ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
„ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი“ (Star Wars Episode IV: A New Hope) , მოგვიანებით ცნობილი შეცვლილი სახელწოდებით „ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი“, „Star Wars Episode IV: A New Hope“) — 1977 წლის ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის ფილმი სერიიდან „ვარსკვლავური ომები“. იგი არის აღნიშნული სერიის პირველი ფილმი და ფრენჩაიზის საწყისი ეტაპი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარკ ჰემილი, ჰარისონ ფორდი, კერი ფიშერი, პიტერ კეშინგი, ალეკ გინესი, დევიდ პრაუზი, ჯეიმზ ერლ ჯოუნსი, ენტონი დენიელზი, კენი ბეიკერი და პიტერ მეიჰიუ. სიუჟეტის ძირითადი თემაა აჯანყებულთა ალიანსი პრინცესა ლეიას (ფიშერი) მეთაურობით, რომელიც ცდილობს კოსმოსურ სადგურ სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებას. ამ კონფლიქტის გამო იცვლება ფერმერ ლუკ სკაიუოკერის (ჰემილი) ცხოვრებაც, მას შემდეგ, რაც იგი, ბიძასთან ერთად, შეიძენს ორ დროიდს, რომელთაგან ერთ-ერთი ატარებს სადგურის მოპარულ სქემებს. როდესაც იმპერიული ძალები იწყებენ დროიდების ძიებას, სკაიუოკერი ობი-ვან კენობის (გინესი) ხელმძღვანელობით ეუფლება ჯედაების ხელოვნებას და, ამავე დროს, ათავისუფლებს პრინცესას და უერთდება აჯანყებულებს.
დიალოგები
რედაქტირება- [პრინცესა ლეია დაპატიმრებულია და მიყვანილია დართ ვეიდერთან]
- პრინცესა ლეია ორგანა: დართ ვეიდერ. მხოლოდ თქვენ თუ გაბედავდით ამას. იმპერიული სენატი ამას არ მოითმენს. როდესაც შეიტყობენ, რომ თავს დაესხით დიპლომატიურ...
- დართ ვეიდერი: ნუ გიკვირთ, თქვენ უდიდებულესობავ. ამჯერად მშვიდობიანი მისიით არ მიემართებოდით. აჯანყებულთა ჯაშუშების მიერ ამ ხომალდს რამდენიმე სიგნალი გადაეცა. მაინტერესებს, სად არის გეგმები, რომლებიც თქვენ გამოგიგზავნეს.
- ლეია: არ ვიცი, რაზე საუბრობთ. მე იმპერიული სენატის წევრი ვარ და ალდერაანზე დიპლომატიური მისიით...
- დართ ვეიდერი: თქვენ ხართ აჯანყებულთა ალიანსის წევრი და მოღალატე! წაიყვანეთ!
- დეინ ჯირი: [ვეიდერს] მისი აქ დაკავება საშიშია. თუკი ამაზე შეიტყობენ, ეს სენატში აჯანყებულებისადმი მხარდაჭერას გამოიწვევს.
- დართ ვეიდერი: აჯანყებულთა ჯაშუშებმა აქამდე მომიყვანეს. ახლა ის ერთადერთი საშუალებაა, რათა აღმოვაჩინო მათი ფარული ბაზა.
- ჯირი: უფრო მოკვდება, ვიდრე რამეს გეტყვით.
- დართ ვეიდერი: ეგ მე მომანდეთ. აცნობეთ სენატს სამწუხარო ამბავი, რომ ხომალდზე ყველა მოკლული იქნა.
- ნადონის პრაჯი: საბრძოლო სადგურის გეგმები ამ ხომალდზე არ იქნა აღმოჩენილი, არც რამე გადაცემულა. ბრძოლის დროს გემიდან დაეშვა კაპსულა, რომელშიც სიცოცხლის ნიშნები არ შეიმჩნეოდა.
- დართ ვეიდერი: ალბათ ამ კაპსულაში გეგმები დამალა. გააგზავნეთ კაპსულა, რათა მოძებნონ, პირადად მიხედეთ, სარდალო. ამჯერად არავინ შეგვაჩერებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვარსკვლავური ომები საიტზე Filmsite.org