ენდი უორჰოლი

(გადმომისამართდა ენდი ვორჰოლი-დან)

ენდი უორჰოლი (ინგლ. Andy Warhol; დ. 6 აგვისტო, 1928 — გ. 22 თებერვალი,1987) — ამერიკელი მხატვარი, რეჟისორი, მსახიობი, გამომცემელი და მთავარი ფიგურა პოპ-არტისა.

Warhol (1973)

ციტატები

რედაქტირება
  •  

წარმოდგენაც კი არ მაქვს, სად მთავრდება ხელოვნება და იწყება რეალობა.


  •  

ყოველთვის ამბობენ, რომ დრო ცვლის სამყაროს, მაგრამ სინამდვილეში, აუცილებელია, შენვე შეცვალო იგი.


  •  

ადამიანებს უნდა უყვარდებოთ თვალდახუჭულებს. უბრალოდ დახუჭეთ თვალები... ასეთი სიყვარული ხომ უბრალო სასწაულზე მეტია!


  •  

წარმოსახვაში სიყვარული გაცილებით უკეთესია, ვიდრე ცხოვრებაში. გაცილებით მგზნებარე ურთიერთლტოლვა წარმოიქმნება ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთს არ ხვდებიან.


  •  

მეშინია იმისა, რომ თუ ზედმეტად დიდხანს ვუცქერ რაიმე საგანს, ის ჩემს თვალში გაუბრალოვდება და ყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავს.


  •  

ყველაზე მშვენიერი რამ ტოკიოში - ეს მაკ-დონალდსია. ყველაზე მშვენიერი რამ სტოკჰოლმში - მაკ-დონალდსი. პეკინსა და მოსკოვში კი ჯერჯერობით არაფერია მშვენიერი.


  •  

ხანდახან რაიმე ლამაზად გვეჩვენება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტათი განსხვავდება გარემომცველი საგნებისაგან.


  •  

როცა უკვე აღარ გაინტერესებს ის, რაც ცოტა ხნის წინ სიგიჟემდე გინდოდა შენი ყოფილიყო, ის მაშინვე თავისსთავად გივარდება ხელში. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს აბსოლუტური აქსიომაა.


  •  

როცა მე ვიყურები სარკეში, დანამდვილებით ვიცი, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ ისე, როგორც სხვები მიყურებენ, იმიტომ, რომ ისეთად აღვიქვამ თავს, როგორიც მინდა, რომ სხვებმა დამინახონ.


  •  

მე არასდროს ვკითხულობ ხოლმე. მე უბრალოდ ვუცქერ სურათებს.