვეყნად ღვთის აღთქმა შევასრულეო“. ყველა უმწიკვლო, ყველა წმინდანი, ყველა წმინდა მოწამე ბედნიერი იყო.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- იცით, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: თუ ყველას სწამს, ეს აზრი საიდან გაჩნდა? გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყოველივე ბუნების მრისხანე ძალთა წინაშე შიშმა გამოიწვია და ყოველივე ეს არ არსებობს. ჰოდა, ვფიქრობ, მთელი სიცოცხლე მჯეროდა - მოვკვდები და უცებ აღარაფერი იქნება, მხოლოდ „ძირხვენა ამოვა საფლავზე,“ ეს შემზარავია! როგორ დავიბრუნო რწმენა, როგორ? თუმცაღა, მხოლოდ მაშინ მწამდა, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი და მექანიკურად მწამდა... ახლა იმიტომ მოვედი, რომ გკითხოთ, ეს რით უნდა დამტკიცდეს? ამ შემთხვევასაც თუ გავუშვებ ხელიდან, ჩემს სიცოცხლეში უკვე ვეღარავინ მიპასუხებს. რით უნდა დამტკიცდეს, რით უნდა დარწმუნდე? რა უბედურება მხვდა წილად! ვდგავარ და ირგვლივ ვხედავ, რომ ყველასთვის, თითქმის ყველასთვის, ყველაფერი სულ ერთია, ამაზე ახლა აღარავინ წუხს; მხოლოდ მე, ერთადერთს არ შემიძლია ამის გადატანა. ეს მომაკვდინებელია, მომაკვდინებელია!
- ნამდვილად მომაკვდინებელია. მაგრამ დამტკიცება არაფრისა შეიძლება, რომ დარწმუნდე, ეს კი შეიძლება.
- როგორ? რანაირად?
- ქმედითი სიყვარულის გამოცდილებით. შეეცადეთ, მოყვასი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას მით უფრო ირწმუნებთ. თუ მოყვასთა თქვენთა სრული თანგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ზუსტად ასეთივე რამ, თუმცა დიდი ხნის წინ, მითხრა ერთმა ექიმმა, უკვე ხნიერმა და უდავოდ ჭკვიანმა კაცმა. ისიც თქვენსავით გულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ სევდიანად ხუმრობდა. ამბობდა, კაცობრიობა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისა მევე მიკვირსო: რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა ზოგადად, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ადამიანი კერძოდ, ანუ ცალ-ცალკე, როგორც განცალკევებული პიროვნებანი. ოცნება ხშირად კაცობრიობის მსახურების მგზნებარე წადილით აღმავსებდა და, შესაძლოა, ხალხის გულისთვის თავიც გამეწირა, თუკი უეცრად ეს საჭირო გახდებოდა. ამავე დროს, ერთ ოთახში ვინმესთან ერთად ორ დღესაც კი ვერ გავძლებ; ეს გამოცდილებით ვიცი. ოდნავი სიახლოვეც კი ვინმესი თავმოყვარეობას მილახავს, თავისუფლებას მიბორკავს. საუკეთესო ადამიანსაც კი ერთ დღეში შევიძულებ: ერთს იმის გამო, რომ სადილობისას ჭამა ვერა და ვეღარ მოათავა, მეორეს იმის გამო, რომ სურდო აქვს და ცხვირს წარამარა იხოცავს. გამეკარება თუ არა ვინმე, უმალ მის მტრად გადავიქცევი. სამაგიეროდ, აი, ნიადაგ რა მემართება: ცალკეულ ადამიანებს რაც უფრო მეტად შევიძულებ, კაცობრიობის მიმართ ჩემი სიყვარული მით უფრო მგზნებარებას იძენსო.
- მაშ რა უნდა ქნა? ასეთ დროს რა უნდა ქნა? სასოწარკვეთას უნდა მიეცე?
- არა, რამეთუ ისიც კმარა, რომ ამის გამო წუხილი გიპყრობთ. ის ჰქმენით, რაც შეგიძლიათ, რადგან საკუთარ თავს ასე გულწრფელად და ღრმად ჩაუკვირდით! ოღონდ თუ ახლა ასე გულწრფელად მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდით, რომ ჩემგან შექება დაგემსახურებინათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ქმედითი სიყვარულის ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველივე მხოლოდ ოცნებად დაგრჩებათ და მთელი თქვენი ცხოვრება მოჩვენებასავით გაიელვებს და გაქრება. ასე, რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებასაც დაივიწყებთ და ბოლოს როგორღაც დამშვიდდებით.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მე ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენამდე შეწონასწორებულ მდგომარეობას, რამეთუ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. სასულიერო პირი, რომელსაც შევედავე, ამტკიცებს, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვეკამათები, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უდნა დაისახოს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა, - განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა. ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: „მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო,“ - აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: „ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია, ყველა ცრუ ეკლესიაა და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო.“ ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებს და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება. არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს?
- მაინც რა არის ეს? ახლაც ვერ გამიგია, - შეაწყვეტინა მიუსოვმა, - ისევ რაღაც ოცნებაა. უფორმო რაღაცაა და გაგება შეუძლებელია. რა განკვეთა, როგორი განკვეთა? მე მგონი, უბრალოდ, თავის შესაქცევად ლაპარაკობთ, ივან ფიოდოროვიჩ.
- ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, - უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, - ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება.
- ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? - უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა.
- აი, ამნაირად, - წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. - ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარ გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არც ერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიის წინაშე. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიას წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდეგ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებით კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამართლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არა მარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებს, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, - ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ეკლესია არ გადიქცევა სახელმწიფოდ! ეს რომია და მისი ოცნება. ეს ეშმაკის მესამე ცდუნებაა! პირიქით, სახელმწიფო გარდაიქცევა ეკლესიად, ეკლესიამდე აღმაღლდება და ეკლესია იქნება მომცველი მთელი ქვეყნიერებისა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ის „უწმინდური,“ „ცუდი ყოფაქცევის ქალი,“ შესაძლოა, თავად თქვენზე წმინდა იყოს, თავის ხსნისთვის მზრუნველო ბატონო მღვდელმონაზვნებო! - შეუტია ფიოდორ პავლოვიჩმა. - იქნებ სინორჩისას იმსხვერპლა საზოგადოებამ. მაგრამ მან „შეიყვარა ფრიად,“ ხოლო ვინც ფრიად შეიყვარა, მას ქრისტემაც შეუნდო...
- ქრისტეს ასეთი სიყვარულის გამო არ შეუნდვია... - ვეღარ მოითმინა და შესძახა თვინიერმა მამა იოსებმა.
- არა, ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ ამ სიყვარულის გამო, ბერებო, ამ სიყვარულის გამო! თქვენ აქ კომბოსტოთი გწადიათ, თავი იხსნათ და გგონიათ, რომ წმინდანები ხართ! ლიფსიტებს ჭამთ, დღეში თითო ლიფსიტას, და გგონიათ, რომ ღმერთს გულს მოუგებთ!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შენთან არს ქრისტე. დაიფარე გულსა შინა შენსა და ისიც დაგიფარავს. დიად მწუხარებას იხილავ და მწუხარებასა შინა იქნები ბედნიერი. ამას გიანდერძებ: მწუხარებაში ეძიე ბედნიერება. იღვაწე, დაუცხრომლად იღვაწე.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სალოსებმა ასე იციან: სამიკიტნოს წინ პირჯვარს იწერენ, ტაძარს კი ქვას უღერებენ. შენი ბერ-მოძღვარიც ამას სჩადის: წმინდანს ჯოხის ცემით გააგდებს, ხოლო მკვლელს თავდახრით დაუჩოქებს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

კაცს შეუყვარდება რაიმე სილამაზე, ქალის სხეული, ანდა ქალის სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი (ამას ავხორცი მიხვდება), ჰოდა, ეს სიყვარული გააწირვინებს საკუთარ შვილებს, დედ-მამასა და სამშობლოს; პატიოსანი კაცი იქურდებს, თვინიერი ყელს გამოსჭრის ვინმეს, ერთგული მოღალატედ გადაიქცევა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

წმინდა ბერო, მზა ლუკმისთვის მონასტერში კი ნუ ხარ გამოკეტილი და ჯილდოს იქ, მაღლა კი ნუ ელი, ცხოვრებაში იყავი სათნო და საზოგადოებას სარგებლობა მოუტანე, - აი ეს უფრო ძნელი იქნება.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

იმის ატანა არ შემიძლია, რომ ზოგნი, ამაღლებული სულისა და მაღალი გონების მქონენიც კი, მადონას იდეალით იწყებენ და სოდომის იდეალით ამთავრებენ. უფრო შემზარავია, როცა ვინმე, სულში უკვე სოდომის იდეალის მქონე, არც მადონას იდეალს უარყოფს, გულში ეს იდეალი უღვივის, ჭეშმარიტად უღვივის, როგორც სიყრმის უმწიკვლო წლებში. ეშმაკმა უწყის, ეს რა არის! რაც გონებას სამარცხვინოდ მიაჩნია, გულს ჭეშმარიტ მშვენიერებად ესახება. მშვენიერება სოდომშია? დამიჯერე, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სოდომშია. საშინელებაა, რომ მშვენიერება მხოლოდ შემზარავი კი არა, საიდუმლოებით მოცულიცაა. აქ სატანა და ღმერთი იბრძვიან, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

კაცმა ზოგჯერ აღტაცების გამო შეიძლება თავი მოიკლას.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ნუთუ ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს, მის ირგვლივ მყოფთა შორის სიცოცხლის ღირსი ვინ არის და ვინ ნაკლებად ღირსია?
- ღირსია თუ არა, ამის მიხედვით გადაწყვეტა რა საჭიროა? ადამიანთა გულებში ეს საკითხი უმეტესად იმის მიხედვით კი არ წყდება, ვინ რისი ღირსია, არამედ სხვა, ბევრად უფრო ბუნებრივი მიზეზით. ხოლო თუ უფლებაზე მიდგება საქმე, სურვილის უფლება ვიღას არა აქვს?

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჩემო კეთილნო, უწყოდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უეჭველად დამნაშავეა ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის მაგიერ არა მარტო ზოგადი მსოფლიო დანაშაულის გამო, არამედ თითოეული პირადად მთელი ხალხისა და ყოველი ადამიანის განვლილი გზისა. რამეთუ ბერები სხვანაირნი კი არა, ისეთივენი არიან, როგორც მართებს ამქვეყნად ყოველ ადამიანს. მხოლოდ მაშინ აღგევსება გული უსასრულო, ქვეყნიერების მომცველი, ზღვარდაუდებელი სიყვარულით. ყოველი თქვენგანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, მთელი სამყარო სიყვარულით მოიპოვოს და ცრემლით თავისით მსოფლიო ცოდვანი განრეცხოს...

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიბილწეს ყველა აგინებს, ყველანი კი მაინც სიბილწეს ეტანებიან.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

კატერინა ივანოვნას არასოდეს ვყვარებივარ! მე რომ მიყვარს, ეს ყოველთვის იცოდა, თუმცა მასთან ჩემს სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ დამცდენია. იცოდა, მაგრამ არ ვუყვარდი! მისი მეგობარიც არასოდეს, ერთ დღესაც არ ვყოფილვარ; ზვიად ქალს ჩემი მეგობრობა არ ესაჭიროებოდა. ახლოს მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ გამუდმებით შური ეძია. შურს იძიებდა იმ შეურაცხყოფათა გამო, რასაც გამუდმებით, ყოველ წუთას დიმიტრისგან იტანდა მათი პირველი შეხვედრიდან დღემდე... იმიტომ რომ პირველი შეხვედრაც მის გულში შეურაცხყოფად ჩარჩა. აი, როგორი გული აქვს! მე ახლა მივდივარ, კატერინა ივანოვნა, მაგრამ იცოდეთ, რომ მართლა მხოლოდ იგი გიყვართ. თანაც, რაც უფრო მეტად შეურაცხგყოფთ, მით უფრო მეტად და მეტად გეყვარებათ. აი, ეს არის თქვენი თვითგვემა. იგი სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის, გიყვართ თქვენი შეურაცხმყოფელი. თუ გამოსწორდება, უმალ მიატოვებთ და მისი სიყვარული საერთოდ გაგიქრებათ. იგი გჭირდებათ, რათა მისდამი თქვენს თავგანწირულ ერთგულებას განუწყვეტლივ ჭვრეტდეთ, ხოლო მას ორგულობას უსაყვედურებთ. ეს ყოველივე თქვენი ზვიადობის გამოა. ოჰ, აქ მრავალგზის დამცირება და დამდაბლებაა, მაგრამ ყოველივე ზვიადობის შედეგია... მე ძალზე ახალგაზრდა ვარ და ძალზე ძლიერად მიყვარდით. ვიცი, რომ ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, უბრალოდ განგშორებოდით და ეს თქვენც ნაკლებად შეურაცხგყოფდათ. მაგრამ მე ხომ შორს მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები. მე ხომ სამუდამოდ გშორდებით... არ მსურს, თვითგვემის დამსწრე ვიყო... მშვიდობით, კატერინა ივანოვნა, ჩემზე არ უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ მე თქვენზე ასჯერ მეტად ვარ დასჯილი: დასჯილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარასოდეს გიხილავთ. მშვიდობით. ხელს ნუ გამომიწვდით. თქვენ ძალზე შეგნებულად მტანჯავდით და ახლა არ ძალმიძს, რომ შეგინდოთ. მერე შეგინდობთ, ახლა კი ხელს ნუ გამომიწვდით. Den Dank, Dame, begehr ich nicht, - ჯილდო არ მჭირდება, ქალბატონო.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

დამცირებულ კაცს ძალიან უმძიმს, ყველანი კეთილიმსყოფლებივით რომ დაუწყებენ ცქერას.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანებზე ერთთავად როგორც ბავშვებზე, ისე უნდა ვმზრუნველობდეთ, ხოლო ზოგს როგორც საავადმყოფოში ავადმყოფებს, ისე უნდა ვუვლიდეთ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუნდაც ცხოვრების რწმენა დავკარგო, საყვარელმა ქალმა იმედი გამიცრუოს, ქვეყნიერებაზე წესრიგი თუა, აღარ მჯეროდეს, პირიქით, თუნდაც დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მოუწესრიგებელია, დაწყევლილია და ყველგან ეშმაკური ქაოსი სუფევს, ამქვეყნად ყოველივეზე გული რომ გამიტყდეს, სიცოცხლის წყურვილი მაინც არ გამინელდება და რაკიღა ამ თასს დავეწაფე, აღარც მოვცილდები, ვიდრე მთლად არ დავცლი!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიცოცხლე მწყურია და ვცოცხლობ თუნდაც ლოგიკის საპირისპიროდ. ამქვეყნიური წესრიგი, ვთქვათ, არ მწამს, მაგრამ მიყვარს გაზაფხულზე გაფურჩქნული კვირტები. ლურჯი ცა, მიყვარს ზოგი ადამიანი, რომელიც, თუ დამიჯერებ, ზოგჯერ არც კი ვიცი, რატომ მიყვარს, მაგრამ გულით მაინც ძველებურად ვეთაყვანები.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე უნდა შეიყვარო.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი - აზრი ღმერთის აუცილებლობაზე - გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი?

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი? ეს საკითხი სრულიად უჩვეულოა მხოლოდ სამი განზომილების გაგების უნარით შექმნილი გონებისათვის. მაშასადამე, ღმერთს ვაღიარებ, თანაც ხალისით, უფრო მეტიც, ვაღიარებ მის სიბრძნეს, მის მიზანსაც, ჩვენთვის სრულიად შეუცნობელს, მწამს წესრიგიანობა და აზრი ცხოვრებისა, მწამს მარადიული ჰარმონია, რისკენაც თითქოს ყველა მივემართებით, მწამს სიტყვა, რომლისკენაც სამყარო მიისწრაფვის და რომელიც თვით იყო ღმერთთან და რომელიც თვით არის ღმერთი. მგონი, სწორ გზას ვადგავარ, არა? მაგრამ, წარმოიდგინე, საბოლოო ჯამში ღმერთის საუფლო ქვეყნიერებას არ ვაღიარებ და არ შემიძლია, რომ ვცნო. ამასაც დავუმატებ: ყრმასავით მწამს, რომ ტანჯვა დასრულდება და წყლულებები მოშუშდება, ადამიანთა წინააღმდეგობის მთელი სამარცხვინო კომიზმი უსუსური მირაჟივით, უძლური და კნინი გონების მონაჩმახივით, ადამიანის ევკლიდური გონების ატომივით გაქრება და ბოლოს, სამყაროს ფინალში, მარადიული ჰარმონიის ჟამს, ქვეყნიერებას მოევლინება რაღაც ისეთი ძვირფასი, რაც ყველას გულს აღავსებს, ყოველნაირ გულისწყრომას დააცხრობს, რაც იკმარებს კაცთა მთელი ბოროტების, მათგან დაღვრილი მთელი სისხლის გამოსასყიდად, იკმარებს არა მარტო შესანდობად, არამედ გასამართლებლადაც იმისა, რაც ადამიანებს ჩაუდენიათ, - დაე, ეს მოხდეს, დაე, ეს მოგვევლინოს, მაგრამ მე ამას არ ვაღიარებ და არც მინდა, ვაღიარო! პარალელური ხაზები თუნდაც შეერთდეს და ეს თავად დავინახო: დავინახო და ვთქვა, რომ შეერთდა, მაინც არ ვაღიარებ. აი, ალიოშა, ჩემი მრწამსი, აი, ჩემი თეზისი.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვერპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმლების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად არ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), - ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და მას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, - გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემი ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, როგორიც ადამიანია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

გაივლის საუკუნეები და კაცობრიობა თავისი სიბრძნისა და მეცნიერების პირით იტყვის, რომ დანაშაულობანი არ არსებობს და, მაშასადამე, არც ცოდვა არსებობს, არიან მხოლოდ მშიერნი. „დააპურე და სათნოება მერე მოსთხოვე!“ - აი, რას დააწერენ იმ დროშაზე, რომელსაც შენს წინააღმდეგ აღმართავენ და რომლითაც შენი ტაძარი დაემხობა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის დაეუფლება, ვინც მის სინდისს დაამშვიდებს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

გათავისუფლებული ადამიანისთვის იმაზე უფრო გამუდმებული და მტანჯველი საზრუნავი არა არის რა, როგორც კი თავისუფალი შეიქნება, სასწრაფოდ მოძებნოს ის, ვისაც თაყვანი უნდა სცეს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ამქვეყნად სამი ძალა, მხოლოდ სამი ძალა არსებობს, რის მეშვეობითაც შესაძლოა ამ ძალნაკლულ მეამბოხეთა სინდისის საუკუნოდ ძლევა და მოხიბვლა მათივე ბედნიერებისთვის. - ეს სამი ძალაა: სასწაული, საიდუმლოება და ავტორიტეტი.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანი სასწაულს ოდნავ უარყოფს თუ არა, უმალ ღმერთსაც უარყოფს, რამეთუ ადამიანი ღმერთს ისე არ ეძიებს, როგორც სასწაულს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მზის ამოსვლას ყოველდღიურად შევხარი, ჩემი გული ყოველდღიურად უმღერის, მაგრამ უკვე უფრო მეტად მზის ჩასვლა, მისი გრძელი, ალმაცერი სხივები მიყვარს, მასთან ერთად წყნარი, თვინიერი, გულის ამაჩუყებელი მოგონებანი, საყვარელი სახებანი, რაც ხანგრძლივი და კურთხეული სიცოცხლის მანძილზე გულში ჩამრჩენია - ხოლო ყველაფერს გულის მომლბობი, შემრიგებელი, ყოვლის შემნდობი ღვთიური სიმართლე ასხივოსნებს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

უბირი კაცის გულში ჩაგდებული თესლი არ მოკვდება, მარად იცოცხლებს, წყვდიადსა და ცოდვათა წიაღში ნათელი წერტილივით იკიაფებს, როგორც დიადი შეგონება.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ვისაც ღმერთი არ სწამს, ღვთის ხალხისაც არაფერს ირწმუნებს. ვინც ღვთის ხალხისას ირწმუნებს, იმასაც განჭვრეტს, რაც ხალხისთვის წმინდათაწმიდაა, თუნდაც მისი რწმენა მანამდე სრულებით არ ჰქონდეს. მხოლოდ ხალხი და მისი მომავალი სულიერი ძალა მოაქცევს მშობლიური მიწიდან მოწყვეტილ ჩვენს ათეისტებს. რა არის ქრისტეს სიტყვა მაგალითის გარეშე? ხალხი ღვთის სიტყვის გარეშე დაიღუპება, რამეთუ მის სულს სიტყვა და ყოველგვარი მშვენიერების აღქმა სჭირდება.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყოველივე ღვთიური რა კარგი, რა დიდებულია!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანის გარდა ყოველივე სრულყოფილია, უცოდველია და ჩვენზე უწინარეს მათთანაა ქრისტე, რამეთუ სიტყვა ყველასთვისაა, ყოველი ქმნილება და ყოველი არსი, ყოველი ფოთოლი სიტყვისკენ მიისწრაფის, ღმერთს სადიდებელს უგალობს, ქრისტეს გამო ტირის, თავისდა უცნობელად იდუმალ, უცოდველ არსებობას აღასრულებს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შეუმზადებელი ერისკაცი სირცხვილისკენ ისეა მიდრეკილი, ზოგჯერ თავისი უსამართლიანესი საქციელისაც რცხვენია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მამანო და მოძღვარნო, რა არის ბერი? განათლებულ სამყაროში ზოგნი ამ სიტყვას ჩვენს დროში დაცინვით წარმოთქვამენ, ზოგნი კი სალანძღავად. რაც ხანი გადის, ეს უფრო მატულობს. მართალია, ოჰ, რა მართალია! ბერთა შორის მრავლად არიან მუქთახორები, ფუფუნების მოყვარენი, გემოთმოყვარულნი და თავხედი მაწანწალები. ამას მიგვითითებენ განათლებული ერისკაცნი: „თქვენ უქნარები და საზოგადოების უსარგებლო წევრები, სხვისი ნაოფლარით მცხოვრებნი, უსინდისო მათხოვრები ხართო“. ამ დროს ბერთა შორის რამდენნი არიან თავმდაბალნი და თვინიერნი, განმარტოებისა და მყუდროებაში მგზნებარე ლოცვის მსურველნი. განმარტოებით მყოფთ უძველეს მამათა, მოციქულთა და წამებულთაგან ღვთიური სიმართლის სიწმინდით გადმოცემული ქრისტეს სახება დიდმშვენიერად და შეურყევლად აქვთ გულში ჩამარხული და როცა საჭირო იქნება, წარმოუჩენენ სიმართლეშერყეულ ქვეყნიერებას. დიადია აზრი ესე. ვარსკვლავი ესე აღმოსავლეთით აღმობრწყინდება. ამას ვფიქრობ ბერზე და ნუთუ ეს მცდარია, ნუთუ ქედმაღლურია? შეხედეთ ერისკაცებს და ღვთის ხალხზე ყოველგნით განდიდებულთა სამყაროს, ღვთის სახება და მისი სიმართლე იქნებ იქ დამახინჯდა? მათ მეცნიერება აქვთ, ხოლო მეცნიერებას მხოლოდ ის გააჩნია, რაც გრძნობებს ექვემდებარება. ხოლო სულიერი სამყარო, ადამიანში არსებობის უმაღლესი ნახევარი საერთოდ უარყოფილია, ერთგვარი ზარ-ზეიმით, სიძულვილითაც კი, განდევნილია. ქვეყნიერებამ თავისუფლება გამოაცხადა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. მერედა რას ვხედავთ ამ თავისუფლებაში: მხოლოდ მონობას და თვითმკვლელობას! რამეთუ ქვეყნიერება ამბობს: „რადგან მოთხოვნილება გაგაჩნია, მაშ დაიკმაყოფილე, რამეთუ ისეთი უფლებები გაქვს, როგორც წარჩინებულებს და მდიდრებს. დაკმაყოფილებას ნუ მოერიდები, პირიქით, მეტი ინდომე“ - აი მსოფლიოს ამჟამინდელი მოძღვრება. ამას უწოდებენ თავისუფლებას. რას იძლევა ეს უფლება მოთხოვნილებათა მატებისა? მდიდართათვის განცალკევებასა და თვითმკვლელობას, ღატაკთათვის შურსა და მკვლელობას, რამეთუ უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებანი არ მიუთითეს. როცა თავისუფლება მოთხოვნილებათა მატება და დაკმაყოფილება ჰგონიათ, თავიანთ ბუნებას ამახინჯებენ, რამეთუ გულში აღიძრავენ მრავალ უაზრო და უგუნურ სურვილს, ჩვევას და სულელურ გამონაგონს. მხოლოდ ერთმანეთის შურისთვის, ფუფუნებისა და ამპარტავნობისთვის არსებობენ. წვეულებათა გამართვა, ცხენები, ეტლები, ჩინები, მონა-მსახურები უკვე ისეთ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ ამას თუნდაც სიცოცხლეს, ღირსებას, კაცთმოყვარეობას ანაცვალებენ, რათა ეს აუცილებლობა დაიკმაყოფილონ და თავსაც კი იკლავენ, თუ დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. ვინც მდიდრები არ არიან, ასეთივე რამ ემართებათ, ხოლო ღატაკები მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობასა და შურს ჯერხანად ლოთობით იხშობენ. მაგრამ მალე ღვინით კი არა, სისხლით დათვრებიან, მათ აქეთკენ უბიძგებენ. გეკითხებით: ასეთი ადამიანი განა თავისუფალია?

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ამქვეყნად სულ უფრო და უფრო ქრება აზრი კაცობრიობის სამსახურისა, ძმობისა და ადამიანთა ერთიანობისა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, დანაშაული როგორღა იარსებებს?

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარებათ, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად. და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები შეიყვარეთ: მათ ღმერთმა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული მიანიჭა. ნუ შეაშფოთებთ, ნუ გააწვალებთ, სიხარულს ნუ წაართმევთ, ღვთიურ აზრს ნუ აუმხედრებთ. ადამიანო, ცხოველს ზვიადად ნუ მოეპყრობი: ისინი უცოდველნი არიან, ხოლო შენ შენი სიდიადით დედამიწას აბინძურებ ამქვეყნად შენი არსებობისას და ამქვეყნად წასვლის მერე ბინძურ კვალს ტოვებ. ვაი, რომ ასეთია თითქმის ყოველი ჩვენთაგანი! განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები, და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ბრიყვები იმიტომ არსებობენ, რომ ჭკვიანები ასარგებლონ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყოველივე, რაც ჭეშმარიტი და მშვენიერია, მუდამ ყოვლისმიმტევლობით აღვსილია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რანაირ შერცხვენასა და ზნეობრივ დაცემას ეგუება ეჭვიანი ისე, რომ სინდისის ქენჯნას ოდნავადაც არ განიცდის.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ვერც კი წარმოიდგენთ, რას შეეგუება და შეურიგდება, რას მიუტევებს ზოგი ეჭვიანი! ეჭვიანები ყველაზე უწინარეს მიუტევებენ და ეს ყველა ქალმა იცის. ეჭვიანს ძალზე მალე (რა თქმა უნდა, თავდაპირველად საშინელი სცენების გამართვის შემდეგ) შეუძლია, მიუტევოს, მაგალითად, უკვე თითქმის დამტკიცებული ღალატი, თავისივე თვალით ნანახი ხვევნა-კოცნა, თუკი ამავე დროს დაიჯერებს, რომ ეს „უკანასკნელად“ მოხდა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომაც აკრძალულიც აღარაფერი არ უნდა იყოს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ნუთუ ღმერთი არა გწამთ?
- პირიქით, ღმერთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთი მხოლოდ ჰიპოთეზაა... მაგრამ.... ვაღიარებ, რომ იგი საჭიროა, წესრიგისათვის...

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ქრისტიანული სარწმუნეობა მდიდრებმა და დიდგვაროვნებმა დაბალი კლასის დასამონებლად გამოიყენეს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ვაღიარებ, რომ ქალი ქვემდგომი არსებაა და უნდა გემორჩილებოდეს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არის წუთები, როცა ადამიანები დანაშაულს ესწრაფვიან.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მრავალნი პატიოსნები არიან იმის გამო, რომ ბრიყვები არიან.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ზოგიერთი გიჯობს მტრად გყავდეს, ვიდრე მეგობრად.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

წარმოგიდგენიათ, მათ ჰგონიათ, რომ რწმენისთვის სასარგებლონი არიან, რადგან ეშმაკები საიქიოდან რქებს უჩვენებენ. „ეს უკვე იმის, ასე ვთქვათ, მატერიალური საბუთია, საიქიო რომ არსებობსო.“ საიქიო და მატერიალური საბუთი, რა ხალხია! ამასთანავე, ეშმაკი თუნდაც დასაბუთებული იყოს, განა გვეცოდინება, რომ ღმერთიც დასაბუთებულია?

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ძილში, განსაკუთრებით კოშმარში, ადამიანს ზოგჯერ ისეთი მხატვრული რამ ესიზმრება, ისეთი რთული და რეალური სინამდვილე, ისეთი მოვლენები ანდა მოვლენათა მთელი სამყაროც კი, ისეთ ინტრიგებზე აგებული, ისეთი მოულოდნელი წვრილმანები, თქვენებური უმაღლესი გამოვლენებიდან დაწყებული, გულისპირის უმცირესი ღილით დამთავრებული, ლევ ტოლსტოიც რომ ვერ შეთხზავდა. ზოგი ხომ სიზმარში ბედსაც კი ეწვევა ხოლმე.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ამქვეყნად ყველაფერი კეთილგონივრულად რომ იყოს, მაშინ არაფერი მოხდებოდა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ტანჯვა არის ცხოვრება. სატანჯველის გარეშე ცხოვრებაში რა სიამოვნება იქნებოდა - ყველაფერი უსასრულო პარაკლისად გადაიქცეოდა, რაც წმინდაა, მაგრამ მოსაწყენია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ნუთუ ღმერთი არც შენ გწამს?
- რანაირად გითხრა, მაგრამ თუ სერიოზულად მეკითხები...
- ღმერთი არის თუ არ არის? - დაჟინებით შეჰყვირა ივანმა.
- მაშ სერიოზულად მეკითხები? ჩემო კარგო, ღმერთმანი არ ვიცი, სიმართლეს გეუბნები.
- არ იცი, ღმერთს კი ხედავ? არა, შენ თავად შენ არა ხარ, შენ ხარ მე, მხოლოდ მე და მეტი არაფერი! სისაძაგლე ხარ, ჩემი ფანტაზია!
- უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მე და შენ ერთი და იგივე ფილოსოფიის მქონენი ვართ. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, - ეს ნამდვილად ვიცი, ხოლო ყოველივე დანარჩენი, რაც ჩემს ირგვლივაა, მთელი სამყაროები, ღმერთი და თვით სატანაც კი - ჩემთვის დამტკიცებული არ არის, თავისთავად არსებობს თუ მხოლოდ ჩემი ემანაციაა, ჩემი ნაადრევად არსებული და ერთპიროვნული მეს თანამიმდევრული განვითარება...

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რწმენასა და ურწმუნოებას შორის მონაცვლეობით გატარებ, რადგან ჩემი მიზანი მაქვს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- როდისმე თუ გიცდუნებიათ ისეთნი, კალიებით რომ საზრდოობენ და უკაცრიელ უდაბნოში ჩვიდმეტ წელიწადს ლოცულობენ, ხავსი რომ მოსდებიათ?
- ჩემო კარგო, მხოლოდ ამას ვაკეთებდი. მთელ ქვეყნიერებას, მთელ ქვეყნიერებებს დაივიწყებ, ასეთ ვინმეს კი აღარ დაეხსნები, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ბრილიანტია. ერთი ასეთი სული ხან მთელი თანავარსკვლავედის ტოლფასია - ჩვენ ხომ სხვა არითმეტიკა გვაქვს. ასეთი გამარჯვება ხომ ძვირფასია! ხოლო ზოგი მათგანი ხომ, ღმერთმანი, განვითარებით შენ არ ჩამოგივარდება, თუცმა ამას არ დაიჯერებ: ერთსა და იმავე ჟამს რწმენისა და ურწმუნოების ისეთ უფსკრულებს ჭვრეტენ, ზოგჯერ მართლა მოგეჩვენება, ერთი მისხალიც და კაცი „თავდაყირა“ გადაეშვებაო.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ო, მე მიყვარს ჩემი ფიცხი, ახალგაზრდა სიცოცხლის წყურვილით ათრთოლებული მეგობრების ოცნებები! იმათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს დაანგრევენ და ანთროპოფაგიით დაიწყებენ. სულელები, მე არ დამეკითხნენ! მე მგონი, არაფრის დანგრევა არ არის საჭირო, ადამიანს მხოლოდ ღმერთის იდეა უნდა მოუსპო, აი, საქმეს რით უნდა შეუდგე! ამით, დიახ, ამით უნდა დაიწყო - ბრმები არიან, არაფერი გაეგებათ! როცა კაცობრიობა ღმერთს უკლებლივ განუდგება, მაშინ თავისთავად, ანთროპოფაგიის გარეშე, მთელი ადრინდელი მსოფლმხედველობა და, რაც მთავარია, მთელი ადრინდელი ზნეობა დაემხობა, შემდეგ კი ყოველივე ახალი დაიწყება. ადამიანები გაერთიანდებიან, რათა ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი, რის მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია, მაგრამ უსათუოდ მარტო ამქვეყნად ბედნიერებისა და სიხარულისთვის. ადამიანს ღვთაებრივი, ტიტანურად ამაყი სული განადიდებს და ღმერთკაცად აქცევს. ნებისყოფისა და მეცნიერების შემწეობით ბუნებას იგი ყოველ წუთას უკვე შეუზღუდველად დაამარცხებს, რაც ყოველ წუთას ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს, რომ ეს ადრინდელ ზეციურ სიამეთა სასოების მაგივრობას გაუწევს. ყველა შეიმეცნებს, რომ სრულად მოკვდავია, აღარასოდეს აღდგება და სიკვდილს ღმერთივით მშვიდად, ამაყად შეეგებება. სიამაყე მიახვედრებს, რომ არ უნდა დრტვინავდეს იმის გამო, რომ სიცოცხლე წარმავალია და ძმასსა თვისსა უკვე ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეიყვარებს. სიყვარული დააკმაყოფილებს მარტოოდენ წამიერი სიცოცხლისას, მაგრამ თვით იმის შეგრძნება, რომ სიცოცხლე წამიერია, სიყვარულის ცეცხლს იმდენად გააძლიერებს, რამდენადაც ადრე იმქვეყნიურ და უსასრულო სიყვარულის სასოებას ბადებდა. და ასე შემდეგ, ასე შემდეგ ამგვარადვე. დიდებულია!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ბნედით ძალზე გატანჯული სნეულნი ერთთავად განუწყვეტელი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური თვითდადანაშაულებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი იტანჯებიან რაღაცაში და ვიღაცასთან თავიანთი „დანაშულობის“ გამო, სინდისის ქენჯნა აწამებთ, ხშირად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც კი, აზვიადებენ, ხანაც თავიანთ თავს თავადვე უგონებენ სხვადასხვა დანაშაულსა და ბოროტმოქმედებას. ასეთი სუბიექტი შიშისა და დაშინების შედეგად მართლა დამნაშავე ხდება.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შებღალული ბუნება და დამნაშავე გული, ყოველგვარ მიწიერ მართლმსაჯულებაზე უფრო სრულად არის თავისივე განმსჯელი!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ეს გახლავთ ჟამი ცხოველური შიშის ჭვრეტისა, როცა დამნაშვე უკვე ხედავს, რომ ყველაფერი უკვე დაკარგულია, მაგრამ მაინც იბრძვის, თქვენთან ბრძოლას მაინც აპირებს. ეს ის ჟამია, როცა თვითგადარჩენის ყველა ინსტიქტი მის არსებაში ერთბაშად აღსდგება და იგი თავის გადასარჩენად მოგაპყრობთ შეკითხვის გამომხატველ, ტანჯულ, გამჭოლ მზერას, თქვენს შესწავლას, თქვენი სახის შესწავლას, თქვენს აზრებში ჩაწვდომას ცდილობს, ელის, რომელი მხრიდან დაარტყამთ და მშფოთვარე გონებაში ათასნაირ გეგმას მყისიერად ქმნის, მაგრამ სიტყვა მაინც ვერ დაუძრავს, შიშობს, რაიმე არ წამომცდესო! ეს დამამცირებელი მომენტები ადამიანის სულსა, გზანი სულის წამებისანი, ეს ცხოველური წყურვილი თავის გადარჩენისა ისეთი შემზარავია, ზოგჯერ თვით გამომძიებელსაც კი შესძრავს და დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას ჩაუნერგავს!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ფული ყველანაირ ვითარებაში აუცილებელია! ფულიანი კაცი ყველგან კაცია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რომანისტიც კი შეიძლება, კუთხეში მიიმწყვდიო და გააცამტვერო წვრილმანებით, იმ წვრილმანებით, რითაც მუდამ ასე მდიდარია სინამდვილე და რაც ამ საცოდავ, უნებურ მთხზველებს არაფრად მიაჩნიათ და თავში არც მოუვათ, როგორც თითქოს სრულიად უმნიშვნელო და უსარგებლო რაღაცა. ო, იმათ იმ წუთას ამისთვის არ სცალიათ, მათი გონება გრანდიოზულ მთლიანს ქმნის - ამ დროს კი ისეთ წვრილმანებს აჩეჩებენ! მაგრამ სწორედ ამით გააბამენ ხოლმე!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ფსიქოლოგია თუმცა უღრმესი რამ გახლავთ, მაგრამ მაინც ჯოხსა ჰგავს, რომელსაც ორი ბოლო აქვს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

წუთისოფლად ჩვენი ყოფნა ხანმოკლეა, მრავალ ავ საქმეს ვჩადივართ და ურიგო სიტყვებს წარმოვთქვამთ. ამიტომ ყველანი შევეცადოთ, ერთად ყოფნისას ხელთ ვიგდოთ ხელსაყრელი წუთი, რათა ერთმანეთს კარგი სიტყვაც ვუთხრათ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ქრისტეს ცნება ჯერ თავად უნდა აღვასრულოთ და თავს ნება მხოლოდ ამის მერე მივცეთ, რომ ჩვენს შვილებს მოვთხოვოთ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შურიანსა და თავმოყვარე კაცს ბევრ ფულს ერთბაშად ნუ აჩვენებთ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რაც უფრო ძლიერია უფლება, მით უფრო შემზარავია მისი გამოყენება!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არაფრისგან სიყვარულის შექმნა შეუძლებელია, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მამა ჯერ კიდევ არ არის ის, ვინც შვა, მამა ის არის, ვინც შვა და დაიმსახურა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ნამდვილ ცხოვრებაში, რომელსაც არა მარტო საკუთარი უფლებები გააჩნია, არამედ უდიდეს მოვალეობებსაც აწესებს, თუ გვინდა, რომ ჰუმანურები, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანები ვიყოთ, მოვალენი ვართ, იმ მრწამსს მივყვეთ, რაც გონებითა და გამოცდილებით შემოწმებულია, ანალიზის ქურაში გამოტარებულია, ერთი სიტყვით, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და არა უგუნურად, როგორც სიზმარში და ბოდვისას, რათა ადამიანს არ ვავნოთ, რათა იგი არ გავტანჯოთ და არ დავღუპოთ. აი, ეს იქნება ნამდვილი ქრისტიანული საქმე, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ გონივრული და ჭეშმარიტად კაცთმოყვარული საქმე...

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეზღუდულობის გამო მთელ ქვეყნიერებას ადანაშაულებენ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანი კეთილსა და კარგ გრძნობებს ხშირად დასცინის, მხოლოდ ქარაფშუტობის გამო.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ; ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი ეს არის მთავარი! ეს უკვე ნიჭია!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე


ეშმაკნი (1872)

რედაქტირება
 
ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით, მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ.
  •  

არის ამქვეყნად უცნაური სახის მეგობრობა: ორმა მეგობარმა შეიძლება ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და მაინც ვერა და ვერ დაშორდნენ.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

გადიდგულებული მეგობარი პირველი თვითონ გახდება ავად და შეიძლება დარდსაც გადაჰყვეს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

რაც უფრო დიდბუნოვანია კაცი, მით უფრო სჩვევია უხეში აზროვნება, თუნდაც თავისი მრავალმხრივი განვითარების გამო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ქალის გული დღემდე არავის ამოუცვნია!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რა ნაღველით და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების მანძილზე წმინდად ნალოლიავებ შენს დიდ იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისთანა რეგვენების სათრევად გახდიან! როცა ამ შენს იდეას უეცრად ქუჩაში წააწყდები, სულ შეცვლილს, დამახინჯებულსა და ლაფში ამოსვრილს, ყოველგვარი ჰარმონიის, აზრისა და სილამაზისგან გაძარცულს და ბრიყვების საბურთაოდ გამხდარს!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

აზრის წარმოსაშობად პირველ ყოვლისა შრომაა საჭირო, საკუთარი შრომა, საკუთარი თაოსნობა, საკუთარი გამოცდილება! ხელის გაუნძრევლად არასოდეს არაფერი გაკეთებულა. ვიმუშაოთ და ჩვენი აზრიც გვექნება. მაგრამ მუშაობის თავი ჩვენ ვინ მოგვცა, მაშ აზრიც იმათგან უნდა ვისესხოთ, ვინც აქამდე ჩვენს მაგიერ მუშაობდა და მაშასადამე, ისევ ევროპასა და ისევ იმ გერმანელებს მივაკითხოთ, ვინც აგერ ორასი წელია ჩვენი ჭკუის მასწავლებლები არიან.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

რუსეთი იმდენად დიდი გაუგებრობა გახლავთ, გერმანელებისა და შრომის გარეშე ჩვენ ამ გაუგებრობას ვერც მოვერევით და ვერც თავს გავართმევთ.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ხომ არ შემიძლია მართლა და მართლა ისე ვიწამო, როგორც ჩემს ნასტასიას (მოახლე) ან რომელიმე ბატონკაცს სწამს, ასე ვთქვათ, „ყოველი შემთხვევისათვის“ - ან როგორც ჩვენს საყვარელ შატოვს, - თუმცა არა, შატოვი სათვალავში ჩასაგდები არ გახლავთ, შატოვს მოსკოველი სლავიანოფილივით იძულებით სწამს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქრისტიამობამ ქალი ვერ დააფასა, - რაც დიდებულად განავითარა ჟორჟ სანდიმ თავის ერთ-ერთ გენიალურ რომანში.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

სამარხვო ზეთსა და ცერცვის შეჭამანდში ხომ არ შეეძლო მართლა და მართლა ბელინსკის გზა ხსნისა ეპოვა!...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ორმოცდაშვიდ წელს, ბელინსკიმ საზღვარგარეთ ყოფნისას გოგოლს თავისი ცნობილი წერილი გაუგზავნა, სადაც სასტიკად უსაყვედურა, „ვიღაც ღმერთის“ როგორ გწამსო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ვისაც თავისი ხალხისა არა ესმის რა და ვინც მას მოწყდება, მყისვე მამულის რწმენასაც დაჰკარგავს და ათეისტი ან ყველაფერზე გულაყრილი კაცი გახდება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე. ზოგს ხომ სევდა ყოველგვარ სიამოვნებას ურჩევნია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ზოგჯერ პატარა წვრილმანიც კი საოცრად გაგაკვირვებს და გონებაში დიდი ხნით ჩაგრჩება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო...“

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჭეშმარიტი მეგობრებისათვის ზოგჯერ მართლაც მავნე გახლავთ განმარტოება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ხშირად რომელიმე მწერალი ხალხს წლების მანძილზე ღრმა აზრების მატარებლად მიაჩნია, ჰგონია, საზოგადოების გარდაქმნაზე განსაკუთრებულსა და საოცარ გავლენას ახდენსო, მაგრამ ბოლოს მისი ღრმა აზრები ეგზომ წყალწყალა და უსუსური გამომდგარა, გული არავის დასწყვეტია, ასე მალე რატომ გამოიფიტაო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა და გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ, უცებ გადასწყვეტენ ხოლმე. ტკივილი ნაკლებ ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, - ის ბევრს ფიქრობს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

- ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი?
- ძალიან ბევრი იკლავს. ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა. ყველა.
- მაშ თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან?
- მე... მე ჯერ ცოტა რამ ვიცი... ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარაა, მეორე კი ძალიან დიდი, მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია.
- პატარა რაღაა?
- ტკივილი.
- მეორე დიდი მიზეზი რაღაა?
- საიქიო.
- ესე იგი სასჯელი, არა?
- რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოს ფიქრია, - მხოლოდ საიქიოსი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულ ერთია. აი, თავი და თავი მიზანი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია. მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია. ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშს ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის, გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი, ბედნიერი და ამაყი და მისთვის სულ ერთი იქნება სიკვდილ-სიცოცხლე.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

- თქვენის აზრით, მაშ ის ღმერთი მაინც არსებობს?
- ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ღმერთი სიკვდილის შიშია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არ არსებობს. ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი იყოს და აღარც არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჩვენ, რუსები, ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს უნდა იცხოვრო იქ, თუ გინდა იმათ დონემდე მიაღწიო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

არ მესმის, მოწყენამ როგორ უნდა აიტანოს კაცი. დარდმა არ უნდა გძლიოს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

„რატომზე“ ელით პასუხს? ამ პატარა სიტყვას ჰგოდებს ქვეყნიერების გაჩენის პირველი დღიდან მთელი დედამიწა. ყოველ წუთს და წამს ამას შეჰღაღადებს თავის გამჩენს ბუნება, და პასუხი აგერ უკვე შვიდი ათასი წელია ვერ მიუღია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

არის ისეთი სახეები, ყოველ ნახვაზე რომ მუდამ სხვანაირი გეჩვენება, მუდამ რაღაც ისეთს შეამჩნევ, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, გინდა ასჯერ გყავდეს ნახული.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა კაცს უჭირს თვითონ ლაპარაკი, ჰოდა, აუცილებელია ეს მესამე პირმა იკისროს, ვისაც არ გაუჭირდება ზოგიერთი საჩოთირო ამბის გადმოცემა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

რაც უფრო საშინელ დღეშია ადამიანი, ან რაც უფრო დაჩაგრული და ღარიბია ხალხი, მით მეტი სიკერპით ეჭიდება ოცნებას, სამოთხეში ამინაზღაურდება ყველაფერიო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედები მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, არც იცი, რატომ და რისთვის - იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, დროებით, ასე იცის მწუხარებამ.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

სიმართლე მუდამ დაუჯერებელია. სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ო, რუსები უნდა მავნე პარაზიტებივით გაჟლიტონ კაცობრიობის საკეთილდღეოდ!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჩვეულებრივ თუ ამქვეყნად ბოლო არაფერს აქვს, უთუოდ ექნება, უთუოდ!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

იმაზე ეშმაკური არაფერია, კაცი რომ საკუთარ თავს თამაშობ, არავინ დაგიჯერებს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

იმდენი უნდა იქაქანო და უმტკიცო შენი, ბოლოს შენვე აგერიოს, მსმენელმაც ვერაფერი გაიგოს და თავი დაგანებოს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ადამიანმა რომ დიდი ბოროტება ჩაიდინო, ისეთი სამარცხვინო, თავმოსაჭრელი და ამასთან... ისეთი სასაცილო... მთელი ათასი წელი არავინ დაგივიწყოს და ათასი წელი ყველამ გაფურთხოს, უცბად კი ეს იფიქრო: „შუბლში ერთი ტყვია და მორჩა ყველაფერიო“, განა სულ ერთი არ იქნება, ვინ რას იტყვის და რას იზამს შენს შემდეგ?

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცბად გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

დრო საგანი არ არის, დრო იდეაა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჯერ არც ერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა დასაბამიდან.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჯერ არასდროს მომხდარა, ყველა ერსა თუ რამდენიმეს ერთი საერთო ღმერთი ჰყოლოდათ, თითოეულს თავისი ჰყავდა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა, მისი არსებობის მანძილზე არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტებისა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ღმერთი არის სინთეტიკური პიროვნება მთელი ხალხისა, ამ ხალხის არსებობის დასამაბიდან დასასრულამდე.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

სიცოცხლე ტკივილი და შიშაა, ადამიანი კი უბედურია. ვინც ტკივილსა და შიშს დაძლევს, თვითონ გახდება ღმერთი. ღმერთი სიკვდილის შიშია. ვინც მხოლოდ შიშის მოსაკლავად მოიკლავს თავს, უმალ ღმერთი გახდება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რას დაიჩემეთ ეს ოცი წელი! ეს ოცი წელი [მეგობრობის] მარტო საკუთარი თავმოყვარეობის ამბავი იყო და მეტი არაფერი. წერილებს ჩემთვის კი არა, შთამომავლობისთვის წერდით. თქვენ სტილისტი ხართ და არა ჩემი მეგობარი. მეგობრობა სინამდვილეში გაბუქებული სიტყვაა: გულის ჭუჭყის გადმონთხევა...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ჩვენ ყველას კატეხიზმოთი გვასწავლეს: „თუ პატივს სცემ მამასა შენსა და მშობლებსა შენსა, დღეგრძელიც იქნები და სიმდიდრეც მოგეცემაო“. ასე არის ათ მცნებაში. ჰოდა, თუ ღმერთმა საჭიროდ სცნო სიყვარულის წილ ჯილდოს დანიშვნა, მაშასადამე, ეგ თქვენი ღმერთი უზნეო არის-მეთქი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ. უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ცალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით განსაკუთრებულია ღმერთი მისი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მე ხალხი ამყავს ღმერთამდე. ან ყოფილა კი ოდესმე სხვანაირად?

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს. ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ახალი ღმერთი დაუტოვეს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თუ დიად ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალა არის და არა დიდი ერი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

- მითხარით, თქვენ თვითონ გწამთ თუ არა ღმერთი?
- მე რუსეთი მწამს, მართლმადიდებლობა მწამს მისი... მწამს ქრისტეს სხეული... მწამს, რომ მეორედ მოსვლა რუსეთში მოხდება... მწამს...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ვაი, რომ პიგმეები ვართ ამერიკის ჩრდილოეთ შტატების აზრთა გაქანებასთან შედარებით; რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მართლაც დიდი ადამიანი უნდა იყო, საღმა აზრმაც არ შეგაყოყმანოს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რწმენა რომ ხალხის გასაპირუტყვებლად გინდათ.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მოყვასის უბედურება უცხო თვალს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მუდამ სიამეს ჰგვრის.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

სინამდვილეში მოწყალების გაცემით მინიჭებული სიამოვნება ამპარტავნული და უზნეო სიამოვნებაა, ეს მდიდარი კაცის განცხრომაა, აქაოდა სიმდიდრე და ძალაუფლება მაქვსო და მათხოვარზე მაღლა ვდგავარო. მოწყალება ათახსირებს გამკითხავსაც და გაკითხულსაც და ვერც მიზანს აღწევს, ვინაიდან მხოლოდ ამრავლებს გლახაკებს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

კურთხეულ რუსეთს ყველაზე ნაკლებ ძალუძს ამქვეყნად რასმე გაუმკლავდეს. უბირი ხალხი კიდევ ჰა, რუსთა ღმერთს ეჭიდება და იმით უდგას სული.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

კურთხეული რუსეთი ფიცრისგან ნაგები ქვეყანა არის, ღატაკი და... საშიში ქვეყანა, სადაც ბატონებად ქედმაღალი გლახაკნი სხედან, დანარჩენი უმრავლესობა კი ხუხულებში ცხოვრობს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

რუსული რევოლუციური იდეის მთელ არსს სინდისის უარყოფა შეადგენს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

რუსი კაცისთვის სინდისი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მუდამ ტვირთი იყო, მთელი მისი ისტორიის მანძილზე.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მე თავის მოკვლა იმიტომ მინდა, ეს იმიტომ ვიფიქრე, არა მსურს სიკვდილისა მეშინოდეს...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

იცით, ყველაზე ძლიერ რა მოქმედებს ამ ხალხზე? რა და მუნდირი. მუნდირის ჯადოს ვერავინ უძლებს. მეც განზრახ ვიგონებ ჩინებსა და თანამდებობებს: ეს მდივნებიო, ეს ფარული მეთვალყურენიო, ხაზინადარნიო, თავმჯდომარენიო, ეს რეგისტრატორნიო, მათი თანაშემწენიო - ამ ანკესზე ყველა ეგება. ამასთან სენტიმენტალობაც დიდი ძალაა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მე თუმცა სულ მთლად არა მწამს, მაინც არ ვიტყვი, ღმერთი უნდა დაიხვრიტოს-მეთქი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ახლა საკუთარი ჭკუით არავინ ცხოვრობს. საკუთარი ჭკუა ახლა ძალიან ცოტასა აქვს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

უდესპოტიზმოდ არც თავისუფლება ყოფილა ქვეყნად და არც თანასწორობა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ქვეყნიერებას ერთი რამ აკლია მხოლოდ და ეს ერთი მორჩილებაა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

სწავლის წყურვილი უკვე დიდკაცური სურვილია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ბატონკაცი რომ დემოკრატიას იწამებს, ამაზე მომხიბლავი არაფერია!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

იმაზე აუტანელი არაფერია, როცა გაუბედურებულ კაცს ასი მეგობარი დაადგება თავზე და ჩასჩიჩინებს, ბრიყვულად მოიქეციო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ქალი მთლიანად არასოდეს ინანიებს დანაშაულს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმენლობას გამოხატავენ.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მე არ მესმის, რად იქცევიან ეს ჩვენი ბატონი გენიოსები თავიანთი დიდებული წლების მიწურულს, როგორც პატარა ბიჭები?

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მსუბუქი ლიტერატურული კითხვის დროს, რაც უნდა გენიოსი იყო, საზოგადოებას ოც წუთზე მეტი გული არ უნდა გაუწყალო, თორემ დაუსჯელად ვერ გადარჩები.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

კაცობრიობის ბედ-იღბალისთვის სისულელე ისევე საჭირო გახლავთ, როგორც უდიდესი გენია...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანიის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მეცნიერების, პურის გარეშეც გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე! ამაშია მთელი საიდუმლოება, ეს არის, რაც არის!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

იცით კი, რომ მეცნიერებაც წუთით ვერ გასძლებს სილამაზის გარეშე, ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება, ლურსმანსაც ვერ გამოიგონებს...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

საერთოდ, რუსი ქალის სილამაზეს უზადოება აკლია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჭეშმარიტების თვალნათლივ დანახვამ არ შეიძლება მაინც არ შეგაძრწუნოს კაცი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ო, რა საზიზღარი, რა სულმდაბალი პირუტყვია ადამიანი!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ადამიანი და მისი შეხედულება - ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს. ამას მიწიერი არაფერი აქვს. მე არც ზეციურს დავარქმევდი, უბრალოდ მიწიერი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს, ან ფიზიკურად უნდა შეიცვალოს, ან მოკვდეს. ეს არის ნათელი, უდავო შეგრძნება. თითქოს უცბად შეიგრძნობ მთელ ბუნებას და უცებ ამბობ: ეს კი მართალიაო. როცა ღმერთმა ეს ქვეყანა გააჩინა, გაჩენის ყოველი დღის ბოლოს ასე ამბობდა: „ეს მართლა კარგიაო“. ეს... გულაჩუყება არაა, ეს უბრალოდ სიხარულია. თქვენ აღარც პატიება გჭირდებათ ვისიმე, ვინაიდან საპატიებელი აღარაფერი გაქვთ. ეს სიყვარულზე მეტიცაა! საშინელი ის არის, რომ ყველაფერი ასე საშინლად ცხადია და ასე დიდად სახარბიელო. ეს კიდევ ერთი წამი რომ გაგრძელდეს, შენი სული ვერ გაუძლებს და გაქრება. ამ ხუთ წამში მე მთელ სიცოცხლეს განვიცდი და მთელ სიცოცხლეს არ დავიშურებ ამ წამებისათვის. ათი ასეთი წამის გასაძლებად ფიზიკური გარდაქმნაა საჭირო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობდი, ლიტონი სიტყვები არ ყოფილიყო. მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობდი. ახლაც ყოველდღე ამას ვნატრობ, ლიტონი სიტყვები არ იყოს-მეთქი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ ჩემი თვითნებობა გამოვავლინო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ნუთუ ამ პლანეტაზე ისეთი არავინ მოიძებნება, ღმერთი უარყოს, თვითნებობა ირწმუნოს და მერე გაბედოს ეს თვითნებობა გამოავლინოს? ეს იგივეა, გლახაკმა მემკვიდრეობა მიიღოს და შიშით სალაროს ვერ გაეკაროს. მე მინდა ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. თუ სხვამ არა, მე ერთი გავაკეთებ ამას.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მე მოვალე ვარ თავი მოვიკლა, ვინაიდან ჩემი თვითნებობის მთავარი მუხლია - შენი ხელით მოიკლა თავი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჩემთვის ყველაზე დიდი იდეა ის არის, რომ ღმერთი არ არსებობს. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია. ადამიანს სხვა არაფერი უკეთებია, გარდა ღმერთის გამოგონებისა, რა არის თავი არ მოეკლა და ეცოცხლა. მთელი მსოფლიოს ისტორია დღემდე ეს არის.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

იყო ამ ქვეყნად ერთი დღე და იმ დღეს დედამიწაზე სამი ჯვარი იდგა. ერთს, იმ ჯვარზე გაკრულს, ისე სწამდა, მეორეს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდებიო“. დასრულდა დღე, ორივე მოკვდა. იარეს, იარეს და ვერც სამოთხე ნახეს, ვერც მკვდრეთით აღდგომა იხილეს. ნათქვამი არ ახდა. მისმინე: ეს კაცი იყო უდიადესი არსება ამ ქვეყანაზე, მისთვის ღირდა მხოლოდ ესულდგმულა ქვეყნიერებას. მთელი პლანეტა, ყოველივე, რაც მასზე არის, ამ კაცის გარეშე სიგიჟეა და სხვა არაფერი. არც მანამდე და არც მერე მისი მსგავსი არ შექმნილა და არც შეიქმნება, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს. სასწაულიც სწორედ ის არის, რომ მისი მსგავსი არც ყოფილა და არც იქნება. ხოლო თუ ასეა, თუ ბუნების კანონებმა ისიც არ დაინდეს, თავისივე სასწაულიც გასწირეს, ისიც იძულებული გახადეს ამ ცრუ წუთისოფელში ეცხოვრა და სიცრუისთვის მომკვდარიყო, მაშასადამე, ეს პლანეტა სიცრუეა, სიცრუეზე დგას და ყველაფერი მხოლოდ ადამიანის დაცინვაა. მაშასადამე, თვით პლანეტის კანონები სიცრუე და ეშმაკისეული ვოდევილი არის.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ვერ გამიგია, როგორ შეიძლება სცოდნოდა ათეისტს, ღმერთი არ არისო, და მაშინვე თავი არ მოეკლა? იცოდე, ღმერთი არ არის და ისიც იცოდე, შენ თვითონ ღმერთი ხარ - ამაზე მეტი უაზრობა არ შეიძლება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მე ვიკლავ თავს, რომ დავამტკიცო ჩემი ურჩობა და ჩემი ახალი საშინელი თავისუფლება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ოო, უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, შევუნდოთ და ვაპატიოთ მუდამ და ყოველთვის... იმედია, ჩვენც შეგვინდობენ. რამეთუ ყველანი ერთმანეთის წინაშე დამნაშავენი ვართ... დიახ, დამნაშავენი!..

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ოო, ბედნიერია ის, ვისაც ღმერთი ცხოვრების გზაზე ქალს შეახვედრებს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ძნელი ყოფილა ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრო, არ მოიტყუო... და... შენივე ტყუილი არ დაიჯერო, დიახ, სწორედ ასეა!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ეს ეშმაკნი, გამოსულნი სნეულისგან და შესულნი ღორებში (ბიბლიური სიუჟეტი) - ეს სულ მუწუკები და წყლულებია, უწმინდურება და სიბინძურე, ეშმაკნი და ეშმაკეულნი, რომელთაც შეჭირვებული ჰყავთ ჩვენი ტკბილი სნეული, ჩვენი დიდი რუსეთი საუკუნეთა მანძილზე. დიახ, რუსეთი, რომელიც მე მუდამ მიყვარდა. მაგრამ აზრი ზენარი და ნება ზენარი მოევლინება მას ზეციდან, როგორც იმ ეშმაკებისგან შეპყრობილ შეშლილს და გამოვლენ მისგან ყველა ეს ეშმაკნი, ეს უწმინდურება, მთელი ის სიბილწე, ზედაპირზე ჩირქიან მუწუკებად გამოსული... და თვითონვე შეიხვეწებიან, გაგვიშვიო, ღორებში შევალთო. თუმცა, იქნებ უკვე შესულნიც არიან! დიახ, დიახ, ეს ჩვენ ვართ!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ღმერთი ახლა თუნდაც იმიტომ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ადამიანს მარტო მისი სიყვარული შეუძლია ნიადაგ...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

უკვდავება თუნდაც იმიტომ მომენიჭება, ღმერთი არ იქნება ისე უსამართლო, გულში ჩამიქროს მისი სიყვარულის ერთხელ ანთებული ლამპარი: სიყვარულზე ძვირფასი კი განა რა არის? სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს? თუ მე შევიყვარე იგი და სიხარული მომგვარა ამ სიყვარულმა - შეიძლება კი გამაქროს მეც, ჩემი სიხარულიც და არად გვაქციოს? თუ ღმერთი არის, მეც უკვდავი ვარ! Voila ma pfofession de foi (აი, ჩემი რწმენა სჯულისა)

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს... უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, მალული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უზომო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასათვის და ყოველივესთვის...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანმა მუდამ შეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოკლავთ. უსაზღვრო და უსაზომო ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ის პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო აზრს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ამ წარმოუდგენლად პატივმოყვარე ლიტერატორებს თითქოსდა მოვალეობად მიაჩნიათ არც დამალონ ეს თავისი პატივმოყვარეობა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ისეთი ლიბერალი, რომელსაც არავითარი მიზანი არ გააჩნია, მარტო რუსეთში გახლავთ შესაძლებელი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჩვენ ჩვენი შრომით ცხოვრება არ შეგვიძლია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მე ღმერთი მწამს, მაგრამ ამას გარკვევა უნდა: მწამს არსება, რომელსაც მე ჩემში ვატარებ და ჩემში შევიცნობ.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

რაც არ იცი, ვერც შეიყვარებ.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თქვენ ყველა და ჩვენც ყველა ახლა - ან სულმდაბალი ათეისტები ვართ, ან გულაყრილი, გათახსირებული ვიგინდარები და მეტი არაფერი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ზოგიერთი რამის აღიარება მართლაც ძნელია ადამიანისთვის.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მე ისეთ რამეებზე არ ვმსჯელობ, რაც უკვე გადაწყვეტილია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ქალი ყოვლის მხილველ თვალსაც მოატყუებს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ზოგ საგანზე არამცთუ არ შეიძლება კაცმა ილაპარაკოს, ლაპარაკის წამოწყებაც კი უჭკოუბაა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

რომის კათოლიციზმი ქრისტიანობა აღარ არის, რომმა ის ქრისტე იწამა, რომელსაც ეშმაკის მესამე ცთუნებამ სძლია. კათოლიკებმა რომ გამოაცხადეს, ამქვეყნიური მეუფების გარეშე ქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებსო, ამით ანტიქრისტე აღიარეს და მთელი დასავლეთი დაღუპეს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

სოციალიზმი უკვე თავისი შინაარსით ათეიზმია, რამეთუ პირველივე სტრიქონი აცხადებს, რომ ის ათეისტური მოძღვრებაა და განზრახული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისა და გონების საწყისებზე მოაწყოს ყველაფერი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღი არის.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ღმერთს ვერ იწამებ, თუ ღმერთი არა გყავს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

იშრომეთ და შრომით ჰპოვეთ ღმერთი; ეს არის ყველაფრის დედაარსი, ანდა გაქრით, ვით საზიზღარი ობი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ახლა ჭკვიანები აღარ ყბედობენ, პირი აქვთ დაცული.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

შრომა გვეზარება, ფულის მადა კი დიდი გვაქვს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მათხოვრობამ არ შეიძლება კაცი არ გარყვნას.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ზოგიერთი პროკლამაციის ერთ სტრიქონში უფრო მეტი აზრია, ვინემ რომელიმე კანცელარიის მთელ საქმიანობაში.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ზოგად საკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლა დგას ხორციელ სიამოვნებაზე.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ღმერთი აუცილებელია და ამიტომაც უნდა იყოს, მაგრამ მე ვიცი, ღმერთი არ არის და არც შეიძლება იყოს!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ქალი მაინც ქალია, გინდაც მონაზვნის სამოსელი ეცვას.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჩვენს ცოდვილ დროში რწმენა მამა ზეციერისა ადამიანის ერთადერთი სასოებაა ამ ტანჯვისა და ვაების წუთისოფელში, ისევე როგორც მართალთათვის აღთქმული საუკუნო ნეტარება...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი


საწყალი ადამიანები (1846)

რედაქტირება
 
მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.
  •  

ოჰ, ნეტავი რა მომელის, როგორი იქნება ჩემი ბედი! რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია. იქ ყველაფერი მწუხარებით არის მოცული, მისი ერთხელ მოგონებაც კი გულს მისერავს. მთელი სიცოცხლე უნდა ვიტირო ჩემი დამღუპველი ბოროტი ადამიანების გამო.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა!

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ხანდახან ხდება ხოლმე, ადამიანი დაიბნევა საკუთარ გრძნობებში და ჩმახავს რაღაცას. ამის მიზეზი სხვა არაფერი არ არის რა, თუ არა სისულელემდე გადაჭარბებული გულის სიფიცხე.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თქვენ ინატრეთ ვარდები, დღეს კი გიგზავნით, ხომ ხედავთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის ხოლმე, მადლობა უფალს, რომ ჩვენი უბედურებანიც მთავრდება.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თუმცა ბნელი ადამიანი ვარ, შეიძლება ჩერჩეტიც, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიცი, რომ გული მეც ისეთი მაქვს, როგორიც ყველა სხვას.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

არ მიყვარს, როცა ბავშვი ჩაფიქრებულია, სამძიმოა მათი ყურება.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

საწყალი ადამიანი საშინლად მომკითხველია, ის ღვთის გაჩენილ ქვეყანასაც სხვა თვალით უყურებს, ყველა გამვლელს ალმაცერად უცქერს და თავის ირგვლივ შემკრთალი იყურება, თითოეულ სიტყვას აკვირდება - ვინ იცის, იქნებ ჩემზე ამბობენ რამესო.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

რაც გინდა წერონ, რაც გინდა ჯღაბნონ მჯღაბნელებმა, საწყალი ადამიანის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას წინათ ემელია მეუბნებოდა, რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ათშაურიანი მისცეს იმის გამო, რომ იდგა უბრალოდ გაუნძრევლად, მას ეგონა სიკეთის გამო მისცეს და თურმე, ისინი ფულს იხდიდენ საწყალი ადამიანის ნახვაში.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

დღეს სიკეთეს რაღაც უცნაურად სჩადიან, ვინ იცის, იქნებ მუდამ ასე იყო. მათ ან არ იციან როგორ აკეთონ ეს საქმე, ანდა ამ საქმის დიდი ოსტატები არიან.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ადამიანს შიშველი თითი რომ მოუჩანს, იდაყვთან გამოხეული ტანისამოსი რომ აცვია, ამას თავისებურად აღწერენ და ყიდიან. თქვენ ხომ ყველას წინაშე არ გაშიშვლდებით, სწორედ ასევე საწყალი ადამიანს არ უყვარს, როცა მის გალიაში იყურებიან და აკვირდებიან, როგორი ოჯახური პირობები აქვს.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის წლები, საიდან სად! ხანდახან ერთი კაპიკიც კი არ გამაჩნდა. მციოდა, მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. დილით ნევსკაიაზე გავივლიდი, ვინმე ლამაზმანს წავაწყდებოდი და მთელი დღე ბედნიერი ვიყავი.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი


დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი (1861)

რედაქტირება
 
თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.
  •  

ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

თქვენთვის, მჯღაბნელებისათვის ყველა მომხიბვლელია, ვისაც კაბა აცვია.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

ასე მოსდით ზოგჯერ უგულკეთილეს, ამავე დროს სუსტი ძარღვების მქონე ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი გულკეთილობისა, თვით ნეტარებამდე აჰყვებიან ხოლმე საკუთარ ვარამსა და რისხვას, ეძებენ საბაბს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერი გადმოანთხიონ, თუნდაც გული ატკინონ სხვა უდანაშაულო და მეტწილად მათთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

ქალს მაგალითად ზოგჯერ მოთხოვნილება აქვს, თავი უბედური და დაჩაგრული ეგონოს, თუნდაც არც წყენა მიეყენებინოს ვინმეს.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

რაც სამუდამოდ დაკარგულია, იმას ვეღარ დაიბრუნებ.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

უკეთუ ქალი რამეში დამნაშავედ გრძნობს თავს, უმალ ამჯობინებს შემდგომში ათასგვარი ალერსით გამოასწოროს თავისი დანაშაული, ვიდრე დანაშაულის აშკარა მხილების დროს აღიაროს იგი და პატიება ითხოვოს.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა!

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“


ყმაწვილი (1875)

რედაქტირება
 
თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.
  •  

რასაც არ უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს...

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა ,,ნაკადული თბილისი

  •  

ყველა ხომ ერთნაირი ბუნებისა არ არის; ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას, რომელსაც ასე იოლად ვერ განდევნი და ვეც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო, ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში კი - შეუძლებელი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია - პატიოსანია ის თუ უპატიოსნო.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ყოველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, უთუოდ შემონახული აქვს ხსოვნაში რაიმე მოგონება ისეთი ამბისა, რაც მას გადახდენია და რაც მას შეუფასებია ან მზადაა შეაფასოს როგორც ფანტასტიკური, უჩვეულო, იშვიათი, თითქმის სასწაულებრივი რამ, სიზმარი იქნება ეს, შეხვედრა, მკითხაობა, წინაგრძნობა, თუ რაღაც ამგვარი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!..

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა მრავალ ნაყოფს გამოიღებს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ცუდია თუ შეწყვიტე წიგნების კითხვა, სამწუხარო იქნება თუ ცხოვრების აღსასრულს ჩემსავით ეტყვი შენს თავს: მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ კარგი არაფერი ვიცი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მე მწამს ღმერთი, რადგანაც შემიძლია ვიწამო ის, და მწამს იმდენად, რამდენადაც შემიძლია.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მეტისმეტად ამაყ ადამიანს უყვარს სწამდეს ღმერთი, მეტადრე ისეთს, ვინც ადამიანებს ცოტა არ იყოს ზიზღით შესცქერის. მრავალ ადამიანს აქვს რაღაცნაირი ბუნებრივი მოთხოვნილება - იპოვნოს ვინმე ან რამე, რის წინაშეც ქედს მოიხრის.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ახლანდელი დრო ესაა უკიდურესობათა რიდისა და უგრძნობლობის დრო, უმეცრებისკენ, სიზანტისკენ ისწრაფვის დრო, საქმის გაკეთების შნო აღარავის აქვს, ყველა მზამზარეულს მოითხოვს. არავინ არაფერს უფიქრდება, იშვიათად რომ შეიქმნეს რაიმე იდეა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ყველაზე უსაზიზღრესი გარყვნილება კისერზე ჩამოკიდებაა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

საუკეთესონი კაცთა შორის არც სხვებზე მეტნი არიან რამით და არც ნაკლებნი, ისინი მხოლოდ შეშლილები არიან. მარტოოდენ საშუალონი და უნიჭონი არიან მოლხენილნი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ხე რომ დარგო კაცმა, ყველა ირგვლივ დაგცინებს: რაღას რგავ, შენ მაგ ხეს ვერ მოესწრებიო.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მიზნის მიღწევა მათემატიკურადაა უზრუნველყოფილი. საქმე მეტად მარტივია, მთელი საიდუმლო ორად ორ სიტყვაშია: შეუპოვრობა და განუწყვეტლობა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ყველა რელიგია და ყველა ზნეობრიობა რაც კი ქვეყნად არსებობს, ერთნაირია ერთ რამეში: „გიყვარდეს სათნოება და გაურბოდე ბიწიერებას.“ ხომ თითქოს არაფერია ამაზე ადვილი არა? აბა სცადეთ ერთი, ჩაიდინეთ სათნო და გაექეცით თქვენს თუნდაც ერთ ბიწიერებას. აი, ამიტომ მეორდება ეს ორი სიტყვა საუკუნეების მანძილზე.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მე მინდა მხოლოდ ის, რაც ძლიერებით მოიპოვება, რასაც სხვა გზით, თუ არა ძლიერებით ვერ მოიპოვებ. ესაა განმარტოვება და საკუთარი ძალის მშვიდი შეგნება! აი, ყოვლად სრული განმარტება თავისუფლებისა, რაზეც ასე თავს იტეხს კაცობრიობა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორც კი ცივი წყალი გადაევლებათ, მაშინვე უარს ამბობენ არა მარტო თავის საქციელზე, არამედ იდეაზეც და თვითონვე დასცინიან იმას, რაც ერთი საათის წინ წმიდათა წმინდად მიაჩნდათ, ო, რა იოლად ახერხებენ ამას!

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მართლაც ბევრია თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ჩვეულების გამო, ისევ ახალგაზრდა თაობა ჰგონია თავი, რაკი ჯერ კიდევ გუშინ ასეთი იყო, და იმას კი ვერ ხვდება, რომ უკვე გარიყულია.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

უნდა შეგეძლოს ცხოვრების პატარ-პატარა უბედურებათა ატანა. უბედურებანი თუ არ იქნა, ცხოვრება არცა ღირს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

წვრილმანები არ დაგავიწყდეს, რაც უფრო პატარაა რაიმე ხაზი, მით უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ქალზე არ უნდა უამბო მესამე პირს, კონფიდენტი ვერ მიგიხვდება. ანგელოზი რომ ანგელოზია, ისიც ვერ მიგიხვდება. თუ ქალს პატივს სცემ, ნუ გაიჩენ კონფიდენტს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ოტელომ დეზდემონა იმიტომ კი არ მოკლა და მერე თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ეჭვიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას იდეალი წაართვეს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მხიარულება თავიან-ფეხებიანად გასცემს ადამიანს. ზოგი ხასიათი ისეთია, დიდ ხანს ვერ გაუგებ, მაგრამ გაიცინებს ადამიანი უცებ ძალზე გულწრფელად და მთელი მისი ხასიათი თითქოს ხელის გულზე გადაშლილაო.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია, მომავლის გამოცხადებაა, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს ბავშვივით უმანკო და გულუბრყვილო შეიქმნება.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

რა მწარეა მოხუცის ავადმყოფობა, ხომ თიითქოს სული რაღაში უდგიაო, მაგრამ მაინც რომ ცოცხალია და შეჰხარის ქვეყნიერებას და ვგონებ სიცოცხლე თავიდან რომ ჰქონდეს დასაწყები, არც ეს შეუკრთობდა სულს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

თუ კაცი დრტვინვით ან უკმაყოფილებით შეხვდა სიკვდილს, ესე არს ცოდვა უდიდესი. ხოლო თუ სულის სიმხიარულემ შეაყვარა სიცოცხლე, მაშინ ვფიქრობ უფალიც მიუტევებს ყველაფერს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ყველაფერი საიდუმლოებაა მეგობარო, ყველაფერი უფლის საიდუმლოებაა. ეს საიდუმლობაა დატანებული ყოველ ხეში, ბალახის ყოველ ღეროში, პაწია ჩიტუნა გალობს თუ ვარსკვლავთა ხომლი კაშკაშებს ღამით ზეცაში - სულ ერთი საიდუმლოებაა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

დააკვირდით წყლის წვეთს და დაინახავთ მთელ ახალ სამყაროს, ცოცხალ არსებათა მთელს ცხოვრებას.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

უღმერთონი არ შემხვედრიან, მხოლოდ მოუსვენარი ადამიანები მხვდებიან, აი მათი ნამდვილი სახელი, ვინაიდან მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ კითხულობენ, წიგნიერი სიტკბოთი გამძღარნი ერთს მსჯელობაში არიან, თვითონ კი მაინც ვერაფერში გარკვეულან, არაფრის გადაწყვეტის შნო და უნარი არა აქვთ.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. გამოდის რომ რითაც შუქი გვეფინება, იმასვე ვწყევლით და არც კი ვიცით, რომ ასეა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

კაცი ისე ვერ იქნება თუ რამეს არ ეთაყვანა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

უღმერთო ათეისტი კი არა, ის არის, ვინც მართლა უღმერთოა და პირზე ღვთის სახელი აკერია.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ვექილი დაქირავებული სინდისია.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ან კი რა არის შენი „ამ ქვეყნად?“ განა მარტოოდენ ოცნება არა? აიღე ქვიშა და დათესე ქვაზე; როცა ის ქვიშა იმ ქვაზე ამოვა და გაიხარებს, მაშინ შენი ოცნებაც ამქვეყნად ხორცს შეისხამს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მე რომ მეკითხებოდეს, ყოველ განვითარებულ ადამიანს მცნებად დავუსახავდი, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად და რაღაცით გააბედნიეროს თუნდაც ერთი არსება. ოღონდ პრაქტიკულად, ესეიგი ნამდვილად გააბედნიეროს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

როცა იდეალისტი შუბლით შეასკდება სინამდვილეს, სხვებზე უმალ ყოველთვის სწორედ ის წარმოიდგენს ყოველგვარ სისაძაგლეს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ჩვენში ხომ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს თუნდაც რაიმენაირი წესრიგი, ოღონდ კი ბოლოს და ბოლოს საკუთარი იყოს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მუდამ ასე ემართებათ ხოლმე „უმწეოებს“: იციან, რომ იღუპებიან, და მაინც არ იშლიან.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

რუსი ხალხი არის მეორეხარისხოვანი ხალხი, რომელსაც წილად რგებია იყვეს მხოლოდ მასალა უფრო კეთილშობილი მოდგმისა, თვითონ კი ვერ ითამაშებს დამოუკიდებელ როლს კაცობრიობის ბედ-იღბალში.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ქვეყნად არიან სამი ჯურის არამზადები: მიამიტი არამზადები, ე.ი. დარწმუნებულნი, რომ მათი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა; არამზადები, რომელთაც რცხვენიათ, - ესე იგი ერცხვინებათ საკუთარი არამზადობისა, მაგრამ უსათუოდ უნდათ მაინც ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი სიგლახე, და დასასრულ უბრალოდ არამზადები, წმიდა წყლის არამზადები.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

თუ კაცი იმდენად სამართლიანი და დიდსულოვანია, რომ, თავისდა საზიანოდ, სხვას მიაგებს კუთვნილს, ასეთი კაცი, თავისი ღირსებით, უფრო მაღლა დგას სხვებზე.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ქორწინების საქმე რომ მარტო ქალებზე იყოს დამოკიდებული - არც ერთი ქორწინება არ შერჩებოდა ბოლომდე.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

იქ, სადაც საქმე ეხება არა რწმენას, არამედ იმას, რაც მათ რწმენად მიაჩნიათ, და, მაშასადამე, მათებურად, წმიდაცაა, იქ თუ გინდა ჯვარს ეცმევიან, წამებას აიტანენ.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

უნარი - პატივი სცე საკუთარ თავს, მეტად იშვიათია ქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი საკუთარი ღირსება.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ყოველი კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე იმდენად თითქოსდა ექსცენტრული წადილი და ოცნება, რომ ერთი შეხედვით შეუცდომლად შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

საოცარია, რამდენი გარეშე ფიქრი გაუელვებს ხოლმე გონებაში ადამიანს სწორედ მაშინ, როცა სულ ერთიან შეძრულია რაიმე უდიდესი ამბით, რომელსაც, სინამდვილეში, უნდა ჩაეხშო სხვა გრძნობები და გაეფანტა ყველა სხვა, მეტადრე კი წვრილმანი ფიქრები; პირიქით კი ხდება ხოლმე, ასეთ დროს სწორედ წვრილმანი ფიქრები დაესევიან და საშველს არ აძლევენ.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

რუსები - ფრენოლოგიის, კრანიოლოგიისა და თვით მათემატიკის საფუძველზეც კი - მეორეხარისხოვანი მოდგმის ხალხია, და რომ, მაშასადამე, არც ღირს რუსად სიცოცხლე.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ჩემო მეგობარო, მუდამ აცალე ხოლმე ადამიანს ცოტა წაიტყუილოს - ამით ვის რა დაუშავდება. ბევრიც აცალე. ჯერ ერთი, ამით გამოიჩენ შენს ზრდილობას, მეორეც, სანაცვლოდ შენც გაცლიან ტყუილს - ერთბაშად ორი უდიდესი ხეირია. Que diable! უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ჩემო მეგობარო, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესე სიკეთე.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

უფლება არა გაქვს სხვები განსაჯო, რადგან სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მეგობრებთან, გულით საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრება - აი სამოთხე.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

სიცილი სულის შეუმცდარი ჭაშნიკია.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

არის ხოლმე ისეთი მიამიტობა, რომელიც მიენდობა ყველასა და ყველაფერს და ეჭვადაც არა აქვს, დამცინიანო. ასეთი ადამიანები მუდამ გონებაშეზღუდულები არიან, ვინაიდან შეუძლიათ პირველ შემხვედრს გადაუშალონ გული და რაც კი რამ სანუკვარი აქვთ, გადმოულაგონ.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს ვერ ეთაყვანა; ვერ გაუძლებს თავის თავს ასეთი კაცი, ვერც ვერანაირი კაცი. ღმერთიც რომ უარჰყოს, კერპს დაუწყებს თაყვანისცემას - ხის, ოქრისი თუ გონების კერპს. სულ კერპთაყვანისმცემლები არიან ასეთები, და არა უღმერთონი, აი რა უნდა დავარქვათ მათ. უღმერთო ვითომ რატომ არ უნდა იყოს ქვეყნად? არიან ისეთები, რომლებიც მართლაც უღმერთონი არიან, ოღონდ ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან ამათზე, რადგან პირზე ღვთის სახელი აკერიათ.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მამაკაცი ნამდვილად ზნეობრივად ემონება დედაკაცს, მეტადრე თუ დიდსულოვანია.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ნახულა ქალი სულმდაბალი რომ არ იყოს? ამიტომაც უნდა ბატონობდეს მასზე მამაკაცი, ამიტომაც გაუჩენია ქალი ღმერთს დამოკიდებულ არსებად. ქალი - ბიწია და ცთუნება, მამაკაცი კი - კეთილშობილება და დიდსულოვნება.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მიზანი იყოს დიადი, თორემ რა უჭირს, პატარა ჭუჭყი თუ გაერევა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

უზენაესად განვითარებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ზეიმურად და ძლევამოსილად ბედნიერი სახე.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ძალდატანებული, გადარეული სიყვარული ისე მოქმედებს, როგორც ავი ზნე, როგორც მარყუჟი, როგორც ავადმყოფობა, და - როგორც კი ნატვრას შეისრულებს კაცი - მაშინვე ჩამოეცლება ბისტი და ჩნდება სულ საწინააღმდეგო გრძნობა: ზიზღი და სიძულვილი, მოსპობის, განადგურების სურვილი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ნება მომეცით მოგახსენოთ „წმინდა წყლის არამზადაზე“. მე ერთი ამხნაგი მყავდა, ლამბერტი, რომელიც ჯერ კიდევ თექვსმეტი წლისა მეუბნებოდა: როცა მდიდარი ვიქნები, ჩემთვის ყველაზე დიდი ნეტარება ის იქნება, რომ პურისა და ხორცის ჭმევას დავუწყებ ძაღლებს იმ დროს, როცა ღატაკთა შვილები შიმშილისაგან სიკვდილის პირას იქნებიან მისულნიო, ხოლო როცა შეშა აღარ ექნებათ, მთელ საწყობ შეშას ვიყიდი, მინდვრად დავაწყობ და ცეცხლს გავუჩაღებ, ღარიბ-ღატაკთ ერთ ღერსაც არ მივცემო.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ას წლამდე რომ ვიცოცხლო, ხელმეორედ აღარ დავუბრუნდები ავტობიოგრაფიის წერას. ზედმეტად უნდა გიყვარდეს თავი, რომ მასზე წერო და არ შეგრცხვეს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?!

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ვინაიდან სამყაროს შექმისას ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მეც ვიტოვებ უფლებას, ამ მხრივ საკუთარი შეხედულება ვიქონიო.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

როგორ შეიძლება კაცს უთხრა, გასაკეთებელი არაფერიაო? ვერ წარმომიდგენია ისეთი მდგომარეობა, რომ ოდესმე აღარაფერი იქნეს გასაკეთებელი! იშრომეთ კაცობრიობისთვის და დანარჩენზე ნუ ზრუნავთ. საქმე იმდენია, რომ ამისთვის მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა, თუკი დაკვირვებით მიმოვიხედავთ.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

რა დიდი რამ უნდა მშვენიერი იდეის უარყოფას? მთავარი ისაა, ასევე მშვენიერით ჩაანაცვლო იგი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ადამიანები ამჯობინებენ ღმერთს, რათა ქედი არ მოუხარინ ადამიანებს, - ცხადია, თვითონაც არ უწყიან, როგორ ემართებათ ეს – ღვთის წინაშე ქედის მოხრა არც ისე შეურაცხმყოფელია. ასეთები ხშირად მეტისმეტად მორწნუნენი ხდებიან ხოლმე, უფრო სწორად, გულმხურვალედ მოსურნენი, რომ სწამდეთ.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

იქნებ უკეთესიც იყოს, როცა ადამიანები შეურაცხყოფას გვაყენებენ: ყოველ შემთხვევაში, ეს თავიდან აგვაცილებს იმ უბედურებას რომ შევიყვაროთ ისინი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მე რომ რევოლვერი მქონდეს, სადმე ცხრაკლიტულში დავმალავდი, ღმერთს გეფიცებით, დიდი მაცდუნებელი რამაა. მე, იქნებ, არც მჯერავს თვითმკვლელობის ეპიდემიის, მაგრამ თუ აი, ეს ყოველ წუთს თვალში გეჩხირება კაცს, - ღმერთმანი არის ხოლმე წუთები, რომ შეიძლება გაცდუნოს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ყველაზე ძნელად გასაგები სწორედ ის იდეებია, რომლებიც ყველაზე მარტივია და ნათელი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ყველაზე უბრალოს მხოლოდ სულ ბოლოს გაიგებ კაცი ,როცა მოსინჯავ ყველაფერს, რაცაა ბრძნული და რაცაა ბრიყვული.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

სრულიადაც არ არიან ადამიანები ისეთი მშვენიერები, რომ მათზე ესოდენ ზრუნვა ღირდეს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ქალი უდიდესი ძალაუფლებაა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

რეალიზმი, რომელიც საკუთარი ცხვირის წვეტით განისაზღვრება, ყველაზე უგუნურ ფანტასტიკურობაზე უფრო საშიშია, ვინაიდან ბრმაა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

კიდევ ის მიყვარს თქვენში, რომ ღიმილი არ გშორდებათ სახიდან: ეს ჩემი სამოთხეა!..

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ჩემო კარგო, სრულიადაც არ მინდა შენი იდეალების სანაცვლოდ რომელიმე ბურჟუაზიულ სიკეთეს დაგახარბო. არ ჩაგჩიჩინებ, დევგმირობას ბედნიერება სჯობია-მეთქი; პირიქით, დევგმირობა ყოველგვარ ბედნიერებაზე მაღლა დგას, და თუნდაც მარტოოდენ უნარი ამისა – თავისთავად ბედნიერებაა… სწორედ ამიტომაც გცემ პატივს, რომ ამ ჩვენს დამყაყებულ დროში შეძელი, საკუთარ სულში გაგეჩინა რაღაც „შენი იდეა“, მაგრამ მაინც შეუძლებელია, არ ვიფიქროთ ზომიერებაზე, ვინაიდან შენ სწორედ ახლა გსურს გიჟმაჟი სიცოცხლე, გინდა რაღაც ააგიზგიზო, დაამსხვრიო, მთელ რუსეთზე მაღლა დადგე, საავდრო ღრუბელივით გადაუარო თავზე, ყველანი შიშითა და აღტაცებით მოცულნი დატოვო, თავად კი გადაიმალო ჩრდილო ამერიკის შტატებში.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

- უნდა გწამდეს ღმერთი, ჩემო კარგო.
- და თუკი არ მწამს ეს ყოველივე? – წამოვიძახე ერთხელ გულმოსულმა.
- ჰოდა, საუცხოოა, ჩემო კარგო… ეგ საუკეთესო ნიშანია, ჩემო მეგობარო, ყოვლად კეთილსაიმედოც კი, ვინაიდან რუსი ათეისტი, თუ ის მართლა ათეისტია და სულ მცირე ჭკუა მაინც აქვს – საუკეთესო ადამიანია მთელ დედამიწის ზურგზე და მუდამ მზადაა, მიეფეროს ღმერთს იმიტომ, რომ უსათუოდ კეთილია, ხოლო კეთილია იმიტომ, რომ უზომოდ კმაყოფილია თავისი ათეისტობით.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე და ისე თესე სიკეთე. მოითმინე მათგან სიავე, შეძლებისდაგვარად, გულს ნუ მოიყვან, „გახსოვდეს, რომ შენც ადამიანი ხარ“… ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე; არ წამოეგო ასეთ სიყვარულზე და განუწყვეტლივ გეზიზღებოდეს. ყურანში ალაჰი უბრძანებს თავის წინასწარმეტყველს, „ჭირვეულთ“ ისე მოეპყარი, როგორადაც თაგვებს, სიკეთე უყავი და გვერდი აუარეო – ცოტა ქედმაღლური ნათქვამია, მაგრამ მართალია. შეძელი, გეზიზღებოდეს მაშინაც კი, როცა კარგები არიან, ვინაიდან სწორედ აქ არიან ხოლმე ისინი ცუდები.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

იდეებით ცხოვრება მოსაწყენია, უიდეებოდ კი მუდამ მხიარულად ცხოვრობს კაცი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

მთელ ამ ჩვენს პროგრესულ მოძრაობაში ბოლო ოცი წლის მანძილზე, უწინარეს ყოვლისა, ის დავამტკიცეთ, რომ ბინძურად გაუნათლებლები ვართ.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

უბრალოება, კაცმა რომ თქვას, უმაღლესი ეშმაკობაა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია - უდიდესი ცდუნებაა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

რარიგ მიიჩქარიან თავიანთ კუთხეში სამუშაოდან და საშოვრიდან მომავალი მდაბიო, დაღვრემილი ადამიანები! ყველას სახეზე აწერია თავისი მძიმე საფიქრალი და ამ ბრბოში იქნებ ერთიც არაა საერთო, გამაერთიანებელი აზრი!

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, - ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“, - აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, - მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი

  •  

უზენაესი და განვითარებული ადამიანი, უზენაეს აზრს რომ ემსახურება, ზოგჯერ სულ გადაუხვევს ხოლმე არსებითს, და სასაცილო, ჟინიანი და ცივი, ანდა უბრალოდ გეტყვი - სულელი ხდება ხოლმე, და არა მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში, არამედ დასასრულ, თავის თეორიებში კი სულელი ხდება.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი


მკვდარი სახლის ჩანაწერები (1862)

რედაქტირება
 
ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.
  •  

სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ განათლება ადამიანში მედიდურობას აღვივებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ნაკლი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

პატიმარი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე, მაგრამ არსებობს უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

მზა თვალსაზრისით დანაშაულის შეცნობა ძნელია და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

რასაკვირველია, საპყრობილე და იძულებითი მუშაობის სისტემა დამნაშავეს ვერ გამოასწორებს; ამით მას მხოლოდ სჯიან და საზოგადოების სიმშვიდეს უზრუნველყოფენ; ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან იცავენ. დამნაშავეს კი საპყრობილე და იძულებითი მუშაობა მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილსა და საშინელ თავქარიანობას უვითარებს. მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი ეს სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს, გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად წარმოადგენს. რასაკვირველია, დამნაშავეს სძულს საზოგადოება, რომელიც მას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავი კი ყოველთვის მართალი ჰგონია. გარდა ამისა, დანაშაულისთვის ის უკვე დაისაჯა, ამიტომ თავს განწმენდილად თვლის.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ფული გარკვეულწილად თავისუფლებაა, ამიტომაც თავისუფლებააღკვეთილი კაცისთვის ათჯერ უფრო ძვირფასია.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

სინამდვილე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ნაამბობი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

რამდენი ხასიათიცაა, იმდენივე ვარიაციაა.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ზოგი ადამიანი იმდენად კეთილშობილია, ღვთისგან იმდენად დაჯილდოებული, რომ მათი უარესობისკენ შეცვლა შეუძლებელად მოგეჩვენებათ. მათი იმედი ყოველთვის გაქვთ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ზოგი რამ პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ზნეობრივი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

მე მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

საქმის მოღალატეებმა, ცხვრის ფარაში გარეულმა მგლებმა, როგორადაც უნდა იმართლონ თავი, მუდამ დამნაშავეები იქნებიან, მით უმეტეს, თუ ყველაფერთან ერთად კაცთმოყვარეობაც აკლიათ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

დასასჯელს, როგორც წესი, იპყრობს რაღაც მძაფრი, მაგრამ წმინდა ფიზიკური, უნებლიე და დაუძლეველი შიში, რომელიც ადამიანის მთელ მეობას იმორჩილებს.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვეფხვივით მუდამ სისხლი სწყურიათ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ტირანია - ჩვეულებაა, რომელიც განვითარების თავის გზას გადის და ბოლოს, ავადმყოფობად იქცევა.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ჩვეულებამ შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გააუხეშოს და იქამდე გადააგვაროს, რომ მხეცისგან ვეღარ გაარჩიოთ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

სისხლი და ძალაუფლება ადამიანს ათრობს, სიტლანქესა და გახრწნილებას უღვივებს: ყველაზე არანორმალური მოვლენები გრძნობა-გონებისთვის მისაღები, დაბოლოს, დამატკბობელიც კი ხდება.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ტირანში ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ კვდება; მისთვის ადამიანური ღირსებისკენ, მონანიებისა და აღდგომისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, ამგვარი თავნებობის მაგალითი მთელ საზოგადოებაზე გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. ერთი სიტყვით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფიზიკურად დასჯის უფლება, ჩვენი საზოგაოების წყლულია, ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჩანასახშივე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყოველგვარი მცდელობა და მის გარდაუვალ გადაგვარებას საფუძველი შეუქმნას.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

უცხო წრეში ცხოვრებაზე საშინელი არაფერია.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

მიზან და იმედდაკარგული ადამიანი დარდისგან ხშირად ნამდვილ ნადირად იქცევა.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

საპყრობილეში კაცი მოთმინებას ეჩვევა.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა. ვფიქრობ, ესაა საუკეთესო განმარტება.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

უსაქმურად, კანონიერი საკუთრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, გაირყვნება, მხეცად გადაიქცევა.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

საზოგადოების უმაღლეს კლასს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ზრუნავენ „უბედურებზე“ ვაჭრები, მეშჩანები - მთელი ჩვენი ხალხი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

თუ ადამიანის მოსპობა და განადგურება უნდათ, ის უნდა დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისეთით, უდიდეს ავაზაკ კაცისმკვლელსაც რომ შეაძრწუნებს და დააფრთხობს. ამისთვის საკმარისია ეს ადამიანი დაასაქმონ მისთვის სრულიად უსარგებლო და უაზრო სამუშაოზე.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ყოველგვარი ზომების მიუხედავად, ცოცხალ ადამიანს ფიტულად ვერ გადააქცევ; შერჩება გრძნობები, ცხოვრებისა და შურისძიების წყურვილი, ვნებები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

სინამდვილე სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რასაც ცოდნით და სხვათა ნათქვამით წარმოიდგენ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

კატორღაში მიმავალი მდაბიო თავის საზოგადოებაში მიდის, თუმცა, შეიძლება იგი მასზე განვითარებული იყოს. რასაკვირველია, მან ბევრი რამ დაკარგა - სამშობლო, ოჯახი, ყველაფერი... მაგრამ მისი გარემო არ შეცვლილა. განათლებული კაცი კი, რომელსაც კანონით მდაბიოს იდენტური სასჯელი აქვს, ხშირად მეტს კარგავს. მან ყველა მოთხოვნილება, ყველა ჩვევა უნდა დაიოკოს, გადავიდეს მისთვის დაუკმაყოფილებელ გარემოში, მიეჩვიოს სხვა ჰაერით სუნთქვას... ის წყლიდან ამოგდებული თევზია. ხშირად კანონით გათვალისწინებული სასჯელი მისთვის სხვაზე ათჯერ უფრო მტანჯველია. ეს ჭეშმარიტებაა...

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. თავისუფალი ადამიანიც, რასაკვირველია, იმედით ცოცხლობს, (მაგალითად, ბედის შეცვლის, ახალი საქმის დაწყების...), მაგრამ ის მოქმედებს და ცხოვრების ორომტრიალში სავსებით ერთვება, პატიმრის საქმე სხვაგვარადააა. დავუშვათ ესეც ცხოვრებაა - ყაზარმული, კატორღული; მაგრამ, ვინც უნდა იყოს კატორღელი და რა ვადითაც უნდა იყოს გადასახლებული, ვერ შეძლებს გადაჭრით, ინსტიქტურად, უპირობოდ მიიღოს თავისი ხვედრი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ყოველი ადამიანი, თუნდაც ინსტინქტურად, თუნდაც შეუგნებლად, რაგინდ დაბეჩავებულიც უნდა იყოს, მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებისადმი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

პატიმარმა თვითონაც იცის თავისი მდგომარეობა, რომ პატიმარია, განკიცხულია, იცის თავისი ადგილი უფროსობის წინაშე; მაგრამ ვერავითარი დაღებით, ვერავითარი ბორკილებით ვერ აიძულებ დაივიწყოს, რომ ადამიანია. რადგან ის ჭეშმარიტი ადამიანია, მაშასადამე ადამიანურად უნდა მოეპყრა. ღმერთო ჩემო! დიახ, სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

კანონის ამ უნიჭო შემსრულებლებს სრულიად არ ესმით და არც შეიძლება იცოდნენ, რომ კანონის ზუსტად და უაზროდ, არსის გაუცნობიერებლად შესრულებას სწორედაც რომ უწესრიგობა მოჰყვება და არც არასოდეს გამოუღია სხავ შედეგი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

საკმარისია მოაცილოთ გარეგანი ქერქი და ყურადღებით, ცრურწმენის გარეშე ჩაიხედოთ ხალხის გულში, ისეთ იშვიათ რამეს აღმოაჩენთ იქ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

აკი საზოგადოებას ჯალათი სძულს, მაგრამ განა ჯალათი - ჯენტლმენი არაა?! ამაზე ახლახანს გამოთქვეს საპირისპირო აზრი, თანაც მხოლოდ წიგნებში, განყენებულად. ჯერჯერობით შორს ვართ იმისგან, რომ თვითმპყრობელური ჟინი ყველამ ჩაიკლას. თუნდაც ყოველი ფაბრიკანტი, ანტრეპრენიორი, უთუოდ უნდა გრძნობდეს, ერთგვარ გამაღიზიანებელ სიამოვნებას, რომ მასთან დასაქმებული მუშა ზოგჯერ თავისი ოჯახით მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დიახ, რეალურად სწორედ ასეა; თაობებს უჭირთ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მემკვიდრეობით ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. ამგვარი სახელდახელო გადატრიალება შეუძლებელია. გააცნობიერო წინაპართა დანაშაული და ცოდვა, ჯერ კიდევ ცოტას ნიშნავს; საჭიროა სავსებით გათავისუფლდე მისგან. ეს კი უცებ როდი ხდება.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ძნელი წარმოსადგენია, სადამდე შეიძლება დამახინჯდეს ადამიანის ბუნება.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

რაიმე მიზნის გარეშე ცოცხალი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა... რა საამური წუთია!

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011


თვინიერი 1876

რედაქტირება
  •  

ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმც მევე არ მჯერა.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორი იყო.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგცდა - უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ - აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყა!

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა - მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის, იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს კიდეც ხიბლავს ზოგჯერ უცნაურობა.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თუ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

თქვენ მე გამრიყეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშასადამე, უფლება მაქვს კედელი აღვმართო ჩემ და თქვენ შორის.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამქვეყნად არაფერი ყოფილა!

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ჩვენ დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის!

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

გოროზი, ამაყი, ნუგეშისა და ნამუსის მოწმენდას არავის სთხოვს, უსიტყვოდ იტანჯება.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ნუ შეშინდები, ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე!..

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელივით ჩაევლო.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ადათი, თქვენი ცხოვრება, სახელმწიფო, თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. რად დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ!

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

„ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო“, - ვინა თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

...მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოს.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე სთესოს.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ის იყო ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი! ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც საჩემოდ ვამზადებდი, სხვა მე არავინ მინდოდა.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

 
მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით.

მოთამაშე (1867)

რედაქტირება
  •  

მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით და სანამ მჭირდებით - უნდა გაგიფრთხილდეთ.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

 
ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.
  •  

რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას, მარტო რულეტზე კი არა, სადაც არ გინდათ, ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ. ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა, ეს უკვე სხვა საკითხია.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

პირდაპირ საკვირველი და სასაცილოა, რარიგ მეტყველია ხოლმე მორცხვი და ავადმყოფურად კდემამოსილი შეყვარებული კაცის თვალები, თუმცა უმალ მიწის გასკდომასა და შიგ ჩავარდნას არჩევს, ვინემ თავისი გრძნობები სიტყვითა და მზერით გაამჟღავნოს.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

იცით წარმოუდგენელი რამ? მე თქვენ ყოველდღე უფრო ძლიერ მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელი რამაა.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

უიმედოდ მიყვარხართ და ვიცი, ამის შემდეგ ათასჯერ უფრო მეტად მეყვარებით. თუ ოდესმე მოგკლავთ, საკუთარი თავის მოკვლაც იქნება საჭირო; ასე რომ, საკუთარ თავს რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ მოვიკლავ, რათა ეს აუტანელი ტკივილი უთქვენოდ ავიტანო.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს. თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირდა, ეს კიდევ უფრო აამაღლებს, განა დაამცირებს!

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

მარტოოდენ ფრანგებსა და კიდევ, მგონი, ევროპელებიდან ზოგს გააჩნიათ ისეთი გარეგნული ფორმა, უღირსი ფრიად ღირსეულად აჩინოს.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ვიცი, არავითარი იმედი არა მაქვს და თქვენთვის ნული ვარ. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით: ყველგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გხედავთ, სხვა ჩემთვის არაფერი არსებობს. რად მიყვარხართ ასე, ვერ გეტყვით. იცით კი, რომ შეიძლება სულაც არ ხართ ლამაზი? წარმოიდგინეთ, ისიც არ ვიცი, მართლა ლამაზი სახე გაქვთ თუ არა? გული ნამდვილად ცუდი გაქვთ, არა მგონია, ჭკუაც კეთილშობილი გქონდეთ. კი, კი, შესაძლოა ასეც იყოს.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

რატომ მიწყრებით? იმიტომ, რომ თქვენს მონად ვაცხადებ თავს? მერე რა, მიმსახურეთ, ჰო, მიმსახურეთ მონასავით! იცით თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლათ? იმიტომ კი არა, გადაგიყვარეთ ან ვიეჭვიანე, არა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მინდა გშთანთქოთ.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

სიამოვნებაც ხომ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო ცხოველური, უსაზღვრო ძალაუფლება თუნდაც ბუზზე, ესეც ხომ თავის მხრივ სიამოვნებაა. ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

შესაძლოა ამდენი გრძნობის გადალახვის შემდეგ სული არ ივსება, მხოლოდ ღიზიანდება და მეტ შეგრძნებებს ითხოვს, სულ უფრო ძლიერ და ძლიერ, საბოლოო დაღლამდე.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ყველა ქალი ერთნაირია! ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ჭეშმარიტად სიბერეშიაც მოგკითხავს და დაგსჯის ღმერთი სიამაყისთვის.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერი და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

მიმიფურთხებია ყველასთვის! ვინ ვარ უკვე? ზერო. ვინ შემიძლია ვიყო ხვალ? ხვალ შემიძლია მკვდრეთით აღვსდგე და ცხოვრება ახლიდან დავიწყო! ვიპოვო ადამიანი ჩემში, სანამ ის არ გაქრა!

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს. მეგობრობის დიდი ნაწილი დამცირებაზეა დაფუძნებული.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

მეკითხებით რა საჭიროა ფული? როგორ თუ რა საჭიროა? ფული ყველაფერია!

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

უდიდესი სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და ყველაფერს!

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ... და... და სამწუხაროა, რომ ამასთანავე სულელიც.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

მე თუ ვერ მიყიდით, ჩემი პატივისცემა შეიძლება იყიდოთ.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ეს ზუსტად ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. დაემეთანხმებით იმაში, რომ არ იხრჩობოდეს, ხავსს არ ჩათვლიდა ხის ტოტად.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

მართლა რაღაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა უცხო მხარეში გადახვეწილი, შენს ქვეყანას, შენს მეგობრებს მოშორებული, ხვალ რომ არ იცი, რას შეჭამ, აიღებ და უკანასკნელ, შენს უკანასკნელ გულდენს ჩამოხვალ!

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ჯერ კიდევ არ მესმის ჩემი.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ვერ ამიტანია ისეთი პატიოსანი ხალხი, ახლოს მისვლა რომ გეშინია.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.


უგვანო ანეკდოტი (1862)

რედაქტირება
  •  

ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს.

  ციტატის წყარო: „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

სუფრაზე დაჯდომის ზუსტად ორი წუთის შემდეგ ერთმა ფიქრმა მოიცვა მთლიანად და შეზარა.ანაზდად იგრძნო, რომ უბედურად მთვრალია, წინანდელივით შეჭიკჭიკებული კი არადა, გალეშილი მთვრალია.ამის მიზეზი ერთი ჭიქა არაყია, შამპანურს რომ დააყოლა და მაშინვე მოერია.მთელი არსებით გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა.რა თქმა უნდა, სითამამე კი მოემატა, მაგრამ შეგნებამ არ უღალატა და უკიჟინებდა: "არ ვარგა, არა, არც შეგფერის და არც გეკადრება! ცხადია, მთვრალის მერყევ ფიქრებს ერთ წერტილზე რა გააჩერებს.თვითონაც გრძნობდა, მის სულში რო თითქოს ორი ძალა შეჭიდებოდა ერთმანეთს:ერთი ჩასძახოდა, შენს მიზანს უთუოდ მიაღწევო.მეორე კი მწარედ ღრღნიდა და გულს უწიწკნიდა: „რას იტყვიან? რით დამთავრდება? ხვალ, ხვალ რა იქნება!“

  ციტატის წყარო: „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.


წერილი ძმას კატორღიდან

რედაქტირება
  •  

კატორღაში გატარებული ოთხი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებია, იქ გავიგე ძალზედ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ადამიანები ყოველთვის ცოდვილები არ არიან, მათ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც წმინდანები არიან.

  ციტატის წყარო: „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“

  •  

ძმაო, საყვარელო მეგობარო ჩემო... არ გავზარმაცებულვარ, არც სულიერად დავცემულვარ, ცხოვრება ყველგან ცხოვრებაა, ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშეო. იყო ადამიანთა შორის და დარჩე ბოლომდე ადამიანად, არ გაზარმაცდე, არც სულიერად დაეცე - ეს არის ჩემთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრების აზრი, ეს იდეა ღრმად გაჯდა ჩემში.

  ციტატის წყარო: „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“

  •  

დიახ! მართალია, ის თავი, რომელიც ქმნიდა, ცხოვრობდა უმაღლესი ხელოვნებით, რომელმაც შეიცნო და შეეგუა სულის ამაღლებულ მოთხოვნილებებს, ის თავი უკვე მოკვეთილია ჩემი მხრებიდან. დარჩა მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი ჯერ კიდევ განუხორციელებელი ხსოვნა და გამოსახულებები. ისინი დამასნეულებენ, მართლა! მაგრამ ჩემში დარჩა ისევ ის გული, ისევ ის სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე ძალუძთ უყვარდეთ და იტანჯებოდნენ, სურდეთ და ახსოვდეთ, ეს კი ცხოვრებაა. On voit le soleil!

  ციტატის წყარო: „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“

  •  

ღმერთო ჩემო! რამდენი იერსახე ჩემ მიერ გამოძერწილი, ახლიდან შექმნილი, ჩაქრება ჩემს გონებაში ან საწამლავად ჩაიღვრება სისხლში. წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები! უმჯობესია თხუთმეტი წელი ვიჯდე, ოღონდ ხელში კალამი მეჭიროს.

  ციტატის წყარო: „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“

  •  

ნუ წუხხარ ჩემთვის, ღვთის გულისათვის! იცოდე, რომ არ ვარ ნაღვლიანი, გახსოვდეს, რომ ჩემში იმედი არ მომკვდარა, ოთხ წელიწადში შემსუბუქდება ბედი, რიგითი ვიქნები - ეს კი ტუსაღზე უკეთესია, და გაითვალისწინე, რომ ოდესღაც ჩაგეხუტები! ხომ ვიყავი დღეს სიკვდილის წინაშე? - საათის სამი მეოთხედი ამაზე ფიქრში გავატარე, უკანასკნელ საზღვრამდეც მივედი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვცხოვრობ!

  ციტატის წყარო: „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“

  •  

თუ ვინმეს ბოროტად ვახსოვარ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა უდევს გულში, ყველას უთხარი, რომ დაივიწყონ, მაპატიონ. არ არის ჩემს სულში ბოროტება და წყენა. ეჰ, როგორ გადავეხვეოდი და მეყვარებოდა ნებისმიერი ჩემი წარსულიდან აქ.

  ციტატის წყარო: „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“

  •  

როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე. ცხოვრება საჩუქარია, ცხოვრება ბედნიერებაა, ყოველი წუთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე.

  ციტატის წყარო: „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“

  •  

ახლა ყველაფერს ვშორდები, რაც კი ნაზი იყო, ძნელია მოსწყდე ამ ყოველივეს, ძნელია გატეხო საკუთარი თავი.

  ციტატის წყარო: „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 3“


ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან (1864)

რედაქტირება
  •  

მე არა მარტო ის ვერ შევძელი, რომ ანჩხლი გავმხდარიყავი, არამედ სხვაც ვერაფერი გავხდი: ვერც ბოროტი, ვერც კეთილი, ვერც უსინდისო, ვერც პატიოსანი, ვერც გმირი, ვერც მწერი. ახლა ჩემს კუთხეში ვცხოვრობ და თავს ღვარძლიანად ვანუგეშებ არაფრის მაქნისი აზრით, რომ ჭკიან კაცს სერიოზულად არც შეუძლია, რაიმე გახდეს და რაიმე მხოლოდ ბრიყვი გახდება.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ჭკვიანი კაცი ზნეობრივად მოვალეა, რომ უპირატესად უნებისყოფო არსება იყოს, ხოლო ნებისყოფიან, მოღვაწე ადამიანს მეტწილად გონებაშეზღუდულობა მართებს.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ახლა ეს ვთქვათ: წესიერი კაცი ყველაზე უფრო მეტი სიამოვნებით რაზე ილაპარაკებს? პასუხი: საკუთარ თავზე.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

მაინც მყარად მწამს, რომ არათუ ძალზე დიდი ცნობიერება, არამედ ყოველგვარი ცნობიერება სნეულებაა.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

რაც უფრო სრულად აღვიქვამდი სიკეთისა და ყოველივე „მშვენიერისა და ამაღლებულის“ არსს, მით უფრო ღრმად ვეფლობოდი ჩემს კუთვნილ წუმპეში და მით უფრო მეტად შემეძლო, ამ წუმპით ამოვთითხნილიყავი. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყოველივე შემთხვევით კი არ მემართებოდა, არამედ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეს ჩემი სრულიად ნორმალური მდგომარეობა გახლდათ და არა სნეულება და წახდენა, ისე რომ, ბოლოს წახდენასთან შებრძოლების სურვილიც გამიქრა. ეს იმით დასრულდა, რომ ლამის ვირწმუნე, რომ ჩემი ნორმალური მდგომარეობა სწორედაც ასეთი ყოფა იყო.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

სიამოვნებას, სახელდობრ, იწვევდა თავის დამცირების ძალზე აშკარა აღქმა, იმის შეგრძნება, უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასოდეს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძს. ამას თავად მაინც არ ისურვებდი და თუ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი. ხოლო მთავარი, ბოლოს და ბოლოს, ის გახლავთ, რომ ეს ყოველივე ხდება ჭარბი ცნობიერების ნორმალური და ძირითადი კანონებით და ამ კანონებიდან გამომდინარე ინერციით. მაშასადამე, არათუ რაიმედ ვერ გადაიქცევი, საერთოდაც ვერაფერს გახდებით.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ჭარბი ცნობიერებიდან, მაგალითად, აი, რა გამომდინარეობს: თუ არამზადა თავადვე გრძნობს, რომ ნამდვილი არამზადაა, ეს თითქოს მისი მანუგეშებელი უნდა იყოს.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ყველაზე მძაფრი სიამოვნება სწორედ სასოწარკვეთის ჟამს გეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე ძლიერად აცნობიერებ, რომ უსაშველო ვითარებაში იმყოფები.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

დამნაშავე, ჯერ ერთი, იმიტომ ვარ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა შორის ყველაზე ჭკვიანი გახლავართ.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

განა შეგნებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავის ოდნავ პატივისმცემელი მაინც რომ იყოს?

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ადამიანი სისტემისა და განყენებული დასკვნის მიმართ იმდენად მიკერძოებულია, რომ მზად არის, სიმართლე განზრახ დაამახინჯოს, მზად არის, არც დაინახოს რამე და არც გაიგონოს, ოღონდაც თავისი ლოგიკა გაამართლოს. აბა ირგვლივ მიმოიხედეთ: სისხლი ზღვად მოედინება, თანაც ისეთი მხიარულებით, თითქოს შამპანური იყოს.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ცივილიზაცია ადამიანში მხოლოდ შეგრძნებათა მრავალმხრივობას გამოიმუშავებს და მეტს არაფერს. ხოლო იმ მრავალმხრივობის განვითარებით ადამიანი ლამის იქამდეც კი მივა, რომ სისხლისღვრაში სიამოვნებას მოიძიებს. ეს ხომ უწინაც ყოფილა. არ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე დახვეწილი სისხლისმღვრელნი თითქმის ერთიანად ყველაზე ცივილიზებული ბატონები გახლდნენ.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

იმ ბრძენთა ბრძენებმა საიდან გამოჩხრიკეს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ნორმალური, მაღალზნეობრივი წადილი ესაჭიროება? რანაირად წარმოიდგინეს, რომ ადამიანს უსათუოდ კეთილგონივრულად სასარგებლო წადილი სჭირდება? ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც უნდა დაუჯდეს და სადამდეც უნდა მიიყვანოს. ხოლო წადილი, წადილი ხომ ეშმაკმა უწყის...

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ნამდვილი სისულელე ზოგჯერ იმიტომ გვსურს, რომ უგუნურობის გამო ეს სისულელე ამა თუ იმ წინასწარ ნავარაუდევი სარგებლის მოსაპოვებელ უიოლეს გზად მიგვაჩნია.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ბატონებო, ვთქვათ, ადამიანი უგუნური არ არის.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

მსოფლიო ისტორიაზე ყველაფრის თქმა შეიძლება, ყველაფრისა, რაც კი თავში მოუვა უაღრესად გაღიზიანებულ წარმოსახვას. მხოლოდ იმას ვერ იტყვი, კეთილგონივრული რა არის.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ადამიანები ჯერ კიდევ ადამიანები არიან და არა ფორტეპიანოს კლავიშები, რაზედაც თვით ბუნების კანონები უკრავს, მაგრამ იქამდე დაუკრავს, სანამ კალენდრის გარდა სასურველიც აღარაფერი იქნება.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ადამიანობის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო!

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ადამიანი უპირატესად შემოქმედი ცხოველია, რომელსაც დაკისრებული აქვს, მიზნისკენ შეგნებულად მიისწრაფოდეს.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ადამიანი ფუქსავატი და უმსგავსი არსებაა და, შესაძლოა, მოჭადრაკისნაირად მხოლოდ მიზნის მიღწევის პროცესი უყვარს და არა თვით მიზანი. ჰოდა, ვინ იცის, შესაძლოა, მთელი მიზანი მთელ ქვეყნიერებაზე, საითკენაც კაცობრიობა მიისწრაფვის, მხოლოდ და მხოლოდ მიღწევის უწყვეტი პროცესია, სხვაგვარად თუ ვიტყვით, თვით ცხოვრებაა და არა საკუთრივ მიზანი, რაც, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, გარდა ორჯერ ორი ოთხისა, ანუ ფორმულაა, ხოლო ორჯერ ორი ოთხი, ბატონებო, ცხოვრება კი არა, სიკვდილის დასაწყისია.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ასე მტკიცედ, ასე მძლეთამძლედ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ნორმალური და დადებითი რამ, ერთი სიტყვით, მხოლოდ კეთილდღეობაა ადამიანისთვის სასარგებლო? გონება სარგებელთა თაობაზე ხომ არ ცდება? ადამიანს იქნებ არა მარტო კეთილდღეობა უყვარს? სატანჯველიც იქნებ იმდენადვე უყვარს? მისთვის სატანჯველი იქნებ იმდენადვე მომგებიანია, რამდენადაც კეთილდღეობა? ხოლო ადამიანს სატანჯველი ზოგჯერ მთელი ჟინით რომ უყვარს, ეს ხომ უეჭველია. თქვენსავე თავს შეეკითხეთ, თუ ადამიანი ხართ და რაღაც ხანი გიცხოვრიათ. პირადად ჩემი აზრით კი მხოლოდ კეთილდღეობის სიყვარული, ცოტა არ იყოს, უხამსობაა. რიგიანია თუ ურიგო, ზოგჯერ რაღაცის დამსხვრევა ძალზე სასიამოვნოა.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ცნობიერება ადამიანისთვის უდიდესი უბედურებაა, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს უყვარს და არავითარ დაკმაყოფილებაზე არ გაცვლის.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

სურვილები მომისპეთ, იდეალები წარმიხოცეთ, უკეთესი რამ დამისახეთ და სადაც გინდათ, იქ გამოგყვებით.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

თქვენ ცხოვრება გწყურიათ და ცხოვრებისეულ საკითხებს აბდაუბდა ლოგიკით თავად წყვეტთ. თქვენი გამოხდომები ასეთი მომბეზრებელი, ასეთი თავხედურია და ამავე დროს როგორი შიში გიპყრობთ! სისულელეს ლაპარაკობთ და ამით კმაყოფილი ხართ. უტიფრად ლაპარაკობთ, თანაც ამის გამო ერთთავად შიშით კანკალებთ და ბოდიშს იხდით. გვარწმუნებთ, რომ არაფრისა გეშინიათ და ამავე დროს ჩვენი აზრის შეტყობას ლაქუცით ცდილობთ. გვარწმუნებთ, რომ კბილებს აღრჭენთ და ამავე დროს ხუმრობთ, რათა გაგვაცინოთ. იცით, რომ თქვენი ხუმრობანი მახვილგონივრული არ არის, მაგრამ, ცხადია, ამ ხუმრობათა ლიტერატურული ღირსებებით ფრიად კმაყოფილი ხართ. შესაძლოა, ზოგჯერ მართლა გატანჯულხართ, მაგრამ თქვენს ტანჯვას პატივს ოდნავადაც არ სცემთ. თქვენი გულ-გონება სიმართლეს კი მეტყველებს, მაგრამ თქვენს არსებას უბიწობა არ გააჩნია. უწვრილმანესი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სიმართლეს ბერავთ და თვალებში სამარცხვინოდ გვჩრით... რაღაცის თქმა კი მართლა გსურთ, მაგრამ თქვენს საბოლოო სიტყვას შიშის გამო მალავთ, რამეთუ სათქმელად გამბედაობა არ გყოფნით და მხოლოდ ლაჩრული თავხედობა გაგაჩნიათ. ცნობიერებით ტრაბახობთ, მაგრამ მარტოოდენ მერყეობთ, რამეთუ ჭკუა-გონება კი გიმუშავებთ, მაგრამ თქვენი გული გარყვნილებას მოუცავს, ხოლო უმწიკვლო გულის უქონლად სრული, წესიერი ცნობიერება ვერ იარსებებს, თქვენი პრანჭვა-გრეხა თავის გამოჩინებაა, რარიგ მოსაბეზრებელია! სიცრუეა, სიცრუეა, სიცრუე!

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ჩვენი დროის ყოველი წესიერი ადამიანი მხდალი და მონაა და მოვალეც არის, რომ იყოს. ეს მისი ნორმალური მდგომარეობაა.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

მე ერთადერთი ვარ, ხოლო ისინი ყველანი ერთნაირები არიან.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

მეორეხარისხოვანი როლში ყოფნას ვერც კი წარმოვიდგენდი და სწორედ ამიტომაც სინამდვილეში უკანასკნელ როლს ძალზე მშვიდად ვიკავებდი. ან გმირი უნდა ვყოფილიყავი, ან წუმპეში ამოგანგლული. საშუალო რამ არ არსებობდა. სწორედ ამან დამღუპა, რადგან წუმპეში თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვა დროს გმირი ვიყავი, ხოლო გმირი წუმპის გამამართლებელი გახლდათ!

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება. „რაკი ძალიან მიყვარხარ, უნდა გაგტანჯო კიდევაც და ამას უნდა გრძნობდეო“. იცით თუ არა, ვინც უყვართ, განზრახ რომ აწამებენ? ამას უმეტესად ქალები სჩადიან.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

არავინ, არც ერთმა სულიერმა არ უნდა იცოდეს, ქმარსა და ცოლს შორის რა ხდება, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი წაჩხუბებულნიც უდნა იყვნენ, განმსჯელად მშობელ დედასაც არ უნდა მოუხმონ და ერთიმეორეზე სასაყვედურო არაფერი თქვან. თავიანთი განმსჯელნი თავად უნდა იყვნენ. სიყვარული ღვთაებრივი საიდუმლოა და ყველას თვალთაგან ფარული უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაიქცეს, ოღონდ მე ჩაის მუდამ ვსვამდე.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ჩემთვის სიყვარული ტირანულად მოპყრობას, ზნეობრივ უპირატესობას ნიშნავდა. მთელ სიცოცხლეში სხვაგვარი სიყვარულის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიყვარული სიყვარულის საგნისგან ნებაყოფლობით უფლების მოცემაა მასზე ტირანული მოპყრობისა. მიწისქვეშეთში ოცნებისას სიყვარულს მხოლოდ ქიშპობად წარმოვისახავდი, ყოველთვის მძულვარებით ვიწყებდი და ზნეობრივი დამორჩილებით ვასრულებდი, ხოლო შემდეგ აღარ ვიცოდი, დამორჩილებულს როგორ მოვქცეოდი.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

ცხოვრებას ყველანი გადავეჩვიეთ, ყველანი მეტად თუ ნაკლებად მოვიკოჭლებთ. ისე გადავეჩვიეთ, რომ ზოგჯერ ნამდვილი, „ცოცხალი ცხოვრების“ მიმართ ერთგვარი ზიზღი გვეუფლება და ამის გამო ვერ აგვიტანია, როცა შეგვახსენებენ. იქამდე ვართ მისულნი, რომ ნამდვილი „ცოცხალი ცხოვრება“ ლამის შრომად, თითქმის სამსახურადაც კი მიგვაჩნია და ყველანი ვაღიარებთ, რომ წიგნისმიერად ცხოვრება გვიჯობს. დროდადრო რას ვფაციფუცობთ, რას ვჟინიანობთ, რას მოვითხოვთ თავადაც არ ვიცით. ჩვენთვის ხომ უარესი იქნება, ჟინიან მოთხოვნებს თუ აღგვისრულებენ.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

აბა, შეეცადეთ, აბა, მაგალითად, ცოტათი მეტი დამოუკიდებლობა გვიბოძეთ, რომელ ჩვენგანსაც გინდათ, ხელები გაგვიხსენით, საქმიანობის სივრცე გაგვიფართოვეთ, მეურვეობა შეასუსტეთ... ჩვენ ხომ... გარწმუნებთ, ჩვენ ხომ უმალ შეგევედრებით, რომ მეურვეობა აღგვიდგინოთ.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“

  •  

მე ხომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უკიდურესობამდე მივიყვანე ის, რისი მიყვანაც თქვენ ნახევრამდეც ვერ გაბედეთ, ამასთანავე თქვენს სიმხდალეს კეთილგონიერებად მიიჩნევდით და თავს ამით ინუგეშებდით, თავს ამით იტყუებდით. ისე რომ, მგონი თქვენზე უფრო „ცოცხალი გახლავართ“. გულ-გონება გაიმახვილეთ! ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით, ეს ცოცხალი სად არის, რა არის და რა ეწოდება? მარტონი რომ დაგვტოვოთ, უწიგნოდ რომ დაგვტოვოთ, უმალვე თავგზა აგვებნევა - არ გვეცოდინება, რას მივეკედლოთ, რას ვებღაუჭოთ, რა გვიყვარდეს და რა გვძულდეს, პატივი რას ვცეთ და რა შევიზიზღოთ! ადამიანებად ყოფნაც კი, ნამდვილ, საკუთარ სხეულის და სისხლის მქონე ადამიანებად ყოფნაც კი გვიმძიმს, გვეჩოთირება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია და რაღაცნაირ, არარსებულ, ზოგად ადამიანებად ყოფნისკენ მივისწრაფვით. მკვდრადშობილნი ვართ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი მამები აღარ წარმოგვშობენ და ეს სულ უფრო და უფრო მოგვწონს. გაგვიტკბა კიდევაც. მალე იმასაც გამოვიგონებთ, რომ იდეისგან ვიშვით.

  ციტატის წყარო: „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“


მწერლის დღიური (1873-1881)

რედაქტირება
  •  

გაიგონ ადამიანებმა, რომ ბედნიერება უსაქმურობაში არ არის, მიხვდნენ იმას, რომ აზრი ჩაქრება უსაქმურში, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ახლობელი ისე, რომ არ შრომობდე მისთვის, რომ მოსაწყენია იცხოვრო საჩუქრით, რომ ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, არამედ მის მიღწევაშია.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

თქვენ იტყვით, რომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ბავშვები. მისმინეთ: ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბავშვებზე მაღლა, რადგან ჩვენ მათზე უარესნი ვართ.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ჩვენ სულ ცოტათიც კი არ ვპატიობთ ჩვენი აზრისგან ოდნავ გადახრილ აზრს, ჩვენთან ოდნავ უთანხმოებაში მყოფს არამზადად ვთვლით, გვავიწყდება ის, რომ ვინც ასე ადვილად დაკარგავს სხვის დაფასებას, ის საკუთარ თავსაც არ აფასებს.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

მე კი გიცხადებთ გულწრფელი სიტყვით, რომ არც შექსპირს და არც ჰომეროსს, ერთად რომ აგვეღო ყველა, მაინც ვერ ვიპოვიდით უფრო მშვენიერს ვიდრე ახლა, ამ თეთრ დარბაზში შეიძლებოდა აღმოგეჩინათ თქვენ შორის. რა არის შექსპირი! აქ ისეთი გამომჟღავნდებოდა, რომ არც კი დაესიზმრებოდათ ჩვენს სწავლულებს. მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თვითონაც არ იცით თუ რაოდენ მშვენიერნი ხართ! იცით თუ არა, ნებისმიერ თქვენგანს რომ მოესურვებინა შესძლებდა გაებედნერებინა ყოველი ამ დარბაზში და ყველას აიყოლიებდა? და ეს ძალა ყოველ თქვენგანშია, მაგრამ იმდენად ღრმადაა ჩამალული, რომ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენლად გვეჩვენება.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ყველანი ღელავენ, ყველა ყველაფერში იღებს მონაწილეობას, ყველას სურს გამოთქვას აზრი და წარადგინოს საკუთარი თავი. და აი, მხოლოდ ერთი ვერ ამომიხსნია, რა უფრო მეტად სურთ: იზოლირებული დარჩება ყველა თავის აზრში თუ ერთ აზრად იქცევიან.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

უმაღლესი იდეა დედამიწაზე ერთია - იდეა ადამიანის სულის უკვდავებისა, რადგან სხვა დანარჩენი „მაღალი“ იდეები, რომლითაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, მხოლოდ მისგანვე გამოედინება.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ძველი წესია: საგანში კი არაა საქმე, არამედ თვალშია. თუ გაქვთ თვალები - მოიძებნება საგანი, თუ არ გაქვთ - ესე იგი ბრმა ხართ და ვერც ერთ საგანში ვერაფერს ნახავთ. თვალები მნიშვნელოვანია, ის რაც ერთის თვალში პოემაა, სხვის თვალში უბრალო ფუთაა.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ოჯახიც ხომ მწიფდება, მზად ხომ არ გაძლევენ და არც ერთი წესი და არც ერთი ვალდებულება არ მოდის მზად, არამედ ეს ყოველივე თავისით იქმნება, ერთი მეორეს წარმოქმნის. მხოლოდ მაშინაა ოჯახი ძლიერი, სწორედ მაშინაა ეს წმინდა. ოჯახი დაუღლელი სიყვარულის შრომით ხდება სრულყოფილი.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

წარმოისახება ამოუხსნელი კითხვა: ტალანტი ფლობს ადამიანს თუ ადამიანი ტალანტს?

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ჩვენ თანდათან უფრო შევწყვიტეთ ერთმანეთის გაგება. ვგულისხმობ სერიოზულ და გულწრფელ ხალხს - მხოლოდ ამათ არ ესმით ერთმანეთის; გადამყიდველები კი სხვა საქმეა - მათ ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

თქვენ იცით რას ნიშნავს ბავშვის შეურაცხყოფა? მათი გულები უმანკო, თითქმის გაუცნობიერებელი სიყვარულითაა აღსავსე. ასეთი დარტყმები კი მათში მწუხარე გაკვირვებასა და ცრემლებს იწვევს, რასაც ღმერთი ხედავს და იმახსოვრებს.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

მხოლოდ სიყვარულით ვიყიდით ბავშვების გულს და არა მხოლოდ ბუნებრივი უფლებით მათზე.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

თითქმის ყველანი ტალანტები არიან, მაგრამ გრამითაც არ არიან პოეტები. მჭედელიც კი ტალანტურია. პოეზია, ასე ვთქვათ, შინაგანი ცეცხლია ყოველგვარი ტალანტისა.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ გამოაშკარავებული, მიმდინარე და ისიც დაკვირვებით, დასასრული და დასაწყისი - ეს ჯერ ფანტასტიკაა ადამიანისთვის.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

თუ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რათა უკეთესები გავხადოთ, ისინი თავის მხრივ ჩვენ გვაქცევენ უკეთესებად, თუნდაც მათზე ერთი შეხებით. ისინი ადამიანურს ხდიან ჩვენს სულს, მხოლოდ ჩვენს შორის გაჩენით.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცებით უკმაყოფილო.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

გაისაზრო და შეიგრძნო შეიძლება სწორადაც და პირველივე ჯერზეც, მაგრამ ადამიანად გახდომა არ შეიძლება პირველივე ჯერზე, უნდა გამოიკვეთო ადამიანად. აქ დისციპლინა... მოაზროვნეები ახმოვანებენ კანონებს, იმ საერთო კანონებს, რითაც ყველანი ბედნიერნი გახდებოდნენ, განურჩველად ყველა, ოღონდ ეს კანონები შექმნილიყო. ეს იდეალი, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, დაუსრულებელ ადამიანებში არც კი განხორციელდებოდა, არანაირი კანონი, თუნდაც ყველაზე ცხადიც კი.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

მისტიკურ იდეებს უყვარს თვალთვალი, ისინი ამით იქმნება.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ჭკუის შეცდომები და გაუაზრებლობა უფრო სწრაფად და უკვალოდ ქრება, ვიდრე შეცდომები, რომელსაც გული უშვებს.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

შენს მიღმა კი არა, შენშია სიმართლე, იპოვე შენი თავი შენში, წაიკითხე შენი შენში, დაეუფლე შენს თავს და შეიცნობ სიმართლეს. ნივთებში არ არის ეს სიმართლე, არც შენ ირგვლივ და არც ზღვას იქით სადმე, არამედ უპირველეს ყოვლისა, შენს საკუთარ თავზე შრომაში. გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, მოთოკავ თავს და გახდები ისეთი თავისუფალი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, დაიწყებ დიად საქმეს და სხვებსაც თავისუფლად აქცევ, შეიცნობ ბედნიერებას, რადგან შეივსება შენი სიცოცხლე, გაუგებ შენს ხალხს და იპოვი მათ წმინდა სიმართლეს.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ევროპისთვის რუსეთი გაუაზრებლობაა და მისი ყოველი საქმეც გაუაზრებლად მიაჩნია, ასე იქნება მუდამ.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

გავლილი ტანჯვა შეიძლება სულისთვის სიწმინდედ იქცეს. ადამიანი საერთოდ ისეა შექმნილი, რომ უყვარს საკუთარი განვლილი ტანჯვა.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ომი მასის საბაბია, რომ საკუთარი თავი დააფასოს. ამიტომაც უყვარს ერს ომი: ის ქმნის ომზე სიმღერებს, დიდი ხნის მანძილზე ქმნის ლეგენდებს და მოთხრობებს მასზე. სისხლისღვრა მნიშვნელოვანი რამაა. ომი აუცილებელია ჩვენს დროში, ომის გარეშე ქვეყანა იქცეოდა რაღაც დორბლად, რაიმე ცრუ სისველედ, დაბინძურდებოდა დამპალი ჭრილობებით.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ადამიანი ბუნებრივადაა გადახრილი სიმხდალისა და უსირცხვილობისაკენ, და კარგადაც იცის ეს; შესაძლოა ამიტომაც წყურია მას ომი და ამიტომ უყვარს ასე ძლიერ: მასში გრძნობს წამალს. ომი აღვივებს ძმის სიყვარულს და აერთიანებს ქვეყნებს.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ადვოკატი დაქირავებული სინდისია, ადვოკატს არ ძალუძს არ ითამაშოს საკუთარი სინდისით, თუნდაც სურდეს, რომ არ ითამაშოს.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

ამჟამად იმდენად არ ომობენ იარღით, როგორც ჭკუით, ეს უკანასკნელი ვითარება განსაკუთრებულად არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

არ მინდა ვიყო მართალი - რადგან შევცვლი საკუთარ თავს. არ მინდა ვიყო ცოდვილი - რადგან არაფერში ვარ დამნაშავე, არ მინდა ვირჩევდე - რადგან გრძნობები ერთი სიძლიერისაა.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“

  •  

მწვერვალისკენ სვლის დროს თუ გაჩერდები და ყოველ მყეფარე ძაღლს ქვის სროლას დაუწყებ, მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ.

  ციტატის წყარო: „მწერლის დღიური“


სასაცილო ადამიანის სიზმარი (1877)

რედაქტირება
  •  

მე სასაცილო ადამიანი ვარ. ისინი უკვე შეშლილს მეძახიან. ეს წოდების ამაღლება იქნებოდა, ისევ ისეთივე სასაცილოდ რომ არ მთვლიდნენ, როგორც წინათ. ახლა კი არ მწყინს, ისინი ყველანი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამცინიან. თვითონაც ვიცინებდი მათთან ერთად, - საკუთარ თავზე კი არა, უბრალოდ მათი შემხედვარე, ვიცინებდი ასე დამწუხრებული რომ არ ვიყო მათი შემყურე. დამწუხრებული ვარ, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მე კი ვიცი. ოჰ, რა ძნელია მარტომ იცოდე ჭეშარიტება! მაგრამ ამას ისინი ვერ გაიგებენ. არა, ვერ გაიგებენ.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არა მარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება - ერთადერთი მე ვარ.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

სიზმრები, როგორც ცნობილია, საოცრად უცნაური რამაა: ზოგი საშინელი სიცხადით გესახება, ოქრომჭედლის გამოკვეთილი დეტალებით და შემდეგ მეორეში გადადიხარ იმის შეუმჩნევლად, რომ განზომილებასა და დროში გადაინაცვლე. გეჩვენება, რომ სიზმრებს არა გონება, არამედ სურვილი, არა თავი, არამედ გული წარმოსახავს და ამავე დროს მათ შორის რა ეშმაკური მახეები გადაულახავს ჩემს გონებას სიზმარში! ამასთანავე, სიზმარში, სრულიად მიუღწეველი მოვლენები ხდება. ჩემი ძმა მაგალითად, ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. ხანდახან სიზმარში ვხედავ მას: ის მონაწილეობას იღებს ჩემს საქმეებში, ძალზედ დაინტერესებულნი ვართ თან ამ დროს და მთელი სიზმრის განმავლობაში სრულიად ვიცი, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია და დამარხული. რაც არ უნდა ვარწმუნო ჩემს თავს, რომ ის მკვდარია, მაინც მუხთლად ჩემ გვერდით არ მოძრაობს? რატომ აძლევს ნებას ამ ყოველივეს ჩემი გონება? მაგრამ საკმარისია. მაგრამ საკმარისია. ვუბრუნდები ჩემს სიზმარს. დიახ... მაშინ დამესიზმრა, ჩემი სამი ნოემბრის სიზმარი! ახლა უკვე მაჯავრებენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მაგრამ განა სულერთი არაა სიზმარი იყო თუ ცხადი, თუკი ამ სიზმარმა ჭეშმარიტება მანახა? რადგან თუ ერთხელ ნახავ ჭეშმარიტებას, შემდეგ ყოველთვის იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა და სხვა ვერ იქნება, არც ძალუძს, რომ იყოს, მიუხედავად იმისა, გძინავთ თუ რეალობაში ხართ. დაე, იყოს სიზმარი, იყოს, მაგრამ ეს ცხოვრება, რომელსაც ასე აღამაღლებთ, მე მინდოდა თვითმკვლელობით მომესპო, სიზმარმა კი, ჩემმა სიზმარმა, ო, მან მამცნო მე ახალი, დიადი, განახლებული და ძლიერი სიცოცხლე!

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

სიზმარში თქვენ ხან სიმაღლიდან ვარდებით ან დანით გჭრიან, ან გირტყამენ, მაგრამ არასოდეს გრძნობთ, თუ თქვენ თვითონ, როგორმე ცხადში არ დაიზიანებთ თავს საწოლში, აქ თქვენ იგრძნობთ ტკივილს და თითქმის ყოველთვის ტკივილისგან გამოგეღვიძებათ. ასევე იყო ჩემს სიზმარშიც: ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი გასროლით ჩემში ყოველივე შეიძრა, უცებ ჩაქრა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შემზარავად გაშავდა. თითქოს დავბრმავდი და დავმუნჯდი. და აი, ვწევარ რაღაც მკვრივზე გაჭიმული, ვუცქერ სიბნელეს და ოდნავი მოძრაობის გაკეთებაც არ შემიძლია. ირგვლივ დადიან და ყვირიან, როხროხებს კაპიტანი, წიკვინებს დიასახლისი, და უცებ, ისევ შესვენება და უკვე მიმათრევენ დახურულ კუბოში მოთავსებულს. ვგრძნობ კუბოს ჭრაჭუნს და ვაანალიზებ ამას, უცებ პირველად მახსენდება - მე ხომ მკვდარი ვარ, ვიცი რომ მოვკვდი, ვერ ვინძრევი, ვერ ვხედავ და ამავდროულად შემიძლია ვიაზროვნო. მაგრამ უმალვე ვეჩვევი ამას და ჩვეულებისამებრ, როგორც სიზმარში, სინამდვილეს უდავოდ ვეგუები. და აი, უკვე მმარხავენ მიწაში. ყველა მიდის, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, ვერ ვმოძრაობ. ყოველთვის, როდესაც ადრე წარმოვიდგენდი თუ როგორ მმარხავენ საფლავში, ყოველთვის საფლავთან ნესტსა და სიცივეს ვუკავშირებდი. ასევე ახლაც ვიგრძენი, რომ ძალიან მცივა, განსაკუთრებით ფეხის თითებზე, მაგრამ მეტი არაფერი მიგრძვნია. ვიწექი და უცნაურია - არაფერს ველოდი, უდავოდ ვიღებდი იმ ვითარებას, რომ მკვდარი ვერ ელოდება ვერაფერს. მაგრამ ნესტი იყო. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა - საათები თუ რამდენიმე დღე. მაგრამ აი, ჩემს დახუჭულ მარცხენა თვალზე დაეცა კუბოში შემოპარული წყლის წვეთი, მას წუთის შემდეგ მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეორდებოდა ერთი წუთის ინტერვალით. ღრმა გულისწყრომა აენთო ჩემს გულში და უცებ მასში ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი: „ეს ჩემი ჭრილობაა - გავიფიქრე, - გასროლა, იქ ტყვიაა...“ წვეთი კი ისევ ვარდებოდა, ყოველ წუთს და პირდაპირ დახურულ თვალზე მეცემოდა. და უცებ შევძახე არა ხმით, რადგან უძრავი ვიყავი, არამედ მთელი არსებით, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა იმის მფლობელს:
- ვინც არ უნდა იყო, და თუ შენ ხარ და არსებობს რაიმე უფრო გონივრული ვიდრე ის, რაც ახლა ხდება, მიეცი ნება რომ აქაც იყოს. თუ შენ შურს იძიებ ჩემზე ჩემი გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის გამო, უხამსობასა და უაზრობაზე ამგვარი ყოფით, მაშინ იცოდე, რომ არასოდეს და არანაირ წამებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის, ვერ შეედრება ეს სიძულვილი, რომელსაც მდუმარედ უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მილიონი წელი ამ წამებაში!
  ამოვიძახე და დავდუმდი. თითქმის მთელი წუთი გრძელდებოდა ღრმა მდუმარება და ერთი წვეთიც დამეცა თვალზე, მაგრამ ვიცოდი, უსაზღვროდ ვიცოდი და მწამდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. და უცებ, გაიხსნა ჩემი სამარე. არც კი ვიცოდი, გახსნეს ის თუ ამოთხარეს, მაგრამ ამიყვანა რაღაც შავმა და უცნობმა არსებამ, სულ სხვა განზომილებაში. უცებ ამეხილა თვალი: იყო უკუნი ღამე, და არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი სიბნელე! განზომილებაში მივქროდით, შორს დედამიწისგან.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

„იქნებ სამარის შემდეგაც არსებობს სამყარო!“ - გავიფიქრე სიზმრის მსუბუქი აზრით, მაგრამ ჩემი გულის არსი სიღრმეში ჩემთან რჩებოდა: „და თუ უნდა მეცხოვრა - გავიფიქრე ისევ - ვინმეს უბერებელი სურვილისამებრ, მაშინ არ მინდა, რომ დამამარცხონ და დამამცირონ!“ - „შენ იცი, რომ მეშინია შენი და ამიტომაც გეზიზღები“ - ვუთხარი ჩემს თანამგზავრს და გულში ნემსივით ჩხვლეტა ვიგრძენი დამცირებისგან. ჩემს კითხვას არ უპასუხა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ არ ვძულდი არავის და არ დამცინოდნენ, არც კი მიცოდებდნენ და რომ ჩვენს გზას აქვს მიზანი, უცნობი და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მე მეხება.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

მე მიყვარს, მე შემიძლია მხოლოდ ის მიწა მიყვარდეს, რომელიც დავტოვე, რომელზეც დარჩა ჩემი სისხლის წვეთები, როდესაც მე უმადურმა, გულში ტყვია დავიხალე და ცხოვრება მოვისპე. მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია იმ დედამიწის სიყვარული, იმ ღამითაც კი, როდესაც ვეთხოვებოდი მას, შეიძლება უფრო მეტი ტანჯვით მიყვარდა, ვიდრე ოდესმე.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

ჩვენს პლანეტაზე ჭეშმარიტად მხოლოდ ტანჯვაში შეგვიძლია გვიყვარდეს! რადგან სხვაგვარად არ შეგვიძლია გვიყვარდეს და არ ვცნობთ სხვა სიყვარულს. მე მინდა ტანჯვა, რათა მიყვარდეს. მე მინდა, მე მწყურია, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვკოცნო, ცრემლების ღვრით ვკოცნო მხოლოდ ის ერთი დედამიწა, რომელიც დავტოვე და არ მინდა, არ ვიღებ ცხოვრებას ნებისმიერ სხვა პლანეტაზე!..

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

მათ თითქმის არ ესმოდათ ჩემი, როდესაც სამუდამო სიცოცხლეზე ვეკითხებოდი, მაგრამ ჩანდა, რომ ამაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კითხვად არ აღიქვამდნენ. მათ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ჰქონდათ იდეალური, გამორჩეული ერთობა მთელს სამყაროსთან, მათ არ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ჰქონდათ მყარი ცოდნა იმისა, რომ როდესაც დასრულდებოდა ნეტარება მიწაზე, მათვისაც და გარდაცვლილთათვისაც კიდევ უფრო გაღრმავებული შეგრძნება იქნებოდა მთელს სამყაროსთან ერთობისა. ისინი ამ მომენტს სიხარულით ელოდნენ, მაგრამ არა სულსწრაფობით, კი არ იტანჯებოდნენ ამის გამო, არამედ უკვე ჰქონდათ მისი შეგრძნება საკუთარ გულებში, რომლის შესახებაც ერთმანეთს ამცნობდნენ.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

ისინი ჩემი ტვინისთვის მიუღწევლად რჩებოდნენ, სამაგიეროდ ჩემი გული მათში აუხსნელად და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე ეს ყოველივე უკვე ვიგრძენი დიდი ხნის წინ, რომ მთელი ეს სიხარული და დიდება იგრძნობოდა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე, მყვირალა ტანჯვაში, მაშინ, როდესაც გარდაუვალ გლოვას ვუახლოვდებოდი; რომ მე წინასწარ ვიგრძენი ისინი ყველა თავიანთი დიდებულებით, ჩემი გულის სიზმრებში და გონების ოცნებებში, რომ მე ხშირად არ შემეძლო მეჭვრიტა მზის ჩასვლისთვის ცრემლების გარეშე... რომ ჩემი სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის სევდისგან შედგებოდა ჩემს მიწაზე: რატომ არ შემიძლია, რომ მძულდნენ ისინი, როდესაც არ მიყვარდნენ და რატომ არ შემეძლო არ მეპატიებინა მათთვის და არ მყვარებოდნენ სევდით: რატომ არ შემიძლია მიყვარდნენ ისინი მათ მიმართ სიძულვილში? მისმენდნენ და ვიცოდი, ვერ წარმოიდეგნდნენ იმას, რასაც მე ვეუბნებოდი, მაგრამ არ ვნანობდი, რომ მათ ამას ვეუბნებოდი: ვიცოდი, რომ მათ ესმოდათ მთელი ჩემი სევდა მათ მიმართ, ვინც მივატოვე. დიახ, როდესაც ისინი მიცქერდნენ თავიანთი ჭკვიანი, სიყვარულით სავსე გამჭოლი თვალებით, როდსაც ვგრძნობდი, რომ მათთან ყოფნით ჩემი გულიც იგივე უსაზღვრო სიყვარულით ივსებოდა, როგორც მათ გულები, მაშინ არ ვნანობდი, რომ მათი არ მესმოდა. ცხოვრების სისრულის შეგრძნებისგან სული მევსებოდა და ჩუმად ვლოცულობდი მათთვის.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

ო, ყველანი იცინიან ჩემს თვალში და მარწმუნებენ, რომ სიზმარშიც კი შეუძლებელია ნახო ასეთი დაწვრილებით ყველაფერი, რასაც მე გადმოვცემ, რომ ჩემს სიზმარში მე ვიგრძენი ან ვიხილე მხოლოდ გრძნობა, ჩემი გულის ბოდვაში დაუფლებული, დეტალები კი თვითონ მოვიდა თავში გამოღვიძებისთანავე. როდესაც მათ გავუმხილე, რომ სინამდვილეშიც შეიძლებოდა ასეთ ყოფილიყო - ღმერთო ჩემო, როგორი ხარხარი დაიწყეს და რაოდენ დიდი მხიარულება მივიღე! ო, დიახ, მე ვიყავი დამარცხებული მხოლოდ იმ ერთი სიზმრით და მხოლოდ ის გადარჩა სისხლამდე დაჭრილ ჩემს გულში: მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიზმრის სახეები და ფორმები, ანუ ისნინი, რომლებიც მე სინამდვილედ ვიხილე ჩემს სიზმარში, იმდენად ამაღლებული იყო, იმხელა ჰარმონიამდე, რომ გამოღვიძებულს მათი გადმოცემა უბრალო, ადამიანური სიტყვებით არ შემეძლო. ასე, რომ ისინი უნდა ჩამეხშო გონებაში და იქნებ, შეიძლება ნამდვილადაც - მე თვითონ, გაუცნობიერებლად ვალდებული ვიყავი, გამესუფთავებინა დეტალები და რა თქმა უნდა მათი წარმოთქმით, განსაკუთრებით ასეთი ვნებიან სურვილის დროს, რათა რაც შეიძლება უცებ და სრულად გამომეხატა. თან როგორ არ უნდა მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი იყო? თუნდაც სიზმარი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს არ შეეძლო რომ არ ყოფილიყო. იცით რა, საიდუმლოდ გეტყვით: ეს ყველაფერი შესაძლოა არც იყო სიზმარი, რადგან აქ მოხდა რაღაც ისეთ, რაღაც ისეთი საშინლად ჭეშმარიტი, რომ შეუძლებელი იყო სიზმარში მენახა. თუნდაც სიზმარი შეექმნა ჩემს გულს, განა მხოლოდ გულს ძალუძდა შეექმნა ის საშნელი სიმართლე, რომელიც მე შემემთხვა შემდეგ? როგორ შემეძლო მხოლოდ მე, ერთს გამომეგონებინა გულით? ნუთუ ჩემს მოკლე გულსა და წუწუნა, უბადრუკ გონებას შეეძლო ავეტაცე სიმართლის ამხელა სიმაღლეზე! ო, თვითონ განსაჯეთ: აქამდე ვმალავდი, მაგრამ ამჯერად ბოლომდე ვიტყვი სიმართლეს. საქმე იმაშია რომ მე... გავრყვენი ისინი ყველა!

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ - სისასტიკე... ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, - მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია.. მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველი მათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არც ერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა - თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის... მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ... და აქ მე გამომეღვიძა.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

ო, აწი ცხოვრება და ცხოვრება! აღვაპრყე ხელები და მოვუწოდე სამუდამო ჭეშმარიტებას; კი არ მოვუხმე, არამედ ავტირდი, აღმაფრენა, შეუცვლელი აღმაფრენა აღამაღლებდა მთელ ჩემს არსებას. დიახ, ცხოვრება და ქადაგება! ო, ქადაგება მე იმ წუთასვე გადავწყვიტე და რა თქმა უნდა მთელი ცხოვრების მანძილზე! მივდივარ საქადაგებლად, მე მინდა ვიქადაგო - რა? ჭეშმარიტება, რადგან მე ვიხილე ის, ვიხილე საკუთარი თვალებით, მთელი მისი სიდიადით!

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

ყველაზე მეტად მიყვარს ის, ვინც დამცინის. რატომაა ასე?- არ ვიცი და არც შემიძლია ავხსნა, მაგრამ დაე, ასე იყოს. ამბობენ, რომ მე უკვე ვცოტავდები და რა იქნება შემდეგ? სიმართლე, ჭეშმარიტება: მე ვიკლებ და შემდეგშიც უფრო უარესად იქნება ალბათ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, რამდენჯერმე შევეცდები, რათა ვიპოვო სწორი სიტყვები და ფორმა ქადაგებისა, ეს ხომ ძალზედ რთულია განსახორციელებლად. მე ამ ყოველივეს დღესავით ნათლად ვხედავ, მაგრამ მითხარით: ვინ არ დასრულებულა! ამავდროულად ყველანი საბოლოოდ ერთთან მიდიან, იღწვიან ერთისკენ - ჭეშმარიტებისკენ, აი სიახლე, ასე რომ ბოლომდე დასრულება არ შემიძლია. რადგან მე ვნახე ჭეშმარიტება, მე ვნახე და ვიცი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, მიწაზე ცხოვრების საშუალების დაკარგვის გარეშე. არ მინდა, არ შემიძლია რწმენა იმისა, რომ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება ბოროტება იყოს. ისინი ხომ ამ ჩემს რწმენაზე იცინიან. მაგრამ როგორ არ მწამდეს: მე ვნახე ჭეშმარიტება - არა თუ გამოვიგონე გონებით, არამედ ვნახე, ვნახე და მისმა ცოცხალმა სახემ ჩემი სული საუკუნოდ აღავსო.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

სიზმარი? რა არის სიზმარი? და ჩვენი ცხოვრება სიზმარი არ არის? მეტსაც ვიტყვი: დაე, დაე, არასოდეს ასრულდეს ეს და არ იყოს სამოთხე (ეს მე კარგად გამეგება) - მაგრამ მე მაინც ვიქადაგებ. ამასობაში რა უბრალოა ამის მოწყობა: ერთ დღეში, ერთ საათში - ყველაფერი უცებ მოეწყობოდა!

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

მთავარია - გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

„ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალი!“ აი რასთან უნდა იბრძოლო! და ასეც ვიზამ. თუკი ყველანი მხოლოდ მოინდომებენ, ყველაფერი ახლავე მოიწყობა.

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

  •  

ის პატარა გოგონა კი მოვძებნე.... და წავალ! წავალ!

  ციტატის წყარო: „სასაცილო ადამიანის სიზმარი“


სტეპანჩიკოვოს სოფელი (1859)

რედაქტირება
  •  

ეს ერთ-ერთი იმ კეთილისმყოფელ ადამიანთაგანი იყო, რომელთაც ესირცხვილებათ სხვა ადამიანს ცუდი შესთავაზონ, სიჩქარით მოსავენ საკუთარ ახლობლებს ყოველგვარი კეთილი საქმით, უხარიათ სხვისი წარმატება, ცხოვრობენ ამ წესით, მუდმივად იდეალურ მსოფლიოში, წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირველ რიგში, საკუთარ თავს ადანაშაულებენ. თავის გაწირვა სხვისი ინტერესებისათვის მათი მოწოდებაა. ზოგნი მათ როგორც პატარა სულის, უხასიათო და სუსტ არსებებად იცნობენ. რა თქმა უნდა, ის სუსტი და ზედმეტად რბილი ხასიათის იყო, მაგრამ არა ხასიათის სიმყარის ნაკლებობისგან, არამედ შიშის გამო, რომ შეურაცხყოფდა, მრისხანედ მოექცეოდა ვინმეს გადამეტებული პატივისცემისთვის ახლობლისა თუ უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ, უხასიათო და პატარა სულისკვეთების იყო მაშინ, როდესაც თავის სარგებლობას ეხებოდა საქმე, რასაც ის დიდად უგულებელყოფდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სასაცილოდ იგდებდნენ და თან ხშირად იმათგან, ვისთვისაც ამ სარგებელს სწირავდა.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

რისხვას გადასული პატარა სული თვითონვე ავლენს რისხვას.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

პირველად შხამით დაგათრობენ და შემდეგ იმასაც გკითხავენ, მისაყოლებელი ხომ არ გინდაო. გულის ჭრილობები უნდათ რომ განკურნონ რაიმე მომწამვლელი სოკოთი ან დამპალი ვაშლებით!

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

რითაც არ უნდა დაფარო ჭუჭყი, ჭუჭყი მაინც ჭუჭყად რჩება.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

და თუ აქამდე არავინ არ ჩასვა საგიჟეთში, ეს იმის გამო, რომ მასზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაქორწინება.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

ღმერთო! რატომ არის ადამიანი გაბოროტებული? რატომ ვარ ხოლმე ბოროტი, როდესაც ასე კარგი და მშვენიერია კეთილად ყოფნა?

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც კაცთმოძულედ მაქცია!

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

თუ გინდა დაამარცხო მთელი მსოფლიო, დაამარცხე საკუთარი თავი.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

კარგი დრო ციდან არ ვარდება, არამედ მას ჩვენ ვქმნით; ის ჩვენს გულებშია დამწყვდეული.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება - აი ჩემი წესი! მოითმინე, იშრომე, ილოცე და იმედი იქონიე - აი ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი!

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

ახალგაზრდობა ხშირად თავმოყვარე არაა, ახალგაზრდა თავმოყვარეობა კი თითქმის ყოველთვის მშიშარაა.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

ორჯერ მეტად ფრთხლად უნდა იყო უბედურებაგამოვლილ ადამიანთან.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

ისეთია ადამიანის თავმოყვარეობა, რომ საკუთარ თავშიც არ ეტევა.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

სიყვარული ალამაზებს სახეს.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

ყოველი საქმე ღირსეულად, მამაცურად უნდა გააკეთო, მაგრამ ყვირილისა და წყენის გარეშე.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

ფული მტრედია, მოფრინდება და უთუოდ ისევ გაფრინდება.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

ადამიანური იმედები მატყუარაა.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

მწამს, რომ მეცნიერება, ხელოვნება... ქანდაკება, მთელი ეს მაღალი იდეები ასე ვთქვათ, თავისებურ მომხიბვლელ მხარეებს ფლობენ, მაგრამ ისინი ვერ შეცვლის ქალებს! ქალები, ქალები, ახალგაზრდავ, გაყალიბებენ თქვენ და ამიტომაც, მათ გარეშე შეუძლებელია, შეუძლებელია ახალგაზრდა ადამიანო!

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

ლოცვებს მთელი ღამე თქვენთვის ვჩურჩულებდი, ვცდილობდი თქვენი ბედნიერება მეპოვნა. მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან ბედნიერება კეთილის ქმნაშია.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“

  •  

მისთვის სერიოზულად რომ ეთხოვა ვინმეს მხრებით წამიყვანე ორი ვერსის მანძლზეო, შესაძლოა წაიყვანდა კიდევაც: ისეთი კეთილი იყო, დანამდვილებით მისცემდა ყველაფერს პირველივე თხოვნისას და უკანასკნელ პერანგს გაუნაწილებდა პირველ მთხოვნელს.

  ციტატის წყარო: „სტეპანჩიკოვოს სოფელი“


ბიძის სიზმარი (1859)

რედაქტირება
  •  

ტყუილი საპატიოა თუ მას სიცოცხლის გადასარჩენად ამბობ.

  ციტატის წყარო: „ბიძის სიზმარი“

  •  

ჩვენ ჩვენს შვილებში ვცოცხლობთ.

  ციტატის წყარო: „ბიძის სიზმარი“

  •  

ყოველივე კვდება, ყოველივე, მოგონებებიც კი! ჩვენი კეთილშობილური გრძნობებიც კვდება. მათ ნაცვლად კი კეთილგონივრულობა დგება.

  ციტატის წყარო: „ბიძის სიზმარი“

  •  

ტირანია მოთხოვნილებაში გადაზრდილი ჩვევაა.

  ციტატის წყარო: „ბიძის სიზმარი“

  •  

სილამაზე ახალგაზრდობისგან არ შესდგება.

  ციტატის წყარო: „ბიძის სიზმარი“

  •  

თქვენ არ შეგიძლიათ კეთილი საქმეების გამოაშკარავების გარეშე, საზიზღარ საქმეშიც კი. სჯობს თქვათ პირდაპირ და უბრალოდ: „ზინა ეს მუხთლობაა, მაგრამ ხეირიანი, ამიტომ დათანხმდი ამაზე!“ უკიდურეს შემთხვევაში გულწრფელობა იქნებოდა.

  ციტატის წყარო: „ბიძის სიზმარი“

  •  

მეტი აღარ მსურს ვდუმდე ამ ადამიანების წინაშე, რომელთა აზრებიც მძულს და რომლებიც ჩვენს დასაცინად ჩამოვიდნენ! არ მსურს მათგან წყენა წავიღო; არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება ტალახი მესროლოს. ყველანი მზად არიან ახლავე ათასჯერ უარესი რამ გააკეთონ, ვიდრე მე ან თქვენ! გაბედავენ რომ ჩვენი მოსამართლენი იყვნენ?

  ციტატის წყარო: „ბიძის სიზმარი“

  •  

ყველაზე ბოროტული და გამხეცებული სიხარულით ვხვდებით სკანდალს, რომელიც ჩვენს რომელიმე ახლობელს ემართება.

  ციტატის წყარო: „ბიძის სიზმარი“


ორი თვითმკვლელობა (1876)

რედაქტირება
  •  

ტანჯვა გონებიდანაა.

  ციტატის წყარო: „ორი თვითმკვლელობა“

  •  

იცით თუ არა, რომ რაც არ უნდა დაწეროთ, რაც არ უნდა გამოიყვანოთ, რაც არ უნდა შენიშნოთ მხატვრულ ნაწარმოებში - ვერასოდეს ვერ გაუტოლდებით სინამდვილეს. რაც არ უნდა გამოსახოთ, ყველაფერი უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე სინამდვილეშია. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაწარმოებში მიაღწიეთ ყველაზე კომიკურს ცნობილ ცხოვრებისეულ მოვლენაზე, რეალურად კი დაიჭირეთ მხოლოდ ყველაზე მახინჯი მხარე მისი - არც მეტი, არც ნაკლები! სინამდვილე მაშინვე შემოგთავაზებთ ისეთ ეტაპს, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ და რომელიც ყველაფერს აჭარბებს, რაც კი შეეძლო შეექმნა თქვენს საკუთარ დაკვირვებასა და წარმოსახვას!

  ციტატის წყარო: „ორი თვითმკვლელობა“

  •  

დააკვირდით სხვა, ცხოვრების სინამდვილის შეიძლება მართლაც თავდაპირველად არც თუ ისე ნათელ ფაქტს - და თუ თქვენ შეგწევთ ძალა და გაქვთ თვალები, მასში ნახავთ ისეთ სიღრმეს, რომელიც შექსპირსაც არა აქვს. მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს კითხვა: ვისია თვალი და ვის ძალუძს? რადგან მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ შექმნა მხატვრული ნაწარმოები? არამედ ასევე საჭიროა ასახო ფაქტი, რასაც ცალკე მხატვრობა სჭირდება.

  ციტატის წყარო: „ორი თვითმკვლელობა“

  •  

ზოგი დაკვირვებულისთვის, ყველა ცხოვრებისეული მოვლენა ყველაზე მგრძნობიარე უბრალოებაში მოდის და იმდენად გასაგებია, რომ დასაფიქრებელიც არაფერია, დასანახიც არ არის არაფერი და ამად არც კი ღირს. ზოგ დაკვირვებულს კი იგივე მოვლენები სხვა დროს იმდენად გარჯის, (რაც არც ისე იშვიათად ხდება) რომ - არ ძალუძს საბოლოოდ განავრცოს და უბრალოება შემატოს, წამოჭიმოს სწორ ხაზზე და ამით დაწყნარდეს - ის მიდის სხვა სახის გაუბრალოებასთან და ასე უბრალოდ იხლის შუბლში ტყვიას, რათა თავისი გატანჯული გონება მთელი თავისი კითხვებითურთ სულ ერთიანად ჩააქროს.

  ციტატის წყარო: „ორი თვითმკვლელობა“

  •  

რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერასოდეს ამოვწურავთ ცხოვრების მოვლენებს თუ მის საწყისთან და ბოლოსთან არ მივალთ. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ არსებული, მიმდინარე, ხილვადი და ისიც მხოლოდ დაკვირვების შემდეგ, დასასრული და დასაწყისი - ეს ყველაფერი ადამიანისთვის ჯერ ფანტასტიკურია.

  ციტატის წყარო: „ორი თვითმკვლელობა“

  •  

გაზეთში ძალიან ბუნდოვნად იყო ნახსენები ეს ამბავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ძალზედ აღძრა ერთ ვითარებამ: მან ქლოროფილით დაასველა ბამბა, სახეზე შემოიხვია და საწოლზე დაწვა... ასეთნაირადვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ასეთი წერილი დაწერა:
 „Je m'en vais entreprendre un long voyage. Si cela ne reussit pas qu'on
se rassemble pour feter ma resurrection avec du Cliquot. Si cela reussit, je
prie qu'on ne me laisse enterrer que tout a fait morte, puisqu'il est tres
desagreable de se reveiller dans un cercueil sous terra. Ce n'est pas
Chic!“
რაც შემდეგნაირად ითარგმნება :
„ფრთებს ვასხამ გრძელ მოგზაურობას. თუ თვითმკვლელობა არ გამოვა, მაშინ დაე, შეიკრიბონ ყველანი, მკვდრებისგან ჩემი აღდგომის აღსანიშნავად ბოკალი კლიკით ხელში. და თუ თვითმკვლელობა შედგება, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ დამმარხოთ, ოღონდ საბოლოოდ დარწმუნდით, რომ მკვდარი ვარ, რადგან რომ სრულიად უსიამოვნოა კუბოში გაღვიძება, მიწის ქვეშ. ძალზედ მოკრძალებულად გამოვა!“
ამ საზიზღარ, უხეშ ლაზათში, ჩემი აზრით შეიძლება გულისწყრომა და ბრაზი ისმის - მაგრამ რის მიმართ? უბრალოდ უხეში ნატურები ანადგურებენ საკუთარ თავს თვითმკვლელობით, მხოლოდ მატერიალური, ხილვადი, გარეგნული საბაბით, ხოლო იმ წერილით ჩანს, რომ მას არ შეიძლებოდა ისეთი მიზეზი ჰქონოდა, რის მიმართ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მისი გულისწყრომა?... წარმოდგენილის უბრალოებაზე, ცხოვრების სიცარიელეზე? ეს ის ძალიან ცნობილი მოსამართლე და ცხოვრების უარმყოფელნი არიან, რომლებიც გამწყრალნი არიან „სისულელეზე“, წყრებიან ადამიანის მიწაზე გაჩენის გამო, ამ გაჩენის უშედეგო შემთხვევითობაზე, ტირანიაზე უმოქმედო მიზეზით, რომელთანაც არ შეიძლება შერიგება? აქ ისმის სწორედ „სწორხაზოვანი“ მოვლენების წინააღმდეგ უკმაყოფილო სულის ხმა, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამის სახლში ემცნო. და ყველაზე მეტად უშნოა ის, რომ მოკვდა ყოველგვარი მკაფიო დაეჭვების გარეშე. ეგრეთ წოდებული სიფრთხილის დაეჭვება - როგორც კითხვები, სავარაუდოდ არ ჰქონდა სულში; ყველაფერი, რაც მან ისწავლა, ბავშვობიდან იყო, სწამდა პირდაპირ, სიტყვაზე, აი ესაა სიმართლე. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მოკვდა, „ცივი სიბნელისა და მოწყენილობისაგან“, ასე ვთქვათ ცხოველური ტანჯვითა და უიმედობით, უბრალოდ, ცხოვრება გახდა მხუთავი, თითქოს ვერ მისწვდა ჰაერს. სულმა ვერ გაუძლო სწორხაზოვნებას, უვნებლობისა და სიფრთხილის გარეშე მოითხოვა შედარებით ძნელი...

  ციტატის წყარო: „ორი თვითმკვლელობა“

  •  

ზოგიერთ რამეზე, გარეგნულად როგორი უბრალოც არ უნდა იყოს, დიდხანს ვერ ეშვები ფიქრს, რაღაცნაირად არ ნებდება ფიქრი და რა თქმა უნდა, თქვენ ამაში დამნაშავე ხართ.

  ციტატის წყარო: „ორი თვითმკვლელობა“


მარადი ქმარი (1870)

რედაქტირება
  •  

დამეთანხმეთ, ეს საუკუნის უდიდესი ავადმყოფობაა, როცა არ იცი ვინ დააფასო, ასე არ არის?

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“

  •  

ყველაზე მეტად მახინჯი არის - მახინჯი, კეთილი გრძნობებით: მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, პაველ პავლოვიჩ.
მაგრამ თქვენ დამნაშავე არ ხართ პაველ პავლოვიჩ, არ ხართ დამნაშავე: თქვენ მახინჯი ხართ და ამიტომ ყველაფერი მახინჯი უნდა გქონდეთ - ოცნებებიც და იმედებიც.

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“

  •  

სულ ხომ არ შეიძლება იტანჯებოდე მოგონებებით: შეიძლება მოისვენო და ანტრაქტებში გაისეირნო.

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“

  •  

დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისგან.

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“

  •  

დიახ, მრისხანებით მიყვარდა, ეს ყველაზე ძლიერი სიყვარულია.

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“

  •  

კარგი მტერი მკვდარი მტერია, ცოცხალი კი უკეთესი.

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“

  •  

რქიანი რომ არ იყოს, მას არ შეუძლია, ისევე როგორც მზეს არ შეუძლია რომ ანათოს, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, თუნდაც ბუნების კანონებით.

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“

  •  

ისინი უკანასკნელ საფეხურამდე გრძნობენ საკუთარ თავს სამართლიანებად და, რა თქმა უნდა, უმანკოებად.

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“

  •  

საკუთარ თავს უსამართლოდ და დამნაშავედ არასოდეს თვლიდა. ქმრის მუდმივი, ურიცხვი ღალატი მას საერთოდ არ ამძიმებდა.

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“

  •  

არის ფიზიონომია, რომელიც ყველაზე უსახო და უმიზნო გარყვნილებასაც აღაგზნებს.

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“

  •  

- აი, ხომ ზრუნავს ვიღაცა ჩემი ზნეობისათვის, ამ წყეულ მოგონებებს თუ „სინანულის ცრემლებს“ რომ მიგზავნის.

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ.

  •  

უძილო ღამეებში და, საერთოდ, ღამის ფიქრებისა და განცდების მკვეთრი ცვალებადობა „ძლიერი მოაზროვნე და მგრძნობიარე პიროვნებებს“ სჩვევიათ და ზოგჯერ უძილობის მელანქოლიური ზეგავლენის შედეგად მთელი ცხოვრებისეული მრწამსი მოულოდნელად იცვლება. ისიც ხდება, რომ სრულიად მოულოდნელად საბედისწერო ნაბიჯსაც კი გადადგამსო კაცი. და ბოლოს, თუ სუბიექტი აშკარად გრძნობს ამ გაორებას, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ საქმე სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს. მაშასადამე ზომების მიღებაა საჭირო. საუკეთესო საშუალება გახლავთ ცხოვრებისეული წესის რადიკალური შეცვლა, დიეტა და მოგზაურობა. კუჭის ამორეცხვაც არ იქნება ურიგო.

  ციტატის წყარო: „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ.


ორეული (1846)

რედაქტირება
  •  

თავად კარგად მოგეხსენებათ, პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არა ვდარდობ, პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით, რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ესეც დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახად, სააშკარაოდ; არ ქვებუდანობ, თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კი ვიცი რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ!

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

ზოგ-ზოგიერთებს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? - გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის ამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით, არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატაა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო!

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

სადამდის მიჰყავს ზოგჯერ სიბოროტეს კაცი, სადამდის შეიძლება მივიდეს ღირსებისა და ამბიციისათვის შურისმაძიებელი გვამის გამძვინვარება.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

იქნება, მხოლოდ ჩემი შეშინება უნდათ, და როცა დაინახავენ - ხმას არ ვიღებ, არ ვეწინააღმდეგები და სრულად ვემორჩილები, მორჩილებით ვიტან ყოველივეს, იქნებ მაშინვე დაიხიონ უკან, სულაც პირველებმა დაიხიონ უკან.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

ჩვენი საქმე სულ უბრალო საქმეა. ყველაფერი სულ უბრალოდ, წვრილმანებით თავდება.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

მეგობრის ჭერქვეშ შიშველ იატაკზეც რბილად დამეძინება.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

თურქები, ერთის მხრივ, მართალნი არიან, ძილშიც რომ ღმერთს უხმობენ.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

ზოგჯერ არაკეთილმოსურნეობა და შური თავისი ყოველდღიური ბილწი საზრდოს ძებნაში არავითარ პიროვნებას არ ინდობს.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

პირადი შეურაცხყოფა წესიერ საზოგადოებაში დაუშვებელია;

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

ჩემს თავზე მოგახსენებთ, ჩემო ბატონო, რომ მე, მაგალითისთვის, ნიღაბს მაშინ ვიკეთებ, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ კარნავლის დროს და მხიარულ წვეულებებში, პირდაპირი აზრით მოგახსენებთ ამას; მაგრამ ყოველდღიურად კი არ ვინიღბები ადამიანების წინაშე.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

თქვენი უსირცხვილო და თავხედური გამოხდომები ჩემს მიმართ, მოწყალეო ბატონო, რის მოწმეც წეღან გავხვდი, უფრო მეტად გამხელენ თქვენ, ვიდრე ჩემი სიტყვები, მაგ უხეირო ოინების იმედი ნუ გექნებათ, არაფერი გამოგივათ.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

თვითმარქვეობითა და უსირცხვილობით, ჩვენს დროში ვერაფერს მიაღწევთ. თვითმარქვეობა და უსირცხვილობა, მოწყალეო ბატონო ჩემო, ხეირს არ დაგაყრით, სახრჩობელამდე მიგიყვანთ.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

ზოგიერთ პიროვნებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ შეურაცხყონ და მოატყუონ ხალხი, განსაკუთრებით კი პატიოსანი და კეთილი ზნის ადამიანები; უფრო მეტიც, ზურგს უკან ლანძღავენ მათ და უკუღმართობად ლაპარაკობენ, მხოლოდ შურისა და კიდევ იმის გამო, რომ თვითონ ასეთებად ვერ გაასაღებენ თავს.

  ციტატის წყარო: „ორეული“

  •  

ან თქვენ უნდა იყოთ, ან მე. ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია! და ამიტომაც გიცხადებთ, რომ უცნაური, სასაცილო და ამასთანავე შეუძლებელი სურვილი თქვენი-ჩემს ტყუპის ცალად მოაჩვენოთ თავი ხალხს, სხვას არაფერს გამოიწვევს, თუ არა თქვენს საბოლოო პატივის აყრასა და დამარცხებას. და ამიტომაც გთხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე სიკეთისათვის, განზე გადგეთ და გზა მისცეთ ჭეშმარიტად კეთილშობილ და კეთილსაიმედო მიზნების მქონე ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვარ, უკიდურესი ზომები მივიღო. ვდებ კალამს და ველი... სხვაფრივ, მზად გახლავარ, როგორც სამსახურისთვის, ასევე-პისტოლეტებისათვის.

  ციტატის წყარო: „ორეული“


ნეტოჩკა ნეზვანოვა (1849)

რედაქტირება
  •  

მაგრამ რა? რა მაჩუმებს მაშინ, როდესაც ლაპარაკია საჭირო?

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

არიან ისეთი ხასიათის ადამიანებიც, რომელთაც უყვართ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნონ, ამაზე ხმამაღლა იწუწუნონ ან მარტოობაში დაიმშვიდონ თავი, ქედი მოიხარონ თავიანთი აუღიარებელი სიდიადის წინაშე.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

არის ისეთი წუთები, როდესაც მტკივნეულად დაჭიმული მთელი გონებრივი და სულიერი გრძნობები უცაბედად აალდებიან ცნობიერების ნათელი ცეცხლით და ასეთ დროს რაღაც წინასწარმეტყველური ესიზმრება გაკვირვებულ სულს, რაღაც დამღლელი შეგრძნება მომავლისა, რომელიც მას მოელის და რა ძლიერ სასურველია ცხოვრება, როგორ ითხოვს მთელი თქვენი არსება სიცოცხლეს და ყველაზე ბრმა, ყველაზე ცხელი იმედის ალით აგიზგიზებული თქვენი გული თითქოს მომავალს იწვევს, მთელი თავისი საიდუმლოებით, მთელი თავისი შეუცნობლობით. თუნდაც ქარბუქით, ჭექა-ქუხილით, მაგრამ სიცოცხლით იყოს ოღონდაც. ჩემი წუთი ზუსტად ასეთი იყო.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

ტალანტს თანაგრძნობა უნდა, მას სჭირდება რომ მისი ესმოდეთ, შენ კი ნახავ რა სახეები შემოგეხვევიან გარშემო, როგორც კი ოდნავ მაინც მიაღწევ მიზანს, ისინი არფერს ჩათვლიან და შურით დააკვირდებიან იმას, რასაც შრომით, აკრძალვებით, შიმშილით, უძილო ღამეებით მიაღწიე. ისინი არ გაგამხნევებენ, არ გითანაგრძნობენ, შენი მომავალი მეგობრები; ისინი არ მიგითითებენ თუ რა არის შენში კარგი და ჭეშმარიტი, მაგრამ ბოროტი სიხარულით წამოწევენ შენს ყოველ შეცდომას, მიგითითებენ ზუსტად იმაზე, რაც ცუდია შენში, რაშიც შეცდომას უშვებ და შურითა და მლიქვნელობით ალბათ გაუხარდებათ შენი ყოველი შეცდომა (თითქოს უშეცდომოდ იყო ყველაფერი!) შენ ხომ დიდგულა ხარ, შენ ხშირად ამაყიც ხარ და შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავზე შეყვარებულ არარაობას და მაშინ უბედურება - შენ მარტო იქნები, ისინი კი ბევრნი, ისინი ქინძისთავებით გაწამებენ.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

ის გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ ეს მისი სიმშვიდე უფრო მაღელვებდა, ვიდრე ყოველგვარი მისი ნერვიულობა.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

ყოველ ჩვენგანს ჰქონად ზღვარი, რომლამდეც მიდიოდა ჩვენი სიახლოვე, ზღვარს გადაბიჯება ვერ გავბედეთ, თუმცა კი გვინდოდა.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

ჭეშმარიტებამ ის თავისი აუტანელი ბრჭყვიალით დააბრმავა და ის რაც სიცრუე იყო, მისთვისაც სიცრუედ დარჩა.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

ის მოკვდა, რადგან ასეთი სიკვდილი მისთვის აუცილებლობა იყო, ერთადერთი მიზანი მთელი მისი ცხოვრებისა. ის ასე უნდა მომკვდარიყო, როდესაც ყოველივე, რასაც მისი ცხოვრება ეკავა უცაბედად ჩამოინგრა, გაიფანტა როგორც მოჩვენება, როგორც უსხეულობა, ცარიელი ოცნება.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

ნუთუ მას არ შეეძლო იმის გაგება, რომ ასე ძნელია მოატყუო ნატურა, რომელსაც სწყურია შეგნებული შტაბეჭდილებები, ვინც ბოლომდე იგრძნო ბევრი ბოროტება და სიკეთე?

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

არის წუთები, როდესაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

თითქოს და ჩანდა, რომ ეს უბედური, დაღუპული ტალანტი თავადვე ეძებდა გარეგნულ შემთხვევებს, რისთვისაც შეიძლებოდა დაებრალებინა მთელი წარუმატებლობა, მთელი უბედურება.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

მე მხოლოდ ერთი სიამოვნება მქონდა - მეფიქრა და მეოცნება მასზე, მხოლოდ ერთი ნება - მეკეთებინდა ყველაფერი, რაც მას უმცირეს სიამოვნებას მოჰგვრიდა.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

ხარბად დავიწყე წიგნების კითხვა და ამ საქმემ მალევე სრულიად გამიტაცა. ჩემი ყველა ახალი მოთხოვნილება, ყველა ცოტა ხნის წინანდელი მისწრაფებანი, ნიაღვრები ჩემი აწყვეტილი ასაკისა, სიმშვიდის გარეშე, ამბოხით წარმოსდგა ჩემს სულში, რაც ჩემმა ძალიან ადრეულმა განვითარებამ გამოიწვია - ეს ყოველივე სულ სხვა მხარეს გადაიხარა, თითქოს დაკმაყოფილებული ახალი საკვებით, თითქოს იპოვა სათავისო სწორი გზა. მალევე ჩემი გული და გონება ისე მოჯადოვდა, ჩემი ფანტაზია ისე ფართოდ გაიშალა, რომ მე თითქოს მთელი ის მსოფლიო დავივიწყე, რომელიც გარს მერტყა. მეჩვენებოდა, რომ თვით ბედმა მომაქცია ცხოვრების ამ ნაკადში, რომელშიც ასე მივიწევდი წინ, რომელზეც მთელი დღე და ღამე ვმკითხაობდი და სანამ უცნობ გზაში გამიშვებდა, მომიხმობდა სიმაღლეზე, მაჩვენებდა მომავალს ჯადოსნურ პანორამაში, მომხიბვლელ, მომნუსხველ პერსპექტივაში. მომელოდა მთელი ეს მომავალი გადამეტანა, თავდაპირველად წიგნში ამოკითხვით, გადამეტანა ოცნებებში, ვნებათა ღელვაში, ახალგაზრდა სულის ტკბილ მღელვარებაში.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

მასზე იმედის ჩრდილიც კი ახდენდა გავლენას.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

მას დიდება სურდა და თუ არტისტისთვის დიდების სურვილი მამოძრავებელი მთავარი ძალაა, მაშინ ის არტისტი არაა, რადგან მან უკვე დაკარგა მთავარი მხატვრული ინსტინქტი, ანუ ხელოვნების სიყვარული, ერთადერთი იმის გამო, რომ ის არის ხელოვნება და არა სხვა რამ, მაგალითად დიდება.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

საბრალო შეშლილი ადამიანი მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს თვლიდა ტალანტად, მხოლოდ ერთ არტისტს და ეს არტისტი რა თქმა უნდა, თვითონვე იყო.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

მან დაგტოვა ერთ აუხსნელ მიზანთან, რომელიც შენც კი არ აგიხსნა.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

შენ ხომ ღუპავ საკუთარ თავს შენივე სასოწარკვეთით.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

უყურე, კიდევ ერთხელ გიმეორებ: ისწავლე და ფიალები არ განასხვავო. და თუ ტკივილისგან შედრკები (ტკივილი კი ბევრი იქნება!) - საკვები გაქრება, ყველაფერი ეშმაკისკენ წავა.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

შეშლილი თავიდან იშორებდა ყველას, ვისზეც გაბრაზებული იყო, რადგან საკუთარი თავისა და საკუთარი მძვინვარების ეშინოდა.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

მერე შევამჩნიე, რომ ბევრი ბავშვი სიმახინჯემდე გულგრილია, მაგრამ თუკი ვინმეს შეიყვარებენ, საბოლოოდ შეიყვარებენ.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

იმ წუთას ვიგრძენი, რომ არ ვეცოდებოდი და არ ვუყვარდი, რადგან ვერ ხედავდა როგორ მიყვარდა და ფიქრობდა, რომ სასტუმროს გამო მზად ვიყავი მისთვის მემსახურა.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

მე მდაბალი ვარ, არარაობა ვარ, სასაცილო ვარ, სასაცილოზე უარესი კი არაფერია!

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

ჩემი ვნება შენ მიერ აღძრული სიყვარული არ ყოფილა, - მე სიყვარულის მეშინოდა: ვერ გავბედე შენი შეყვარება; სიყვარულში ურთიერთდამოკიდებულებაა, ეჭვიანობაა, მე კი არ ვიყავი ამის ღირსი.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

მე უკვე მესმოდა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა - არ არის ტალანტი.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

სიღარიბეში ყოფნის შენს ექვს წელს უკვალოდ არ ჩაუვლია: სწავლობდი, აცნობიერებდი საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებს, შენ უკვე გაგეგება შენი ხელოვნებისა და შენი დანიშნულებისა.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

როდესაც იმ შენმა მასწავლებელმა, რომელზეც მიყვებოდი, შენში ხელოვნებისადმი სიყვარული აღძრა და გაააღვიძა, მაშინაც იგივე მძიმედ იგრძენი ეს, როგორც ახლა გრძნობ.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

ჩემი ბედნიერება, როგორც აუტანელი ტვირთი ისე მაწვებოდა და ატირებული მეუბნებოდა: „რისთვის ეს ყოველივე? რით დავიმსახურე? რით დავიმსახურე ნეტარება?“

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

მასწავლე, მე ხომ არ მესმის, არ მესმის, ვერანაირად ვერ გამიგია - მასწავლე, როგორ გავხლიჩო ცხოვრება შუაზე, როგორ ამოვიგლიჯო გული მკერდიდან და მის გარეშე როგორ ვიცხოვრო?

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

მე დაუცველი და მარტოხელა ვიდექი ადამიანის წინაშე, რომელსაც ქალის შეურაცხყოფა შეუძლია.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

...მაგრამ საბოლოოდ კი ყველას მოაწყინა თავი, მის ბოლო როლშიც კი.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“

  •  

საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, რომლის იდეაც მაინც ღრმა და სერიოზულია.

  ციტატის წყარო: „ნეტოჩკა ნეზვანოვა“


სხვა ნაწარმოებები

რედაქტირება
  •  

რა თქმა უნდა, შეურაცხყოფის პატიება და დავიწყება - კეთილი საქმეა, მაგრამ მაინც არ ვარგა.


  •  

თუ მოიძებნება ვინმე, რომ დამიმტკიცოს, თითქოს ჭეშმარიტება ქრისტეში არაა, მე მაინც ქრისტესთან დავრჩები და არა იმ ჭეშმარიტებასთან.


  •  

ზოგჯერ რომელიმე ადამიანს რამდენიმე წელიწადს მორჩილად, სამაგალითოდ უჭირავს თავი, იტანს უსასტიკეს სასჯელს, და უცებ სრულიად მოულოდნელად იფეთქებს რაღაც პატარა, უმნიშვნელო რამეზე, ლამის არაფერზე, — თითქოს ეშმაკი შეუძვრაო, — აურევს, იქეიფებს, შფოთს ატეხს, ხოლო ზოგჯერ სისხლის სამართლის დანაშაულზეც მიდის: ხედავენ ამას და უკვირთ. ამავე დროს კი მთელი მიზეზი ამ ადამიანის ასე მოულოდნელი აფეთქებისა, რასაც მისსგან ყველაზე ნაკლებ მოელოდნენ, შესაძლოა ეს არის დაგროვილი ბოღმისაგან პიროვნების შმაგი გამოვლინება, ინსტიქტური სევდა საკუთარ თავზე, წადილი გამოაჩინოს თავი, თავისი დამცირებული პიროვნება, წადილი — სიბრაზემდე, გაშმაგებამდე. გონების დაკარგვამდე, გაცოფებამდე მისული. ალბათ, ცოცხლად დამარხული და კუბოში უეცრად გამოღვიძებული ადამიანი ასე ასკდება და ეჯაჯგურება სახურავს, ცდილობს ახადოს, თუმცაღა გონებას უთუოდ შეეძლო დაერწმუნებინა, რომ მთელი მისი ცდა ამაოა; მაგრამ საქმეც ისაა, აქ უკვე გონიერებისათვის აღარ სცალია. აქ სიშმაგეა.


  •  

ეთიკური ნორმების გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ რელიგიის საშუალებით, ინდივიდის ზნეობრივი სრულყოფით.


  •  

ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა.


  •  

მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც.


  •  

ადამიანი არის საიდუმლოება. ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე. მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო.


  •  

ყოველი ხელოვნება პოეტურ მოსაზრებათა მთელ წყებებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ერთი იდეა ვერ გამოიხატება მეორე, მასთან კავშირში არმყოფ ფორმაში.


  •  

რა შეიძლება იყოს ჩემთვის უფრო ფანტასტიკური, ვიდრე სინამდვილეა?


  •  

მიყვარს რეალიზმი, როდესაც ის ფანტასტიკურობამდე აღწევს.


  •  

სიმართლის სხივს ვერავითარი ნისლი ვერ გაუძლებს.


  •  

არის ხალხი, ვისაც მეტისმეტი გაბრაზება მეტისმეტ სიამოვნებას ანიჭებს, მეტადრე თუ გაბრაზებამ ზღვარს გადააცილა.


  •  

ხალხის უმაღლესი და დამახასიათებელი ნიშანია სამართლიანობის განცდა.


  •  

მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია.


  •  

თანამედროვე დასავლეთ ევროპას იგი შემდეგნაირად ახასიათებდა: „უარყვეს გადარჩენის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ღმერთისგან მოდიოდა და ხსნად ჰუმანურობას აცხადებენ, „შენ ის გიყვარს როგორც საკუთარი თავი“ — ეს მცნება ჩაანაცვლეს უფრო პრაქტიკული დასკვნით chacun pour soi et Dieu pour tous („ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის“) ანდა სხვა მეცნიერული სლოგანებით, მაგალითად „ბრძოლა გადარჩენისთვის“.


  •  

ნუ, ნუ გჯერათ ადამიანთა თანაზიარობა.


  •  

ღმერთი მაწამებს მუდამ.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება