ერთგულება არც ქების ღირსია და არც გმობისა, ვინაიდან მასში თავს იჩენს გემოვნებისა და გრძნობების სიმტკიცე, რომელიც ჩვენს ნებაზე როდია დამოკიდებული.
ფრანსუა დე ლაროფშუკო❣️
ერთგულება, რომელიც მხოლოდ ვაივაგლახობით შეიძლება შეინარჩუნო, ღალატს არაფრით არ სჯობს.
ფრანსუა დე ლაროფშუკო
ერთგულება უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა თავმოყვარეობის მზაკვრული ფანდი, რომლის მიზანიც მოყვასთა ნდობის მოხვეჭა გახლავთ;; ესაა გზა, რომლითაც შეიძლება თავზე მოექცე სხვებს და ფარდა ახადო თვით ყველაზე დიდ საიდუმლოს.
ფრანსუა დე ლაროფშუკო
ვისაც ერთგულების ფიცი არ დაუდვია, ფიცს არასოდეს არ დაარღვევს.
პლატონი
სიმტკიცისა და ერთგულების გარეშე ვერ იარსებებს ვერც სიყვარული, ვერც მეგობრობა და ვერც სათნოება.
ჯოზეფ ადისონი
ბრძენის ერთგულება არის საკუთარ სულში განგაშის დაფარვის ხელოვნება.