ედგან ალან პო (Edgar Allan Poe) (დ. 19 იანვარი, 1809 — გ. 7 ოქტომბერი, 1849) — ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, კრიტიკოსი და ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელ რომანტიკოსთაგან.

ედგარ ალან პო,1848 წელი

ციტატები

რედაქტირება
  •  

მთელი ცხოვრება საშინელებათა თეატრია.


  •  

ყველას უყვარდა, თუმცა ყველამ მიატოვა.


  •  

მორალი? და რა არის ეს?


  •  

ანგელოზთ, ბევრად უბედურთ, ცაში შევშურდით აქ მე და ის.


  •  

ადამიანური წარმოსახვა დემონია - ნუ გააღვიძებთ მას, თორემ დავიღუპებით, ის ჩვენ შეგვჭამს.


  •  

მე სულ სხვა რამ მაქვს მხედველობაში: ააქვს თუ არა იმედი ჩემნაირ არარაობას?


  •  

მე არასდროს მჯეროდა მოჩვენებების არსებობის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდნენ და ყველგან თან დამსდევდნენ.


  •  

შემთხვევითი ინტერვალებით მე ჭკუიდან მშლიდა საშინლად საღი გონება.


  •  

ნებისმიერი სახის სილამაზე, თუკი ის უზადოა, უცილობლად მიიყვანს მგრძნობიარე სულის ადამიანს ცრემლებამდე.


  •  

თუ გსურს, სამუდამოდ დაივიწყო რაიმე, მაშინ შთააგონე შენს თავს, რომ ეს აუცილებლად უნდა დაიმახსოვრო.


  •  

ის, რაც მე მიყვარს, მიყვარს მხოლოდ მარტოობაში.


  •  

ბავშვობაში მე არ ვიყავი ისეთი, როგორიც სხვები, მაგრამ ვხედავდი ისე, როგორც ხედავდა ყველა.


  •  

ისინი, ვინც სიზმრებს ცხადად დღისით ხედავენ, ყოველთვის უფრო წინ მიიწევენ, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ღამით, დაძინებისას ხედავენ მას.


  •  

დიდი უბედურებაა არ გქონდეს მარტოდ დარჩენის საშუალება.


  •  

ვერც ეს სული და ვერც ეს აჩრდილი, რომელიც ხალიჩაზე წევს, ვერასდროს ვერ წამოდგებიან.


  •  

მე ძლიერი რწმენა მაქვს სულელების მიმართ, რასაც ჩემი მეგობრები თვითრწმენას უწოდებენ.


  •  

სინამდვილეში, ადამიანი ბედნიერია — ის ცხოვრობს მოლოდინში, რომ ბედნიერება წუთი-წუთზე დადგება.


  •  

უცოდინრობა ეს ბედნიერებაა, სრულყოფილი კი მაშინაა, როდესაც ღრმად ხარ დარწმუნებული, რომ არ იცი.


  •  

ჭაღარა თმები — ეს წარსულის არქივია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება