ემილია კლარკი
ემილია იზაბელ იუფიმია როუზ კლარკი (ინგლ. Emilia Isabelle Euphemia Rose Clarke; დ. 23 ოქტომბერი, 1986, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მსახიობი. ლონდონში დაბადებული და ბერქშირში გაზრდილი კლარკი, სწავლობდა ლონდონის დრამის ცენტრში და მონაწილეობას იღებდა რიგ სპექტაკლებში.
ციტატები
რედაქტირებამასაჟს ხშირად არ ვიკეთებ. მაგრამ Epsom მარილის აბაზანები უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი მასაჟი. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის ციტატების კრებული
მოდაში მოხვედრის და ლამაზი კაბის პოვნის ნებისმიერი შესაძლებლობით აღფრთოვანებული ვარ. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის ციტატების კრებული
მე უბრალოდ გოგო ვარ რომელსაც ტუში უყვარს. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის ციტატების კრებული
მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს ენდო ადამიანს, ვისაც წიგნების თაროზე დიდი ტელევიზორი აქვს“. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“
ერთ-ერთი ბევრი რამ, რაც მე მიყვარს დეინერისში Game of Thrones-იდან არის ის, რომ მან მომცა შესაძლებლობა, ავაფრიალო დროშა ახალგაზრდა გოგოებისა და ქალებისათვის, ვიყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიღაცის ცოლი და ვიღაცის შეყვარებული. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“
ახალგაზრდა ბრიტანელმა გოგონამ, რომელსაც არ აქვს თეატრალური გამოცდილება, გადაწყვიტა შეესრულებინა საკულტო ამერიკული როლი ბროდვეიზე. იქნებ ასე უნდა მეფიქრა? |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“
ხანდახან თავს მიტოვებულ ბავშვად ვგრძნობ – უცნაური ვერცხლისფერი თმით, რომელთანაც არავის უყვარს საუბარი. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“
ნუ მოიხმართ ნარკოტიკებს, არ გქონდეთ სექსი და არ შეეხოთ წარბებს. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“
მუსიკას ყოველთვის დიდი ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“
მე ვიყავი ოქროს გლობუსის დაჯილდოების შემდეგ წვეულებაზე და ჩემთან მოვიდა ჩენინგ ტატუმი და მისი ულამაზესი შეყვარებული ჯენა დიუანი, რომელბმაც მითხრეს: „ჩვენ ვუწოდებთ ერთმანეთს ჩემი ცხოვრების მთვარეს, ჩემს მზეს და ვარსკვლავებს“. ამის შემდეგ ვთხოვე, რომ ერთმანეთს ჩავხუტებოდით მაინც. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“
ჩემი წესია, არასოდეს არაფერი ნახო ინტერნეტში. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“
„სამეფო კარის თამაშების" ბოლო მოსმენის შემდეგ მათ თქვეს: "გილოცავ, პრინცესა". მე ვამბობდი, "ნახვამდის, ქოლ ცენტრი“. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“
ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე HBO-ს სერიალების ყურებაში და იმ ოცნებით, რომ ჩემი კარიერის რაღაც მომენტში შემეძლო მათთან მუშაობა. |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“
90-იანების ძალიან ცუდი პერიოდი იყო მოდისთვის და თმისთვის |
ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“