ენდი უორჰოლი
ენდი უორჰოლი (ინგლ. Andy Warhol; დ. 6 აგვისტო, 1928 — გ. 22 თებერვალი,1987) — ამერიკელი მხატვარი, რეჟისორი, მსახიობი, გამომცემელი და მთავარი ფიგურა პოპ-არტისა.
ციტატები
რედაქტირებაწარმოდგენაც კი არ მაქვს, სად მთავრდება ხელოვნება და იწყება რეალობა. |
ყოველთვის ამბობენ, რომ დრო ცვლის სამყაროს, მაგრამ სინამდვილეში, აუცილებელია, შენვე შეცვალო იგი. |
ადამიანებს უნდა უყვარდებოთ თვალდახუჭულებს. უბრალოდ დახუჭეთ თვალები... ასეთი სიყვარული ხომ უბრალო სასწაულზე მეტია! |
წარმოსახვაში სიყვარული გაცილებით უკეთესია, ვიდრე ცხოვრებაში. გაცილებით მგზნებარე ურთიერთლტოლვა წარმოიქმნება ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთს არ ხვდებიან. |
მეშინია იმისა, რომ თუ ზედმეტად დიდხანს ვუცქერ რაიმე საგანს, ის ჩემს თვალში გაუბრალოვდება და ყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავს. |
ყველაზე მშვენიერი რამ ტოკიოში - ეს მაკ-დონალდსია. ყველაზე მშვენიერი რამ სტოკჰოლმში - მაკ-დონალდსი. პეკინსა და მოსკოვში კი ჯერჯერობით არაფერია მშვენიერი. |
ხანდახან რაიმე ლამაზად გვეჩვენება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტათი განსხვავდება გარემომცველი საგნებისაგან. |
როცა უკვე აღარ გაინტერესებს ის, რაც ცოტა ხნის წინ სიგიჟემდე გინდოდა შენი ყოფილიყო, ის მაშინვე თავისსთავად გივარდება ხელში. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს აბსოლუტური აქსიომაა. |
როცა მე ვიყურები სარკეში, დანამდვილებით ვიცი, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ ისე, როგორც სხვები მიყურებენ, იმიტომ, რომ ისეთად აღვიქვამ თავს, როგორიც მინდა, რომ სხვებმა დამინახონ. |
მე არასდროს ვკითხულობ ხოლმე. მე უბრალოდ ვუცქერ სურათებს. |