ვალერიან გაფრინდაშვილი
ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი (* 21 დეკემბერი, 1888/2 იანვარი, 1889, ქუთაისი ― † 31 იანვარი, 1941, თბილისი) – ქართველი პოეტი
- ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
- რომ არ დამჭირდეს კიდევ ცხოვრება,
- და მჯერა, ჩემი სიმღერა წმინდა
- სამშობლო მხარეს ემახსოვრება.
"ისეთი ლექსი". 1937 წ. ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია. გამომც. მერანი. თბილისი, 1980. გვ. 389
- ზღვას ენატრება იყოს პატარა,
- ვით უნაზესი ჩიტი კოლიბრი.
"ზღვა". 1922 წ. ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია. გამომც. მერანი. თბილისი, 1980. გვ. 389
- პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
- და პირველ ღამეს,
- როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -
- ახალ სიამეს.
"პირველი თოვლი". ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია. გამომც. მერანი. თბილისი, 1980. გვ. 390
- ო, დავემსგავსოთ ხეებს და ბავშვებს,
- თუ გვინდა შესვლა სასუფეველში!
- სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
- გარდა თვითმკველობის.
"ბოჰემის მონოლოგი". ლიბ.ჯი